GOL.GE Forum: გალაკტიონი - GOL.GE Forum

Jump to content

  • (8 Pages)
  • +
  • « First
  • 6
  • 7
  • 8
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

გალაკტიონი ბუმბერაზი პოეტი

#281 მომხმარებელი არაა ფორუმზე   sopi Icon

  • You will Always On My Mind
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1425
  • რეგისტრაცია: 04-October 06

Posted 16 May 2009 - 07:27 PM

QUOTE(piero @ May 8 2009, 10:58 PM)
80 % -ს უყვარს გალაკტიონი და 90% არ იცნობს მის შემოქმედებას, მაგრამ მაინც უყვართbiggrin.gif
View Post


უამრავია ეგეთი, განა მარტო გალაკტიონზე, აი მარკესზე გიჟდებიან , არადა მხოლოდ 'ბოლო სიტყვა' აქვთ წაკითხული, biggrin.gif




გალაკტიონი ყოველთვიდ დიდი გალაკტიონი ზეცისკენ მიქრის....

რა ვქნა რომ ამ პოეტის მეტს მე პოეტად ვერ ვთვლი, ეს კაცი უბრალოდ საოცრება იყო smile.gif

ძალიან მიყვარსsmile.gif
უკანამოუხედავად, შეუპოვრად იარე წინ!

Men, they may have you on your knees, but you've got them by the balls.
0

#282 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 16 May 2009 - 07:32 PM

QUOTE(sopi @ May 16 2009, 06:27 PM)
უამრავია ეგეთი, განა მარტო გალაკტიონზე, აი მარკესზე გიჟდებიან , არადა მხოლოდ 'ბოლო სიტყვა' აქვთ წაკითხული,  biggrin.gif
გალაკტიონი ყოველთვიდ დიდი გალაკტიონი ზეცისკენ მიქრის....

რა ვქნა რომ ამ პოეტის მეტს მე პოეტად ვერ ვთვლი, ეს კაცი უბრალოდ საოცრება იყო smile.gif

ძალიან მიყვარსsmile.gif
View Post


buchti.gif
ბეტმენის მუშტი
0

#283 მომხმარებელი არაა ფორუმზე   sopi Icon

  • You will Always On My Mind
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1425
  • რეგისტრაცია: 04-October 06

Posted 17 May 2009 - 09:35 AM

QUOTE(Freeman @ May 16 2009, 06:32 PM)
buchti.gif
View Post


flowers.gif
უკანამოუხედავად, შეუპოვრად იარე წინ!

Men, they may have you on your knees, but you've got them by the balls.
0

#284 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Moulin-rouge Icon

  • Tell him that the sun and moon Rise in his eyes....
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 3543
  • რეგისტრაცია: 18-June 06

Posted 19 May 2009 - 12:46 AM

QUOTE(Freeman @ May 12 2009, 08:56 PM)
ეს პირველად ერთმა წამიკითხა biggrin.gif
და ვერაფერი გავიგე  biggrin.gif
რო მორჩა ვღაცა მოუკვდა საწყალსთქვა ვთქვი  biggrin.gif
დებილი ხარო აზზე არ ხარო
იმას კი ვერ მიხვდა რომ მე მას ვუსმენდი და არა გალაქტიონს
ხმამომწონდამემისი user.gif
ადრე ჩემ თვალში გალაქტიონი ცმო იყო სკრიპკა biggrin.gif
აბა რამდენი შემაგინებთ  biggrin.gif
View Post


მე დავიწყენ და შენ უჯიშო ქართველობას ვაგინებ xozaa.gif
ყველა კაცი ახვარია...... განურჩევლად ყველა........


Hollywood is a place where they'll pay you a thousand dollars for a kiss and fifty cents for your soul...... (M.M)
0

#285 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლიპარიტი Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7573
  • რეგისტრაცია: 12-March 07

Posted 06 July 2009 - 01:26 PM

გალაკტიონის პიროვნების გაცნობისთვის გირჩევთ წაიკითხოთ მისი უბის წიგნაკი. აქ დაინახავთ პოეტის მისწრეფაბებს, სიყვარულს, სიძულვილს, მის თანამედროვე მწერლობაზე შეხედულებას, ბევრი ლექსის მონახაზს, მის ოცნებებს. ამ წიგნში იხილავთ მის ჩანახატებს, რომელიც გაკეთებულია სხვადასხვა შთაბეჭდილების კვალზე. მოკლედ ბევრ რამეს გაიგებთ მისი ცხოვრების შესახებ. გაიგებთ სიცოცხლეის ბოლოს წლებში როგორ უჭირდა, აი ამაზე მაგრად დამწყდა გული. გაიგებთ თუ როგორ ჩამოდგა ერთხელ მისი ფანჯრის წინ ორი ხულიგანი და დამცინანავად როგორ ქირქილებდნენ გალაკტიონი, გალაკტიონი! ეს წიგნი გაგიწევთ მეგზურობას პოეტის სიმბოლოთა სამყაროში, დაგეხმარებათ გაცდეთ ფურცლებს და ოდნავ მაინც მიუახლოვდეთ იდეას, რომელიც გალაკტიონმა ჩადო მათში.

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა ლიპარიტი: 06 July 2009 - 01:37 PM

,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
0

#286 მომხმარებელი არაა ფორუმზე   day walker Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 31
  • რეგისტრაცია: 08-August 09

Posted 20 September 2009 - 11:19 AM

ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ და ხმაუორბ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიზავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!...



ეს ლექსი მიყავრს მაგრად smile.gif))

just fuck you! ;)
0

#287 Guest_supxarcho_*

  • ჯგუფი: Guest

Posted 11 November 2009 - 07:12 PM

View Postsopi, on 16 May 2009 - 07:27 PM, said:

<!--QuoteBegin-piero+May 8 2009, 10:58 PM--><div class='quotetop'>QUOTE(piero @ May 8 2009, 10:58 PM)</div><div class='quotemain'><!--QuoteEBegin-->80 % -ს უყვარს გალაკტიონი და 90% არ იცნობს მის შემოქმედებას, მაგრამ მაინც უყვართ<!--emo&:D--><img src='http://forum.gol.ge/public/style_emoticons/<#EMO_DIR#>/biggrin.gif' border='0' style='vertical-align:middle' alt='biggrin.gif' /><!--endemo-->
View Post

<!--QuoteEnd--></div><!--QuoteEEnd-->
უამრავია ეგეთი, განა მარტო გალაკტიონზე, აი მარკესზე გიჟდებიან , არადა მხოლოდ 'ბოლო სიტყვა' აქვთ წაკითხული, <!--emo&:D--><img src='style_emoticons/<#EMO_DIR#>/biggrin.gif' border='0' style='vertical-align:middle' alt='biggrin.gif' /><!--endemo-->




გალაკტიონი ყოველთვიდ დიდი გალაკტიონი ზეცისკენ მიქრის....

რა ვქნა რომ ამ პოეტის მეტს მე პოეტად ვერ ვთვლი, ეს კაცი უბრალოდ საოცრება იყო <!--emo&:)--><img src='style_emoticons/<#EMO_DIR#>/smile.gif' border='0' style='vertical-align:middle' alt='smile.gif' /><!--endemo-->

ძალიან მიყვარს<!--emo&:)--><img src='style_emoticons/<#EMO_DIR#>/smile.gif' border='0' style='vertical-align:middle' alt='smile.gif' /><!--endemo-->

რა უცნაური
მე კიდევ როგორ არ მიყვარს :D
0

#288 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 17 November 2009 - 05:44 PM

View Postლიპარიტი, on 06 July 2009 - 12:26 PM, said:

გალაკტიონის პიროვნების გაცნობისთვის გირჩევთ წაიკითხოთ მისი უბის წიგნაკი. აქ დაინახავთ პოეტის მისწრეფაბებს, სიყვარულს, სიძულვილს, მის თანამედროვე მწერლობაზე შეხედულებას, ბევრი ლექსის მონახაზს, მის ოცნებებს. ამ წიგნში იხილავთ მის ჩანახატებს, რომელიც გაკეთებულია სხვადასხვა შთაბეჭდილების კვალზე. მოკლედ ბევრ რამეს გაიგებთ მისი ცხოვრების შესახებ. გაიგებთ სიცოცხლეის ბოლოს წლებში როგორ უჭირდა, აი ამაზე მაგრად დამწყდა გული. გაიგებთ თუ როგორ ჩამოდგა ერთხელ მისი ფანჯრის წინ ორი ხულიგანი და დამცინანავად როგორ ქირქილებდნენ გალაკტიონი, გალაკტიონი! ეს წიგნი გაგიწევთ მეგზურობას პოეტის სიმბოლოთა სამყაროში, დაგეხმარებათ გაცდეთ ფურცლებს და ოდნავ მაინც მიუახლოვდეთ იდეას, რომელიც გალაკტიონმა ჩადო მათში.


რა კომუნისტი კრიტიკოსივით საუბრობ,
აშკარად რო არ მოუნდება ადამიანს მისი უბის წიგნაკის წაკIთხვა, ისე.




ხოდა რა მინდოდა აქ,
დაბადების დღე აქვს დღეს.
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#289 მომხმარებელი არაა ფორუმზე   amnesiac Icon

  • CUT HERE..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4953
  • რეგისტრაცია: 01-May 08

Posted 17 November 2009 - 08:57 PM

მე მიღალატეს ძველმა რითმებმა
(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს).
თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა
ეხლა რა ვუყო სპლინს,უხმო ჯალათს. ...
[img]http://s49.radikal.ru/i125/1010/a6/b55b03309be2.jpg[/img]

დროის მოკვლა გინდა?_თავი მოიკალი..
0

#290 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Marrrien Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 217
  • რეგისტრაცია: 18-July 09

Posted 17 November 2009 - 10:01 PM

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!




მე ეს ლექსი მიყავრს X
ილუზიებით ვატკინე ჩემს თავს.
-----
"15-დან 20 წლამდე დგება ცხოვრების ის სტადია,რომელსაც "გაურკვეველი სიბრძნე" ეწოდება-ეს არის პერიოდი,როდესაც ჩვენ გვწამს,რომ გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე..
----
"არ მინდა,რომ მომენატრო.."
0

#291 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლიპარიტი Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7573
  • რეგისტრაცია: 12-March 07

Posted 18 November 2009 - 01:39 PM

View PostATWA, on 17 November 2009 - 04:44 PM, said:

რა კომუნისტი კრიტიკოსივით საუბრობ,
აშკარად რო არ მოუნდება ადამიანს მისი უბის წიგნაკის წაკIთხვა, ისე.




ხოდა რა მინდოდა აქ,
დაბადების დღე აქვს დღეს.

ჰო მაგ სტილს ვამუღამებდი :D
,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
0

#292 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლიპარიტი Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7573
  • რეგისტრაცია: 12-March 07

Posted 18 November 2009 - 01:41 PM

ჰო, ვულოცავ გალაკტიონს დაბადებისდღეს, დაგვიანებით !
დიდება მეფეთ-მეფე პოეტს ! დიადზე დიად გალაკტიონს !
ვაშაა !
,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
0

#293 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლიპარიტი Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7573
  • რეგისტრაცია: 12-March 07

Posted 24 November 2009 - 04:47 PM


,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
0

#294 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 24 November 2009 - 06:49 PM

View Postday walker, on 20 September 2009 - 10:19 AM, said:

<b>ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს</b>

შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ და ხმაუორბ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიზავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!...



ეს ლექსი მიყავრს მაგრად <!--emo&:)--><img src='http://forum.gol.ge/public/style_emoticons/<#EMO_DIR#>/smile.gif' border='0' style='vertical-align:middle' alt='smile.gif' /><!--endemo-->))

ეს ადრე გადავაკეთე :anna:
ბეტმენის მუშტი
0

#295 მომხმარებელი არაა ფორუმზე   n..1..n..1 Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 3
  • რეგისტრაცია: 08-February 10

Posted 08 February 2010 - 09:10 PM

აუუ ბავშვეებოოო :user: გალაქტიონისა და ოლღა ოკუჯავას წერილები იქნებ დადოოთ რაა ;( :user: :wubs:


მე გალაქტიონი ყველაზე მეტად მიყვარს :wubs: :wubs: :wubs: :olala:
უმაგრესი პოეტია :kate: :ico: ;) ;) :wubs:
გენიოსი გენიოსთაააა შოორიიიიიის :blush: :blush: :blush: :blush: :blush:
0

#296 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 08 February 2010 - 10:11 PM

View Postn..1..n..1, on 08 February 2010 - 08:10 PM, said:

აუუ ბავშვეებოოო :user: გალაქტიონისა და ოლღა ოკუჯავას წერილები იქნებ დადოოთ რაა ;( :user: :wubs:


მე გალაქტიონი ყველაზე მეტად მიყვარს :wubs: :wubs: :wubs: :olala:
უმაგრესი პოეტია :kate: :ico: ;) ;) :wubs:
გენიოსი გენიოსთაააა შოორიიიიიის :blush: :blush: :blush: :blush: :blush:



უფ, კრებული კი მაქვს მარა რაგადმოწერს მაგეებს
იქნებ არი რამდენიმე განსაკუთრებული, რომლებიც ძალიან გინდა
იმათ დავდებდი.
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#297 მომხმარებელი არაა ფორუმზე   maqciaa Icon

  • No-one knows what I hide.......
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 14096
  • რეგისტრაცია: 22-October 06

Posted 09 February 2010 - 05:41 PM

"გინახავთ ფერი დაბინდულ ქლიავის?
ეს ჩემი სამშობლოს მთებია"...


გენიალურია..

გალაკტიონის 25 ტომეული გამოდის და დედაცემი აგროვებს :jumr: რა მზითვები მექნებააა :D
მე მიყვარს სიცოცხლე!
0

#298 მომხმარებელი არაა ფორუმზე   maqciaa Icon

  • No-one knows what I hide.......
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 14096
  • რეგისტრაცია: 22-October 06

Posted 09 February 2010 - 05:44 PM

რასსაც წერდა.. ორ იმდენს, მეტს თუ არა ხატავდა.. უამრავი ცანახატი აქვს.. რასაც ვერ ამბობდა ცენზურის გამო ხშირად ხატავდა..

აქვს ასევე ჩანაწერები.. ძალიან ძალიან ბევრი.. წერდა ყველაფერს.. მაგ, ""პალტო და პიჯაკი გავკერე" .. და ა.შ.

წერდა რა გააკეთა და რა აქვს გასაკეთებელი..

ისეთი ჩანაწერებია გული შეგეკუმშება.. ამოვწერ მერე..
მე მიყვარს სიცოცხლე!
0

#299 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 09 February 2010 - 06:02 PM

მაგ 25 ტომიდან,
კარგი ლექსები გაწი-გამოწი 1 ტომი გამოვიდეს
(ნუ ჩანახატებიც მოყვება ხომ თან?)


ჩანაწერებს რომ აქვეყნებენ ძალიან ცუდია, ვისაც სურვილი ექნება, ყველას შეეძლება ხელიები აფათუროს სრულიად უცხო ადამანის (აწ გარდაცვლილის, რა თქმა უნდა) ცხოვრებაში.
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#300 მომხმარებელი არაა ფორუმზე   n..1..n..1 Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 3
  • რეგისტრაცია: 08-February 10

Posted 11 February 2010 - 08:20 PM

აუ მაგრად მინდაა წერიილების წაკითხვაა... : (( დავალებად მაქვს კიდეც სკოლაში... მაგ კრებულის ავტორი ვინაა?? ან რავი როგორ ვიშოვო?? :? : ((


რომლებიც გულთან ახლოს მისატანია ისინი დადე თუ შეგიძლიიააა რაა :flowers: :flowers: :nesquik: :nesquik:
0

#301 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 11 February 2010 - 08:47 PM

View Postn..1..n..1, on 11 February 2010 - 07:20 PM, said:

აუ მაგრად მინდაა წერიილების წაკითხვაა... : (( დავალებად მაქვს კიდეც სკოლაში... მაგ კრებულის ავტორი ვინაა?? ან რავი როგორ ვიშოვო?? :? : ((


რომლებიც გულთან ახლოს მისატანია ისინი დადე თუ შეგიძლიიააა რაა :flowers: :flowers: :nesquik: :nesquik:

"ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!
აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები,ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ.
ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვას ჰაერის ტალღებს, ხომ გესმის?!
ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი,მაგრამ რარიგ ძნელია მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს.არ გსაყვედურობ.არ არის საჭირო! მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს.
ო, დღევანდელი დილა იყო ვარდისფერი,ვარდისფერი.მზემ სისხამზე ვარდებით მოფინა თოვლი.თოვლიც ვარდისფერი იყო.ასეთი დიდებული ვარდისფერი ჯერ არ მინახავს არც ბუნებაში,არც ხელოვნებაში.
ამ ვარდისფერ ტონებში გაბრწყინდა,აკიაფდა ვარდისფერი ფიქრები,მომაგონდა შენი "იისფერი თოვლი". ოი, როგორ ფეიერვერკებად ტრიალებენ,ეხვევიან ერთურთს ოცნებათა ვარდისფერი და იისფერი ტონები და როგორ ეწვიოს მათ ადამიანის სულის სწრაფვა,ადამიანის ფიქრი,გრძნობა იმისა,დიადი და მიუწვდომელი რომ აქციოს მისაწვდომი,ხელშესახები, რათა დამკვიდრდეს მთელ ქვეყანაზე ბედნიერება-რამეთუ ადამიანი იმსახურებს ამას!
ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალიკ!
ირგვლივ ყინულის ლოლოები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ,ახლოა გაზაფხული!
დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!
ჩემო ძვირფასო, ტიტანური ძალით მინდა რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ,შორს ეს ფიქრები,ეს დემონი ჩემი სულისა!
ძვირფასო ჩემო,ნაღვლობენ, დარდობენ,ხელობენ ოცნებანი შენზე.
შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!
თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.
ძვირფასო გალიკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს-უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის,შენი ცხოვრების ამბავი. გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს!
ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს ტალღებზე...
ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის წერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს! მშვიდობით!
შენი ოლია.


მას შენ სიგიჟემდე უყვარხარ!
ჩემი თხოვნაა თავს გაუფრთხილდი ჩემო ძვირფასო!
მაგრად გეხვევი."



გალაკტიონს უზომოდ უყვარდა თავისი მეუღლე..

"მას შემდეგ რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება..სიცარიელემ,რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ ახლო იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ... ჩემთვის უბრალოდ შენს ახლო ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ..."
''გწამდეს მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ.... იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ და არავინ არ მიყვარს....მე, ოლოლ მუდამ შენზე ვფიქრობ...მშვიდობით , გკოცნი, გკოცნი და გკოცნი შენი მარადის და მარადის იქითაც გალაკტიონი."



ძვირფასო ოლოლ!



ამეღამ 5 საათზე გავდივარ ქუთაისიდან... გავდივარ რაღაც მწარე წინათგრძნობით. მგონია, თითქოს სამუდამოს ვემშვიდობები ქუთაისის არემარეს, გული ტანჯვებით მეკუმშება, უსასოობას და მარტოობას ვგრძნობ.

სადა ხარ ეხლა, ოლოლ! რომ იცოდე, რანაირ მდგომარეობაში ვარ... ისე მინდა ეხლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ყველაფერი ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და დედამიწის შეერთება. მე მგონია, ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ ბედნირების, რომელსაც ასე განვიცდიდი მარტოობის დროს ჩემს სიყმაწვილეში. მე მგონია, არასდროს არ განმეორდება ის დაუბრუნებელი წამები, მთელი თავისი სიმშვენიერით და სილამაზით. რა საშინელი მარტოობაა! რა უსაზღვრო უთვისტომობაა... რაგვარი უფსკრული მიდგას წინ და მიპირებს შთანთქმას... მეშინია, ოლოლ მეშინია!

ეხლა, განშორების წინ, მთელი ჩემი წარსული, უფერული, მეგობრობასა და თანაგრძნობას მოკლებული, საოცნებო სახეს იღებს და მიმზიდველი ღიმილით მეპატიჟება... მეპატიჟება მხოლოდ და ვინც იცის, ავასრულებ როდისმე ჩემს წადილს, ვიქნები ისევ ისეთი, ტაც ვიყავი უკანასკნელ ხანებში თუ არა? - არ ვიცი!

გესმის, ოლოლ ბავშვობიდანვე მწამდა ბედისწერა, მოირა, როგორც ეძახიან, ფატალიზმი. იგი ჩემი მუდმივი მტერი იყო... მე არ მახსოვს მისგან რაიმე კეთილი საქმე. ხვალინდელი დღე ჩემთვის, არ ვიცი როგორი იქნება... მაგრამ ჩემი მტერი, ჩემი ბედისწერა უთუოდ აქაც თავისას დამმართებს.

ოლოლ, თუ სალდათად წამიყვანეს... მაშინ გეწყინება არა? მე მგონია, შენ ერთადერთი აარსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება დულს გატკენს... ეხლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით...

ჰო იმას ვამბობდი... (მეც არ ვიცი ახლა რაას ვამბობ და რას არა), რომ საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი-მეთქი... არავინ არ მინდა ვნახო... დაველაპარაკო, მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლოს.

ეხლა რადგან გვიანაა (თერთმეტის ნახევარი), საკანდიტროში ვზივარ და ისე ვწერ ამ წერილს... არავინ არ არის მახლობლად... ერთიც ვნახოთ, შემოდის მიშა, შენი ძმა... მინდა ნიშას ბევრი რამე ვესაუბრო, მაგრამ არა მცალია, ეხლა ხომ ამ წერილსა ვწერ...

თუ მე ბედისწერა მწყალობს, მიშა მოიცდის ამ წერილის გათავებამდე... ის ჯერ რძეს მიირთმევს პატიოსნად... მე განვაგრძობ ისევ ამ წერილის წერას. აი ეს უკანასკნელი სიტყვა როცა დავწერე მიშა ადგა და გავიდა, მაშასადამე, ოლოლ, მე ბედისწერა არ მწყალობს. ბედისწერა... ბედისწერა...

დღეს ჩემთან ნუცა იყო. მინდოდა იმასთანაც ბევრი, ბევრი მესაუბენა, მაგრამ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი...

კოლიაც შემხვდა - იმას მხოლოდ თავი დავუკარი და გავუღიმე- როგორც ერთმანეთს ვხდებით ხოლმე.

სიმონიკასაც შევხედე სადრაც...

მხოლოდ ვერსად ვერ ვნახე პატარა კუზიანი, რომელიც ყველას სჯობია,ის პირადად არ შემხვედრია.

მალე დაკეტავენ საკანდიტროს და გავალ ქუჩაში... გავალ...

გკოცნი,ოლოლ...ოლოლ, მშვიდობით.

მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე



გუუგლ-ში აკრიფე - გალაქტიონის წერილი ოლოლო _ ვახტანგ ჯავახაძის "უცნობის" პდფ ფაილია.
იქ იქნება წერილები.


როგორც მახსოვს, წერილებიც არის მანდ.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#302 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 11 February 2010 - 08:50 PM

ოლია!



მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება... სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ... ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნა. Mმე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უცხო, ძალიან უცხო და არასასიამოვნო პირი ვიყავი დედაშენისთვის, მე ვგრძნობდი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდა კვირობდაჩემს ხშირ სტუმრობას... მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი.

მართლაც, რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც ხარ ქუთაისში... როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან... თითქო არაფერიც არ მომხდარა, თითქო არაფერი საერთო ერთმანეთთან არ გვაქვს.

Aაი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:

ოკტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბეთ, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმისჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. აი, დაიძრა მატარებელი, შენ წადი... მე ერთი გადავხედე ყველას... ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე.

შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან, მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებია, თითქო მართლაც...

Uუკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს ”ჩატეხილი ხიდი” უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.

ღოგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.

რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნებ ასეა?

შადგურიდან წამოვედით... მთელი ეს კომპანია სადღაცა მიეშურებოდა. Kკუზიანმა გაკვრით სთქვა, რომ ამეღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). Mმე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ დავშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით, როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს... მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.

Oოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა... მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცი, რომ ისინი მე მიცოდებენ, მაგრამ რად, რისთვის?

. . . . .

დღეს დედაჩემისაგან მივიღე წერილი. შაწყალი დედა! Iგი შერიგებას მთხოვს, იგი ნანობს, რომ დამღუპა და ნამდვილ გზას ამაცდინა. დედაჩემი მევედრება, რომ ყველაფერი ვაპატივო და დავივიწყო... რამდენი ხანია კარგ განწყობილებაში არ ვყოფილვარ დედასთან და ძმასთან... თითქმის ოთხი წელიწადნახევარია.

Aამ ხნის განმავლობაში მე არ მქონდა მყუდრო ბინა, ამ ხნის განმავლობაში საშინელი გაჭირვება გამოვიარე. Eეგ კი იცოდა დედაჩემმა. რამდენი გაჭირვება, ღმერთო ჩემო, რამდენი გაჭირვება! თუ როდესმე ბედნიერ ცხოვრებას ვეღირსე, ჩემს მოგონებებში წითელ ასოებით დაიწერება უკანასკნელი ოთხი წელიწადი! Uკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა დამღუპა...

რა უნდა ვქნა ეხლა?

სადაა საშველი გზა?

. . . . . .

მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე... და

რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით,

სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?

ასეა საქმეები, ჩემო ოლია...…

იყავი კარგად...…

მშვიდობით, მარადის შენი გ. ტ ა ბ ი ძ ე.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#303 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 11 February 2010 - 08:52 PM

ოლოლ! გამარჯვება!



შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი თავი და თავი მიზანი ბედნიერების.

ნუ გეწყინება, ოლია, და მე პირდაპირ გეტყვი: შენ სრულიადაც არა ხარ უბედური ადამიანი, ანდა თუ ხარ, იმდენათ, რამდენადაც ყოველი ჩვენგანი. მაშ რატომ უნდა ემდუროდე შენს ბედს? შენ უყვარხართ და შენ გიყვარს!

მაშ, რატომ ხარ უბედური?

ამბობ, რომ ავადა ვარო. მაგრამ მცირე ექიმობა და, შენც თავისუფალი იქნები. თუ იმდენად სულელია ადამიანი, რომ ექიმთან მისვლაც არ შეუძლია და ვერ მოუხერხებია, იმისი ხომ არაფერი ღირს!

ოლია, ნუ სწუხარ დაკარგულ იმედებს და აუსრულებელ მიზნებს – დაივიწყე!

არაფერი იმაზე სამწუხარო არა არის რა, როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის მდგომარეობას. ერთადერთი საუკეთესო ხანა ჩვენს ცხოვრებაში – სიყმაწვილეა, ახალგაზრდობაა. როცა ამ ხანასაც სიმწუხარეში ვკლავთ, გვინდა, რომ მწუხარებაში ვიყოთ, ამაზე უფრო სიგიჯე ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ, თითქო ჩვენი მწუხარებით ვალამაზებთ ცხოვრებას, თითქო მწუხარება თვითონ ჩვენ გვალამაზებს და რაღაც ფანტასტიურ არსებებათ გვქმნის.

ნამდვილად კი იმგვარი მწუხარება და ნაღველი, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ გვამახინჯებს... საშინლად გვამახინჯებს, სასაცილო ადამიანებად გვხდის. ყოველ წუთში ენაზე გვაკერია: “ტანჯვა”, “გამოუთქმელი მწუხარება”, “სულის სიცარიელე” და სხვ. და სხვ. მაშინ, როდესაც ჩვენ, ახალგაზრდები უნდა გავიძახოდეთ: “სიცოცხლე”, “სიხალისე”, “ბედნიერება”-თქო. თუ არც სიხალისეა, არც ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება. გახსოვდეს, რომ სიყმაწვილე ბედნიერებისთვისაა შექმნილი, თუ სიყმაწვილეშიაც უბედურად წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა სიყმაწვილეს გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა ცხოვრების აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?

ოლია, არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება. Жизнь на радость нам дана!

თავს მოუფრთხილდი, ოლია! თუ ჯანმრთელობა არ იქნა, რად გინდა რამე? მთელი შენი “настроение” – ბი და იმისთანები სულ იმისგანაა, რომ თავს არ უვლი. აი თუნდაც შენი საჭმელი. არაფერს არ სჭამ და რა გასაკვირველია, რომ ავად იყო. ოლია, თუ გინდა, რომ ორივენი როდისმე მაინც ბედნიერები ვიყვეთ, უპირველესად გახდი ჯანმრთელი, მხიარული, სიცოცხლით სავსე, სავსე იმედებით, რწმენით! ცხოვრებასთან გასამკლავებლად საჭიროა როგორც მშვენიერი და სიხალისით სავსე სული, ისე ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა და ჯანმრთელობა!

ოლია, საზაფხულოთ უსათუოდ ერთად ვიქნებით სადმე... აი ნახავ. თუ საზაფხულოთ არა, მოსკოვში ხომ მაინც... თუ მოსკოვშიც არა, როდისმე ხომ მაინც ვიქნებით ერთად? ჯანი გავარდეს. მე ძალიან გული დამწყდება, თუ წელს ვერსად ვერ წავედი, ისე გულით მინდა, მაგრამ რა გავახერხო? სტიპენდიაზე ფიქრი ტყუილია. სხვაფრივ კი არ შეიძლება.

მალე ზაფხულიც მოვა. ჩამოვლენ სტუდენტები და კურსისტკები რუსეთიდან, საზღვარგარეთიდან. ააჭრელებენ მთელ ქუთაისს დაპირდაპირ შხამით აგევსება ადამიანს გული მათი ცქერით. მეტისმეტად შურიანი რომ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასათვის მათი სტუდენტობა და ჯანდაბები, მაგრამ...

ოლია, მომწერე წერილი.

მაშ...

იცოცხლე, იმხიარულე, იყავი კარგად.



შ ე ნ ი გ.



1914წ. 18 თებერვალი,

საღამო.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
1

#304 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 11 February 2010 - 08:55 PM

View Postn..1..n..1, on 11 February 2010 - 07:20 PM, said:

აუ მაგრად მინდაა წერიილების წაკითხვაა... : (( დავალებად მაქვს კიდეც სკოლაში... მაგ კრებულის ავტორი ვინაა?? ან რავი როგორ ვიშოვო?? :? : ((


რომლებიც გულთან ახლოს მისატანია ისინი დადე თუ შეგიძლიიააა რაა :flowers: :flowers: :nesquik: :nesquik:

http://www.armleg.co...t=30&mforum=mia


ამ ლინკზე ეს და სხვა წერილებიცაა.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#305 მომხმარებელი არაა ფორუმზე   n..1..n..1 Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 3
  • რეგისტრაცია: 08-February 10

Posted 12 February 2010 - 07:12 PM

დიდიიი დიიიდიიიიიი მადლობაააა ბავშვეეებოოოოოოოოოო :maqciaskiss: :maqciaskiss: :flowers: :flowers: :flowers: ძალიააან დამეხმარეეეეეეეეეეეეეეთ :nesquik: :nesquik: :nesquik: :maqciaskiss:
0

#306 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლიპარიტი Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7573
  • რეგისტრაცია: 12-March 07

Posted 12 February 2010 - 09:57 PM

არაფერს :wubs:
,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
0

#307 მომხმარებელი არაა ფორუმზე   AmBo Icon

  • DinDineLa DinDo
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 273
  • რეგისტრაცია: 16-February 10

Posted 24 February 2010 - 01:14 PM

მიყვარს გალაკტიონი თან ძააან

თოვლი მიყვარს გალაკტიონის ლურჯა ცხენები მთაწმინდის მთვარე , მერი და რავი რა ჩამოთვლას აღარ დავიწყებ :)
[img]http://forum.gol.ge/public/style_emoticons/default/balak2.gif[/img][color="#000000"][size=" 2"][i]უჯიშო სვანი [/i][/size][/color]

[img]http://teen.ge/trash/weee.gif[/img][img]http://teen.ge/trash/weee2.gif[/img]

[color="#000000"][b]ალეკ ბოლდუინი:[/b][/color] ][color="#8B0000"][i]მივესალმოთ ჩვენს წამყვანს არაჩვეულებრივ ადამიანს ბლა ბლა ბლა ბლა სთივ მარტინს[/i][/color] :ტაშიისმისდარბაზში:

[color="#000000"][b]სთივ მარტინი[/b][/color]: [color="#8B0000"][i]მივესალმოთ ალეკ ბოლდუინს :ლოლბოლდუინ:[/i] [/color]

ვინ გაბანძდა?

[color="#000000"]რათქმა უნდა გელა[/color]
1

#308 მომხმარებელი არაა ფორუმზე   coldplay Icon

  • My love wears forbidden colors
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11767
  • რეგისტრაცია: 03-December 07

Posted 09 May 2010 - 01:54 AM

გალაკტიონის თემა მხოლოდ 8 გვერდამდე რომ იქნება ასული
ჰმ რავიც
საწოლიდან ფანჯრისკენ მთვარის ფართო ბილიკი წვება. ამ ბილიკზე სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით ადის კაცი და მთვარისკენ მიაბიჯებს.
----------------
ჩემს თავს ვეკითხები, ცხვირი უფრო სიმპათიური ხომ არ გამიხდა-მეთქი და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ცხვირი არასოდეს არ შეიძლება იყოს სიმპათიური.
0

#309 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლიპარიტი Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7573
  • რეგისტრაცია: 12-March 07

Posted 16 May 2010 - 01:23 AM

დღეს მთაწმინდის მთვარეს ვუყვებოდი ჩემს თავს :wub:
,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
0

#310 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Sel Satie Icon

  • Sel Satie
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 11909
  • რეგისტრაცია: 19-May 07

Posted 17 May 2010 - 10:21 PM

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

როგორ მიყვარს ეს ლექსი სიგიჟემდე!!!



და კიდევ ეს მიყვარს ძალიან:

ქებათა-ქება ნიკორწმინდას
გალაკტიონ ტაბიძე


მაქვს მკერდს მიდებული

ქნარი, - როგორც მინდა -

ჩემთვის დიდებული

სხივი გამობრწყინდა.

მკვიდრად ააშენა,

ვინაც ააშენა

და ცით დაამშვენა

დიდი ნიკორწმინდა.

გზნებით დამკარგავი

გრძნეულ ჩუქურთმებით,

ქარგით დამქარგავი

ნაზი შუქურ-თმებით,

ნეტა ვინ აზიდა,

ან როგორ აზიდა,

რა ხელმა აზიდა

მაღლა ნიკორწმინდა!

რა განძი გვქონია,

რა მხნე, რა მდიდარი,

ჟღერს ქვის ჰარმონია -

დარობს რამდი-დარი.

კარგად გამოჰკვეთა,

ვინაც გამოჰკვეთა

სიბრძნით გამოჰკვეთა

მძლავრი ნიკორწმინდა.

აქ რომ თაღებია,

სვეტთა შეკონება,

ისე ნაგებია,

სიზმრის გეგონება.

ნეტა ვინ ააგო,

რა ნიჭმა ააგო,

რა მადლმა ააგო

სვეტი - ნიკორწმინდა!

გრძნობ - ვით დიადია

თორმეტი სარკმელი,

ხაზებში ანთია

ცეცხლი მისარქმელი:

ნეტა ვინ აანთო,

რომ გრძნობით აანთო

და წლებს გადაანთო

ნათლად ნიკორწმინდა.

ხვეულთ დიადება

ვხედავ - რა უხვია,

დრომ მას დიადემა

კრძალვით შეუხვია.

ნეტა ვინ მოჰქარგა,

და როცა მოჰქარგა

შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა

გზნება - ნიკორწმინდა!

მკვეთრი და მოქნილი

ხაზთა დასრულება

არის ამოდქმნილი -

ნატვრის ასრულება.

ეს ის სიმკვეთრეა,

ეს ის სიმდიდრეა,

რაითაც მკვიდრია

ძეგლი - ნიკორწმინდა.

შენის სულმნათისად

ასვლა ეროვანი:

ყელი გუმბათისა

მაღალღეროვანი,

ცამდის აღერილი,

ნებით აღერილი,

სათნოდ აღერილი

გშვენის, ნიკორწმინდა!

მზერა ქართულია

სივრცის დაუნჯებით,

თვალი გართულია

ფრთიან ფასკუნჯებით:

ფრთები, ფრთები გინდა,

კიდევ ფრთები გინდა,

გინდა დაეუფლო

სივრცეს, ნიკორწმინდა!

შენ, ფრთამოღუღუნეს

ჟამთა სიმაღლეზე,

ჩვენი საუკუნე

გიცავს, უახლესი:

მძლვრი ხელოვნება,

ხალხის ხელოვნება -

ბრწყინავს საქართველოს

ქებად ნიკორწმინდა!
When she was just a girl, she expected the world...
0

#311 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 18 May 2010 - 12:25 AM

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,

და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,

ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,

ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.

ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?

რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!

განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა

ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?

დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,

დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.

მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,

დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;

თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...

სულს მიშფოთებს ეგ ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!

მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...

გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?—

“გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.

შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე... თუ როდისმე დაგივიწყო! ”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

აი, თუნდაც გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს:

ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.

გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,

განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?

უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,

და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.

ფიცით ამბობს: “ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,

არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,

გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,

არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება,

შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,

თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!”

მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი

და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,

ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,

მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.

ოჰ, ეს ქალი ალბათ დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...

სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.

საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა, —

ახლა? ახლა კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,

არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;

სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,

თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.

მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, —

ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!

მესაფლავე, ახლაც იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი,

გაიფიქრა: “ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;

უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,

რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული”, —

ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.

ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...

ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,

თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,

რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.

როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,

ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.

გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,

თორემ რაა — ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!

რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი

და მწუხარედ წასჩურჩულა: “შემიყვარდი, შემიყვარდი,

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...

გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...

მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,

მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.

დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,

და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად, ქალო!”

დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი,

შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,

ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია — არა, არა...

განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?

მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?

აი, ნახავ — აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!

მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:

“თანახმა ვარ! ერთადერთი მომავალი მასულდგმულებს...

ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,

მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს”...

მესაფლავე, ახლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...

სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.

ალბათ ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,

არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,

საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს

და მოვლასთან ერთად ფერი წართმევიათ ვარდ-ყვავილებს...

განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...

თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...

განისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...

რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?

ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?

ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...

ასე ხდება ქვეყანაზე — ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება,

და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება...

ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,

იმ ორს ერთად გადავერცხლილს კუბოში სჭედს მესაფლავე...

სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —

იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,

თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო


:anna:
ბეტმენის მუშტი
0

#312 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 18 May 2010 - 12:28 AM

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა

ჭაღარა გულის ზმანება ავი, -

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!


გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

ატირდება დრო და ჩემი ლექსი.


ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -

დაუნდობელი სურვილი ლომის!

და ყოველივე როგორ ნაზდება,

როცა ახლოა მზე შემოდგომის.


:wub:
ბეტმენის მუშტი
0

#313 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 23 May 2010 - 05:33 AM

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი...



პს: ფრიმენ დავიჯერო მესაფლავე მართლა მოგწონს? :user:
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#314 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Morana Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1014
  • რეგისტრაცია: 12-August 10

Posted 08 September 2010 - 01:35 PM

პოეზია შემიძლია თამამად ვთქვა რომ არ მაგიჯებს არასდროს და არ ვეტრფი მაგრამ გალაკტიონი ერთადერთია რომლის ლექსებს შიგადაშიგ გადავავლებ ხოლმე თვალს სიამოვნებით ... პატარა ვიყავი მისი ერთი პაწაწუნა ლექსი რომ მასწავლეს "მუხა" ... მას მერე მიყვარს ეგ პატარა ლექსი და გალაკტიონის შემოქმედება :) და ერთადერთი ლექსი ნიშნიანიძის ლეგენდა რომელიც ისევდაისევ გალაკტიონს ეძღვნება და იმიტომ :D

შოთა ნიშნიანიძე – “ლეგენდა” (გალაკტიონს)

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ
კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,
რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,
ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:
დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,
ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა
და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,
სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,
ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,
დავბადოთ მგოსნად
და უთუოდ -
საქართვალოში…
იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი.
0

#315 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Nicole_ Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 5
  • რეგისტრაცია: 21-January 11

Posted 21 January 2011 - 02:38 AM

არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
შესაძლოა მე ვარ შენი სიკვდილი, სულაც ვიღაც ტაქსისტი, რომელმაც მოსახვევი ვერ შენიშნა ან კიდევ ვინმე მეზობელი, რომელიც ქოთნებს ნაპირზე დებს..
ჩვენ ყველანი მკვლელები და სიკვდილები ვართ..
0

#316 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ნევადა11^^ Icon

  • Don't Stop Me Now, I'am Having Such a Good Time...^^
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 5725
  • რეგისტრაცია: 18-September 09

Posted 21 January 2011 - 06:18 PM

მესაფლავე ჩემთვის ნომერ პირველია :wubs:
მარშალი-აუარება ფულს მიიღებ თუ...
მანუელო–ახლა კი შეგიძლია მეორე თვალიც ამომთხარო, სუყველაფერი დავიმახსოვრე...

--------------------------------------––––––––

-"Mmmmmm, Juicy Fruit" (c)• Chief Bromden
-"Well you sly son of a BITCH, chief.!!!!! HAHAHAHAHAH!" (c)• McMurphy

: Yeah :

--------------------------------------––––––––

•Cause we are the CHAMPIONS of the world!•† ♫ ♫

--------------------------------------––––––––

O, lucky man!
0

  • (8 Pages)
  • +
  • « First
  • 6
  • 7
  • 8
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი