GOL.GE Forum: ზღაპრები :)) - GOL.GE Forum

Jump to content

  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ზღაპრები :)) ჯერ არც ერთ ფორუმზე არ მინახია ;))

#41 მომხმარებელი არაა ფორუმზე   natuka99 Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2816
  • რეგისტრაცია: 15-January 07

Posted 19 May 2007 - 10:55 PM

ძალიან მიყვარდა ბავშობაში და ერლაც ვგიჟდები ზღაპრებზე,
ჩემი უსაყვარლესი ზღაპარია ანდერსენის რუსალოჩკა
0

#42 მომხმარებელი არაა ფორუმზე   remedios Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 19
  • რეგისტრაცია: 12-January 07

Posted 26 September 2007 - 08:54 PM

QUOTE(ani@ @ Oct 23 2006, 01:22 AM)
სულ რაღაც 2 თვეა თუ არ ვცდები, რაც დავრეგისტრირდი და ამ ხნის განმავკლობაში ქვეყნის პმ-ები მომივიდა: "შემო რა ჩემ ფორუმზე ძაან გთხოვ", "აუ, იქაც შემოიხედე ხოლმე რა, შენნაირი ხალხი ძალიან გვჭირდება", "შემო და რომელ თემაშიც გინდა მოდერატორად დაგნიშნავ..." და ასეთი ქვეყნის რამეები, მარა რატომღაც ამ ფორუმს ისე მივეჯაჭვე, რომ სურვილიც არ გამჩენია კიდე სადმე დავრეგისტრირებულიყავი. wub.gif  არ ვიცი, მართლა გამორჩეულია ეს ფორუმი, რაიმეთი თუ ჩემთვისაა ესე, მარა ფაქტია რომ ყველა ფორუმს მირჩევნია. ტოპიკების კეთებამ კიდევ ისეთ ეშხში შემიყვანა, რომ ეხლა ზღაპრებსაც მივადექი  wub.gif რაც სხვათა შორის არც ერთ ფორუმზე არ მინახია smile.gif ამიტომაც გადავწყვიტე ამ ტოპიკის გაკეთება. მოკლედ დაპოსტეთ ზღაპრები, გინდ ქართული, გინდ უცხოური, გინდაც ხალხური და გინდაც ლიტერატურული ზღაპრები, მოკლედ ყველაფერი რაც გაგიხარდებათ, ოღონდ თემას არ გადაუხვიოთ და არ გააჩატოთ  buchti.gif plzzzzzzzzzzzzzzz luke.gif
View Post


ლიტერატურა.გე-ზე შეიხედე? biggrin.gif
0

#43 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mr. Beatleman Icon

  • ...The Beatles saved the world from boredom...
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11760
  • რეგისტრაცია: 01-January 07

Posted 18 January 2008 - 01:26 AM

ზოგი ქართული ზღაპარი მე მგონი არ უნდა მოვუყვეთ საერთოდ ბავშვებს...
http://heltertheskelter.wordpress.com/
0

#44 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Lamb Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 107
  • რეგისტრაცია: 11-July 07

Posted 27 January 2008 - 07:03 PM

QUOTE(ani@ @ Oct 23 2006, 02:22 AM)
სულ რაღაც 2 თვეა თუ არ ვცდები, რაც დავრეგისტრირდი და ამ ხნის განმავკლობაში ქვეყნის პმ-ები მომივიდა: "შემო რა ჩემ ფორუმზე ძაან გთხოვ", "აუ, იქაც შემოიხედე ხოლმე რა, შენნაირი ხალხი ძალიან გვჭირდება", "შემო და რომელ თემაშიც გინდა მოდერატორად დაგნიშნავ..." და ასეთი ქვეყნის რამეები, მარა რატომღაც ამ ფორუმს ისე მივეჯაჭვე, რომ სურვილიც არ გამჩენია კიდე სადმე დავრეგისტრირებულიყავი. wub.gif  არ ვიცი, მართლა გამორჩეულია ეს ფორუმი, რაიმეთი თუ ჩემთვისაა ესე, მარა ფაქტია რომ ყველა ფორუმს მირჩევნია. ტოპიკების კეთებამ კიდევ ისეთ ეშხში შემიყვანა, რომ ეხლა ზღაპრებსაც მივადექი  wub.gif რაც სხვათა შორის არც ერთ ფორუმზე არ მინახია smile.gif ამიტომაც გადავწყვიტე ამ ტოპიკის გაკეთება. მოკლედ დაპოსტეთ ზღაპრები, გინდ ქართული, გინდ უცხოური, გინდაც ხალხური და გინდაც ლიტერატურული ზღაპრები, მოკლედ ყველაფერი რაც გაგიხარდებათ, ოღონდ თემას არ გადაუხვიოთ და არ გააჩატოთ  buchti.gif plzzzzzzzzzzzzzzz luke.gif
View Post


ეტყობა ლიტერატურულ საიტებზე არ შესულხარ biggrin.gif ჟალ' biggrin.gif
0

#45 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ummagumma Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 366
  • რეგისტრაცია: 09-November 08

Posted 06 February 2009 - 12:52 AM

QUOTE(mr. Beatleman @ Jan 18 2008, 12:26 AM)
ზოგი ქართული ზღაპარი მე მგონი არ უნდა მოვუყვეთ საერთოდ ბავშვებს...
View Post


laugh.gif
არამარტო ზღაპრები laugh.gif

ანდერსენი მიყვარს lile.gif დანიაში მინდა user.gif

The sea would electrocute us all

______________

One flew east, One flew west, One flew over the cuckoo's nest . . .


:user:
0

#46 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tamri5 Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 187
  • რეგისტრაცია: 21-March 09

Posted 21 March 2009 - 07:01 PM

ძალიან მიყვარს ზღაპრები wink.gif rolleyes.gif smile.gif pinky.gif და მიუხედავად ჩემი ასაკისა (23 წლის ვარ) ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე, ძალიან მიყვარს ხალხური ზღაპრები და ასევე გამოვყოფდი გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებს, რომელიც ძალიან მილამაზებდა ბავშვობის წლებს... letaet.gif უდიდესი სიკეთითა და კაცთმოყვარეობითაა სავსე მისი ყოველი ზღაპარი...
0

#47 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gudmundsdotiri Icon

  • ...და მიაპობს ტალღებს
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 6886
  • რეგისტრაცია: 27-January 08

Posted 21 March 2009 - 07:12 PM

რაღაც ზღაპრები მაქ წაკითხული და სულ სისხლებზე, თავის მოჭრებზე, და საშინელებებზე იყო. აღარ მახსოვს რომელი ერის იყო....
My mother she butchered me,
My father he ate me,
My sister, little Ann Marie,
She gathered up the bones of me
And tied them in a silken cloth
To lay under the juniper.
Tweet twee, what a pretty bird am I!
0

#48 მომხმარებელი არაა ფორუმზე   trainspoting Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 201
  • რეგისტრაცია: 14-February 09

Posted 21 March 2009 - 10:57 PM

მეთს ვგიჯდები ზღაპრებზე
ბავშვობიდან გონებაში ყველაზე მეტად ანდერსენი ჩამრჩა
დღემდე ვამჩნევ საკუთარ თავს რამხელა გავლენა მოახდინა ჩემზე
საგნები გამიცოცხლა
დამამრწმუნა რომ მახინჯი ვაშლი შეიძლება ცოდოა როცა არავინ არ ჭამს
ხშირად ახლაც მებრალება ხოლმე უსულო საგნები და მგონია რო გრძნობები და შეხედულებები აქვთ. როცა კარგი სიზმრები მესიზმრება ეგრევე ფერად ქოლგაზე ვფიქრობ. რაღაც ამბავში წყევლასავით დამყვება ანდერსენის ზღაპრები. ხშირად მიფიქრია იმაზე რომ ჩემი ცხორება შეიძლებოდა ძალიან განსხვავებული ყოფილიყო, ბებიაჩემს ანდერსენის ზღაპრები რომ არ წაეკითხა ხოლმე ჩემთვის.
ამას გარდა ძმები გრიმების ორტომეული მქონდა ბავშვობაში. დიდი შრიფტით იყო დაბეჭდილი. ვგიჟდებოდი მათ კითხვაზე. ფილმი რომელიც ძმებ გრიმებზე გამოვიდა, ძალიან გავს ჩემს ბავშვობისდროინდელ წარმოდგენას მათ ზღაპრებზე.
"And, uh, and he looks at her … and he says, ‘We’re going to a party … it, it’s a birthday party … it’s your birthday party, happy birthday, darling. We love you very, very, very, very, very, very, very much.’ And then um, he starts humming this little tune, and, and, uh, it kinda goes like this, it’s kinda - one, two, one, two, three, four…”
0

#49 მომხმარებელი არაა ფორუმზე   una_shennie Icon

  • ★superhero★
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2411
  • რეგისტრაცია: 17-March 07

Posted 21 March 2009 - 11:06 PM

უი რა საჩემო ტემა.
:ზღაპრებისხამ:

wub.gif

მსოფლიო ხალხტა ზგაპრები
მაგის ტომები მიყვარდა დზაან


wub.gif მიყვარს ტოესწ
დაე იყოს დღეს მზისფერი ყველაფერი
და დავძახოთ მეგობრულად ჰერი ჰერი
უტი ბოსე, ბუსე ბასე დაე იყოს მუდამ ასე!
0

#50 მომხმარებელი არაა ფორუმზე   annta Icon

  • გრძელფეხება ბულგარელი
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 12088
  • რეგისტრაცია: 13-December 08

Posted 21 March 2009 - 11:21 PM

QUOTE(una_shennie @ Mar 21 2009, 11:06 PM)
უი რა საჩემო ტემა.
:ზღაპრებისხამ:

wub.gif

მსოფლიო ხალხტა ზგაპრები
მაგის ტომები მიყვარდა დზაან
wub.gif  მიყვარს ტოესწ
View Post


+1.
War!
I am Fire!
”სმაილიკი” თვალში მედიდება...
0

#51 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tamri5 Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 187
  • რეგისტრაცია: 21-March 09

Posted 22 March 2009 - 12:36 AM

ნაღვლიანი კლოუნი



ერთხელ პატარა ქალაქს მეტად უცნაური სენი შეეყარა: ქალაქის მცხოვრებთ ჩემოდნები შეუყვარდათ ძალიან, სულ ჩემოდნებს დასტრიალებდა მათი ფიქრები, ბინიდან გასვლისას ჩემოდნით ხელში დიდ სარკესთან მივიდოდნენ და ჩაიხედავდნენ, მიტრიალდებოდნენ, მოტრიალდებოდნენ... არ გეგონოთ, თავის სახეს აცქერდებოდნენ, არა, ამოწმებდნენ, ჩემოდანი ხომ ლამაზად გამოიყურებაო. მერე ასწევდნენ თავს და ამაყად გადიოდნენ ქუჩაში.
ქუჩაში ყველას ჩემოდანი ეკავა ხელში.
მძიმე ჩემოდანს დაათრებდა დიდი თუ პატარა...
უფრო და უფრო უყვარდებოდათ ჩემოდნები...
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალაქის მთავარ მოედანზე ჩემოდნის გამომგონებელს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის კვარცხლბეკი ჩემოდნის ფორმის იყო, გამომგონებელსაც დიდი ჩემოდანი ეკავა ხელში.
ამ ძეგლს რომ გაუვლიდნენ გვერდზე, მოქალაქენი ქუდს მოიხდიდნენ ხოლმე მოწიწებით...
მიათრევდნენ მძიმე ჩემოდანს...
რომ შემაჩნევდნენ, დამტვერილაო, შევიდოდნენ სკვერში,ჩამოსხდებოდნენ სკამზე, ჩემოდანს მუხლებზე დაიდებდნენ, ჯიბიდან ხავერდის ნაჭერს ამოიღებდნენ და აპრიალებდნენ და აპრიალებდნენ ჩემოდანს.
გააპრიალებდნენ კარგად და მხოლოდ მერე განაგრძობდნენ გზას.
ის კი არადა, თეატრშიც თავის ჩემოდანი ედოთ მუხლებზე და ისე უცქეროდნენ სპექტაკლს. თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა მსახიობებიც ჩემოდნით ხელში ამბობდნენ მონოლოგებს და თვით ტანწერწეტა ბალერინებიც ჩემოდნებიანად დახტოდნენ სცენაზე. მართალია, ამის გამო ისე მსუბუქად ვეღარ ტრიალებდნენ თითის წვერებზე, მაგრამ ეს არავის ანაღვლებდა.
მთავარი იყო ჩემოდანი...
მხოლოდ ერთი კაცი დადიოდა უჩემოდნოდ,ხელები ჯიბეში ჩაეწყო, პალტოს საყელო აეწია და ნაღვლიანი მიჰყვებოდა ქუჩას.
ეს კაცი კლოუნი იყო.
კლოუნი ცირკიდან გამოაგდეს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემოდანს არ ატარებდა, მეორეც იმიტომ, რომ მოქალაქეებს სიცილი აღარ უყვარდათ.უყურებდა კლოუნი გამვლელებს და ამჩნევდა , ისე უცქეროდნენ ერთმანეთის ჩემოდნებს, ეტყობა, ფიქრობდნენ, იმისი ჩემოდანი სჯობიაო თუ ჩემიო.
სულ მოღუშულები იყვნენ.
ალბათ ძნელია იღიმებოდე, როცა იმას ფიქრობ, ნეტა ვისი ჩემოდანი სჯობია ან რა უწყბია სხვას იმ ჩემოდანშიო.
- ეჰ, - ამოიოხრებდა კლოუნი და ჩაჰკიდებდა თავს...
კლოუნის უჩემოდნოდ სიარული არ მოსწონდათ მოქალაქეებს.
ჯერ იყო და წარბშეკრული უცქეროდნენ, მერე და მერე გაგულისდნენ და ქუჩაში მიმავალს ბრაზით მხარსაც გაჰკრავდნენ ხოლმე.
ერთ დღეს კი უმიზეზოდ ჩხუბი აუტეხეს და ძლივს გაასწრო, კიდევ კარგი, რომ იმათ მძიმე ჩემოდნები ეჭირათ ხელში და სწრაფად ვერ მობოდნენ, თორემ ცუდი დღე დადგებოდა ნამდვილად.
მას შემდეგ აღარ გამოდიოდა კლოუნი ქუჩაში, იჯდა ფანჯარასთან და გაჰყურებდა ქუჩას ნაღვლიანი, ხედავდა, როგორ დამახინჯებულიყვნენ მოქალაქენი მძიმე ჩემოდნის ტარებით. ტანი გაზნექოდათ და დაბრეცილიყვნენ.ამას თვითონაც ამჩნევდნენ და ალბათ ორი ჩემოდნის ტარებასაც შემოიღებდნენ წონასწორობისთვის , მაგრამ საქმე ისაა, უნდოდათ ცალი ხელი თავისუფალი ჰქონოდათ, რათა ქუდი მოეხადათ ჩემოდნის გამომგონებლის ძეგლს რომ გაუვლიდნენ გვერდზე...
უყურებდა საგონებელში ჩავარდნილი კლოუნი მოქალაქეებს და აღარ იცოდა, რა ექნა.
ბოლოს რაღაც მოიფიქრა და თქვა: თუ უშველის, ეს უშველის, თუ არა და, დაიღუპება ქალაქიო...
მეორე დილით დიდი აფიშები იყო გაკრული მთელ ქალაქში.
აფიშებზე ეხატა კლოუნი და კლოუნს ეჭირა ვეება ჩემოდანი.
ეს ძალიან მოეწონათ მოქალაქეებს, მოსულა ჭკუაზეო, გაიფიქრეს... და საღამოს უამრავი მაყურებელი გაეშურა ცირკისაკენ.
აუყვნენ კიბეებს, მიათრევდნენ თავიანთ მძიმე ჩემოდნებს...
მერე დაიწყო საცირკო წარმოდგენა და სიამოვნებით უცქეროდნენ მაყურებლები ათასჯერ ნანახს: როგორ ეწეოდა ვიღაც ღონიერი კაცი ას დიდ ჩემოდანს ერთად. ჟონგლიორი პატარა ჩემოდნებს ისროდა ჰაერში. აკრობატები ჩემოდნებზე ხტუნავდნენ და ილუზიონისტსაც თავისი შავი ცილინდრიდან ჩემოდნები ამოჰქონდა დაუსრულებლივ. განსაკუთრებით ის მოსწონდათ, რომ ცხოველებიც ჩემოდნებით დადიოდნენ არენაზე. სპილოებს ვეება ჩემოდნისთვის ჩაევლოთ ხორთუმი, ბაჭიები კი პაწია ჩემოდნებს მიაქანებდნენ სკუპ-სკუპით...
ბოლოს დაცარიელდა არენა და მიყუჩდა ორკესტრი.
უცებ ჩაბნელდა ცირკი და მხოლოდ შუქის ერთი კონა მიადგა არენაზე შემოსასვლელ ფარდას...
მერე გაიხსნა ფარდა და შემოვიდა კლოუნი. მას დიდი ჩემოდანი ეჭირა. წამოიღო ბარბაცით, წამოვიდა არენის შუაგულისკენ და გამოყჯვა შუქის წრე. უყურებდნენ მაყურებლები და ფიქრობდნენ, ახლა ალბათ მალაყებს გადავა ჩემოდნიანად, ან ბაგირზე ირბენსო.
კლოუნმა კი დადო ჩემოდანი, ჩაიჩოქა მის გვერდით და გახსნა.
და ჩემოდნიდან პეპლები ამოფრინდნენ...
კლოუნმა მათ სთხოვა დახმარება, ფიქრობდა, იქნებ პეპლების სილამაზემ მოქალაქეებს ჩემოდნები დაავიწყოსო.
აფარფატდნენ პეპლები არენაზე.
რამდენიმე პეპელა კლოუნმა ხელის გულზე დაისვა და ისე წავიდა მაყურებლისკენ.
ბარიერთან მივიდა კლოუნი, ხელი ასწია და ხელისგული მაყურებლებს უჩვენა, ასე შემოუარა არენას, თან მაყურებლებს უყურებდა თვალებში და უღიმოდა.
მაგრამ იმათ ვერ გაეგოთ, რა უნდოდა კლოუნს.
ჩემოდნების ცქერას მოჩვეულები, თურმე პეპლებს ვეღარ ხედავდნენ!
გაბრაზდნენ და ლანძღვა-გინება დაუწყეს კლოუნს, თუ აკეთებ რამეს, გააკეთე, თუ არა და, წადი აქედანო.
ყველაზე სამწუხარო კი ის იყო, ბავშვებმაც ვერ დაინახეს, რომ ლამაზი პეპლები დაფრინავდნენ დარბაზში.
მხოლოდ რამდენიმე ბავშვმა თქვა: რა ლამაზი პეპლებიაო.ისინიც მშობლებმა დატუქსესდა გააჩუმეს: ჩემოდნებს კარგად რომ არ უვლით, სისულელეები იმიტომ გელანდებათო.
ამაოდ იწვდიდა კლოუნი ხელებს კლოუნი მოქალაქეებისკენ.
გაბრაზებულმა მაყურებლებმა დატოვეს ცირკი.
ვიღაცამ ხელს კლოუნის ჩემოდანიც გააყოლა, მე უფრო გამომადგებაო...
იდგა კლოუნი შუქის წრით განათებული.
მერე ის შუქიც ჩაქრა, ალბათ გამნათებელსაც მობეზრდა კლოუნის ცქერა და წავიდა ისიც.
სიბნელე იყო ცირკში...
მერე უცებ ინათა ცისფრად.
და გამოჩნდა თავდახრილი კლოუნი თავისი ძველი ცილინდრითა დამობრეცილი ფეხსაცმელებით.
კლოუნი ახლა თითქოს ცისფერი მინისა იყო, ერთ წამს მოჩანდა მისი ნაღვლიანი სახე და კვლავ სიბნელე ჩამოწვა ცირკში.
ნაღვლიანი კლოუნები არა კვდებიან თურმე, ერთხელ იელვებენ ცისფრად და ქრებიან მყისვე...
გაქრა კლოუნი...
ბუზღუნ-ბუზღუნით ჩამოდიოდნენ მოქალაქენი კიბეებზე.
უცებ რაღაც მეტად უჩვეულო იგრძნეს, მიიხედეს და დაინახეს, ცირკიდან ცისფერი ნათება გამოდიოდა.
კვლავ საჩქაროდ მიაშურეს ცირკს.
არბოდნენ კიბეებზე, მიათრევდნენ მძიმე ჩემოდნებს.
შევიდნენ და გაოცდნენ: დარბაზში ცისფრად მნათი პეპლები დაფარფატებდნენ.
კლოუნი კი აღარსაც იყო.
დაფარფატებდნენ ცისფერი პეპლები.
მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. კვლავ აივსო იარუსები.
იდგნენ, შესცქეროდნენ პეპლების ფარფატს.
და მიხვდა ყველა, ამ პეპლების ჩვენება სურდა მათთვის კლოუნს... ის კი არ იცოდნენ, რომ კლოუმა დატუტოვა პეპლებს ეს ცისფერი ნათება.
ასე იფირნეს პეპლებმა, იფრინეს, მერე აფრინდნენ მაღლა და გაფრინდნენ ცირკის გუმბათში დატანებულ სარკმელში...
და ბნელში დარჩნენ მაყურებლები...
აანთეს სინათლე ცირკში და რა ნახეს: თურმე პეპლები რომ დაფარფატებდნენ, ჩემოდნებს ეხებოდნენ ფრთებით და საპნის ბუშტებივით გამსკდარიყვნენ ჩემოდნები, აღარაფერი დარჩენილიყო მათგან.
იდგნენ გაოგნებული მოქალაქენი.
იდგნენ, ბრაზდებოდნენ თანდათან და ის იყო ყვირილი უნდა აეტეხათ, რომ შეხედეს ერთმანეთს და უცებ ვიღაცას სიცილი აუტყდა. მას აჰყვა მეორე, მესამე...
და ცოტა ხნის შემდეგ ყველა იცინოდა.
იცინოდნენ, ხარხარებდნენ.
გრიალი გაჰქონდა ცირკს...
იცინოდნენ საკუთარ თავზე.
და სისულელე იყო ეს ჩემოდნებით სიარულიო, ეუბნებოდნენ ერთმანეთს.
მერე კლოუნი მოაგონდათ და დაღონდნენ...
გამოვიდნენ ქალაქში.
ჩაფიქრებულები გაუყვნენ მთავარ ქუჩას...
და უცებ შეჩერდნენ გაოცებულები: ჩემოდნის გამომგონებლის ძეგლს უცნაური რამ დამართოდა. კი აღარ იდგა, არხეინად წამოწოლილიყო ჩემოდნისებურ კვარცხლბეკზე და ხელში ჩემოდნის ნაცვლად ყვავილები ეჭირა...
გაიღIმეს მოქალაქეებმა.
და გადაურჩა უცნაურ სენს პატარა ქალაქი...
მას მერე ხანდახან კვლავ ხშირდება ქალაქში მოღუშული სახეები და არის საშიშროება, რომ კვლავ იფეთქებს ჩემოდნების ავადმყოფობა.
მაგრამ ღამით, როცა ყველას სძინავს, ქალაქში შემოფრინდებიან ცისფრად მნათI პეპლები.
შეფრუნდებიან ფანჯრებში და იწყებენ მძინარე მოქალაქეთა ირვლივ ფარფატს.
დაფრინავენ პეპლები, სიზმრებში აღწევს მათი ცისფერი ნათEბა...
და მეორე დღეს კვლავ უღიმიან ერთმანეთს მოქალაქენი...

0

#52 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tamri5 Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 187
  • რეგისტრაცია: 21-March 09

Posted 22 March 2009 - 12:38 AM

გურამ პეტრიაშვილი ეს პატარა ზღაპარი როგორც მისი ყველა ნაწარმოები დიდ სევდას, ტკივილს, სიყვარულს შეიცავს, ძალიან ჰუმანური ნაწარმოებები აქვს. smile.gif
0

  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი