GOL.GE Forum: ვაჟა ფშაველა - GOL.GE Forum

Jump to content

  • (4 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ვაჟა ფშაველა ბუნების შვილი

#81 მომხმარებელი არაა ფორუმზე   j.j.okocha. Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 49
  • რეგისტრაცია: 02-September 06

Posted 30 November 2006 - 01:55 PM

ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა...

ამაზე კეთილშობილური და გენიალური რა უნდა თქვას ვინმემ... და ვიღაცეები კიდე დასავლურ ფსევდოჰუმანიზმზე ღვრიან ცრემლებს. snow.gif
0

#82 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Kill Boy Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 153
  • რეგისტრაცია: 23-November 06

Posted 10 December 2006 - 07:07 PM

ბიოგრაფია:
ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (* 14 ივლისი. 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის რაიონი ― † 17 ივლისი. 1915, თბილისი), ქართველი პოეტი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-79 - თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.


ვაჟა-ფშაველახელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 დაიბეჭდა ("დროება", № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" - 1880 ("ივერია", № 4), პირველი ლექსი "მეომარი" - 1881 ("იმედი", № 3-4), პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" - 1881 ("დროება", № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების "იდუმალი ენის" წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნ. ბარათაშვილისშემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, "უთვალავ ფერთა" მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ი. ჭავჭავაძემ და ა. წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა "მიწისა" და "ცის" - რეალისტურისა და რომანტიკულის - ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში "მთას ვიყავ" (1890); "სიტყვა ეული", "ნუგეში მგოსნისა" (1894); "სიმღერა" (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში "ფიქრები" (1891), "Pro domo sua" (1896), «ფიქრები "ვეფხისტყაოსნის" შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში "გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით" (1889), "კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი" (1914) და სხვები.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია ("მუდარა", 1889; "დამსეტყვე, ცაო", 1903; "სიცოცხლემ შხამი მასმია", 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც ("გამამერია ჭაღარა", 1894; "მთათ მითხრეს", 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა - დამონებული ხალხის შვილი - მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე ("ომის წინ ჯარის სიმღერა", 1888; "ხმა სამარიდამ", 1893; "ბაკური", 1899; "ქართლს", 1912; "კახეთს", 1913; "ფშაველი ჯარისკაცის წერილი", 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს ("ამირანი", 1884; "არწივი", 1887; "კიდევაც ვნახავ გაზაფხულს", 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, "კაი ყმის" ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ("კაი ყმა", 1909; "პასუხი ბაჩანას", 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის ("ფშავლის სიყვარული", 1886; "სიყვარული", 1891; "გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ", 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე ("ნიბლიას ანდერძი", 1891; "იას უთხარით, ტურფასა", 1903).

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური [პოემები "მოხუცის ნათქვამი", "გიგლია" (1886), "გოგოთურ და აფშინა" (1887), "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1896), "სისხლის ძიება" (1897), "გველის მჭამელი" (1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური - "სტუმარ-მასპინძელი", ალუდა - "ალუდა ქუთელაური"). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები ("ბახტრიონი"). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს "გველის მჭამელი". მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. "ბახტრიონისა" და "გველის მჭამელის" ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.

ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი "ვაჟა-ფშაველას", 1913 და ვაჟა-ფშაველას "დაგვიანებული პასუხი აკაკის", 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები ("პატარა მწყემსის ფიქრები", "დარეჯანი", 1886; "პაპას მსოფლიო ფიქრები", 1903; "უძმოს-ძმა", 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი" (1888-89), "ქუჩი" (1892), "მთიანი მაღალი" (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან ("სცენა მთაში", "სცენები", 1889; "ტყის კომედია", 1911; "ნაკვესები", 1886-1908) აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.

ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები "ფშავლები", "ფშავლების ცხოვრებიდან", "ხევსურები" (1886), "ლაშქრობა" (1888), "ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით" (1889), "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვები. "ცივილიზებულ" სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები "ფიქრები", 1892, 1901, 1902; "რამე-რუმე მთისა", 1892; "თიანური ფელეტონები", 1901, 1902; "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", 1905; "შავბნელი ამბები", 1905).

ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; "თხზულებანი", 1899; "ცრემლები", 1909 და სხვები). 1925-56 ა. აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვ. დერჟავინი, ნ. ზაბოლოცკი, ო. მანდელშტამი, ბ. პასტერნაკი, მ. ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.


GOL.GE 4 EVER
0

#83 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ele Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 451
  • რეგისტრაცია: 12-December 06

Posted 11 January 2007 - 05:49 PM

შვლის ნუკრის ნაამბობი
I
პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი. ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრი თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი, დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხებსა, - ეს, წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოვედა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გჰზაარეული დავეხეტები... ღმერთო, რამდენი მტერი გვყავს!

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული... იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებშეკუმშული, ნისკარტდაღერებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომ ადგილს დაეცა. ჟრიანტელი მივლის, როდესაც მისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა და მაყვლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება. მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდამ გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს შველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი...

მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევები ჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყო ჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივე მხრიდამ ხეები გვეფარა, - მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა.ხანდახან ყურებს დააცქვეტდა, მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩქრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგან გაშრიალებულ ფოთლების ხმას... ეს შევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა და მეტყოდა: „შვილო! მომყე, მე მომყეო!...“ გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა კი ვიცი... ოჰ, რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!... რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავგდე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

ვერ გავცილებრივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვსცილდე, - მაშინაც ნახევარი სიცოცხლემაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეულად უნდა დავდნე!... რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენს ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯვარი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავადრობა... შენ კი, ოჰ, ადამიანო!... თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, უხთლად გვკრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...


ori ram minda am kveknad: sicocxle da sikvaruli...
sicocxles gmerts vtxov...
sikvaruls shen...
gmerti shemisrulebs...
shen???......
0

#84 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ele Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 451
  • რეგისტრაცია: 12-December 06

Posted 11 January 2007 - 05:50 PM

II
როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზეც იდგა და გემრიელად იცოხნებოდა... მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა... მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

- არ გიამა, შვილო? – მკითხავდა დედა.

მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩნიდი.

ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარეშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, - დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს-მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილასჩაჰკრავდა ნისკარტს... კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ „ჩხი!“ „ჩხი!“ მომესმა. მოვიხედე გვერდზე: თავზე ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. „თავი მომაფარეო, - მითხრა დედაჩემმა: - თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!...“ მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით იმ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:

- დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!... შენისთნა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო... კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლომახლო რომ შენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, აბნს მისცემს, გადაეძრახნება. მაგასაც ის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!...

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა...

- ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!

- ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!...
ori ram minda am kveknad: sicocxle da sikvaruli...
sicocxles gmerts vtxov...
sikvaruls shen...
gmerti shemisrulebs...
shen???......
0

#85 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SHANTAL Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5939
  • რეგისტრაცია: 24-October 04

Posted 07 February 2007 - 01:17 PM

სიმღერა

(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში - მთა, ბარად - ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას - ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია:
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, -
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგავარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რომ მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

1896



0

#86 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SHANTAL Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5939
  • რეგისტრაცია: 24-October 04

Posted 08 February 2007 - 04:04 PM

მთის წყარო.

არაფერი ცოდვა არ მიქნის ჩემს სიცოცხლეში. ვერცერთი სულიერი, ვერც უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა, რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: „დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!“ უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურთხონ! რა ბედნიერადა ვგრძნობ ჩემს თავსა, ღმერთო! რა კარგი მეგობრები მყვანან გევრდსა! აი, ჯერ ეს ლოდები, სქლად მწვანე ხავსი რომ გადაჰკვრია; აი, კიდევ ჩემს თავზედ პირყვითელი კლდე რომ დაყუდებულა და დამცქერის, მეხურება თავზედ მუზარადივით. ეს დევებივით ქორაფები როგორ აწვდილან ზეცად და მზის სხივსაც არ უშვებენ ჩემამდის! სქელი, გველებივით დაკლაკნილი ფესვები ჩემს უბე-კალთაში ჩაუწყვიათ. ორისა თუ სამის ვერსის სიგრძეზე ვარ მხოლოდ ბედნიერი და უცოდველი, მერე დამლევს, ჩამნთქავს უზარმაზარი მდინარე, დაიკარგება ჩემი სახელი, ჩემი ვინაობა. როგორც უნდა, ისე მათამაშებს. თითონ ხომ ღრიალებს, ბორგავს, აწყდება აქეთ-იქით, ანგრევს დედამიწას, გლეჯავს ხეებსა და მიათრევს, მეც იმასვე ჩამადენინებს. მაგრამ მაშინ მე ის აღარა ვარ, რაც ეხლა, ამ წამში, როდესაც პირველად კლდიდამ ვიბადები. ოჰ, ამ მდინარისაგან გული მაქვს გახეთქილი! რამდენჯერ აქ მესმის ხოლმე ხალხის ჟივილ-ხივილი: „დაახრჩო წყალმა კაცი, უშველეთ, ღმერთი არავისა გწამსთო!“ ცოტა არ არის, მეც ბრალი მედება. ვაჰ, ჩემო თავო!

ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე და სულ დაუსრულებლად მედინა, მერწყო მცენარენი, დედამიწის ლამაზი გული, მომეკლა კაცთა და ცხოველთათვის წყურვილი! რა ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე ჩემს თავს, როცა მე ჩავუვლი გასახმობად დამზადებს ბუერასა და იგი თავს დამიკრავს, სალამს მაძლევს, თან თავისის ფოთლებისას კაბას მიკერავს. მერე რომ ჩადუნიანში ჩავრაკრაკდები და ისინიც გარს შემომერტყმიან და ტრფიალით მომძახიან: „გაუმარჯოს მთის წყაროს, გაუმარჯოსო!“ ახლა ზვავისაგან წამოთელილს თხილებსა და ურძნებს დავულბობ დამჭკნარს ფესვებსა და მაღლა ავახედინებ... ოჰ, ღმერთო ჩემს ამაგს რად აფუჭებინებ იმ ტიალს, აბეზარს, დაუდეგარს, მოუსვენარს მდინარეს! წუხელის რა ცუდი სიზმარი ვნახე!.. ღმერთო დამბადებელო, ჩვენო პატრონო, ჩვენო შემნახველო, კარგად ამიხდინე!.. ვნახე, ვითომ ვიღუპებოდი. გვალვა, დიდი გვალვა დამდგარიყო; ბალახნი, ხენი, ჩემნი მშობელნი, დამჭკნარიყვნენ, მეც დავმშრალიყავი თითქმის. ღაბუა, ლამაზი „წიფლისჩიტა“ ჩამოფრინდა ვერხვის ტოტიდამ და უნდოდა ჩემს გუბეში ბანაობა, მაგრამ ვეღარ დაისველა მხრები და დაიწყო ტირილი. ვხედავდი ამას და გული მიკვდებოდა: „სად წახველ, ჩემო მადლო-მეთქი“, - ვდუდუნებდი. დამჭკნარი დიყვი, შუპყა, შამბი, არყი, ცაცხვი და ურძანი, - ყველანი ერთად შფოთავდნენ: - „მივაშველოთ წყაროს წყალი, არ დაგვიშრესო!“ მაწვდიდნენ ფოთლებიდამ, ტოტებიდამ, ფესვებიდამ თითო-ოროლა ნამობით, მაგრამ ვეღარასა მშველიდნენ. თანაც ვითომ მიწამ პირი მიყო და დაუსრულებელს უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ. შემეშინდა და გამომეღვიძა. გული მიკანკალებდა, შუბლზე ოფლი დამსხმოდა. ავიხედე, ნისლებით გაჭედილიყო ხევ-ხუვი. ქორაფმა ტოტები დამკრა, აკვანი დამირწია და დამდუდუნა: „ნუ გეშინიან, პატარავ, არ დაშრები, არ დაიკარგებიო!“ ამ დროს, დღისით ფრთხილი და წინდახედული, ზურგზე რქებგადაყრილი, „ყელყურლამაზიანი“ ირემი მოვიდა გაჩქარებით, დაეწაფა ჩემს წმინდა წყალს, დალია და გაძღა. მაშინ გულდამშვიდებულმა ვსთქვი: - „არა ვარ გამშრალი, არაო!“

[1888წ.]

უბრალოდ. კარგია რა.


0

#87 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SHANTAL Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5939
  • რეგისტრაცია: 24-October 04

Posted 08 February 2007 - 04:05 PM

ვიცანი, ღმერთო, სამყარო
(სიმღერა)
ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდ მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს, ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით.
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!

1903 წ.




0

#88 მომხმარებელი არაა ფორუმზე   onegini Icon

  • chelavek nauk
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1984
  • რეგისტრაცია: 26-February 06

Posted 15 February 2007 - 02:36 AM

QUOTE(SHANTAL @ Feb 8 2007, 04:05 PM)
ვიცანი, ღმერთო, სამყარო
(სიმღერა)
ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდ მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს, ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით.
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!

1903 წ.
View Post



შანტალ ვაჟა გენიოსია რა jumr.gif
povoskashi chavjeq
0

#89 მომხმარებელი არაა ფორუმზე   NATALIE PORTMANI Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 43
  • რეგისტრაცია: 29-January 07

Posted 15 February 2007 - 05:55 PM

ვისაც სურს რომ დარწმუნდეს ვაჟას გენიალურობაში ,ან უბრალოდ უნდა სადავო საკითხების ანალიზი და ასე შემდეგ,წაიკითხოს ვაჟა ფშაველას "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი",-სწორედ რამოდენიმე წლის წინ, ამის წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი ფშაველას სიდიადეში...(P.S.პირველ გვერძე წერია #12 პოსტად)
"ჰკითხე ასთა ,ჰქმენ გულისთა,რაგინდა ვინ გევაზიროს?!"
"ბრძენი,ვინ ბრძენი,რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?! ეგ საუბარი მაშინ ხამს ,თუღაცა ვიყო ცნობასა...."
0

#90 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 23 February 2007 - 09:46 PM

ვინმემ ვაჟაზე ჩემი თანდასწრებით რამე რო თქვას ცუდი, შემიძლია დავახრჩო
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#91 მომხმარებელი არაა ფორუმზე   rainbow Icon

  • always and forever
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 931
  • რეგისტრაცია: 30-December 05

Posted 25 February 2007 - 08:17 PM

ვენაცვალე რა

აი ქართველი
მაგის ნაწარმოებებს რო ვკითხულობ ვამაყობ რომ მეც ქართველი ვარ

wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
maybe we'll be together in another life....


maybe you are just one person for the world,but the hole world for one person...


6,470,818,671 people in the world and sometimes all you need is 1...


always and forever...
0

#92 მომხმარებელი არაა ფორუმზე   *ScorpiOnS Icon

  • Eclipse
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 17214
  • რეგისტრაცია: 07-November 06

Posted 03 March 2007 - 10:16 PM

ბუნების გამაცოცხლებელი smile.gif ბუნების შვილი მართლაც რომ smile.gif

0

#93 მომხმარებელი არაა ფორუმზე   giorgipr Icon

  • wWw.GreenTech.Ge
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 151
  • რეგისტრაცია: 20-December 05

Posted 07 March 2007 - 02:55 PM

შენ გაიხარე ანი რა მაგარი გოგო ხარ გენაცვალე შენა
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> >>>>>
კომპიუტერული მაღაზია GreenTech - შავი ზღვის ქ № 10
GreenTech - მწვანე ფასები !..
www.GreenTech.ge/9index_en.php
10/3 black Sea St. Tbilisi , Georgia
T: +(995) 32 14 24 01
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< <<<<<
http://www.youtube.com/watch?v=kHaSS5Y8Nvs
0

#94 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mwvane Icon

  • areuli saxli, dalagebuli urti1obebi!
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4189
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 09 August 2007 - 12:36 PM

user posted image

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა mwvane: 09 August 2007 - 12:41 PM

0

#95 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mwvane Icon

  • areuli saxli, dalagebuli urti1obebi!
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4189
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 09 August 2007 - 12:44 PM

user posted image

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა mwvane: 09 August 2007 - 12:44 PM

0

#96 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mwvane Icon

  • areuli saxli, dalagebuli urti1obebi!
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4189
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 09 August 2007 - 12:49 PM

user posted image
0

#97 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mwvane Icon

  • areuli saxli, dalagebuli urti1obebi!
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4189
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 09 August 2007 - 01:01 PM

მშვენიერია user.gif
0

#98 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 28 August 2007 - 12:34 AM

რაღაც მოწიწებას ვგრძნობ როდესაც ვაშა-ფშაველა მესმის ან ვკითხულობ...............
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#99 მომხმარებელი არაა ფორუმზე   pacifist Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 13
  • რეგისტრაცია: 10-September 07

Posted 10 September 2007 - 11:53 AM

გენიოსია, ყველაზე ძლიერი ქართველი პოეტია , ჩემი აზრით smile.gif

"ღამე მთაში" ხომ მაგარია ხალხნოოო, ჰააა?
Oт улыбки станет всем теплей...
0

#100 მომხმარებელი არაა ფორუმზე   badaboom Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 8000
  • რეგისტრაცია: 29-June 04

Posted 12 September 2007 - 12:34 AM

ქართულ ლიტერატურაში საუკეთესოა.
და არა მარტო ბუნების შვილია, მას უფრო ფართო სახელიც შეიძლება მისცე არ ვიცი უბრალოდ რა რა ვთქვა ძალიან მაგარია. მარტო ალუდა ქეთელაური რაა სხვებს რომ თავი დავანებოთ.
usual people fuck unusually
0

#101 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 12 September 2007 - 02:11 PM

QUOTE(badaboom @ Sep 12 2007, 12:34 AM)
ქართულ ლიტერატურაში საუკეთესოა.
და არა მარტო ბუნების შვილია, მას უფრო ფართო სახელიც შეიძლება მისცე არ ვიცი უბრალოდ რა რა ვთქვა ძალიან მაგარია. მარტო ალუდა ქეთელაური რაა სხვებს რომ თავი დავანებოთ.
View Post




პატრიოტი კოსმოპოლიტი cave.gif
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#102 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 12 September 2007 - 10:09 PM

..."დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია!"..
0

#103 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 14 September 2007 - 04:52 AM

დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი

აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;

მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს,

არ დაგვნათოის თავზედა,

ჯერ თუ არ გაუღვიძნია,

ისევ თუ სძინავს მკლავზედა!

ჯერ გამარჯობა არ უთქვამს

შემომჯდარს გორის ფხაზედა,

სხივნი არ დაუგზავნია

პირის საბანად წყალზედა.

მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,

დადგომა სწორეს გზაზედა.

მთებს ჩაუცვიათ შავები,

ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;

ცივს ნიავს შესთავაზობენ

უფსკრულს მოარულს დევებსა;

ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს

სიბნელეს დანატევებსა.

გორით-გორს ბუვი გასძახის,

თრთიან ყვავილნი მთებისა,

ქოჩორს უვარცხნის ნიავი,

დარაჯად დაადგებისა.

მითამ იციან ღავღუვი,

რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!

წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,

განა ერთი და ორია:

აქაც, იქ, იმას იქითაც,

საცა ფერცხალა გორია,

ლამაზის მთების ასულთა

ხმა ხმისთვის შაუწონია.

მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,

უფალო, დაუმონია;

ამაზე ტურფა და კარგი

მე სხვა აღარა მგონია!..

ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,

წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,

ყვავილნი - მიწას და მიწა -

თავის აღზრდილთა მცინარეთ

და მე ხომ ყველას მონა ვარ,

პირზედ ოფლ-გადამდინარედ!

ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც

გულწყნარად დაეძინება.

უეცრად შუაღამისას

ცას ჯანღი დაეფინება,

შავი ზღვის შავი ვეშაპი

პირღია დაგვეღირება,

ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,

საჭმელად დაგვეპირება.

მოჰსქდება ქარი და ღვარი,

სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;

დროება ჩამოვარდნილა

დიდი შიშის და ძრწოლისა.

მთელი მთა-ბარი იქცევა,

მეორ-მოსვლაა სწორედა!

მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,

მოაქვს და მოსდგამს ყორედა.

ბუნება მბრძანებელია,

იგივ მონაა თავისა,

ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,

ზოგჯერ მქნელია ავისა;

ერთფერად მტვირთველი არის

საქმის თეთრის და შავისა;

საცა პირიმზეს ახარებს,

იქვე მთხრელია ზვავისა...

მაინც-კი ლამაზი არის,

მაინც სიტურფით ჰყვავისა!..

ღამე მთაში
1890 წ.

0

#104 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 19 September 2007 - 10:53 AM



რამ შემქმნა ადამიანად
ვაჟა ფშაველა
(სიმღერა)

რამ შემქმნა ადამიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავი მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი
ასე ოხრად და ტივლადა!
ცაშივე ამიტაცებდა,
თან მატარებდა შვილადა.
ასე არ დამჭირდებოდა
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფიალე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.
გავიხარებდი, მთა-ბარსა
ოდეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა.
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არე-მარესა.
თოვლად ქცეულსა გულშია
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცეოდა


0

#105 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 21 September 2007 - 07:39 PM

ამ ლექს სათავე ვაჟას გოგონამ დაუდო საფუძვლად.

პატარა, თურმე , მწყემსად იყო წასული მთაში.ისეთი წვიმა წამოსულა,ისეთი ღვარცოფი,რომ გოგონა სულ მთლიანად დასველებულა.მთაში სხვებიც ყოფილან,ისინიც ასე,გაყინულები და სველები.ბარიდან მშობლებმა ამოაკითხეს ,ზოგს საჭმელი მიუტანეს,მშრალი ტანსაცმელი და შეეხმიანნენს.
მასთან არავინ მოსულა.იდგა მარტოდმატრო და სიმწრისგან უთქვამს ეს სიტყვები,რამ შემქმნა ადამიანად,რატომ არ მოვედ წვმადაო.
როცა ბარში დაბრუნებულა,მამასთვის უნახებია ეს პატარა ლექსი.ვაჟას მოფერება და ტკბილი სიტყვა არ სცოდნია .მაშინ კი მიეფერა თავის შვილს ,აცრემლებული თვალებით და უთხრა:"წერე შვილო,როცა მოგინდება,აუცილებლად წერეო".

მოგვიანებით ,ეს ლექსი "გარანდა" ვაჟამ და ასეთი სახით მოიტანა ჩვენამდე..


0

#106 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 21 September 2007 - 10:53 PM

სიმღერა
მწამს,მარად მიწამებია
მუდამ სიცოცხლე სულისა,
კარგისა ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა
მრწამს,ფერფლნი კარგი გულისა
ქარმ რომ გაფანტოს ხმელადა,
თითოში მაინც ენთება
ტიალ-სურვილი ცხელადა,-
ავის მჩაგრავად ,კეთილის
მუდამ იქნება მცველადა;
ბეჩავის,გაჭირვებუყლის
მომმარედ,მშველად,მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,
თან დააქვს ძველის-ძველადა!
0

#107 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 22 September 2007 - 07:53 PM

ქეიფი


დამისხი,დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლი უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.
თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემს ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,
სიკვდილი მიჯობს ცდაშია,
ვერ მააწონებთ კარგ ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშIა!

0

#108 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 22 September 2007 - 07:57 PM

სიმღერა

მე რო ტირლი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ ნეტარა?
ერთი იცინის,სხვა ტირის:
ასეთი არი ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსვწვდი თქვენთანა!
მაგრამ გაიგებთ,ერთხელაც,
ვინ ახლოს არის ღმერთთანა.
0

#109 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 22 September 2007 - 08:09 PM


სამეფოს სიმღერა

ქალო გნახე ფეხშიშველა,
გამაჰგოგდი ეზოშია;
გენაცვალე -კაკაბს ჰგვანდი,
მოსეირნეს ეზოშია.

ვისი ძუძუ გიწოვია,
იისა თუ ვარდისაო!
გენაცვალე,შავ-თვალწარბავ,
გულ ჩემის დარდისაო!
გამიგონე,სად მირბიხარ,
შე უხიშოს გვარისაო?!

შე თუნდ ფრჩხილიც ნუ აგტკივა,-
სიკვდილს მივცემ სიცოცხლესა;
ერთხელ კიდევ დამენახვე,
ღმერთი ედას გიცოცხლებსა!..
0

#110 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 23 September 2007 - 04:51 PM

ვინ არის კაცი?

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.
კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, _
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

0

#111 მომხმარებელი არაა ფორუმზე   sopuka Icon

  • Sophie
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4811
  • რეგისტრაცია: 25-June 07

Posted 05 November 2007 - 02:33 PM

bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif ქედს ვიხრი ამ ადამიანის წინაშე!!!!!!!!!!!!!!!!! ! კაცი გენიოსი.
A wise girl kisses but doesn't love, listens but doesn't believe, and leaves before she is left

A girl should be two things: classy and fabulous
0

#112 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tatushkina Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 654
  • რეგისტრაცია: 23-December 07

Posted 23 December 2007 - 08:37 PM

მიყვარს და სიამოვნებით ვკითხულობ,სტუმარ-მასპინძელი,ალუდა ქეთელაური,ბახტრიონი ძალიან საინტერესოა.ერთნაირი სტილი,მაგრამ ამავედროს განსხვავებული,ცოტა თავიდან ვაჟას ენა ძნელია სხვებთან შედარებით ,მაგრამ ძალიან საინტერესო,და კარგად წასაკითხი.
"cxovreba shansia,ar gaushva igi.cxovreba silamazea agiqvi igi,cxovreba _siyvarulia,sheiyvare,cxovreba _saidumloa,amoxseni igi.cxovreba-bednierebaa,tavad sheqmeni igi"
0

#113 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mwvane Icon

  • areuli saxli, dalagebuli urti1obebi!
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4189
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 15 April 2008 - 05:57 PM

wub.gif გველი ჭრელია გარეთა ადამიანი შიგნითა
0

#114 მომხმარებელი არაა ფორუმზე   OPIZELI Icon

  • Brave Heart
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1057
  • რეგისტრაცია: 15-March 08

Posted 15 April 2008 - 09:25 PM

ვაჟა ჩემთვის საუკეთესო პოეტია !


ვინმეს თუ შეგიძლიათ მისი " სვინიდისი " დადეთ რა.
Those, who are afraid to fall, will never fly.

---------------------------------------------

Some people leave, some just follow.

---------------------------------------------

Craig: We can not defeat this army.

William: We can. And we will. We won at Stirling, and still you quibble. We won at York and you would not support us. If you will not stand up with us now then I say you're a coward. And if you are Scotsmen, I am ashamed to call myself one.
0

#115 მომხმარებელი არაა ფორუმზე   OPIZELI Icon

  • Brave Heart
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1057
  • რეგისტრაცია: 15-March 08

Posted 15 April 2008 - 09:26 PM

ვაჟა ფშაველა

კაი ყმა

(ხევსურულ ჰანგზე)


კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად _ სამარი,
საკაცე _ თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა _ ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!
Those, who are afraid to fall, will never fly.

---------------------------------------------

Some people leave, some just follow.

---------------------------------------------

Craig: We can not defeat this army.

William: We can. And we will. We won at Stirling, and still you quibble. We won at York and you would not support us. If you will not stand up with us now then I say you're a coward. And if you are Scotsmen, I am ashamed to call myself one.
0

#116 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Otherguy Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 4511
  • რეგისტრაცია: 10-September 07

Posted 15 April 2008 - 10:05 PM

ვაჟა მაგარია!!!

წაიკითხეთ მისი- "კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა"- ძალიაააან მაგარია smile.gif
"Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est!!!"
"Quid autem vocatis me Domine Domine et non facitis quae dico?"
[color="#0000FF"]
"ეს ხალხი ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება," - ესაია 29:13[/color]
0

#117 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mwvane Icon

  • areuli saxli, dalagebuli urti1obebi!
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4189
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 15 April 2008 - 10:12 PM

QUOTE(OPIZELI @ Apr 15 2008, 09:25 PM)

" სვინიდისი " დადეთ რა.
View Post





..არ ვიცი საით წავიდე
ვის ვუთხრა ჩემი წვალება
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?
რა დავაშავე უფალო
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა
კაცი იტანჯვის ვერ მთავსობს
ცდილობს გამაგდოს ჩქარაო
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო
არ დავეხსნები კაცის გულს
ეს მიწყივ ჩემი ვალია
სუყველა გამოვამჟღავნებ
რაც კაცის გულში ბრალია
ერთსა მოხელეს ვესტუმრე
მექრთამეს ქვეყნის მცრცველსაო
მითხრა სად მოხვალ მურდალო
არა მცალიან დღესაო
მე ვუპასუხე გაჩუმდი
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილ-შვილის დედაო
ადგა წამიგდო წიხლს ქვეშა
ჩამარტყა ზედი ზედაო
ჩემთან მაგვარად საუბარს
შე წუწკო როგორ ჰბედაო
რამდენს სხვას ვუთხარ ვინ მოსთვლის
როგორ გაჰყიდეთ დედაო
სუყველამ წიხლით გამთელა
მაგას როგორა ჰბედაო
გთხოვ მამაშორო ქვეყანას
შე უპატრონო ზეცაო


და დავიღალე user.gif
0

#118 მომხმარებელი არაა ფორუმზე   OPIZELI Icon

  • Brave Heart
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1057
  • რეგისტრაცია: 15-March 08

Posted 15 April 2008 - 10:14 PM

QUOTE
mwvane


ეგ რომ დადე კარგი ქენი, მაგრამ ეგ ლექსია. პოემაზე ვთქვი მე. rolleyes.gif
Those, who are afraid to fall, will never fly.

---------------------------------------------

Some people leave, some just follow.

---------------------------------------------

Craig: We can not defeat this army.

William: We can. And we will. We won at Stirling, and still you quibble. We won at York and you would not support us. If you will not stand up with us now then I say you're a coward. And if you are Scotsmen, I am ashamed to call myself one.
0

#119 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ვამპირი Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54
  • რეგისტრაცია: 15-April 08

Posted 19 April 2008 - 11:18 PM

QUOTE(ani@ @ Sep 28 2006, 12:33 AM)
დიდყურაანთ ერთხელ არ გამგზავნიან ქორწილში, არც ხატში... შენი ქორწილი ცხვარიაო, - მეტყვიან, მომაგონდება წითელკაბიანი ქალების თამაშობა და გული მომიკვდება...

View Post


ამაზე მე მიკვდება გული
user posted image
0

#120 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Kamille Icon

  • Deutschland
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5185
  • რეგისტრაცია: 06-February 08

Posted 10 May 2008 - 12:38 AM

wub.gif wub.gif wub.gif
FC BAYERN, Deutscher Meister,
Ja so heißt er, mein Verein,
Ja so war es und so ist es
Und so wird es immer sein!!!
0

  • (4 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი