GOL.GE Forum: სურათები, ჩვენი ლიტერატურული შედევრები და ა.შ - GOL.GE Forum

Jump to content

  • (3 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

სურათები, ჩვენი ლიტერატურული შედევრები და ა.შ უბრალოა მაგრამ კარგი

#1 მომხმარებელი არაა ფორუმზე   G_F_F Icon

  • love u..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 3175
  • რეგისტრაცია: 12-November 05

Posted 26 November 2006 - 04:41 PM

მოდით ეხლა ჩემს მიერ დაწერილ ლექსს შემოგთავაზებთ...



ღამე ჩამოწვა


ღამე ჩამოწვა მწუხარე სახით
თითქოს მხარს მიჭერს და მითანაგრძნობს,
ვესაუბრები გამყინავ მთვარეს
და საიდუმლოც მსურს მას გავანდო.
ერთ დღესაც თურმე უბედობისგან
გადაიღალა ბავშვური გული,
კარი გააღო და შემოუშვა
მისი გულისთვის ჩუმი ავსული..
ავსული მხოლოდ უსაყვარლესი
ისიც ბავშვური და თითქოს სრული,
უსაყვარლესი არ იყო მაშინ
როცა მატკინა მან ნაზი გული...
პირველად მხოლოდ გულსი ცხოვრობდა
არ აწუხებდა ქვეყნად არავის,
და მაშინ როცა მას შევუყვარდი
მე შემაწუხა სხვა კი არავინ.
არც მე მივენდე მის ბავშვურ სახეს
სულაც არ მსურდა ტანჯვა იმისთვის
იმისთვის მხოლოდ რომ შემიყვარდა
...და რომ სიცოცხლე დაიწყო იმით...
იმით დაიწყო მისი სიცოცხლე
რომ მას თან ჰყავდა სულელი გოგო
რომელსაც თურმე მარტლა უყვარდა
გულში იკლავდა ამ გრძნობას მხოლოდ..
ეს გრძნობა ვინმეს რომ არ ჩაეკლა
ვინმეს ხელი რომ არ ეხლო მისთვის
მანამდე სტანჯა გოგონამ თავი
სანამ სიცოცხლე დასრულდა მისთვის.
იმით დასრულდა მისი სიცოცხლე
რომ მიატოვა ამ ქვეყნად ყველამ,
მას მხოლოდ შესრჩა პაწია გული
სადაც ოდესღაც ცხოვრობდა კენტად..
მან ფეხი ადგა ზღაპრულ ბილიკზე
და დაიმკვიდრა სასუფეველი
მას მხოლოდ ერთი სტანჯავდა მხოლოდ,
რომ მარტო განვლო ათასი წელი.
ასე ვუამბე მე ზღაპრულ მთვარეს
და მივაშტერდი გამყინავ ღამეს,
ეს მთვარე იყო თურმე ოდესღაც
ვინც მიმაცილა სასუფევლამდე...


მე გავიარე შენს ცხოვრებაში, შენ გამაყოლე უცნობი მზერა,
მე კი მთელი ხმით ვიყვირე მაშინ: -- რა გემართება?! ვერა მცნობ?! მე ვარ!
___________________

ვიცხოვრე ისე როგორც შემეძლო,
არათუ ისე როგორც მინდოდა...
___________________


www.gffsite.piczo.com

___________________

გაფრინდა ცაში,
ვერ ნახა წვეთი,
შემოსეს თქთრში,
ანახეს ღმერთი,
და ამდენ ხალხში,
ის იდგა ერთი...
___________________


0

#2 მომხმარებელი არაა ფორუმზე   JaMeL Icon

  • My Girl Is
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2054
  • რეგისტრაცია: 08-June 06

Posted 26 November 2006 - 04:43 PM

QUOTE(G_F_F @ Nov 25 2006, 05:01 PM)
                    ცალმხრივი სიყვარული
სევდანარევ და აღშფოთებულ შემოდგომის დასასრულს თან მიჰყვება ჩემი სევდანარევი დანისლიანი ფიქრები.. ყოველთვის მაწუხებს კითხვები: რატომ?! რისთვის?! რატომ შექმნა ან რისთვის შექმნა რმერთმა ადამიანი?! ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ დაიბადოს, გაიზარდოს, და ცრემლის მორევში განვლოს ეს უსასრულოდ ტანჯული ცხოვრება... თუ იმისთვის, რომ მოკვდეს სადღაც უპატრონოდ განვლილ ცხოვრებაში ჩაძირული?! იმისთვისაც ხო სექმნა რომ უყვარდეს და უყვარდეთ იგი?! მაგრამ ამ ლამაზ და ნაზ გრძნობას ''სიყვარულს'' თან რომ არ სდევდეს; სევდა, ცრემლი, ტანჯვა, უსასრულო ფიქრი და უსასრულო ლოდინი, უკეთესი იქნებოდა... ზეცაში რომ განესაჯათ ადამიანი ალბათ დიდ ცოდვად ჩაითვლებოდა ტანჯვა ერთი საყვარელი ადამიანის გულისთვის... ტანჯვა და თანაც მთელი ცხოვრება. ჩვენ ადამიანებს კი ეს უკვე ცხოვრების წესად გვექცა, ცხოვრების წესად გვექცა ის რომ ვიტანჯოთ მთელი ცხოვრება ვიღაც ჩვენს გულში ანგელოზად მოვლენილი ადამიანის გულისთვის... მაშინ, როდესაც ჩვენ ისიც კი არ ვიცით გაიღებს თუ არა ეს ადამიანი ცვენთვის იმის ნახევარსაც კი რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია მისთვის...
ქალი - მცნება, რომელსაც ხაზს ვერ გადაუსვამ, ვერ წაშლი, ვერ გააქრობ. თუნდაც იმითომ, რომ შეუძლებელი გახდებოდა ცხოვრება დედამიწაზე ამ მცნების არსებობის გარეშე... არ ვიცი როგორ შეუძლია კაცს ამ ნაზ და ლამაზ მცნებას გული ატკინოს?! მაგრამ, როგორც ჩანს არსებობენ ადამიანთა ის ტიპები რომელთაც არ გააჩნიათ ამ გრძნობის გააზრების და გაანალიზსების უნარი... ადამიანთა უმრავლესობა (მამაკაცთა განსაზღვრული ტიპი) მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ ნაზ და სათუტ გრძნობას... ისინი მზად არიან მსვიდად და წყნარად უცქირონ თუ როგორ იტანჯებიან მათთვის ქალები, ...უყურონ და არაფრად არ ჩააგდონ მათი არცერთი ცრემლი...
View Post


კაია... მარა ძაან ქალური... მიჰკერძოებასააქ ადგილჰ...
Slowly...
Walkin away...
From me...
0

#3 მომხმარებელი არაა ფორუმზე   G_F_F Icon

  • love u..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 3175
  • რეგისტრაცია: 12-November 05

Posted 01 December 2006 - 09:24 PM

ნარკოტიკი...
"შენ ადამიანი ღმერთმა შეგქმნა! ათასიდან მხოლოდ ერთი "შენ" აგარჩია და მოგცა უფლება: გეცოცხლა, გეოცნება და სამყარო შეგეცნო... "შენ" კი რა უფლება გაქვს წინ აღუდგე უფლის ნებას?! და ჩაიძირო წამლის მორევში... საბოლოოდ კი თვითმკვლელობით დაასრულო სიცოცხლე... თვითმკვლელობით რომელსაც ნარკოტიკი ქვია...
ცხოვრებას იწყებ ჩვილი ბავშვი ანგელოზის სულით. გაიზრდები და მასინ, როდესაც ეშმაკი გებრძვის, ებრძვის შენს ღვთიურ ბუნებას "შენ" უარყოფ უფალს და სანთელს უნთებ ეშმაკს. როდესაც ირგვლივ ხედავ ხალხს; ჩაწითლებული თვალებით და უცნაური ქცევებით, მერე იგებ რომ ეს ხალხი ნარკომანია. სწორედ მაშინ გებადება სურვილი გაიგო, რა არის: ნარკოტიკი, კაიფი და ლომკა. პირველად გასინჯავ და მაგრად დაგევასება გრძნობა თითქოს ყველა და ყელაფერი შენს ხელთაა, მაგრამ... არ იცი რომ შენ უკვე პირველი სანთელი დაუნთე ეშმაკს. როდესაც შენი ცხოვრება უკვე აზრს კარგავ ნარკოტიკის გარესე, მაშინ უარს ამბობ ყველაზე და ყველაფერზე და მზად ხარ დაუფიქრებლად გაცვალო შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანიც კი ერთ "კუბ" წამალზე... და იცი რატომ?! იმიტომ რომ "შენ" "ლომკაში" ხარ და იცი ეს რაცაა. უკვე მოწყდი შენს საოცნებო რეალობებს, შენ უკვე წამალზე ზიხარ და არც კი იცი რა გიშველი. აი მე კი ვიცი! შენ არაფერი გიშველის გარდა ერთისა: ერთ დღესაც გაიჩხირავ და სადმე, კორპუსში ან შენნაირი ნარკომანის სახლში ანდა თუნდაც სადმე სანაგვეზე მკვდარს გიპვიან! აი, სწორედ მაშინ გეშველება"შენ"-ც და ხალხსაც, რომელნიც შენს გამო იტანჯებოდნენ...

,, და მაინც... რა უფლება გქონდა გეცხოვრა მხოლოდ ნარკოტიკისთვის და სხვა არაფრისთვის თუნდაც არავისთვის?!"...






მე გავიარე შენს ცხოვრებაში, შენ გამაყოლე უცნობი მზერა,
მე კი მთელი ხმით ვიყვირე მაშინ: -- რა გემართება?! ვერა მცნობ?! მე ვარ!
___________________

ვიცხოვრე ისე როგორც შემეძლო,
არათუ ისე როგორც მინდოდა...
___________________


www.gffsite.piczo.com

___________________

გაფრინდა ცაში,
ვერ ნახა წვეთი,
შემოსეს თქთრში,
ანახეს ღმერთი,
და ამდენ ხალხში,
ის იდგა ერთი...
___________________


0

#4 მომხმარებელი არაა ფორუმზე   MaritaEnde Icon

  • Personal Big Bang
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1293
  • რეგისტრაცია: 03-June 06

Posted 30 January 2007 - 06:23 PM

ჩიტად გავიღვიძე, ფრთები გავშალე და ჰაერში ავიჭერი...
მზე ახლახანს ამოდიოდა, სიო ნორჩი ფოთლებით თამაშობდა.
ყველგან ნაღვლიანი სიჩუმე სუფევდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რომ დავფრინავდი, მივქროდი და ხეებს, შენობებს, ქუჩებს ზემოდან გადავყურებდი... შ ე ნ გეძებდი...
ბოლოს გიპოვე... აივანზე იდექი და დილის სიჩუმით ტკბებოდი. ჯერ ყველას ეძინა, ყველაფერი ძილით იყო მოხვეული. შენ კი უყურებდი ამ უცოდველ სიზმარს და გრძნობდი, რომ ეს სიზმარი ნელ-ნელა გეუფლებოდა. მე ჩამოვფრინდი და შენთან ახლოს დავჯექი. უცბად შემამჩნიე და შენს სახეზე გაკვირვება გამოეხატა. შენს წინ მჯდარ ტოროლას ცისფერი თვალები ქონდა და ამან გაგაოცა. გაოგნებული თვალებში შემყურებდი, მე კი არ მივფრინავდი, მიხაროდა, რომ გხედავდი. ჩვენ დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს... შენ გაიფიქრე, რომ ჩემი თვალები ვიღაცას გაგონებდა, მივიწყებულს, მაგრამ დაუვიწყარს. ჩემი გული კი ბედნიერებით ივსებოდა, რომ ასეთი ხანგრძლივი განშორების შემდეგ გიპოვე და გნახე. ბოლოს ფრთები გავშალე და ცისფერი ზეცისკენ ავიჭერი. შენ თვალი გამაყოლე და მანამდე მიმზერდი, სანამ შორს ღრუბლებში არ დავიკარგე...

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა MaritaEnde: 30 January 2007 - 06:27 PM

undecodable
0

#5 მომხმარებელი არაა ფორუმზე   MaritaEnde Icon

  • Personal Big Bang
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1293
  • რეგისტრაცია: 03-June 06

Posted 30 January 2007 - 06:26 PM

უკვე რამდენი ხანია, რაც მიყვარხარ...
შენ ჩემს სულში მუდამ არსებობდი, შენ ჩემს გულში მუდამ ცოცხლობდი, მნიშვნელობა არა აქვს, ალიონის ჩიტი ვიყავი, მინდვრის ყვავილი თუ ღამე მოძრწიალე მგელი...
ჩემი სიყვარული დროზე ძლიერია!
უკვე რამდენი საუკუნე გავიდა, რამდენი სიცოცხლე და სხეული გამოიცვალა ჩემმა სულმა, მაგრამ მაინც მიყვარხარ. სიცოცხლის დასაბამიდან შენ გეთაყვანები, ღმერთმა გამაჩინა თუ არა, შენ მოგეცი ჩემი გული...
გახსოვს ის სევდიანი დღე?
ცუდ გუნებაზე იყავი და გარეთ წვიმა მოდიოდა, თითქოს გითანაგრძნობდა, ტიროდა, შენსავით ცრემელებად იღვრებოდა... ეს მე ვწიმდი...
"ვწვიმდი" უცნაური სიტყვაა, არა? მაგრამ მე ვ წ ვ ი მ დ ი ...

ზოგჯერ ალიოზე ტოროლად ჰაერში ავიჭრებოდი. ჯერ ყველას ეძინა, ირგვლივ სიჩუმე და იდუმალება იყო, მარტო შენ არ გეძინა. საწოლში წამომჯდარი თავით კედელს მიჰყრდნობოდი და რაღაცას ელოდი... რ ა ს ?!

ახლა მეც შენსავით ადამიანი ვარ, არც ისე დიდი ხანია გასული, რაც გამიცანი. თუმცა, თითქმის არ მიცნობ. შენ არ იცი, რომ მთელი ჩემი არსებობის მანძილზე შენ გეთაყვანები, შენთვის ვმღერი ჩიტად, შენთვის ვტირივარ წვიმად, შენთვის ვთრთი ფოთოლად...
undecodable
0

#6 Guest_Google.com_*

  • ჯგუფი: Guest

Post icon  Posted 07 February 2007 - 01:19 AM

QUOTE(tako7777777 @ Feb 6 2007, 06:30 PM)
მალე იქნება ლიტერატურული ნიმუსჰები დამაცადეთ და.. !!!
View Post


ეს ადვილი საქმე არ იყო
ზაფხულია მზე აჭერს, ნიავი არ იძვრის ყველა მუშაობაშია Gართული, არავის დარGენია დრო ფიქრისათვის, თითოეულ ვენახს თავისი პატრონის ხელი ამGნევია, თითქოს ისინი მრავლისმეტყველი სახით შეჰყურებენ მზეს და გასძახიან: კარგად მოგვანათე და გაგვათბე პატრონი უნდა გავახაროთ, Gვენდამი სიყვარულისთვისო და აი მზეც არ იშურებს მათთვის სხივებს.
მაგრამ ვაი თუ ვიღაცას გამორGენია აი ის მწირე ნაკვეთი, რომელიც უპატრონოდ ”ჭიხვინებს”, ფეხის კვალიც კი არ ამGნევია იქაურობას, სარეველა გამეფებულიყო, ხმა Gაეკმინდათ ვაზის კვირტებს, და მასში შემოსილნი გულმოკლულნი ემონებოდნენ, აი სწორედ ეს ადგილი გახლდათ მიხო ზარქუაშვილის.
დიდი აღნაგობის, მხარბეჭიანი, შავთვალება, დევივით კაცი, რომელიც სახლში ტახტზე წამოგორებულიყო და მისცემოდა ტკბილ ფიქრებს. მისთვის უცნობი იყო სიტყვა შრომა, ან რა ანაღვლებდა მარაგი ბევრი ჰქონდა მამისგან დარGენილი, რომელიც ექვსი თვის წინ მიაბარა მიწას, დედა ინვალიდი, შესახედაობით მეტად უცნაური, მძიმე გამომეტყველებით, ჭირ–ვარამისა და ტანჯვის იერსახე; იგი ხვდებოდა რომ მალე მიწას მიჰბარდებოდა, მაგრამ შვილისადმი შრომისუნარიანობის Gანერგვის ზრახვა არ აძლევდა მოსვენების უფლებას და როგორც შეეძლო ებრძოდა სიკვდილს.
გადიოდა დღეები და ხსნა არსად Gანდა. გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი მიხოს სახლიდან გაგდება რა მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო მისთვის ეს და აი გაიმართა უთანხმოება:
- შვილო ვენახი უპატრონოდ დაგიგდია მიდი მიხედე, სოფელს დაანახე, რომ შენც შეგიძლია რაღაც.
- არა დედილო, რა საჭიროა საჭმელი ისედაც გვეყოფა, მერე კი თავს ნივთების გაყიდვით გავიტანთ.
(დედამ ტონი იცვალა და შვილს დაანახა თავისი მოთხოვნა)
- კარგი დედი ხვალვე წავალ, ხვალვე, მაგრამ ხომ გაგიგონიათ:
“ეს ხვალე მუდამ მუდამ იქნება,
მიდი თვალე და თვალე.”
ერთხალაც მიხოს დილას თვალცრემლიანი დედა წამოადგა თავზე და ნაბადი გაუწოდა:
დედისთვის მძიმეა შვილის გაშვება
და თანაც მტკივნეულიც,
მაგრამ ხომ იცით, რომ საზღვარი აქვს
ხვალეს ხვალეს და ხვალეს
მიხოს ეს დღე ვერ წარმოედგინა და უნებლიედ დაემორGილა დედამის, იფიქრა შუა გზაზე, რომ გავალ გამომეკიდება და სხვა დროს ტვინს აღარ წამიღებს იშრომეო.
თავაწეული, გაღიმებული და გულდამშვიდებული გაუდგა გზას, გაიხედავდა, თვალს არ სწყვეტდა სახლს, მაგრამ იქიდან არავინ იყურებოდა; ელდა ეცა, გული აეწვა, თვალთ დაუბნელდა ფიქრით შეიმოსა მისი გონება, ფიქრის ნაკადულს წაჰყვა და გზის ბოლოს, რომ მივიდა ამოიკვნესა: მე თვითონაც მშვენივრად გავძლებ , მაგრამ თვითონაც ხვდებოდა რომ ეს ადვილი საქმე არ იყო.
თავი იმ ღამეს ნაკვეთს შეაფარა, იქვე Gამოჯდა და უმალ Gაეძინა; თან ხვდებოდა, რომ ცუდი დღე დადგომოდა. გონება იხსენებდა; ამ დროს უნებლიედ იგონებდა მამის სიტყვებს და მის მშრომელ ბედნიერ გამომეტყველებას, ნუთუ ბედნიერება სამუშაო იყო? ნუთუ გზა ხსნისა სწორედ ეს იყო; დედა ხომ ცუდისათვის არ გაიმეტებდა, არ გასწირავდა შვილს, მაგრამ ეს ადვილი საქმე არ იყო, მას წინ ელოდა ის საათები, რომლებიც საუკუნოდ უნდა მოსGვენებოდა შრომის დროს.
გათენდა. მიხოს თვალებს მზე დააწვა და აიძულა გაეხილა. დაიწყო მუშაობა, ბარს აიღებდა და მიწას უGხრიკინებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ისევ და ისევ, თავი ასტკივდა Gამოჯდა დავისვენებო, მაგრამ გულში რაღაცამ უGხვლიტა და გონება დაუბნელდა, თვალები დახუჭა, ცაში აიჭრა და მოხდა სასწაული მოხვდა სრულიად უცნობ სამყაროში, თუმც ისევ ის ადგილი ისევ ის ნაკვეთი, მაგრამ ყველაფერს სული Gასდგომოდა; მოესმა ვაზის წივილი, სარეველას სიცილი, ყვავილების ტირილი.
-ვაიმე! მიშველე! მიშველე! და ვაზში ამოიცნო მამის ხმა. ნუ გამწირავ შემიბრალე, გამანთავისუფლე.
-ხმა Gაიგდე! ეგ სულ უმაქნისი იქნება, მთელი ცხოვრება, მასში ამოიცნო მეზობლის ხმა, რომელიც მთელი სიცოცხლე დასცინოდა მის ოჯახს.
-გაGერდით! გეყოთ! მიხოს შრომა შეუძლია, მე მჯერა, ყვავილების ამოიცნო დედამისის კვნესა, რომელმაც გამოაფხიზლა.
წამოხტა, გულზე ჯაჭვი შემოეხვია, უცებ სარეველას ეცა, მთელი სულითა და გულით ჰგლეჯდა და ხელებ დასისხლიანებული ამაგრებდა ვაზებს, თან გაჰკიოდა აი ესეც თქვენ და ყველა სარეველა სათითაოდ ჰყარა, ყველა გაკვირვებით შეჰყურებდა, მაგრამ ვერავის ამოეღო ხმა, მერე ბალახს გლეჯვა დაუწყო მიწას ხელის რტყმა და გაფხვიერება, წყალი ვედროებით მოჰქონდა და ეალერსებოდა ყველაფერს , დაიხარა მიწას აკოცა და იქვე დაეცა დასისხლიანებულს სახეზე ღიმილი მოადგა, გაიღიმა სიცოცხლეში პირველად იგრძნო ბედნიერება, რომელიც შრომაში აღიქვა, აქამდე გატარებული ყველა დღე უაზროდ მოეGვენა, აეხსნა ჯაQჭვიც, იგრძნო გულის ფეთქვაც და სთქვა ნუთუ ეს ადვილი საქმე არ იყო?!
თამარ კანაშვილი

0

#7 Guest_Google.com_*

  • ჯგუფი: Guest

Post icon  Posted 07 February 2007 - 01:20 AM

QUOTE(tako7777777 @ Feb 6 2007, 06:35 PM)
dro!
me  mokvdavi var, movlenili sul oriod wuTiT,
ar damrGenia dro sanaRvlod, mosaRuSavad,
da gaumarjos im maxarobels! am droiT mtkbobels .

oRond nu mkicxav qadagebso bednierebas,
iman raRa hqnas saxli, rom ar aqvs? Tavze rom awvims,
an da iman? me 10e    dRes rom upurod gadis,
arc pasuxi maqvs gaWirvebaze,
arc dedas tkivils vuamebT ramiT,
Svili rom kvdeba, neta ras Gadis?

me mokvdavi var, SemibraleT, neta ras vGadi?
bevrsaca vnaRvlob, vdardob me bedkruli,
droo? ar damicdis, is xom uGemod isedac garbis.

mirbis da mihqris ugzo ukvlod xelSi vakvdebiT ,
dReebi ,  wlebi,  garbian  ise, rogorc wamebi,
Gven ki mokvdavni, am wamebsac dardebSi vaxmarT
es raRac wyevla drois saxiT, nabijebs ahyva.

madloba dros, rom es saTqmeli mainc macada,
momca imis dro, rom kalami mWeroda xelSi,
Torem vin icis dRes an xvale, male movkvdebi…

zogjer ki vfiqrob rad miboZa es ori wuTic,
rad maGvena amdeni dardi amdenni bilwni ,
erTi wami, sul erTi wami miboZos minda
is ori wami movixmaro, me rogorc minda,
mere ki Tundac mimabrZanos sikvdilis piras.   

კომენტარები!!!!!!
View Post


დრო!
მე მოკვდავი ვარ, მოვლენილი სულ ორიოდ წუთით,
არ დამრGენია დრო სანაღვლოდ, მოსაღუშავად,
და გაუმარჯოს იმ მახარობელს! ამ დროით მტკბობელს .

ოღონდ ნუ მკიცხავ ქადაგებსო ბედნიერებას,
იმან რაღა ჰქნას სახლი, რომ არ აქვს? თავზე რომ აწვიმს,
ან და იმან? მე 10ე დღეს რომ უპუროდ გადის,
არც პასუხი მაქვს გაჭირვებაზე,
არც დედას ტკივილს ვუამებთ რამით,
შვილი რომ კვდება, ნეტა რას Gადის?

მე მოკვდავი ვარ, შემიბრალეთ, ნეტა რას ვGადი?
ბევრსაცა ვნაღვლობ, ვდარდობ მე ბედკრული,
დროო? არ დამიცდის, ის ხომ უGემოდ ისედაც გარბის.

მირბის და მიჰქრის უგზო უკვლოდ ხელში ვაკვდებით ,
დღეები , წლები, გარბიან ისე, როგორც წამები,
Gვენ კი მოკვდავნი, ამ წამებსაც დარდებში ვახმართ
ეს რაღაც წყევლა დროის სახით, ნაბიჯებს აჰყვა.

მადლობა დროს, რომ ეს სათქმელი მაინც მაცადა,
მომცა იმის დრო, რომ კალამი მჭეროდა ხელში,
თორემ ვინ იცის დღეს ან ხვალე, მალე მოვკვდები…

ზოგჯერ კი ვფიქრობ რად მიბოძა ეს ორი წუთიც,
რად მაGვენა ამდენი დარდი ამდენნი ბილწნი ,
ერთი წამი, სულ ერთი წამი მიბოძოს მინდა
ის ორი წამი მოვიხმარო, მე როგორც მინდა,
მერე კი თუნდაც მიმაბრძანოს სიკვდილის პირას.

0

#8 Guest_Google.com_*

  • ჯგუფი: Guest

Post icon  Posted 07 February 2007 - 01:20 AM

QUOTE(tako7777777 @ Feb 6 2007, 06:38 PM)
Gven    mis  winaSe!

gulis  fancqaliT  Sevexe  saTqmels,
gulis  nebarTviT  daviwye werac,
guls movusmine, ise giambobT,
gulsa mivende, didsa diakons.

ar movusmino? ar SemiZlia
guli Tavisas mainc miapobs.
mas vende bevrjer ,
mivyevi gzaze
mas gadvuSale vardis kokori.

mas mivec gzebi, udabnos, bneli,
da davusaxe Svidi mizani,
ase vuTxari:
me mogcem sxeuls,
me mogcem  fiqrebs,
diads, uazros,
pataras, didsa,
saTnos an  borts,
me mogcem diad  Tavisuflebas,
iseTs….. arnaxuls
magram minda , rom:
feTqavde ise jer arnaxulad,
umklavdebode yvela udaburs,
ebrZode bneleTs, eltvode naTels
iyo Zlieri ZlierTa Soris,
iyo  magali mdabioT Soris,
ar  endo jorebs jojoxeTidan,
damuwo piri, joris smenisas.
puls ar danebde,
ar Seibilwo,
Tavs nu modrikav Sen! mis winaSe!

gavida dgeni,
axda survilnic,
magram guls raRac eca da …Gakvda sxva ra vuwodo?

gayida  Tavi, mihnebda yvelas,
xeli Gawia yvela saqmeze,
gulo dido da gulo diado,
yovlis mcodnev da yovlad brwyinvale,
ra Shegeyara chemo diaco?

Ugnuri gavxdi, davbrmavdi TiTqos
garShemom TiTqos azri dakarga
me uZluri var , mee? mis winaSe!
es siyvaruli ise batonobs, rogorc  talgebi sanapiroze,
xan iltvis chemsken,  xan mexeTqeba,
xan dawynardeba,
xan dugs TiTqosda es ragac sulShi.

me Segisruleb, yvela Sens natvras,
me Sen agixden, Sen, yvela survils,
magram icodeT,  erTi,  diadno,
chven uZlurni varT, chven? mis winaShe!!!
View Post


Gვენ მის წინაშე!

გულის ფანცქალით შევეხე სათქმელს,
გულის ნებართვით დავიწყე წერაც,
გულს მოვუსმინე, ისე გიამბობთ,
გულსა მივენდე, დიდსა დიაკონს.

არ მოვუსმინო? არ შემიძლია
გული თავისას მაინც მიაპობს.
მას ვენდე ბევრჯერ ,
მივყევი გზაზე
მას გადვუშალე ვარდის კოკორი.

მას მივეც გზები, უდაბნოს, ბნელი,
და დავუსახე შვიდი მიზანი,
ასე ვუთხარი:
მე მოგცემ სხეულს,
მე მოგცემ ფიქრებს,
დიადს, უაზროს,
პატარას, დიდსა,
სათნოს ან ბორტს,
მე მოგცემ დიად თავისუფლებას,
ისეთს….. არნახულს
მაგრამ მინდა , რომ:


ფეთქავდე ისე ჯერ არნახულად,
უმკლავდებოდე ყველა უდაბურს,
ებრძოდე ბნელეთს, ელტვოდე ნათელს
იყო ძლიერი ძლიერთა შორის,
იყო მაგალი მდაბიოთ შორის,
არ ენდო ჯორებს ჯოჯოხეთიდან,
დამუწო პირი, ჯორის სმენისას.
პულს არ დანებდე,
არ შეიბილწო,
თავს ნუ მოდრიკავ შენ! მის წინაშე!

გავიდა დგენი,
ახდა სურვილნიც,
მაგრამ გულს რაღაც ეცა და …Gაკვდა სხვა რა ვუწოდო?

გაყიდა თავი, მიჰნებდა ყველას,
ხელი Gაწია ყველა საქმეზე,
გულო დიდო და გულო დიადო,
ყოვლის მცოდნევ და ყოვლად ბრწყინვალე,
რა შჰეგეყარა ცჰემო დიაცო?

Uგნური გავხდი, დავბრმავდი თითქოს
გარშჰემომ თითქოს აზრი დაკარგა
მე უძლური ვარ , მეე? მის წინაშე!
ეს სიყვარული ისე ბატონობს, როგორც ტალგები სანაპიროზე,
ხან ილტვის ცჰემსკენ, ხან მეხეთქება,
ხან დაწყნარდება,
ხან დუგს თითქოსდა ეს რაგაც სულშჰი.

მე შეგისრულებ, ყველა შენს ნატვრას,
მე შენ აგიხდენ, შენ, ყველა სურვილს,
მაგრამ იცოდეთ, ერთი, დიადნო,
ცჰვენ უძლურნი ვართ, ცჰვენ? მის წინაშჰე!!!

0

#9 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tako7777777 Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 800
  • რეგისტრაცია: 21-January 07

Posted 08 April 2007 - 11:39 PM

მე ძლიერ მიყვარს
შენში თვალები,
ღრმა ოკიანე ცისფერ ტალღებად,
შენი ტუჩები ვარდის კოკორი
შენი სუნთქვაა ქარი ობოლი.
მე შენ მიყვარხარ ვითა ჰყვარობდნენ
მერის ტაბიძე, თამარს კი შოთა,
შენი ზმანება მგვრის მდუმარებას.,
და მე ჩემს დარდებს გავუმხელ ღამეს
ბნელს საუკუნოდ, დამუწულ ლანდებს,
დამარტყით შანთი, 300ჯერ?! მეტჯერ!
ეგ არ მეყოფა დასავიწყებლად შენი თვალების, ნაზი ამების.
მიყვარხარ! გესმის
გეძებ და გეძებ..
უმიზნოდ ვცხოვრობ,
თუმც მიზნით ვკვდები,
შენ ბადებ მიზნებს
თუმც მკვლელიც შენ ხარ
მშვიდობით სატრფობ შეგხვდები ..იმ ქვეყნად.
მიყვარხარ, ძლიერ გულით გატარებ
სამარემდე თან ჩაგატარებ.


0

#10 მომხმარებელი არაა ფორუმზე   kattto Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 138
  • რეგისტრაცია: 01-July 07

Post icon  Posted 25 July 2007 - 05:14 PM


. . . და შენ ღიმილი პირს შეგაცივდა,
ამაყ ქედებზე ძრწოლა შევნიშნე,
ვარდისფერ ფურცელს შუბლი შეუკრავს,
შენ მოგალობე კართან დამტოვე...
ქაოსში სივრცე, მიწას ლიბრბადე
- ალბათ ფიქრობ , რომ სევდა შემყარე
ის კი არ იცი ჩემს სიცოცხლეში
მხოლოდ მიმკრთალი ცეცი წამგვარე...
წახვედ, ჭახჭახა მზეს მიაშურე,
თავი კისკისა მორევში უკარ ,
თუმცა უხეშმა თრთვილმა ძალუმად
ნამყო წუთების ხმა ვერ დაფარა.
ნაბიჯი შეწყდა, ფიქრიც მიჩუმდა ,
გრძნობები თითქოს გადაიცრიცა ...
დღეებმა, ტკბილად ხელგაყრილებმა ,
სოფელში ანცად გაიშლიგინეს...
ზეცაში ატმის სურნელი დათვრა ,
მიწად ალისფრად ჩამოიღვენთა ,
ზოგს კეთილ წყაროდ ზედ დაედინა
ზოგს კი გონება ძაძით უბურვა...
ჩემს მაგიდაზე შენი წერილი
იმედნაკლულად კვლავ აფრიალდა. . .




0

#11 მომხმარებელი არაა ფორუმზე   perishable Icon

  • ჩამთხლიშავი
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 814
  • რეგისტრაცია: 07-August 07

Posted 11 August 2007 - 07:55 PM

აღსარება ანუ...
წუთიერი სიფხიზლე


ვზივარ ფიქრთ ზღვაში და ვტირი...ვტირი...
ჩემი ქვეყანა-დამონებული და...მისი გული სულ ცივი..ცივი...
ცრუ პოლიტიკით გარემორტყმული.

პოეტს-მუზები,კარტებს- ტუზები...ფულზე და სულზე მონადირენი,
ძველი ღუზები,თეთრი ბუზები,დამპალ მდელოზე მონადიმენი.

ზოგიც...ძლიერი პატრიოტები,მამულისათვის იბრძვიან...ვითომ?!
ფულის,დიდების მარიონეტნი,გულში სიცივე,ოთახში-სითბო...

სარკაზმით მზერა,ჩაფლული გულში
ღრმად ჩამარხული ლამაზ მამულში...
აზრი-მარტივში,სიცრუე-რთულში
ყველა გავბმულვართ "ოქროსფერ" ბმულში?!

ოჰ..გული ჩემი,პატარა ბადე...
ქვეყნად სულ ცოტა ხნის წინ ჩართული...
ვწუხვარ...რომ ამ ჩემს გულის ბადეში დღეში
დღეს,ბოროტებაც არის გაბმული.

და ამ ბოროტის მე დღეს ვარ მონა!!!
ნიადაგ მის ფიქრებქვეშ ვექცევი...
მაგრამ თუ ეს ამ ერთხელაც შევძელ
ხვალ სამუდამოდ გამოვექცევი...

















........... ესეთი პატრიოტი ბავშვი ვიყავი 16წლის ასაკში.
არ მინდა სიცოცხლე,არ მინდა სიკვდილი...რაღაც სხვა მინდა....
0

#12 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tako7777777 Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 800
  • რეგისტრაცია: 21-January 07

Posted 24 February 2008 - 10:24 PM

სიცოცხლე
ერთი...ორი...სამი...ბავშვი არ სუნთქავს...ერთი..ორი..სამი..არ იგრძნობა პულსი...ექიმო ვერაფერს გავაწყობთ..დაგვიანებულია...
ერთი..ორი..სამი. .ვკარგავთ...ერთი...ორი..სამი...არის! სიცოცხლე შენარჩუნებულია. ღმერთო მადლობა, მადლობა ღმერთო! ექიმმა შვებით ამოისუნთქა.
დაღლილი, მაგრამ გაბრწყინებული და გახარებული სახით გავიდა საოპერაციოდან ქირურგი, რათა “ბედნიერი” მამისათვის შვილი ეხარებინა
--რა ხდება ექიმო? რატომ მალოდინეთ?! მეტს მაინც ვერ გამომრჩებით...არ დამიწყოთ გართულდა და ზედმეტი ხარჯებიო...
--დამშვიდდით..ყველაფერი რიგზეა-შეაწყვეტინა სახეზე სინათლე მოფენილმა ქირურგმა. გოგოა!!! გოგო!!!- ბავშვური სილაღითა და ხმით გაჰყვიროდა მთელს განყოფილებაში ბედნიერი ქირურგი.
--ისევ?! დასწყევლოს ღმერთმა...ეგღა მაკლდა..ზედმეტი მუქთამჭამელი, მე მაგის ფულს არ გადავიხდი, ვინმემ იშვილოს და იმან იხადოს..ჯანდაბა მაგის თავს..უკვე ხუთი მყავს ეგეთი...
--რას ბრძანებთ ბატონო?! სიცოცხლის დაბადება ეს ხომ სასწაულია! რა ციდვაში ვარდებით...ის ხომ თქვენი შვილია! თქვენი სისხლი და ხორცი.
--გამომიხვედით თქვენც! ექთანმა ხომ მითხრა ნაადრევად გაჩნდა შანსი არააო გადარჩენისო.. რა ოხერმა მოაბრუნა?! ჯანმრთელი მაინცაა?
--სავსებით..არ ნახავთ?
--ეგღა მაკლია, მე მაგისნაირს ხუთს ვუყურებ უკვე..ცოლს როდის გამოწერთ?
--ერთ კვირაში..ჯერ სუსტად არის...
--გაჯანჯლებთ ხოლმე თქვენ კიდევ..სახლში საქმეს ვინ გააკეთებს?! ის ცინგლიანები ტირილის მეტს არაფერს აკეთებენ.
*****
ექიმს ფერი დაეკარგა..თავის ოთახში შევიდა..ჩაიკეცა და კედელს მიეყუდა...ღმერთო დიადო და დიდებულო ზოგ უღირს რა ბედნიერება ხვდება ხოლმე წილად და ბრმასავით იქცევა!!! ზოგს კი..-აი აქ კი გაჩერდა..ღმერთო შვილი მინდა...ეგ მადლი მომანიჭე ღმერთო...
*****
ასე ეპარებოდა ღამეს წუთები..ასე გადიოდა და იწვებოდა ლოცვით ჩვენი ქირურგი სანამ...კაკუნი არ გაისმა კარზე...
--ექიმო შემოყვანილია ორსული, მე-4 პალატაში…წამობრძანდით...სასწარფოდ!
--ეხლავე!


გავიდა ერთი კვირა ქალბატონი გაწერილი იქნა, ხოლო ბავშვს არავინ აკითხავდა, ამიტომაც პრიუტში იქნა გადაყვანილი...ზუსტად 12წლის შემდეგ კი ქირურგი შემთხვევით პოულობს ცნობას გოგონას გარდაცვალების შესახებ. დიაგნოზში წერია: წებოთი მოწამვლა.
*****
ცხოვრება ძნელი..ამოუცნობი...გაუკვალავი ლაბირითია...
სრული ბედნიერება არ არსებობს. ცხოვრება თამაშია, სადაც ადამიანებს სიკვდილი უგებს, ხოლო მასთან ერთადერთი ბრძოლის იარაღი ახალი სიცოცხლი დაბადებაა, რომელსაც ვერ ვაფასებთ და ხშირად ხალიდან ვუშვებთ...ვამოკლებთ ხოლმე. სიგარეტით..პლანით და ასეთი ათასგვარი საზიზღრობებით თავს ვიღუპავთ...ჩვენივე თავს ჩვენივე ხელით ვკლავთ...სიკვდილს ვუჩოქებთ!!!
გვხვდა იმის ბედნიერება, რომ ამ სამყაროს მოვლენოდით, გვქონდა ის დროც რომ ეს სამყარო შეგვეყვარებინა...ჩვენს დაბადებს ყველა სიხარულით შეხვდა, მაგრამ მაინც ვერ ვისწავლეთ ჩვენი თავის დაფასება ( მხოლოდ სხვებისგან ველით, რომ პატივი გვცენ, მაგრამ ჩვენ თუ ვცემთ ჩვენს თავს პატივს?! ჩვენ თუ გვიყვარს ჩვენი სიცოცხლე?!) ...გადაფასება..თუმც:
დრო არ დაგვიცდის ის ხომ უჩვენოდ ისედაც გარბის...
მიდის და მიჰქრის უგზო უკვლოდ ხელში ვაკვდებით...
დღეები...წლები ისე გარბის, როგორც წამები...
ჩვენ კი მოკვდავნი ამ წამებსაც დარდებში ვახმართ
ეს რაღაც წყევლა დროის სახით ანბიჯებს აჰყვვა
მადლობა დროს, რომ ეს სათქმელი მაინც მაცადა,
მომცა იმის დრო, რომ მჯეროდა კალამი ხელში,
თორემ ვინ იცის?! დღეს ან ხვალე...მალე მოვკვდები...

ზოგჯერ კი ვფიქრობთ რად გვიბოძა ეს ორი წუთიც?!
და რად გვაჩვენა ამდენი დარდი ამდენი ბილწნი?!
ერთი წამი სულ ერთი წამი გვიბოძოს გვინდა
ის ერთი წამი მოვიხმაროთ ჩვენ, როგორც გვინდა
მერე კი თუნდაც მიგვაბრძანოს სიკვდილის პირას?!

ყველას გირჩევთ ცხოვრება დაგეფასებინოთ, ყველაფერი კარგი მოგესწოთ, კარგი სახელი დაგეტოვებინოთ...და ბედნიერების ღირსნი გამვხდარიყავით... აქაც და იქაც და რაც მთავარია სიცოცხლე გიყვარდეთ ადამიანნო! სიცოცხლე!!!


0

#13 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 26 February 2008 - 12:21 AM

QUOTE(tako7777777 @ Feb 25 2008, 11:05 PM)
vinme kitxulobt ameebs??????!!!!!!!!! eh.......
    p.s bolos gansakutrebit....
View Post


მე წავიკითხე.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#14 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 15 April 2008 - 02:09 PM

კარგი აქ იყოს აქ დავდებ და გაგრძელებებიც ექნება და თითო მკვლელობის მერე დავწერ ხოლმე
ესეც პირველი ნაწილი სათაური ჯერ არ მომიფიქრებია cave.gif
არ გაგიკვირდეთ მკვლელს ჩემი ნიკი რომ ქვია cave.gif

მკვლელობისთვის იძებნება! ახალი ამბები იტყობინებოდა დაახლოებით 25 წლის არამარტო ერთი მკვლელობისთვის. ხოცავდა ყველას ვინც კი გზაზე გადაუდგებოდა. განურჩევლად სქესისა და ასაკისა. არავინ იცოდა რატომ სძულდა ასე ადამიანები. თვალები, მისი თვალები შავი და მუქი თმა, ხშირი წარბები. სიმპატიური იყო. იყო მასში რაღაც ისეთი რაც ადამიანებს ხიბლავდა.
მორიგი მკვლელობის მზადებაში სასტუმროს ოთახიდან გამოვიდა და გოგონას შეეფეთა. 16 წლისა იქნებოდა შავგვრემანი ბავშვური სილამაზით და მოცუღლუტე მხიარული თვალებით. გებრიელს გაუღიმა და გაიქცა. გებრიელმაც გაუღიმა მერე თვითონ გაუკვირდა საკუთარი საქციელი. ოთახში დაბრუნდა და იარაღის წმენდა დაიწყო/ ამ საღამოს მოკლავს. მსხვერპლი შერჩეულია 47 წლის მამრობითი სქესის სახელი ჯორჯი, მუშაობდა იქ სადაც გებრიელის მამა ოდესღაც. ნსხვერპლს თან ახლავს გოგონა. ჰმ! ჯერ გოგოს გაიცნობს და დაუმეგობრდება. ნახავს რა გამოვა გაისეირნებს ცოტა ხნით მამას მოაშორებს. მაშინვე უნდა ისარგებლოს ყველაფერი რიგზეა.
ღია სასტუმროებში კაცის მოკვლა უფრო ადვილია ვიდრე ჩვეულებრივ შენობაში სადაც უამრავი დერეფანია და მხოლოდ ერთი გასასვლელი აქ კი ყველა ოთახის კარი გარეთ გადის. ბავშვებთან ურთიერტობა გამოსდის ხოლმე, რატომღაც სჯერათ მისი. ჯერ მშობლებს უხოცავს მერე კი ტკბება მათი თანჯვის ყურებით.
გაიარგამოიარა ეზოში ჯორჯი დაინახა იმ გოგოსთან ერთად დილით რომ დაეჯახა უფრო სწორად კინაღამ დაამტვრია. ხეს ამოეფარა შეიძლება ეცნოთ. მაგრამ არა ბავშვებს მათ არ აინტერესებთ ხოლმე ასეთი რაღაცეები არც მშობლები აძლევენ უფლებას ასეთი გადაცემები უყურონ. ასე რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს. გაუღიმა მოსალოდნელ ბედნიერებას და ოთახში დაბრინდა. ფანჯრიდან დაინახა რომ გოგო მარტო დარჩა მისკენ წავიდა.
_კარგი ამინდია არა?_ჰკითხა გოგოს და გაიღიმა.
_სულელური კითხვაა!
_რატომ არის სულელური?
_რა საჭიროა ისეთი კითხვის დასმა რომელზეც პასუხი წინასწარ იცი?
_აჰ ამაზე არ მიფიქრია_თქვა გაოცებულმა გებრიელმა.
_მილა.
_რა თქვი?
_მილა მქვია. თქვენ?
_გებრიელი. ისე ძალიან ჭკვიანი ხარ გოგოს კვალობაზე.
_რასმელაპარაკებით_ დასცინა მილამ
_უფროსებს არ უნდა დასცინო_თქვა გებრიელმა და კინაღამ სიცილით დაიხრჩო. მილაც აჰყვა სიცილს რომ მორჩა გებრიელს ჰკითხა:
_აქ მარტო ხართ? უცნაურია! ამ მიყრუებულ სასტუმროში მეგონა მხოლოდ მოხუცბი და ბავშვები იყვნენ.
_მე ის მოხუცი ვარ_ უთხრა გებრიელმა.
_რამდენის ხართ?_ გაუკვირდა მილას.
_25 დავბერდი
მილამ გადაიკისკისა.
_პენსიონერივით ლაპარაკობთ.
_ჰმ! მალე დამინიშნავენ 40 წელიწადში... მგონი..._ჩაფიქრდა_ხო სადღაც ეგრე მიწევს.
_ცოლი გყავთ?
_არა
_უცნაურია!
_ჰმ! შენ მარტო ხარ?
_არა მამასთან ერთად
_გიყვარს მამა ?
_ძალიან.
_მეც ძალიან მიყვარდა მამაჩემი. კარგი წავედი სასიამოვნო იყო შენთან საუბარი.
ოთახში შევიდა უცნაური გრძნობა ჰქონდა. გეგმა უნდა შეადგინოს,მაგრამ სად დაფრინავს მისი ფიქრები? ბოლოს მაინც მოახერხა აზრების დაწყობა. საღამოს გამოვიდა მილა გარეთ იყო.
_აჰა ისევ შევხვდით_თქვა გებრიელმა_ რაღაცის კითხვა მინდოდა.
_რისი?
_თვითონ რატომ ხარ აქ?
_აა! მამა ცუდ ადამიანებს გამოექცა.
“ჰმ ჩემ გარდაც ჰყოლია მტრები”_გაიფიქრა გებრიელმა.
_ჰო მომრავლდა ბოროტი ადამიანები.
_მაგრამ კეთილებიც ხომ არიან მაგალითად თქვენ.
_მე? მე არც ისე კეთილი ვარ.
ამ დროს სროლის ხმა გაისმა ყველანი იქით გაიქცნენ. მილა და გებრიელიც. მილამ უცებ შეჰივლა გა გებრიელს ჩაეხუტა. გებრიელმა მაშინვე დაინახა ჯორჯი გახვრეტილი შუბლით. დაასწრეს! ჯანდაბა არაუშავს სიაში კიდევ ბევრი ჰყავს. მერე გამოფხიზლდა გოგონას შეხედა და გაიღიმა. ძნელია მარტო ცხოვრება ყველა ეჭვის თვალით გიყურებს. ეს გოგო კი ბედის საჩუქარია. სიამოვნებით გაჰყვება ყველგან ახალ მეგობარს. მითუმეტეს აღარავინ ჰყავს . დად გაასაღებს ეს ძალიან ადვილია. თვითონ ხალხს დახოცავს და ალიბიც ექნება.
_მილა გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე?
_მე? სად?
_არ ვიცი ვიმოგზაუროთ.
_კარგი წამოვალ.
გებრიელი გადაეხვია და ეშმაკურად ჩაიცინა. მეორე დღეს როცა პოლიცია მორჩა მილას დაკითხვას. გოგომ ბარგი ჩაალაგა და გებრიელთან მივიდა:
_მზად ვარ როდის წავიდეთ?
_დღესვე ახლავე.
პირველი გაჩერება ერთ პატარა ქალაქში. სასტუმროს ძლივს მიაგნო. მსხვერპლი შერჩეულია. 60 წლის მდედრობითი სქესის, მარტოხელა. არ უყვარდა მარტოხელების დახოცვა კივილის მეტი არაფერი იციან. რამე ისეთი უნდა მოიფიქროს რომ ქალმა თვითონ შეუშვას სახლში. ეს ადვილი საქმე როდია. სავარძელში ჩაჯდა და ფიქრებში ჩაეფლო. მილას ეძინა დაიღალა მგზავრობით. გებრიელს არ ეძინებოდა. ღამითაც რამდენიმე წუთით თუ დაიძინებდა. ჯანდაბა საჭმელი უნდა იყიდოს სულ დაავიწყდა. ახლა მარტო აღარაა. იმედია ამ არსებამ იცის საჭმლის მომზადება გაიფიქრა მან და მილად გადახედა.
უკვე დაბნელდა მილას გაეღვიძა. ცუდია დღეს ვერ მოახერხებს იმ ქალის მოკვლას.
კიდევ ერთი პრობლემა წყეული ტელევიზორი. შეიძლება მილამ ნახოს საინფორმაციო.
_შეიძლება ტელევიზორი ჩავრთო?
_გაფუჭებულია მე უკვე ვცადე ჩართვა რადიოს მოუსმინე ან ჟურნალები წაიკითხე.
_კარგი ჟურნალებსაც არაუშავს
გოგონას გახედა. ის უკვე დიდი სიამივნებიტ ფურცლავდა ჟურნალებს. წვიმა დაიწყო მშვენიერია ასეთ ჭექა-ქუხილში ვერავინ გაიგონებს მეზობლის ღრიალს. როგორმე მილა ძალიან უნდა დაიღალოს რომ ადრე დაიძინოს. ეგონოს რომ გებრიელსაც მასთან ერთად სძინავს. აქ იქნება ალბათ რამე პარკის მსგავსი. სადაც გასეირნება შეიძლება ვერაფერი აღმოაჩინა. მხოლოდ ერთი ადგილი ბოულინგის სათამაშო. აი ზუსტად ეს ჭირდებოდა. იქ შეიძლება ისე დაიღალო ფეხზე ვეღარ დადგე. იცოდა ეს შეგრძნება პატარაობაში მამას დაჰყავდა ხოლმე.
თავის საშინელი ტკივილი დაეწყო. აი იმ ქალს მოკლავს და ყველაფერი რიგზე იქნება. დილით წვიმდა. ბოულინგ ცენტრში წავიდნენ . მილა გაერთო და ისე დაიღალა გებრიელს მოუხდა ხელში აეყვანა და მანქანაში ასე ჩაესვა. ძალიან კარგი ამ საღამოს კარგად დაეძინება.
თავი ისე მოაჩვენა თითქოს დაღლილი იყო და დაიძინა. მილას რომ ჩაეძინა მაშინვე ადგა და ფოსტის თანამშრომელივით ჩაიცვა . ქალს ყოველთვის მოსდიოდა ფოსტა დისგან რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ძალიან კარგი დიდი ხანია წერილი არ მიუღია. ტელეფონი არ აქვს ისეთი ძუნწია ფული დაენანა . რა სამწუხაროა გაიფიქრა გებრიელმა და გადაიხარხარა. ალიბიც აქვს სახლში ეძინა. პატარა ქალაქში როცა მკვლელობა ხდება პირველ რიგში ჩამოსულებს ამოწმებენ. მზად არის უკვე . ერთი ვიწრო ქუჩა გაიარა და პატარა სახლს მიადგა . წვიმდა, ქარი ქროდა და ციოდა. კარზე დააკაკუნა. ზარი არსად ჩანდა ეტყობა მაგისთვისაც დაენანა ფული. კართან ჩხაკუნი გაისმა მერე ვიღაცამ ცხვირი გამოყო.
_გამარჯობათ ქალბატონო.
_გაგიმარჯოს! ვინ ბრძანდებით?
_მე ფოსტიდან ვარ ამანათი მოგიტანეთ!
_რა ამანათი?
_აი ის ძირს დევს თქვენი დისგან.
_კარგით ხელი მოვაწერო რამეზე?
_აქ ამ ქაღალდზე. ამანათი შემოვიტანო?
_არა მე თვითონ.
ქალი ყუთთან მივიდა და ადგილიდან ვერ დაძრა.
_კარგი შემოიტანე.
ყუთი ოთახში შეიტანა და ნელნელა დანა ამოაცურა ყუთის გვერდიდან.
_შეგიძლია წახვიდე!
_კარგი წავალ მაგრამ მანამდე ერთი პატარა საქმე უნდა გავაკეთო. თქვენ თუ არ იქნებით წინააღმდეგი.
_რას გულისხმობ?_ქალს თვალებში შიში ჩაუდგა.
გებრიელი მობრუნდა. განამ გაიელვა, არტერია გადაჭრა, სისხლმა იფეთქა. გებრიელი გვერდით გახტა რომ არ დასვრილიყო. დანა იქვე გარევხა და მკვდარს გულზე დაადო. მერე გაიღიმა და კმაყოფილმა დატოვა სახლი.
მილას ეძინა ლოგინთან მივიდა და მკვდარივით დაეძინა. ყოველი მკვლელობის შემდეგ ასე ემართებოდა.

| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#15 მომხმარებელი არაა ფორუმზე   elenta Icon

  • true aryan member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 10002
  • რეგისტრაცია: 23-October 07

Posted 15 April 2008 - 02:29 PM

jumr.gif jumr.gif jumr.gif

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

გებრიელ, მომავალი აგატა კრისტი ხარ? spy.gif ახლა დანაშაულების გახსნაც შემოგვთავაზე რა! flowers.gif flowers.gif flowers.gif

კარგია... რაც მთავარია ადვილად იკითხება და საინტერესოა! buchti.gif
too old for rock-n-roll
too young too die!
---------------------
la guerre c'est faire que la terre mange la chair des hommes
--------------
Ordinary People
-----------------
Wariiiiii'ors, come out to plaaaaay
----------------
no emphathy
0

#16 მომხმარებელი არაა ფორუმზე   კუნძული Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1140
  • რეგისტრაცია: 25-September 07

Posted 15 April 2008 - 02:30 PM

ყოჩაღ გებრიელ.
მაგრამ ყველას განურჩევლად სქესისა და ასაკისა რატომ ხოცავდა?


წუხელ მხოლოდ მცირედი შესავლის დაწერა მოვახერხე. იშვიათად დაბალი დონის ნაჯღაბნია. სათაურიც შევარჩიე. მოქმედება საქართველოში ხდება ამიტომ რაღაცეები სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ user.gif




თავისუფლების აჩრდილი





- ერთიიი
- ორიიი
- სამიიი…
საქანელის ხმაურს ქალის მხიარული თვლა ერთვოდა. დედას სასეირნოდ გამოეყვანა მცირეწლოვანი ბავშვები. გაზაფხულის დარიანი დილა იდგა, მზის სხივები ჯერ კიდევ არ გამოსცემდნენ მცხუნვარებას. ახლად განახლებულ პარკში ყვავილების სურნელი იგრძნობოდა, თუმცა დასასვენებელ გრძელ სკამთან მიახლოებისას შეუმშრალი საღებავიც შეგახსენებდათ თავს. გზის პირთან გამხმარი ცემენტის, მოსაპირკეთებელი ფილების ნატეხები და ტოტები აეხვავებინათ. დედისა და ბავშვების გარდა პარკში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. პირდაპირ მდებარე წყნარი ქუჩის მყუდროებას იშვიათად არღვევდნენ ზოზინით მოძრავი ავტომობილები.
- კიდევ რა, დედი კიდევ რა!
- ლიზი ხომ გითხარი უკვე რომ ძალიან დავიღალე, წამო საბასთან მივიდეთ, ცოდვაა მარტოდმარტო, შენ კი შენი საყვარელი თოჯინით ითამაშე.
სამიოდე წლის, ქერათმიანმა, აპრეხილცხვირიანმა და კიკინებიანმა გოგონამ, თავისი ერთობ სასაცილო, ბავშვური სილამაზით მულტფილმების გმირს რომ მოგაგონებდათ, თანხმობის ნიშნად გაიღიმა და დაბალ ხმაზე გაბმულად შეჰყვირა. დედამ ბავშვი ხელში აიყვანა და იქვე ახლოს მყოფ სკამზე ჩამოჯდა. პატარა ზურგჩანთიდან თოჯინა და ბურთი ამოიღო, გოგონას გაუწოდა და დააყოლა: წადი საბასთან მიირბინე და ბურთი მიეცი.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ფიქრში წასული დედა ბიჭუნას ხმამ გამოაფხიზლა.
- დე, დეე..
- რა მოხდა საბა? სახელოზე ნუ მექაჩები, გაიწელება.
- დეე იქ ერთ ადამიანს ძინავს.
დედას გაუკვირდა და ანაზდად გულმა რეჩხი უყო. მეზობლებსა და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდა,ამ ადგილებში არასოდეს უნახავს პარკში მძინარე ადამიანი.”ალბათ რომელიმე მუშამ თუ დალია და ჩამოეძინა” - გაიფიქრა.ბიჭს კი ღიმილით ჰკითხა:
- სიხარულო, ხომ არ მოგეჩვენა?
- არა დე, ხის ძირში ძინავს, ძალიან გავს თამთა დეიდას.
ქალი ყოფილა. ეს კიდევ უფრო უცნაურად მოეჩვენა. ზურგჩანთა აიღო და ბიჭუნას უთხრა, მაჩვენეო. ოდნავ მაღალ ადგილზე მყოფ ნაძვს მიუახლოვდნენ. პირდაპირ ციცაბო ფერდობი იყო აღმართული. ხის ძირში სკამის ზურგს უკნიდან მიყრდნობილი ქალის ფიგურა გამოჩნდა. დედამ ჯერ სახლის უბრალო ქოშებს მოჰკრა თვალი, უმოძრაოდ გაშეშებული სხეულისა და ბუზების დანახვისას ყველაფერს მიხვდა. წამით ხმა ჩაუვარდა და ცივმა ოფლმა დაასხა, შემდეგ ძალა მოიკრიბა და მთრთოლვარე ხმით წარმოსთქვა:საბა, წადი ლიზისთან ითამაშე, მე ახლავე მოვალ. გაოცებული და ცოტა შეშინებული ბავშვი ხმის ამოუღებლად გაეცალა.
მარი, ბავშვების დედა, სხეულს მიუახლოვდა.ეჭვიც არ ეპარებოდა რომ მის წინაშე გარდაცვლილი ადამიანის გვამი იყო. ქალს თვალები დახუჭული ჰქონდა, ლამაზ სახეს ტალახიანი თმები მიწებებოდა. მოკლემკლავებიანი, გულამოღებული წითელი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. 25-30 წლის ასაკს თუ მისცემდა კაცი. მარიმ დასარწმუნებლად მხარზე შეახო ხელი.გვამი ოდნავ გადაიხარა.შიშსა და დაბნეულობას სძლია, ძალა მოიკრიბა ,ამჯერად ყელზე შემოაჭდო ცერა და საჩვენებელი თითები. მოძრაობის არავითარი ნიშანწყალი, უსიცოცხლო სხეული სიცივეს ბადებდა მხოლოდ. ცრემლმორეულმა აკანკალებული ხელებით ძლივს გახსნა ელსაკრავი და ზურგჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.ხუთიოდე წუთის შემდეგ პარკთან ფარებ და სასიგნალო შუქანთებული პატრულის მანქანები მოგროვდნენ.






გაგრძელებასაც დავდებ შემდეგ, თუ ვინმე წაიკითხავს.

user.gif


0

#17 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 15 April 2008 - 02:31 PM

QUOTE(elenta @ Apr 15 2008, 02:29 PM)
jumr.gif  jumr.gif  jumr.gif

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

გებრიელ, მომავალი აგატა კრისტი ხარ? spy.gif  ახლა დანაშაულების გახსნაც შემოგვთავაზე რა! flowers.gif  flowers.gif  flowers.gif

კარგია... რაც მთავარია ადვილად იკითხება და საინტერესოა! buchti.gif
View Post


ჯერ სად ხარ ეგ მარტო ერთი მკვლელობაა მეორე ნაწილში გაიგებთ რატომ კლავს feni.gif
უკვე დაწერილი მაქვს მაგრამ მკვლელობასაც დავწერ და მერე დავაგდებ cave.gif
| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#18 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 15 April 2008 - 02:35 PM

კუნძული jumr.gif

მე წავიკითხავ ხოლმე დასაწყისი მაგარია jumr.gif

| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#19 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 19 April 2008 - 08:30 PM

გაგრძელება


დილით კარგა ხნის გათენებული იყო როცა კარზე ბრახუნმა გააღვიძა.
_გააღეთ პოლიციაა!
ადგა კარი გააღო. მილას გაეღვიძა.შეშინებული წამოხტა.
_თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს.
_გისმენთ!
_ჩვენს ქალაქში წუხელ მკვლელობა მოხდა.
_მერე?
_სად იყავით წუხელ? არა ბრალს არაფერში გდებთ უბრალოდ ასეთი წესია ჩამოსულებს ვკითხავთ ხოლმე.
_არაფერია. სახლში ვიყავი მეძინა.
_ამის დადასტურება ვინმეს შეუძლია?
_როგორ არა მე შემიძლია_ჩაერთო მილა_ მთელი ღამე სახლში იყო და ეძინა.
_კარგით ჯერჯერობით ქალაქიდან არ გახვიდეთ.
_არსად წავალთ. რამდენიმე დღით აქ დარჩენას ვაპირებთ, მაგრამ აქ ყოფნა საშიში ხომ არ არის? ქალაქში მანიაკი გყავთ?_ ვითომ დიდი შეშფოთებით იკითხა გებრიელმა.
_თქვენ ნურაფრის გეშინიათ მალე დავიჭერთ იმ არამზადას.
პოლიცია წავიდა. ესეც ასე ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე დღეში აქედან წავლიან. მერე შეშფოთებულ მილას შეხედა. მილა მასთან მივარდა და ჩაეხვია.
_მეშინია.
ნურაფრის შეგეშინდება მე შენს გვერდით ვარ._თავზე ხელი გადაუსვა და გაიღიმა.
რამდენიმე დღე დარჩნენ ქალაქში. მერე ისევ განაგრძეს მოგზაურობა. კიდევ ერთი მკვლელობაა გეგმაში ასე რომ დრო არ იცდის. დიდ ქალაქში უფრო ადვილია მკვლელობა შენზე ეჭვს ვერ მოიტანენ. მაგრამ ოჰ ეს ტელევიზია თუმცა ფოტორობოტი საერთოდ არ ჰგავდა რაღაც მაინც ჰქონდა მისი: ღიმილი. მისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული და განსხვავებული აი ამით შეიძლება გამოიჭირონ. არაფერია მიზანს მაინც მიაღწევს დახოცავს ყველას ვინც სიაში ჰჰავს სიმართლეს გაარკვევს და მერე არ ენაღვლება რას უზამენ. გზაზე ფიქრობდა. მერე გაჩერდა ბენზინის ჩასასხმელად. კაფეში შევიდა ფრი იყიდა.” ჰმ სულ კარტოფილი”. თუმცა რაში ენაღვლებოდა რას შეღამდა ოღონ შიმშილისგან არ მომკვდარიყო. მილაც გადმოვიდა მანქანიდან. ჰმ! აქაც გაუკრიათ სურათები, რა უბედურებაა ტელევიზია არ ყოფნიდათ? ჯობია მილა დაბრუნდეს უსიამოვნება არ სჭირდება.
_მანქანაში დაბრუნდი ვინმემ არ წაიყვანოს .!
მილამაც უცებ აასრულა მისი თქოვნა. ესეც ასე მზად არიან წასასვლელად. მილას მოსწონდა მოგზაურობა ახალი ქალაქების ნახვა. გებრიელს დიდ მეგობრად თვლიდა და მის თხოვნებს ზუსტად ასრულებდა. გებრიელიც კმაყოფილი იყო “მოსიარულე ალიბით”. უხაროდა ზუსტად რომ გათვალა. მილა დაუჯერებდა და იმ მკვლელმაც მილას მამას რომ შუბლი გაუხვრიტა ხელი შეუწყო მის ჩანაფიქრს.
ახალი მსხვერპლი ისევ მდედრობითი სქესისაა ჰყავს ქმარი და ორი დაოჯახებული შვილი რომლებიც სხვა ქალაქში ცხოვრობენ. ჯერ ვერ გადაწყვიტა ქმარი ცოცხალი დატოვოს თუ არა. ამას იქვე მოიფიქრებს. სწრაფი აზროვნება აქვს. ძალიან ადრე დაგეგმა ყველა მკვლელობა და მსხვერპლებიც წინასწარ შეისწავლა. მართალია გრძნობები არ გააჩნდა მაგრამ რამდენიმე ადამიანს მაინც სცემდა პატივს მაგალითად მფატრავ ჯეკს მაგრამ ერთი რამ არ მოსწონდა მისი :ბნელ ადგილებში ადამიანის მოკვლა თან უცნობის სისულელეა ჯობია საკუთარ სახლში მოკლა ბოლოს კი თვალებში უნდა ჩახედო რომ შენი სახე ჯოჯოხეთში წაიღოს.
ყველაზე მეტად კი ხალხის დამცველები ეზიზღებოდა თავად ფულში რომ ცურავდნენ და ხალხის დახმარებას სახელმწიფოს სთხოვდნენ. თან სახალხოდ გამოდიოდნენ და უცნაურ ლოზუნგებს იგონებდნენ “დედამიწა მშიერი ადამიანების გარეშე”. საწყლები რას არ იგონებდნენ ხალხის პატივისცემა რომ დაემსახურებინათ. უცებ პირველი მკვლელობა გაახსენდა 15 წლის იყო როცა საკუტარი დედა სიცოცხლეს გამოასალმე დანა გაუყარა მუცელში. მერე იდგა დიდხანს და სიამოვნებისგან ცახცახებდა. ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო როცა 14 წლის იყო. მამა რომელიც ყველაფერს ურჩევნოდა, ერთადერტი ადამიანი რომელიც მართლა უყვარდა და პატივს ცემდა სამსახურიდან გამოაგდეს და არამარტო, დააპატიმრეს. თუმცა არაფერი ჩაუდენია. იმ ადამიანებმა რომლებიც მასტან ერთად მუშაობდნენ ხაფანგი დაუგეს. ფინანსური მაქინაციის გამო გაასამართლეს. ორ თვეში ციხეში მოკლეს. მისი ნაჩუქარი პატარაAთილისმა მზე სულ გულზე ეკიდა. დედა სძულდა ყველაფერზე სჯიდადა როცა ერთობოდა წიგნს კითხულობდა ან დავალებებს აკეთებდა მაშინ ავალებდა რაღაცის გაკეთებას. თავად ეზარებოდა ფეხზე ადგომა. მაგრამ გებრიელი ითმენდა . მხოლოდ სხვა კაცთან ურთიერთობა ვერ აპატია. თანაც მამის სიკვდილიდან ერტი წელიც არ იყო გასული. ახლა კი მკვლელია თანაც სერიული. კლავს იმათ ვინც ოდესღაც ცხოვრება დაუნგრია: მამის თანამშრომლებს. მალე გაიგებს ვინ იდგა ამ საქმის უკან. თუმცა უდანაშაულო ადამიანებიც დაუხოცია მაგრამ ეს მხოლოდ უბედური შემთხვევით.
ქალაქში რომ ჩავიდნენ შუადღე იყო. სასტუმროს ძებნა არ დაუწყია ყოველ ნაბიჯზე იყო. იმ ქალის სახლიდან ძალიან შორს ქალაქის მეორე ბოლოში. ეს საქმე არს ისე ადვილი ჩანდა. სასტუმროში ნომერი აიღო და მილას გასაღები მისცა. თვითონაც მალე აოირებდა ზემოთ ასვლას. უცებ უკნიდან ქალის ნაზი ხმა მოესმა.
_გებრიელ ეს შენა ხარ?
_რებეკა?
_ვაუ როგორ გაზრდილხარ. რამდენი ხანია არ მინახიხარ_ქალი მოეხვია და გადაკოცნა
პირველი სიყვარული და იმედგაცრუება სწორედ ამ ადამიანს უკავშირდება. სკოლაში ყველა დასცინოდა და მხოლოდ იმის გამო რომ კარგად სწავლობდა და ძალიან სუსტი იყო. პირველად გოგო რომ შეუყვარდა მისგან მხოლოდ დაცინვა მიიღო და ეს გოგონა რებეკა იყომ ყველას რატომღაც აცვენილი ბიჭები მოსწონდა ქუჩაში რომ იდგნენ მთელი დრე და ერთი სული ჰქონდათ ვინმეს აშარებოდნენ. გებრიელი სულ წიგნებში იყო ჩამძვრალი და მათთან ბრძოლა არ შეეძლო. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
_ჰო გავიზარდეთ რამდენი დრო გავიდა. როგორ მიცანი?
_ შენს ღიმილს ათას კაცში გამოვარჩევ.
გებრიელი კარგად დააკვირდა რაიმე ხომ არ აქვს ჩემს შესახებ გაგებულიო ის ფოთორობოტი მხოლოდ ღიმილით რომ ჰგავდა იქნებ იცნო? მაგრამ მის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა და ისევ გაიღიმა.
_აქ მარტო ხარ?_ჰკითხა რებეკას.
_ჰო მარტო ვარ. სხვათა შორის ისედაც მარტო ვარ გარ გავთხოვილვარ. და შენ ცოლი მოიყვანე?
_არა!
_აბა ის გოგო ვინაა რომ გახლია?
_ჩემი დაა!
_ როგორც მე მახსოვს და არ გყავდა.
_მშობლები რომ დამეხოცა მიშვილეს ჰოდა ეს გოგო მათი შვილია.
_აჰ გასაგებია.
_სად ცხოვრობ და აქ რას აკეთებ?
_მე ამ სასტუმროს მეპატრონე ვარ.
_საიდან?
_მამაჩემმა ბევრი ფული იშოვა.
_ გასაგებია.
_ისე ჩემ სახლში ხომ არ წამოხვიდოდი? სულ მარტო ვცხოვრობ.
_რატომაც არა ამ საღამოს გეცლება?
_მეცლება.
გებრიელმა ეშმაკურად ჩაიცინა და ნომერში ავიდა. საღამოსთვის სოლიდურად გამოეწყო. დღეს დიადი დღეა ისევ გაიღიმა. და რებეკასთან ავტობუსით წავიდა.
მეორე დღეს საინფორმაციო აცხადებდა თავის სახლში იპოვეს მხეცურად მოკლული სასტუმრო ”ბეკის” მეპატრონე რებეკა ფორდი. მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მუცლის არეში და ერთი სასიკვდილო გულში.გებრიელი კი მდინარის პირას სეირნობდა და იღიმებოდა


ჰუჰ კიდევ იქნება გაგრძელება user.gif
| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#20 მომხმარებელი არაა ფორუმზე   coldplay Icon

  • My love wears forbidden colors
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11767
  • რეგისტრაცია: 03-December 07

Posted 19 April 2008 - 09:08 PM

ვახ რა ცივსისხლიანია ეს გებრიელი user.gif
საწოლიდან ფანჯრისკენ მთვარის ფართო ბილიკი წვება. ამ ბილიკზე სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით ადის კაცი და მთვარისკენ მიაბიჯებს.
----------------
ჩემს თავს ვეკითხები, ცხვირი უფრო სიმპათიური ხომ არ გამიხდა-მეთქი და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ცხვირი არასოდეს არ შეიძლება იყოს სიმპათიური.
0

#21 მომხმარებელი არაა ფორუმზე   elenta Icon

  • true aryan member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 10002
  • რეგისტრაცია: 23-October 07

Posted 19 April 2008 - 09:59 PM

QUOTE(coldplay @ Apr 19 2008, 09:08 PM)
ვახ რა ცივსისხლიანია ეს გებრიელი user.gif
View Post


ცივსისხლიანი კიარა, უბრალოდ სვაანია! user.gif .... biggrin.gif


გებრიელ, მე ძალიან მომეწონა... გაგრძელებას ველი! jumr.gif jumr.gif jumr.gif
too old for rock-n-roll
too young too die!
---------------------
la guerre c'est faire que la terre mange la chair des hommes
--------------
Ordinary People
-----------------
Wariiiiii'ors, come out to plaaaaay
----------------
no emphathy
0

#22 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 19 April 2008 - 10:05 PM

როგორც კი მილას სხვის მიერ შუბლგახვრეტილი მამის ამბავი წავიკითხე, მოთხრობის გაგრძელება სულ სხვაგვარად წარმოვიდგინე.
გებრიელი მუდმივად გეგმავს მკვლელობებს, მაგრამ მას შემდეგ რაც მილა შეიკედლა, რაღაცა მიზეზის გამო მკვლელობებს მუდმივად ასწრებენ. გებრიელს კბილები უკაწკაწებს, ისე უნდა ვინმე მიასიკვდილოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ისეთი შემთხვევაც ექნება, მკვლელობას ვინ ჩივის, თავად მოუწევს მსხვერპლის გამოქომაგება. გებრიელის კომიკური მდგომარეობა ტრაგიზმამდე მიდის... და ა.შ.

ნაწარმოებს სახელად ”მკვლელი და თარსი, თარსი მილა” მოუხდებოდა.

ეს ისე დავწერე, ჩემი ფანტაზიები.

თორემ შენი ”მსუბუქი მკვლელობის” ფანტაზიები საკმაოდ საინტერესოა.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#23 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 19 April 2008 - 10:29 PM

QUOTE(coldplay @ Apr 19 2008, 09:08 PM)
ვახ რა ცივსისხლიანია ეს გებრიელი user.gif
View Post



მემგავს evil.gif
QUOTE(elenta @ Apr 19 2008, 09:59 PM)
ცივსისხლიანი კიარა, უბრალოდ სვაანია! user.gif .... biggrin.gif
გებრიელ, მე ძალიან მომეწონა... გაგრძელებას ველი! jumr.gif  jumr.gif  jumr.gif
View Post



laugh.gif laugh.gif laugh.gif
buchti.gif


QUOTE(Name @ Apr 19 2008, 10:05 PM)
როგორც კი მილას სხვის მიერ შუბლგახვრეტილი მამის ამბავი წავიკითხე, მოთხრობის გაგრძელება სულ სხვაგვარად წარმოვიდგინე.
გებრიელი მუდმივად გეგმავს მკვლელობებს, მაგრამ მას შემდეგ რაც მილა შეიკედლა, რაღაცა მიზეზის გამო მკვლელობებს მუდმივად ასწრებენ. გებრიელს კბილები უკაწკაწებს, ისე უნდა ვინმე მიასიკვდილოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ისეთი შემთხვევაც ექნება, მკვლელობას ვინ ჩივის, თავად მოუწევს მსხვერპლის გამოქომაგება. გებრიელის კომიკური მდგომარეობა ტრაგიზმამდე მიდის... და ა.შ.

ნაწარმოებს სახელად ”მკვლელი და თარსი, თარსი მილა” მოუხდებოდა.

ეს ისე დავწერე, ჩემი ფანტაზიები.

თორემ შენი ”მსუბუქი მკვლელობის” ფანტაზიები საკმაოდ საინტერესოა.
View Post


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

თარსი biggrin.gif
დასასრული ექნება სამაგიეროდ აი ისეთი jumr.gif
| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#24 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tako7777777 Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 800
  • რეგისტრაცია: 21-January 07

Posted 21 April 2008 - 10:37 PM

smile.gif საინტერესოოაააა
0

#25 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 04 May 2008 - 10:53 AM

ამ საღამოს კიდევ ერთი მკვლელობა ელის. მერე ცოტა ხნით დაისვენებს სადმე წავა ეგებ ძველ სახლში რომელიც ტბასთან იყო ბავშვობაში უყვარდა იქ ყოფნა. მანამ კი მილასთან ერთად გაისეირნებს სადმე. მშვენიერი ამინდი იყო, პარკიც გამწვანებული. მილა დახტოდა. მერე ნაყინები იყიდეს ისე ნელა ჭამდნენ გაუდნათ და ხელზე ჩამოეწუწათ. წებია ხელების დასაბანად იქვე შადრევანთან მივიდნენ. მილამ წყალი შეასხა. მერე გებრიელმაც და წუწაობა დაიწყეს კარგად რომ დასველდნენ მზეზე დადგნენ გასაშრობად. მილა კვადრატულ შემაღლებულზე ავიდა და ხელები გაშალა.
_რა კარგი იქნებოდა ფრენა რომ შეგვეძლოს არა?
_ჰო_გებრიელი ჩაფიქრდა. მართლაც რა კარგი იქნებოდა
მილა ქვემოთ ჩამოიწია და გებრიელს კისერზე შემოხვია ხელები და ჩამოხტა. გებრიელმა წელზე მერე დაატრიალადა თავზე აკოცა.
_კარგი ბავშვი ხარ ძალიან კარგი.
_შენც კარგი ხარ.
დღეს გაერთო კარგ ხასიათზე დადგა. მილა დიდ მუხტს აძლევდა და მანაც გახსნა წარბები რომლებს შორის მუდამ მოღუშულობისგან ნაოჭი გასჩენოდა. დიდი ხანია ასე არავინ მოქცევია კეთილად, სითბოთი, სიყვარულით და ყველაფერი ეს უანგაროდ.
საღამოს კი გაემზადა მკვლელობისთვის. ისევ ავტობუსში ჩაჯდა ორი ქუჩით ადრე ჩამოვიდა და გზა ფეხით განაგრძო მიყრუებული ქუჩებით მიდიოდა არ უყვარდა ცენტრალური გზა ათასნაირ გიჟს გადაეყრები. თბილი საღამო იყო. ბინას მიადგა. ისეთი ბინა იყო ერთი ცენტრალური შემოსასვლელი რომ აქვს და კიბეით გასასვლელი უკანა მხარეს რომელიც პატარა ქუჩას უერთდებოდა. ცენტრალური შესასვლელით შევიდა მეორე სართულზე ავიდა და ერთერთ კართან ზარი დარეკა. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ კარი გაიღო და კაცი გამოვიდა ეტყობა ქმარი იყო.
_რა გნებავთ?
_თქვენი ცოლი სახლშია?
_არა არ არის. რაზე შეწუხდით?
_მე მისი დის შვილი ვარ.
_დის შვილი? ჰმ! დას არ ელაპარაკება. თან არ ვიცოდი თუ ლეას შენი ხნის შვილი ჰყავდა. ჰო და მაინც რატო მოხვედი?
_დედაჩემი გარდაიცვალა და ანდერძით დეიდა მარტასაც დაუტოვა ქონების ნაწილი.
ქონების გაგონებაზე კაცს თვალები გაუბრწყინდა და გებრიელი სახლში მიიპატიჟა.
_დეიდა მარტა როდის მოვა?
_ძალიან მალე. მანამდე ლუდს მოვიტან
გებრიელმა გაუღიმა. კაცმა მაცივრიდან ორი ლუდის ბოთლი გამოიღო. და გებრიელთან დაბრინდა კითხვაბს უსვამდა ლეასთან დაკავშირებით. ლუდი რომ გამოსცალეს კაცი ისევ სამზარეულოსაკენ წავიდა მაგრამ გებრიელი მიეპარე და ბოთლი ჩაარტყა. კაცი გაითიშა. გებრიელმა სკამზე დასვა და გაკოჭა. პირიც აუკრა. ამ დროს კარის ხმა გაისმა:
_საყვარელო მოვედი.
მარტა მოვიდა. გებრიელი კარს ამოეფარა. ქალი შემოვიდა ქმრის დანახვისას კივილს აპირებდა მაგრამ გებრიელი კარის უკნიდან გამოვიდა და პისტოლეტი მიუშვირა.
_გამარჯობა ქალბატონო!
_გებრიელ? ეს შენ ხარ? გთხოვ არ მომკლა გთხოვ
გებრიელი იცინოდა.
_იცით თუ მეტყვით ვინ დგას იმ საქმის უკან რომლის გამოც მამას 2 მილიონის მოპარვა დააბრალეს შევძლებ თქვენს ცოცხლად დატოვებას.. ალბათ.
_გეფიცები მე არაფერი ვიცი.
_როგორთუ არ იცით მამაჩემმა ჩვენებაში თქვენი სახელიც ახსენა.
_გეფიცები არაფერი გამიკეთებია. თუ მართლაც მოხდა ასეთი რამე მე არაფერ შუაში ვარ. ფულის გაქრობის ამბავი მამაშენის დაპატიმრების შემდეგ გავიგე.
_ცრუობ მამაჩემი მატყუარა არ იყო.
გებრიელი ცოფებს ყრიდა. მერე პისტოლეტი მიუშვირა მარტას და რამდენჯერმე გაისროლა. მერე მის ქმარსაც ესროლა. გარეთ გამოვიდა დღეს ვერაფერი შეიტყო. რატომ არავინ ამხელდა სიკვდილის შიშით მაინც დამკვეთის ვინაობას? უცნაურია.

ამეს შემდეგ ერთი თავი იქნება დასასრულით user.gif

| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#26 მომხმარებელი არაა ფორუმზე   a.g. Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1715
  • რეგისტრაცია: 08-December 06

Posted 06 May 2008 - 12:05 AM

აუ აუ ჩქარაა....

jumr.gif jumr.gif
ძაან მომეწონაა... მაგარი ხარ გებრიელ...

მიაწექი წერე და წერეეე.. bravo.gif
0

#27 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 06 May 2008 - 12:49 AM

ან წლებმა შემომიტია, ან მოდერის ასისტენტმა,
რადგან ზუსტად მახსოვს, დაგიწერე წინა ოპუსის კითხვისას მოულოდნელობის ეფექტებმა სამჯერ შემიცვალა განწყობილება მეთქი.

ვუერთდები a.g.

გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#28 მომხმარებელი არაა ფორუმზე   *ScorpiOnS Icon

  • Eclipse
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 17214
  • რეგისტრაცია: 07-November 06

Posted 08 May 2008 - 07:13 PM

"ნუ უშლი იას ამოსვლას
ნუ დაუბერავ ქარო
განა შენც ბევრი გინახავს
ვინც მოსვლას ასე ჩქარობს?

ან კი,გინახავს საერთოდ
ია პატარა,სუსტი
მიწის სიღრმიდან ამოსულს
გული რო ძლიერ უთრთის..

ეშინის ვაითუ წამლეკოს
ჟამმა,უნდობმა ხანმა,
და მზის სხივების მაგიერ
გადამიაროს ქარმა.

განა რა უნდა საბრალოს
განა სულ რამდენს ითხოვს
ასფალტზე მორცხვად ამოსულს
განა სულ რამდენს იცნობ?

შეხება არა!ნამდვილად!
ეგ ტოლფასია კვდომის
მხოლოდ ნამი და ბალახი
გაუთიბავი ნდომის.

მხოლოდ ნამი და ბალახი
მცირეოდენი საზრდო,
და იმ ბალახის სურნელი
მას რომ აცოცხლებს მარტო.

..და კიდევ სხივი პატარა
სხივი დაღლილი თრთოლვით
..ნუ უშლი იას ამოსვლას
გემუდარები თხოვნით..

ნუ უშლი იას ამოსვლას
ნუ დაუბერავ ქარო
თორემ იფიქრებს პატარა
მოსვლას რაღათა ვჩქარობ"

user.gif

ჩემი არა მარა დედიკოს დაწერილია user.gif

wub.gif

დედიკოც ხო ჩემია wub.gif




0

#29 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 08 May 2008 - 07:36 PM

QUOTE(a.g. @ May 6 2008, 12:05 AM)
აუ აუ ჩქარაა....

jumr.gif  jumr.gif
ძაან მომეწონაა... მაგარი ხარ გებრიელ...

მიაწექი წერე და წერეეე..  bravo.gif
View Post



ვაჰ მადლობა lile.gif
QUOTE(Name @ May 6 2008, 12:49 AM)
ან წლებმა შემომიტია, ან მოდერის ასისტენტმა,
რადგან ზუსტად მახსოვს, დაგიწერე წინა ოპუსის კითხვისას მოულოდნელობის ეფექტებმა სამჯერ შემიცვალა განწყობილება მეთქი.

ვუერთდები a.g.
View Post


blush.gif
გადმოვიტან კომპში ბოლო ნაწილს და ეგაა user.gif


*ScorpiOnS

ძალიან მაგარია დედიკოს ლექსიbuchti.gif
| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#30 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 09 May 2008 - 11:54 AM

ესეც ბოლო ნაწილი


დასვენება ნამდვილად ეკუთნის. გადაწყვეტილია ძველ სახლში წავა. ბავშვობას გაიხსენებს.. უფრო ღრმა ბავშვობას სანამ მამას დააპატიმრებდნენ. იქ მიდიოდნენ ყოველ ზაფხულს უნდოდა ის გრძნობა ისევ დაუფლებოდა მაშინ რომ ჰქონდა. სახლი ტყეში იდგა კლდესთან ახლოს პატარა სახლი თუმცა 2 სართულიანი იყო პირველ სართულს არავინ იყენებდა ამიტომ ათასი ხარახურა ეყარა. მამა და პატარა გებრიელი სანადიროდ დადიოდნენ .ახლოს პატარა ტბაც იყო სადაც თევზაობა უყვარდა. პატარა სამოთხე იყო. გებრიელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ეს ადგილი. სწორად ამ ადგილთან იყო დაკავშირებული ყველა მისი საუკეთესო მოგონება. მაგრამ მილამ დარჩენა გადაწყვიტა.
ასე რომ გებრიელი მარტო წავიდა. მთელი დღის მოგზაურობის შემდეგ სახლს მიადგა. ყველაფერი ერთმანეთზე ეყარა და ობობის ქსელი მოსდებოდა. მილა მაინც წამოსულიყო დალაგებაში მიეხმარებოდა. დიდი ვერაფერი გართობაა მარტო მტვრის წმენდა.
გებრიელი მუშაობას შეუდგა. ყველაფერი მიალაგა და ერთ ყუთს მიადგა რომელიც მისი ძველი ნივთებით იუო გატენილი. ალაგებდა და თან იხსენებდა მერე გასაღები ამოიღო ყუთიდან ზუსტად ისეთი ბანკის სეიფებს რომ აქვთ ზედ კოდი ეწერა ჰმ ნეტა რა არის? მამას მთელი ფული ერთ ანგარიშზე ჰქონდა. კიდევ გადმოქექა და რაღაც ფურცლები იპოვა ბანკის სახელით და მამას ხელმოწერით.
გებრიელი მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და ბანკისკენ გასწია. გზაზე ბობიმ დაურეკა ძველმა მეგობარმა სწორედ მას სთხოვა გამოეკვლია მამის მკვლელობის ამბავი
_გისმენ ბობი რა გაიგე ახალი?
_მამაშენი არ მოუკლავთ ექსპერტიზა ჩავატარე მან თავი მოიკლა.
გებრიელი გაოგნდა მობილური ხელიდან გაუვარდა ბობი არ მოატყუებდა არასოდეს. მანქანა გააჩერა. ეტყობა მამამ ციხე ვერ აიტანა მაინც მათი ბრალია მისი სიკვდილი ვინც 2 მილიონის მოპარვა დააბრალა. გებრიელის ოჯახი კი მდიდარი არ იყო მილიონი ერთად თვალითაც არასოდეს უნახავს. ამ დროს ისევ მობილურის ზარი გაისმა. მილაა.
_მე ყველაფერი ვიცი ის კაცი გადარჩა შენ რომ მოკვლა გინდოდა მკვლელი ხარ მეზიზღები მეზიზღები._ მილა ტიროდა ამ სიტყვების მერე მობილური გაითიშა.
საშინელი დღეა მილა ძალიან უყვარს არ უნდა მისი დაკარგვა მაგრამ რას იზამს უკან აღარ დაბრუნდება. ისევ განაგრძო გზა ბანკში მივიდა. როგორც იქნა სეიფებში შეუშვეს ერთერთთან მივიდა კოდი აკრიბა.. გასაღები გადაატრიალა.. გააღო და ჩაიკეცა სეიფში მოპარული 2 მილიონი იდო.

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა coldplay: 09 May 2008 - 03:38 PM

| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#31 მომხმარებელი არაა ფორუმზე   coldplay Icon

  • My love wears forbidden colors
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11767
  • რეგისტრაცია: 03-December 07

Posted 09 May 2008 - 03:33 PM

ჰმმმმ საინტერესო დასასრული იყო evil.gif
საწოლიდან ფანჯრისკენ მთვარის ფართო ბილიკი წვება. ამ ბილიკზე სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით ადის კაცი და მთვარისკენ მიაბიჯებს.
----------------
ჩემს თავს ვეკითხები, ცხვირი უფრო სიმპათიური ხომ არ გამიხდა-მეთქი და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ცხვირი არასოდეს არ შეიძლება იყოს სიმპათიური.
0

#32 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 09 May 2008 - 03:34 PM

QUOTE(coldplay @ May 9 2008, 03:33 PM)
ჰმმმმ საინტერესო დასასრული იყო evil.gif
View Post


შემეცოდა user.gif და მადლობა buchti.gif

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა gebriel: 09 May 2008 - 03:41 PM

| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#33 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 10 May 2008 - 10:33 AM

ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
გაბრიელ მაგარი ხარ
თუ ესე მოგწონდა მკვლელები
dexter რატომ არ ნახე
ჰოოოო ხოცავდა ყველას ვინც კი გზაზე გადაუდგებოდა. განურჩევლად სქესისა და ასაკისა
ჩვენი დექსტერასი არ იყოს ბავშვებმა რა დაუშავა
ჰო კიდევ გებრიელმა მაშინვე დაინახა ჯორჯი გახვრეტილი შუბლით
ლოლ მაგარია
ერთ რამეს გირჩევ
მანიაკებზე თუ გინდა წერა ორი რამ დაიმახსოვრე
პერსონაჟი და მკვლელობა ეს ორი რამ არის მთავარი
სუპერ პერსონა და იდიალური მკვლელობა
რადგან სიუჟეტი უკვე 10 ხარისხოვანია
პერსონაჟზე იმუშავე ბევრი დაწვრილებით აღწერე
მხოლოდ ცივსისხლიანი დებილი მკვლელი არ მოსწონს ხალხს(საერთოდ რა მოსაწონია მკვლელი მაგრამ რას ვიზმთ)

მაგრამ არ გირჩევ მკვლელებზე წერას ფსიქიკაზე მოქმედებს biggrin.gif
დამწყევისთვის არაუშავს 3+

ბეტმენის მუშტი
0

#34 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 10 May 2008 - 10:38 AM

Freeman

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

გავითვალისწინებ შენს რჩევას ჯერ პირველი დეტექტივის მცდელობა იყო
dexter ეგ ტიპი ცოტა მოდებილო იყო და მიტო არ მომეწონა raviaba.gif
მეტი რაღა ფსიქიკაზე იმოქმედებს მკვლელობაზე რომ წერ თავიდანვე ხარ
ცოტა შექანებული sarkastik.gif

buchti.gif
| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#35 მომხმარებელი არაა ფორუმზე   kikimara Icon

  • green butterfly
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1189
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 11 May 2008 - 02:51 PM

gebriel

მაგარი ხარ, ძაან მომეწონა, გააგრძელე ასე წერა და ჩვენც წაგვაკითხე აუცილებლად, მართლა მომეწონა smile.gif jumr.gif jumr.gif jumr.gif

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა kikimara: 11 May 2008 - 02:52 PM

come away with me ...
0

#36 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 12 May 2008 - 08:56 AM

QUOTE(kikimara @ May 11 2008, 02:51 PM)
gebriel

მაგარი ხარ, ძაან მომეწონა, გააგრძელე ასე წერა და ჩვენც წაგვაკითხე აუცილებლად, მართლა მომეწონა smile.gif  jumr.gif  jumr.gif  jumr.gif
View Post


blush.gif მადლობა აუცილებლად buchti.gif
| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#37 მომხმარებელი არაა ფორუმზე   a.g. Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1715
  • რეგისტრაცია: 08-December 06

Posted 13 May 2008 - 01:58 AM

gebriel ძალიან მომეწონა..

ჰოდა შენი ავატარი გავს გებრიელს. biggrin.gif

0

#38 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gebriel Icon

  • Weeping Angel
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 16604
  • რეგისტრაცია: 06-October 07

Posted 13 May 2008 - 09:37 AM

QUOTE(a.g. @ May 13 2008, 01:58 AM)
gebriel ძალიან მომეწონა..

ჰოდა შენი ავატარი გავს გებრიელს. biggrin.gif

View Post


buchti.gif flowers.gif

ჰო გავს რაღაცნაირად chups.gif
| + O + ∆ = Deathly Hallows ϟ

მწერ აცივდაო
თურმე ქარიც დაჰქრის ვერაგი
აქ, კარადაში,შენს ეულად დარჩენილ კაბას
გავიხადე დამოვახურე
ჩემი პერანგი.
0

#39 მომხმარებელი არაა ფორუმზე   zuka404 Icon

  • WizaRd.......
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 413
  • რეგისტრაცია: 25-April 08

Posted 17 May 2008 - 06:59 PM

აუ ხალხო ჩემს ლექსსაც დავწერ რა არ ვიცი მოგწეონებათ თუ არა, მაგრამ კრიტიკასაც გავუძლებ არაუშავს, ისე არც პოეტობაზე და არც რამე ეგეთ რაღაცაზე მაქვს პრეტენზია უბრალოდ:
ფოთლები ხმება'
გული მეწვება,
ყინული დნება'
ქარბუქი დნება,
ვარდები ჭკნება,
სიცოცხლე კვდება,
სიყვარული კი არასდროს ქრება.
დიდი არაფერია, მაგრამ უბრალოდ სურვილი გამიჩნდა მეც დამეწერა ჩემი ლექსი smile.gif

Find peace within your soul...............
0

#40 მომხმარებელი არაა ფორუმზე   zuka404 Icon

  • WizaRd.......
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 413
  • რეგისტრაცია: 25-April 08

Posted 17 May 2008 - 11:26 PM

ფიქრი ძნელია,
ოთახი ბნელია,
ხელები ჩემია,
კალამი მწველია,
ფურცელიც ცხელია,
სათი ნელია,
მიწაში ხვრელია,
შავი ხვრელია,
მიწაში ფერია,
ხეები ხმელია,
ფოთლები ფენია,
ტიტების ფერია,
ჩამქრალი ცეცხლია,
ნაცარი მთქმელია,
თვალები ჭრელია,
ღამე კი გრძელია.
აქ ვინმე მხსნელია?! .........
ავტორი: მე biggrin.gif დიდ ვერაფერია მარა....
Find peace within your soul...............
0

  • (3 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი