GOL.GE Forum: დავით კაკაბაძე - GOL.GE Forum

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

დავით კაკაბაძე

#1 მომხმარებელი არაა ფორუმზე   marmaris Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 61
  • რეგისტრაცია: 20-October 06

Post icon  Posted 20 October 2006 - 12:41 AM



მაინტერესებს ხალხის აზრი, დამოკიდებულება ან საერთოდ ინფორმაცია საქართველოში

ერთერთი წამყვანი მხატვრის შესახებ!!!!!!!!

0

#2 მომხმარებელი არაა ფორუმზე   anarion Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 77
  • რეგისტრაცია: 27-October 06

Posted 23 November 2006 - 10:47 PM

QUOTE(marmaris @ Oct 19 2006, 11:41 PM)
მაინტერესებს ხალხის აზრი, დამოკიდებულება ან საერთოდ ინფორმაცია  საქართველოში

ერთერთი წამყვანი მხატვრის შესახებ!!!!!!!!
View Post





hhh.gif მარტო ხარ? sad.gif
()_____)____________)~~~~~~~~~~~~
0

#3 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SYD BRRETT Icon

  • PINK FLOYD
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 495
  • რეგისტრაცია: 10-November 06

Posted 10 December 2006 - 12:12 AM

აი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მხატვარი,რომ შემოვედი და ვნახე რომ ამ კაცზე ტემა არ იყო გამიკვირდა raviaba.gif
კაროჩე ბიოგრაფიას მოვქექვ ზუსტად,თქვენი დაყარეთ სურათები რამე-რუმე biggrin.gif დაწერეთ....
user posted image
John Digweed - Transitions Vol.2 :wub:
0

#4 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SYD BRRETT Icon

  • PINK FLOYD
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 495
  • რეგისტრაცია: 10-November 06

Posted 10 December 2006 - 12:16 AM

user posted image
John Digweed - Transitions Vol.2 :wub:
0

#5 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 10 January 2007 - 04:59 PM

რას ქვია მარტოა? აგერ ვარ buchti.gif

ეს მისი ავტოპორტრეტი buchti.gif


user posted image

მალე დავდებ სხვა ინფორმაციასაც wink.gif
Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#6 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 09:21 PM

იმერეთი


user posted image

აბსტრაქცია


user posted image


Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#7 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 09:23 PM

კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915-მდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918-მე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), დედის პორტრეტი, 1914 და ძმის პორტრეტი , 1915 (ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც ("დასაფლავება იმერეთში", 1913; "ავტოპორტრეტი" 1913 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), 1918-1919 კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს, რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექნიკურობა ("პეიზაჟი წითელი გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918, ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება).


1918 კაკაბაძემ შექმნა სურათი "იმერეთი - დედაჩემი", სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ამავე წელს შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატიურმორტი" (ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); ამავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა მუზეუმების კუთვნილება). 1919-1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად აქყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში); კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ( ქართულ და ფრანგულ ენებზე). კაკაბაძის ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება: ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს (პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია "ბრეტანი" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კუთვილება; "წურბლების გამყიდვეკლი", "ბანანების გამყიდველი" - ადგილსამყოფელი უცნობია),


მეორე მხრივ - უსაგნო სურათებს და კოლაჟებს (ცალკეული სერიები ინახება მხატვრის ოჯახში და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). 1927 კაკაბაძემ შექმნა ალეგორიული სურათი "ინდუსტრია". საქარტველოში დაბრუნების შემდეგ კ. მარჯანიშვილის მოწვევით კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. გააფორმა რმდენიმე სპექტაკლი ( ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", 1928; პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", 1929; შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", 1932; დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", 1937; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1946 - ყველა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი; ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", 1947, რუსთაველის სახელობის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის "პოკის ქალი", 1947 - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა), აგრეთვე კინოფილმები ("მარილი სვანეთს", რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟისორი დ. რონდელი, 1936 და სხვა). კაკაბაძის შესრულებული დეკორაციები გამოირჩევა ფუნქციური მიზანშეწენილობით, სტილის ღრმა გრძნობით. ამავე პერიოდში კაკაბაძეაქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერული პეიზაჟის თემას, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და სხვა). ამ სურათების კომპოზიური აგებულება და დეკორატიულობა ძველებურია, მაგრამ ციხის ნანგრევს ცვლის ახალი ცხოვრების ნიშნები - ელექტროსადგური, მშრომელთა მანიფესტაცია; უფრო ცხოველი და ხალისიანია კოლორიტი ("ყვითელი მთა", 1937; "წითელი მთა", 1944 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთხვილება; "მიტინგი იმერეთში", 1942, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). 1930-1940 წლებს მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია ("სვანეთი", 1939; "თბილისი და მისი მოდამოები", 1944 - ყველა მხატვრის ოჯახის კუთვნილება). 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: "ყაზბეგი", "ფოთი-ელევატორი" (1949, ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სვანეთი - მადნის დამუშავება" (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება) და სხვა. 1928-1948 კაკაბაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1933-1942 - პრორექტორი).


კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს.



Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#8 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 09:53 PM

user posted image

1913 წელს დავითმა შექმნა თავისი „ავტოპორტრეტი ბროწეულებით“, რომლის კოლორიტი უკვე ნათლად ამჟღავნებს ავტორის ეროვნულ წამომავლობას. ეს ის თავისებურებაა, რომლის სიტყვით გამოვლენა განსაკუთრებით ძნელია, მაგრამ თვალით ადვილად შესამჩნევია. ეს არის ის საწყისი, რომელიც კაკაბაძის აბსტრაქციების შეფასების დროს უცხოელი კრიტიკოსების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა.

„ავტოპორტრეტში ბროწეულებით“ მნიშვნელოვანია შავის როლი (ისევე, როგორც ფიროსმანთან) და ასევე მწვანის ტონალური მრავალფეროვნება (შარვალიც მწვანე ფერის არის) გრ.რობაქიძე წერს კოლორიტზე კაკაბაძის ნამუშევრებში: „დავით კაკაბაძეს აქვს თავისი კოლორი. ეს ბევრს ნიშნავს. იმერეთის განუმეორებელი სიმწვანე ზურმუხტოვან ფოთლებში დამუქებული - აი, მისი განუყრელი ფერი. მის სურათებში ეს ფერი სჭარბობს

Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#9 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 09:58 PM

პეიზაჟის და ნატიურმორტის ჟანრები სწორედ კაკაბაძის და მისი თაობის ზოგი წარმომადგენლის დამსახურებით განვითარდა საქართველოში, ხოლო „იმერეთი - დედაჩემი“ ეპიკური სურათია, რომელშიც კაკაბაძემ ერთმანეთს შეურწყა ეს ორი ჟანრი და განაზოგადა საქართველოს იდეა. ეს სიმბოლისტური ნამუშევრები თავიანთი შინაარსით ზუსტად შეესაბამება საქართველოს იმდროინდელ მრწამსს და მისწრაფებებს. ფორმის თვალსაზრისით, მათში შერწყმულია დავით კაკაბაძის მთელი იმდროინდელი ცოდნა და გამოცდილება.




user posted image
დ. კაკაბაძე. იმერეთი - დედაჩემი. 1918.

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა L>I>L>E: 16 January 2007 - 10:06 PM

Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#10 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 10:05 PM

user posted image
დ. კაკაბაძე. იმერეთი. წითელი გზა. 1918.

ამ სურათებში მხატვარი გვევლინება როგორც ჭეშმარიტად ეროვნული მხატვარი, მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც ერთსა და იმავე დროს, კლასიცისტიც არის და მოდერნისტიც. მის კომპოზიციებში ყველა დეტალი გააზრებულია და ურთიერთმიმართებაში შეწონასწორებული. არაფერი მერყეობს. მაგრამ შინაგანი რიტმი, პულსაცია ძალიან ძლიერია. ამ ნამუშევრებში ფეთქავს სამშობლოზე და შემოქმედებაზე ღრმად შეყვარებული ადამიანის, დიდი მოაზროვნის გული.


Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#11 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 10:10 PM

user posted image

დავით კაკაბაძემ პეტროგრადის უნივერსიტეტი ბიოლოგის დიპლომით დაასრულა. საქართველოში 1918 წელს დაბრუნდა და მომდევნო წელს, ქართველ ხელოვანათა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც დღევანდელ ცისფერ გალერეაში გაიმართა, თავისი ფუნდამენტური ტილოები წარმოადგინა. ეს ნამუშევრები დღეს ქართული ხელოვნების საგანძურს წარმოადგენს. ზოგიერთ სხვა ქართველ მხატვართან ერთად, ამ ტილოებით დავით კაკაბაძემ საფუძველი დაუდო ახალ ქართულ ხელოვნებას და მის უდიდეს წარმომადგენლადაც მოგვევლინა. ეს ნამუშევრებია: „იმერეთი - დედაჩემი“, „იმერული ნატიურმორტი,“ იმერეთის პეიზაჟები.

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა L>I>L>E: 16 January 2007 - 10:15 PM

Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#12 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 11:29 PM

user posted image
დ. კაკაბაძე. გეომეტრიული კომპოზიცია. 1920.

კაკაბაძემ, 1921 წელს, ბრეტანში, წყალზე მდგარი ნავების ჯერ რეალისტური, შემდეგ კუბისტური და ბიომორფული გამოსახულებები შექმნა.

ყველა სერია აკვარელით არის შექმნილი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ის განსაკუთრებულად იყენებს მას. ძირითადად იგი სიბრტყეზე სივრცის ასახვის პრობლემით არის დაკავებული, რომელსაც ჩინური და იაპონური გრაფიკის გავლენით წყვეტს.

Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#13 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 11:31 PM

user posted image

user posted image

user posted image
Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#14 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 11:38 PM

user posted image
დ. კაკაბაძე. კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიცია. 1924.


user posted image
დ. კაკაბაძე. კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიცია. 1924.



ამ საშუალებებით შექმნილი მხატვრული გამოსახულებები ორგანულ, ემბრიონალურ ფორმებს უახლოვდება. მხატვარი აქ ერთ-ერთი პირველი მიმართავს პულველიზატორს ფონის დასაფერად. კომპოზიციების უშუალო ნაწილს წარმოადგენს ორიგინალური ჩარჩოები - ხის ან ლითონის, სხვადასხვა დეტალით გაფორმებული. ზოგიერთ კომპოზიციას უკანა მხრიდან ელექტრონათურა აქვს მიერთებული და ჩართვისას, დამატებითი ეფექტი იქმნება. სარკე და მინა სიღრმის ახლებურად ასახვას ემსახურება და თანაც მასში არეკლილი გამოსახულებები უფრო დინამიკურს ხდის კომპოზიციას. მოციმციმე ნათურა ასევე დინამიკური ელემენტია. კოლაჟებში მკვეთრად აისახა დრო და ამავე დროს, კომპოზიციურად ისინი ისევე კონცენტრირებული და გაწონასწორებულია, როგორც კაკაბაძის ნებისმიერი ნამუშევარი.


1924-25 წლებში დავით კაკაბაძე ძირითადად ბიომორფულ აბსტრაქციებს ქმნის. მათში ორგანული, მცენარეული და ემბრიონალური ფორმები სჭარბობს. იზოლირებული მრუდხაზოვანი ფორმებით, თავისუფალ სივრცეში ერთი მონოლითური სილუეტის კონცენტრირებით, კაკაბაძის ბიომორფული აბსტრაქციები ევროპელთაგან, ყველაზე მეტად ჰანს არპის ნამუშევრებს უახლოვდება. თუმცა, არპისგან განსხვავებით, კაკაბაძე დაინტერესებულია ფერების მონაცვლეობით სიბრტყეზე სიღრმის ილუზიის შექმნის პრობლემით. ამ მიზნით იგი ღრმად შეისწავლის ჰელმჰოლცის და მაქსველის სამეცნიერო შრომებს და დიაგრამებს.



Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#15 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 11:40 PM

user posted image
დ. კაკაბაძე. კომპოზიცია. 1924.

user posted image

დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1925.


დავით კაკაბაძე არასოდეს ყოფილა არც დადაისტების და არც სიურეალისტების გაერთიანების წევრი. მაგრამ მისი კოლაჟები და ბიომორფული აბსტრაქციები ორივე მიმდინარეობასთან ახლოს დგას.

სიურეალიზმზე როდესაც ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ მიმდინარეობის ადრეულ ეტაპს, როდესაც მირო, ერნსტი, მენ რეი, არპი - მანამდე დადაიზმის ბირთვი და ორგანული აბსტრაქციის შემქმნელები, სიურეალისტურ აბსტრაქციებს ქმნიან. დავით კაკაბაძისათვის სწორედ მათ მიერ განვითარებული ხაზი იყო განსაკუთრებით ახლობელი. ის ორგანულად აღმოჩნდა იმ ნაკადში, რომელმაც შემდგომ სიურეალიზმს ზურგი შეაქცია და განავითარა უკიდურესი აბსტრაქცია.

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა L>I>L>E: 16 January 2007 - 11:41 PM

Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#16 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 16 January 2007 - 11:47 PM

user posted image

დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1927.



user posted image


დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1927.


user posted image

დ. კაკაბაძე. აბსტრაქცია. 1927.


1926-27 წლებში, პარიზიდან წამოსვლის წინ, დავით კაკაბაძემ შექმნა ფერწერული აბსტრაქციების სერია, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ ავტორი არის მეცნიერი - ბუნებისმეტყველი. ისინი განსაკუთრებით კარგად იწერება აბსტრაქტული სიურეალიზმის ფარგლებში. წინა პერიოდის აბსტრაქციებთან შედარებით, ისინი უფრო დაწვრილმანებულია. აქ დავით კაკაბაძე არარეალურ სამყაროებს ქმნის, რომლებიც ხშირად კოსმიურ პეიზაჟებს ჰგავს და თანაც, მიკროსკოპში დანახულ უჯრედს ან პლაზმას უახლოვდება. ზოგჯერ ჩვენ აქ კვლავ ემბრიონალურ გამოსახულებას ამოვიცნობთ. ზოგი დეტალი დღევანდელ ექო-გამოსახულებებსაც ემსგავსება. გარეგან ჩარჩოს, მის პარალელურად, მიუყვება საღებავის ხაზით შემოფარგლული შიდა ჩარჩო, რომელიც მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს მაშინაც, როდესაც ნახატი სცილდება ამ ზღვარს.

ეს ფერადოვანი კომპოზიციები, ერთსა და იმავე დროს ცის კაბადონთან და ბიოლოგიურ უჯრედებთან სიახლოვით, ნათლად ავლენს, რომ ბუნებაში მაკრო- და მიკრო- სამყაროები ერთსა და იმავე წესრიგზეა დაფუძნებული, ერთი და იგივე კომპოზიციური წყობა გააჩნიათ. ეს ის წესრიგია, კოსმიურ ქაოსსაც კი გარკვეულ ორგანიზაციულ წყობას რომ ანიჭებს. კაკაბაძის შემოქმედება სწორედ ამ მყარ ნიადაგზე დგას. (შემთხვევით არ აქვს მიხატული თავის ადრეულ ესკიზზე უჯრედთა სისტემა). ის ბუნებაში ჰპოვებს შთაგონებას და შეიძლება ე.წ. კონკრეტული ხელოვნების წინამორბედად ჩაითვალოს. ამ მიმდინარეობაზე მას ალბათ ინფორმაციაც კი არ გააჩნდა, რადგან ის 1931 წლიდან განვითარდა ევროპაში, როდესაც კაკაბაძე, როგორც საბჭოთა მოქალაქე, უკვე მოწყვეტილი იყო ხელოვნების განვითარების ლოგიკურ ჯაჭვს

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა L>I>L>E: 17 January 2007 - 12:21 AM

Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#17 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 17 January 2007 - 12:29 AM

user posted image

დ. კაკაბაძე. ყვითელი მთა. 1934.





Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#18 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 17 January 2007 - 12:30 AM

user posted image

დ. კაკაბაძე. მიტინგი იმერეთში. 1942.
Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#19 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 17 January 2007 - 12:31 AM

user posted image

დ. კაკაბაძე. წითელი მთა. 1944.
Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#20 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Miklukho Maklai Icon

  • ^^
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4508
  • რეგისტრაცია: 30-August 06

Posted 17 January 2007 - 02:01 AM

საღოლ დათოს
ათ ლარიანზე მართლა კარგად უმუშავია


0

#21 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Babe Icon

  • YES! It's Anuk!
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 802
  • რეგისტრაცია: 31-July 06

Posted 04 February 2007 - 01:14 AM

lile გაიხარე;]
0

#22 მომხმარებელი არაა ფორუმზე   99GG Icon

  • ეს მე ვარ
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 263
  • რეგისტრაცია: 13-February 07

Posted 14 February 2007 - 08:08 PM

აუ ჩემი აზრით ძაან მაგარი მხატვარია მაგრა მომწონს მაგის პეიზაჟები
პატრიოტი უნდა იყო
0

#23 მომხმარებელი არაა ფორუმზე   L>I>L>E Icon

  • happy
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 54788
  • რეგისტრაცია: 07-February 06

Posted 14 February 2007 - 08:27 PM

QUOTE(Babe @ Feb 4 2007, 01:14 AM)
lile  გაიხარე;]
View Post



გენაცალეეე kiss3.gif kiss3.gif kiss3.gif
Let's love like there is no tomorrow...
Shelter each other from the pain and sorrow...
0

#24 მომხმარებელი არაა ფორუმზე   MaIkO&N Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1718
  • რეგისტრაცია: 23-March 06

Posted 18 February 2007 - 03:33 PM

ძალიან კარგი მხატვარია და ძალიან მიყვარს. L>I>L>E-მ მგონი უკვე ყველაფერი თქვა, ვეღარაფერს დავამატებ.

В каждой шутке доля шутки, остальное - все правда!

Каждый понимает в меру своей испорчености.
0

#25 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SYD BRRETT Icon

  • PINK FLOYD
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 495
  • რეგისტრაცია: 10-November 06

Posted 25 February 2007 - 01:44 AM

user posted image
John Digweed - Transitions Vol.2 :wub:
0

#26 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SYD BRRETT Icon

  • PINK FLOYD
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 495
  • რეგისტრაცია: 10-November 06

Posted 25 February 2007 - 01:48 AM

user posted image

user posted image
John Digweed - Transitions Vol.2 :wub:
0

#27 მომხმარებელი არაა ფორუმზე   anika-zeppelin Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2593
  • რეგისტრაცია: 06-October 05

Posted 12 January 2008 - 04:59 PM

ოო... კარგი მხატვარიია..
მე მომწონს..
კარგი ნაჰატები აქვს !
-)))

0

#28 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 15 October 2008 - 03:27 PM


არც კი ვიცი რავთქვა bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif bioblesme.gif



http://www.z-kkal.iatp.ge/index.html
საინტერესო სტატიაა თურაქცვია, აქაც არი დაკოპირებული ნაწილი მგონი chups.gif
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#29 მომხმარებელი არაა ფორუმზე   *ScorpiOnS Icon

  • Eclipse
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 17214
  • რეგისტრაცია: 07-November 06

Posted 10 December 2008 - 12:12 PM

კაკაბაძეზეც არის უკვე თემა user.gif
0

#30 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 11 December 2008 - 01:28 PM

QUOTE(L>I>L>E @ Jan 17 2007, 12:30 AM)
user posted image

დ. კაკაბაძე. მიტინგი იმერეთში. 1942.
View Post



ოჰ როგორ მიყვარს

დასაერთოდ იმერეთი user.gif
Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი