GOL.GE Forum: მასონიზმი - GOL.GE Forum

Jump to content

  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

მასონიზმი რა გსსმენიათ მასონების შესახებ . . .

#41 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SHAKURA Icon

  • სიკვდილი ცხოვრების აზრია . . .
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 423
  • რეგისტრაცია: 08-February 07

Posted 18 August 2007 - 02:11 AM

ჰო ეს მასონების ნიშანი რომელზეც ვსაუბრობდი ცოტა გამიჭირდა ოფციებში გარკვევა და დამიგვიანდა დადება

Attached File(s)


ar gindaT ovaciebi es ubralod me var :-)
ra didi azris var sakuTar Tavze . . . :-D
_______________________________________________________
sicocxle erTxel modis sikvdilTan erTad
tyuili arsebobs simarTlesTan erTad
siyvaruli aris mxolod siZulvilTan erTad
da skieTe ibadeba bortTan erTad . . .
_______________________________________________________
ikavi msaxuri da iqnebi batoni ikavi batoni da iqnebi msaxuri . . .
_______________________________________________________
cxovreba xshirad miugebeli da usamartoa ecade ar daemsgavso cxovrebas da cxovreba dagemsgavseba shen . . . :)
________________________________________________________
Cems fanjarasTan mercxleebma gaikeeTes bude amboben bedniereba moaqvso :)
_____________________________________________________
ყველაზე დიდი, რთულად წასაკითხი და გენიალური წიგნი თავად ცხოვრებაა . . .
_____________________________________________________
ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია განსაკუთრებით ადამიანისთვის . . .
_____________________________________________________
ყველაზე დიადი ადამიანები ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან . . .
_____________________________________________________
თავისუფლება აი რა არის ის რაც ადამიანს არასდროს არ ყოფნის . . .
____________________________________________________
ადმიანს შეიძძლება ყველამ და ყველაფერმა უღალატოს უფლის გარდა მთავარია ადამიანმა არ უღალატოს უფალს . . .
0

#42 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mziskara Icon

  • მზისკარა
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1278
  • რეგისტრაცია: 09-March 07

Posted 18 August 2007 - 06:05 PM

QUOTE(SHAKURA @ Jul 17 2007, 12:45 AM)
მართლა საინტერესო იყო მაგრამ მასონიზმთან რა კავშირი აქვს მართლა ვერ მივხვდი
View Post


დოლარზეა გამოხატული მასონთა სიმბოლოები, მაგათია ფული და პოლიტიკა...

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა mziskara: 18 August 2007 - 06:07 PM

ღმერთისადმი სიყვარული ადამიანისადმი სიყვარულია,
პირდაპირი სახით ღმერთის სიყვარული ანგარებაა.
0

#43 მომხმარებელი არაა ფორუმზე   steel soldier Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 297
  • რეგისტრაცია: 19-September 05

Posted 18 August 2007 - 08:11 PM

ისე ნეტავ ათეისტები რას ფიქრობენ ამაზე..
0

#44 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SHAKURA Icon

  • სიკვდილი ცხოვრების აზრია . . .
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 423
  • რეგისტრაცია: 08-February 07

Posted 18 August 2007 - 08:29 PM

ატეისტების აზრი მართლა საინტერესო იქნებოდა

ar gindaT ovaciebi es ubralod me var :-)
ra didi azris var sakuTar Tavze . . . :-D
_______________________________________________________
sicocxle erTxel modis sikvdilTan erTad
tyuili arsebobs simarTlesTan erTad
siyvaruli aris mxolod siZulvilTan erTad
da skieTe ibadeba bortTan erTad . . .
_______________________________________________________
ikavi msaxuri da iqnebi batoni ikavi batoni da iqnebi msaxuri . . .
_______________________________________________________
cxovreba xshirad miugebeli da usamartoa ecade ar daemsgavso cxovrebas da cxovreba dagemsgavseba shen . . . :)
________________________________________________________
Cems fanjarasTan mercxleebma gaikeeTes bude amboben bedniereba moaqvso :)
_____________________________________________________
ყველაზე დიდი, რთულად წასაკითხი და გენიალური წიგნი თავად ცხოვრებაა . . .
_____________________________________________________
ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია განსაკუთრებით ადამიანისთვის . . .
_____________________________________________________
ყველაზე დიადი ადამიანები ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან . . .
_____________________________________________________
თავისუფლება აი რა არის ის რაც ადამიანს არასდროს არ ყოფნის . . .
____________________________________________________
ადმიანს შეიძძლება ყველამ და ყველაფერმა უღალატოს უფლის გარდა მთავარია ადამიანმა არ უღალატოს უფალს . . .
0

#45 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mziskara Icon

  • მზისკარა
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1278
  • რეგისტრაცია: 09-March 07

Posted 21 August 2007 - 06:07 PM

ათეისტები შექმნილნი არიან, ანუ გარეგანში მარიონეტული ფორმაა იმ შინაგანი მაგიისა, რომელსაც ლოჟები ემსახურებიან.
ღმერთისადმი სიყვარული ადამიანისადმი სიყვარულია,
პირდაპირი სახით ღმერთის სიყვარული ანგარებაა.
0

#46 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ATWA Icon

  • გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 9534
  • რეგისტრაცია: 02-February 07

Posted 07 October 2007 - 06:50 PM

რა ვერ გავიგე იცით

რა შუაშია ამაშენებელთან გრაალი



Failure I cannot fix, false hope for nothing
This is the life I lead and tomorrow will not change
0

#47 მომხმარებელი არაა ფორუმზე   SHAKURA Icon

  • სიკვდილი ცხოვრების აზრია . . .
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 423
  • რეგისტრაცია: 08-February 07

Posted 24 September 2008 - 01:10 PM

QUOTE(ATWA @ Oct 7 2007, 05:50 PM)
რა ვერ გავიგე იცით

რა შუაშია  ამაშენებელთან გრაალი
View Post



wink.gif და ვინ იძახის რომ შუაშია . . . ? ეგ არც მე ვიცი . . . საინტერესოა

ისე ყველა ისტორიულად ძლიერ მონარქს მიაწერენ ხოლმე გრაალის თასის, ბედისწერის მახვილის, ქრისტეს კვართის და მსგავს სიწმინდეებთან კავშირს ეს მსოფლიო ხალხების აზროვნების ნაწილია და მგონი ამის მიზეზ უფრო ადამიანის ფსიქოლოგიაში უნდა ვეძიოთ თუ რატომ აკავშირებენ ადამიანები მსგავს უხეშად ვიტყვი "მაგიურ" რელიგიურ რელიქვეებთან წარმატებულ ადამიანებს.


ალბათ იმიტომ რომ ცდილობენ საკუთარი წარუმატებლობა ამით გაამართლონ . . . ? თუ დავაკვირდებით ყველა წარმატებულ ადამიანს აკავშირებენ რაიმე მაგიურთან თუნდაც დღეს XXI საუკუნეში . . . ! ! !
ar gindaT ovaciebi es ubralod me var :-)
ra didi azris var sakuTar Tavze . . . :-D
_______________________________________________________
sicocxle erTxel modis sikvdilTan erTad
tyuili arsebobs simarTlesTan erTad
siyvaruli aris mxolod siZulvilTan erTad
da skieTe ibadeba bortTan erTad . . .
_______________________________________________________
ikavi msaxuri da iqnebi batoni ikavi batoni da iqnebi msaxuri . . .
_______________________________________________________
cxovreba xshirad miugebeli da usamartoa ecade ar daemsgavso cxovrebas da cxovreba dagemsgavseba shen . . . :)
________________________________________________________
Cems fanjarasTan mercxleebma gaikeeTes bude amboben bedniereba moaqvso :)
_____________________________________________________
ყველაზე დიდი, რთულად წასაკითხი და გენიალური წიგნი თავად ცხოვრებაა . . .
_____________________________________________________
ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია განსაკუთრებით ადამიანისთვის . . .
_____________________________________________________
ყველაზე დიადი ადამიანები ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან . . .
_____________________________________________________
თავისუფლება აი რა არის ის რაც ადამიანს არასდროს არ ყოფნის . . .
____________________________________________________
ადმიანს შეიძძლება ყველამ და ყველაფერმა უღალატოს უფლის გარდა მთავარია ადამიანმა არ უღალატოს უფალს . . .
0

#48 მომხმარებელი არაა ფორუმზე   -cinoberi- Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 191
  • რეგისტრაცია: 28-September 08

Posted 01 October 2008 - 07:53 PM

გვიან,მაგრამ მაინც... მასონიზმი არაა რელიგია ეს ერტგვარი სეკტაა რომელიც ერთი შეხედვით სატანიზმთან არანაირ კავშირში არაა,მასონებს ძალიან დიდი ისტორია აკვს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა გაერთიანება,,თავისუფალი კალატოზები" ისინი ითვლებიან მათ წინამორბედებად.
განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები, _
ალბათ ასე განსხვავდება
ტორეადორის და ხარის სევდა...
0

#49 მომხმარებელი არაა ფორუმზე   -cinoberi- Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 191
  • რეგისტრაცია: 28-September 08

Posted 01 October 2008 - 07:56 PM

arsebobda masonTa lojebi isini mtel evropashi cdilobdnen xelshi chaegdod ekonomikuri kseli rac gamouvidat bankebis umravlesoba mat xelshi agmochnda

განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები, _
ალბათ ასე განსხვავდება
ტორეადორის და ხარის სევდა...
0

#50 მომხმარებელი არაა ფორუმზე   piero Icon

  • bubu
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 13471
  • რეგისტრაცია: 04-June 07

Posted 01 October 2008 - 07:58 PM

ნუ დოლარზეც მაგათი ნიშანია

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა piero: 01 October 2008 - 07:58 PM

[media]http://www.youtube.com/watch?v=D0QKbnCDW94[/media]

...............................................................
0

#51 მომხმარებელი არაა ფორუმზე   -cinoberi- Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 191
  • რეგისტრაცია: 28-September 08

Posted 01 October 2008 - 07:58 PM

mati damsaxurebaa inglisis taxtidan stiuartebis chamogdeba,
განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები, _
ალბათ ასე განსხვავდება
ტორეადორის და ხარის სევდა...
0

#52 მომხმარებელი არაა ფორუმზე   -cinoberi- Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 191
  • რეგისტრაცია: 28-September 08

Posted 01 October 2008 - 08:02 PM

masonta kseli agebulia sapexuroebriv kavshirze arsebobs masonta doneebi kveda sapexurma ar icis zeda sapexuris sakmianobis shesaxeb es uckobs xels mat anonimurobas.asetma kavshirma carmoshva kve dajgupebebi cametta kavshiri samasta kavshiri...
განსხვავდებიან ჩვენი სიზმრები, _
ალბათ ასე განსხვავდება
ტორეადორის და ხარის სევდა...
0

#53 მომხმარებელი არაა ფორუმზე   maqciaa Icon

  • No-one knows what I hide.......
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 14096
  • რეგისტრაცია: 22-October 06

Posted 01 October 2008 - 09:16 PM

დაგერხათ evil.gif


მე მიყვარს სიცოცხლე!
0

#54 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hunter Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 1
  • რეგისტრაცია: 19-May 09

Posted 20 May 2009 - 04:52 PM

გამარჯობა ფორუმში მონაწილეებს,

ყველა მკითხველისადმი დიდი პატივისცემით მინდა ორიოდე სიტყვით მეც შემოგიერთდეთ აღნიშნული საკითხის განხილვაში.
პირველ რიგში აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ არსებობს გარემოებები, მოვლენები და ფაქტები, რომლებიც იმის მიუხედავად არსებობენ, გვჯერა ჩვენ მათი არსებობის შესახებ ან ვიცთ რაიმე მათ შესახებ თუ არა.
საუბედუროდ, ჩვენი წინაპრებისაგან განსხვავებით, საუკუნეების განმავლობაში, ნელ-ნელა დავკარგეთ ინტუიციური, წინათგრძნობაზე დამყარებული ცოდნა, რომელიც კომპასივით მიგანიშნებს თუ სად არის საძიებელი ესა თუ ის დაფარული საკითხი, მაგრამ საბედნიეროდ ხელი მიგვიწვდება ინტერნეტში არსებულ უამრავ ინფორმაციულ წყაროზე.
თუ კარგად მოვინდომებთ, უამრავ დაფარულ საკითხს გამოვარკვევთ და ამის გაკეთება არც ისე რთულია. ოდესღაც სახარების კითხვაც კი კოცონზე დაწვით ემუქრებოდა ადამიანებს და ეს ოდესღაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო და თანაც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. იმაზე საუბარიც კი აღარაა, რომ რაიმე წიგნების კითხვის გამო კი არა უბრალოდ განსხვავებული აზრის გამოც კი კოცონი გარანტირებული იყო.
ცეცხლმა, წამებამ და ადამიანების ფანტაზიაში შექმნილმა ხელოვნურმა ჯოჯოხეთმა საბედნიეროდ ვერ შეძლო შეეჩერებინა ჭეშმარიტების ძიების მცდელობები. თითქოს დავამარცხეთ ბოროტება და ეხლა ნებისმიერ წიგნზე და ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი, მაგრამ რათ გინდა?! თუ ადრე ადამიანები თავს წირავდნენ იმის გამო, რომ მომავალ თაობებს ქონოდათ ჭეშმარიტების შეცნობის საშუალება, დღეს, თანამედროვე თაობამ, რომელსაც ისეთი ინფორმაციული საშუალებები გააჩნია ამისათვის, რომლის 0,000000001%-ის წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდათ თუნდაც 50 წლის წინ, რატომღაც უგულებელვყო ეს უპირატესობა.
რატომ?
არ გიჩნდებათ კითხვები?
ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებს ადამიანი თუ მოინდომებს, თუ არადა მაშინ ღმერთს უსამართლოდ შეუქმნია ეს სამყარო, რადგან ერთს მიუწვდება რაღაცეებზე ხელი და მეორეს არა (აქ გამონაკლისებზე არაა საუბარი). ეს ასე არაა და რომ ღმერთმა ყველას თანაბრად გვარგუნა მისი სიბრძნეც და მადლიც ცხადია. ვიმედოვნებ, რომ თქვენი უმრავლესობაც ასევე ფოქრობს.
ისტორია არის მიზეზ-შედეგობრიობის პროცესი, რომელიც, ამჟამად უკვე, მეორედ მოსვლისაკენ მიემართება და ამ პროცესში ვინ რა როლს შევასრულებთ და როგორ მივიღებთ მასში მონაწილეობას, დავაჩქარებთ მას თუ შევანელებთ, ჩვენზეა დამოკიდებული. თქვენც იცნობთ ალბათ არაერთ ადამიანს, რომელსაც თავისი იდეოლოგია და ყოველდღიური ფიზიკური არსებობაც კი ტყუილებზე აქვს აგებული. მაგალითად: მოღალატე მეუღლე, რომელიც ატყუებს მეუღლესაც, ოჯახის სხვა წევრებსაც, მის კეთილისმსურველებსაც, და თვითონ საყვარელსაც. ნარკომანი, რომელიც ერთი დოზის მიღების სანაცვლოდ ატყუებს ყველას, ვინც რამენაირად შეიძლება ხელი შეუშალოს მის მიზნებს ან ვინმეს, ვისი მოტყუებითაც ცდილობს მიაღწიოს მიზანს. არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც რეკლამის ქვეშ ფუთავენ თავიანთ პროდუქტს და სარეკლამო ტყუილით ცდილობენ შემოგვატყუონ, ხშირ შემთხვევაში, უხარისხო პროდუქტი. არსებობენ ისეთი ხელმძღვანელები, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს ატყუებენ დაპირებებით, პროცესების დროში გაწელვით და საბოლოოდ ამას თავიანთი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ. ასეთი ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს და ამიტომ მეტად აღარ დავწვრილმანდები, რადგან მგონია, რომ ისედაც მიგახვედრებთ რისი თქმაც მინდა. მოკლედ ამ და სხვა უამრავ სიცრუესთან ყოველ ჩვენთაგანს, ყოველდღიური შეხება გაგვაჩნია.
ცალკეული მატყუარების არსებობა, საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა საფუძველს ორგანიზებული მატყუარათა ჯგუფების გაჩენისათვის და მემგონი ეხლა თქვენთვის უკვე ნათელია თუ რას გიყვებოდით ამდენი ხანი და რისი თქმა მინდოდა. დააკვირდით, გადახედეთ დღევანდელ ყოფას. სარეკლამო ნიღაბს ამოფარებული სხვადასხვა სახის პროდუქტი, საგანი თუ მოვლენა (პურით და ღვინით დაწყებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი მიღწევებით დამთავრებული), გამარჯვებულთა მიერ დაწერილი, გაყალბებული ისტორია, სიცრუის და გაყალბების ინსტრუმენტად ქცეული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები, ადამიანების უსაფრთხოების ნიღაბს ამოფარებული ტოტალური კონტროლის მექანიზმები, ვითომ ადამიანთა დასაცავად შექმნილი სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებიც რეალურად ადამიანთა დასათრგუნად იქმნება.
საუკუნეთა განმავლობაში კეთილშობილმაც და ამპარტავანმა ბოროტმოქმედმაც დახვეწეს ბრძოლის მეთოდები. აქ გასაკვირი არაფერია, არც რაიმე ზღაპრებთან გვაქვს საქმე და არც რაიმე მითებად ქცეულ შეთქმულებებთა. ეს ყველაფერი ბუნებრივი ბრძოლაა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ცალკე თემაა ორგანიზებული ქმედებები სხვადასხვა საიდუმლო თუ საზოგადოებრივი ორგანოზაციებისა. შუა საუკუნეებში, ტამპლიერების ორდენი ღვთაებრივ საიდუმლოებებს ეძიებოდა და თავისებური რწმენით, ქრისტეს სახელის გულისათვის, იბრძოდა და თავსაც წირავდა კაცურად. გავიდა დრო და მათ რიგებშიც შეიპარა ამპარტავნება და მათი ისტორიის მცოდნეებმა კარგად იციან თუ როდის მოხდა ეს ფაქტი. იმის მიუხედავად, რომ ტაძრელთა ხსენებული ორდენი მართლაც ჭეშმარიტებისათვის იბრძოდა, დაფასება მათი საქციელისა სამწუხაროდ მათივე კოცონზე დაწვით მოხდა. რთულია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რატომ დასაჯა განგებამ ეს კეთილშობილური გრძნობებით გაჟღენთილი ორდენი, თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამის განხილვას ეხლა არ ვაპირებ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში უკვე დაიწყო ამ ორდენის რეაბილიტაცია და დრო თავისას იზამს. ცალკე თემაა, თუ როგორ აღმოჩნდა მათი მემკვიდრეობა მასონთა საკუთრება. ტამპლიერების ტრანსფორმირებას მასონებად ძალიან სერიოზული დაკვირვება ჭირდება. ამ საკითხში ერთმნიშვნელოვნად ხელაღებით საუბარი ცოტა რთულია რადგან არგუმენტირებულად ამათუიმ საკითხის მტკიცება რთულია. დაფიქრდით იმაზეც, რომ 2000 წლის წინ შექმნილი ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი კათოლიკურ ორგანიზაციად ტრანსფორმირდა, რომელიც შემდგომში, საუკუნეების განმავლობაში, მხოლოდ ერთი მიზნით, რომელსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება ეწოდება და რომლის საფუძველიც ამპარტავნებაა მხოლოდ, ადამიანების დაწვითა და მათი წამებით იყო განთქმული. ვთქვათ არ ვიცით სად და როგორ ჩაეყარა საფუძველი კათოლიკურ ეკლესიას და პირდაპირ შუა საუკუნეებიდან დავიწყოთ. წარმოიდგენს ვინმე, რომ შეიძლებოდა ასეთი ურჩხულისათვის ქრისტეს ჩაეყარა საფუძველი? აქედან გამომდინარე, ცალკეული ფრაგმენტების განხილვა ისეთივე რამ იქნება, როგორც დღევანდელი ტელევიზიით გაშუქებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, განცხადებები უცხოელი დიპლომატებისა, რომლებიც შემდგომ, სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებს უჩივიან, მათი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. ყველაზე მეტად კი გასათვალისწინებელია, რომ საიდუმლო ორგანიზაციები და განსაკუთრებით ისეთები, რომელთაც გაყალბების და სიცრუის საუკუნოვანი გამოცდილება და მათი განხორციელების სხვადასხვა ინსტრუმენტები გააჩნიათ ისე შეინიბებიან, რომ მთელი ცხოვრება მუდმივად გექნება განცდა, რომ რაღაც გამოარკვიე, მაგრამ ამაოდ.
რაა, მეშლება რამე?
ასე არაა?
სამწუხაროდ ასეა და თუ ამასთან ბრძოლას ვაპირებთ, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ვისთან გვაქვს საქმე. გაიხსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების უახლესი ისტორია, როდესაც რამდენიმე მატყუარამ მთლიანად და თითქმის მყისიერად ჩაიგდო ხელში ათობით ბანკი და შემდეგ მთლიანად ქვეყანა. თუ არ გახსვთ მე შეგახსენებთ.
ჯერ ეტაპობრივად საინფორმაციო საშუალებები ჩაიგდეს ხელში (მაშინ მარტო გაზეთები იყო). ყვითელი პრესით დაწყებული, დღემდე არსებული, ამჟამად და მაშინაც ყველაზე ავტორიტეტული გაზეთებით დამთავრებულ. შემდეგ ერთ-ერთ გაზეთში, რომელშიც მხოლოდ ჭორები ეწერა, გაჩნდა სტატია სადაც ეწერა, რომ თურმე დადის ჭორები ერთ-ერთი ბანკის გაკოტრების შესახებ. შემდეგ მეორე ასეთივე გაზეთში გაჩნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ ერთ-ერთ ჭორების გაზეთში ეწერა, რომ ერთ-ერთი ბანკი გაკოტრების პირასააო. ვერც პირველ და ვერც მეორე გაზეთს ვერავინ მოსთხოვდა პასუხს, რადგან ეწერა, რომ ჭორიაო თან წყაროც კი იყო ხსენებული. ეს პირამიდა, რომელიც აქედან აგორდა ერთ-ერთი შედევრია იმ ავადსახსენებელი ადამიანებისა, რომლებზეც ეხლა ვსაუბრობთ. მოკლედ ერთი ჭორი, რომელიც თავდაპირველად ჭორების, დაბალი დონის გაზეთში დაიბეჭდა გადავიდა მეორე, მათივე კუთვნილ გაზეთში, შემდეგ სხვა, შედარებით უფრო სოლიდურ გაზეთში, შემდეგ კიდევ სხვა უფრო სოლიდურ გამოცემაში და ბოლოს, როდესაც რიგები დადგა მიზანში ამოღებულ ბანკთან, იქ ამ რიგს უკვე ელოდნენ ყველაზე „სანდო“ გაზეთების (ცხადია ეს გაზეთებიც მატყუარათა გუნდს ეკუთვნოდა) წარმომადგენლები და სასწრაფოდ დაიწრა ახალი სტატია, რომელიც უკვე სიმართლეს შეესაბამებოდა. რა ეწერა, რა იყო ეს სიმართლე? არც არაფერი ისეთი, ეწერა რომ ჭორები გამართლდა და მართლაც აღმოჩნდა ბანკი გაკოტრების პირას, რადგან ყველა მეანაბრისათვის ანაბრების ერთდროულად დაბრუნების საშუალება არათუ იმ ბანკს, არამედ იშვიათად რომ რომელიმე ბანკს შეეძლოს. მალე გაკოტრდა ეს ბანკი და მისი ბედი სხვა დანარჩენმა ბანკებმაც გაიზიარეს.
ეხლა გადახედეთ რა მოხდა საქართველოში. გაურკვეველი წარმოშობის ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა კაპიკებად შეისყიდეს ქართული მიწები. შემდეგ რამდენიმეჯერ გადაყიდეს ერთმანეთში, რომ შექმნილიყო მიწის და უძრავი ქონების გაძვირების პროცესისს ილუზია, რაც მოხდა კიდევაც. დაიწყო სამშენებლო ბუმი. ფასები ისე მკვეთრად გაიზარდა, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების ფასებიდან ავარდა მანჰეტენის, პარიზის, ლონდონის და სხვა სიძვირით ცნობილი ქალაქების ფასებამდე. პეკინის გამზირზე 1 კვ.მ. კომერციული ფართის ფასი 10 000 აშშ დოლარს შეადგენდა. 100-დან 10 000 რომ გახდა და რამდენიმე წელიწადში რომ გაასმაგდა ფასი ესეთი რამე გაგიგიათ ვინმეს, რომ სადმე მომხდარიყოს. ასე არ ხდება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში სხვა არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა და თუ რაიმე მსგავსი დაფიქსირებულა სადმე, იქაც ავტორები იგივენი არიან და მათი კვალიც ადვილი მისაგნებია. მიზეზი ამ ყველაფრისა ძალიან მარტივია. ხსენებულმა, ვისთვის გაურკვეველმა და ვისთვის გარკვეულმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირებმა 1 ერთეულად ნაყიდი ქონება უკან მოგვყიდეს 50 და ხშირ შემთხვევაში 100 ერთულადაც კი, თანაც მეტწილად განვადებით (ლისის ტბა, წავკისი და სხვა). ჯერ იაფად რომ იყიდეს და ძვირად მოგვყიდეს რამდენი იშოვეს ეგ დათვალეთ, მაგრამ ეგ არ აღმოჩნდა საკმარისი. იმისათვის, რომ ჩვენ განვადებით გვეყიდა მათი ან მათი ღვაწლით კატასტროფულად გაძვირებულუ ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მიერ შემოთავაზებული უძრავი ქონება საჭირო იყო ბანკების მონაწილეობა. შესაბამისად იგივე პირებმა, ეხლა სესხების სახით, დახმარება გაუწიეს ქართულ ბანკებს, რათა შემდეგ მათ გაეცათ სესხები სამშენებლო კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებზე.
მოკლედ 1-ად იყიდეს და 100-ად უკან მოგვყიდეს და უკან რომ გვეყიდა ფულიც თვითონ გვასესხეს, თანაც ეს ყველაფერი მშვენივრად ინიღბებოდა ყურადღების მუდმივი გადატანით რუსულ აგრესიაზე (ცხადია რუსეთიც იძლეოდა ამის საბაბს და ამათაც მშვენივრად გამოიყენეს ეს გარემოება).
რატომ გააკეთეს ესეთი რამე, ფულის შოვნის მიზნით?
არა, ფული ისედაც მთლიანად მათია, ფული მათი ინსტრუმენტია მიზნების მისაღწევად ისევე როგორც ტყუილი. მიზნები გაცილებით უფრო შორს მიმავალი და მზაკვრულია. ამ ეტაპზე ფინანსურ, პოლიტიკურ და მორალურ კრიზისში არმოვჩნდით. საქართველოს დიდი ნაწილი გაყიდულია ან იჯარითაა გაცემული. ტერიტორიების დიდი ნაწილი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და აგრესიულ ქვეყანას აქვს მიტაცებული. ტერიტორიების გარდა არავის არაფერი წაურთმევია, ჩვენი ხელით გადავეცით და თან ვეხვეწებოდით დამეხმარე და ინვესტიციები გააკეთეო. შემდეგ ეტაპზე ენას, ეროვნულ ღირსებას და სარწმუნებას ჩაანაცვლებენ ყალბი ღირებულებებით. ახალგაზრდობაში ჰომოსექსუალიზმს და სექსუალურ აღვირახსნილობას დანერგავენ, ეკლესიას სასაცილოდ აიგდებენ, ქართული ენა ნელ-ნელა ინგლისურით ჩანაცვლდება და დანარჩენზე თქვენ თვითონ იფიქრეთ. თუ ვინმეს არ გჯერათ, ეს იმის დამადასტურებელია, რომ ან არ იცით და არც ცდილობთ გაარკვიოთ ან თქვენც ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად მათკენ ხართ. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, უბრალოდ ეხლა უკვე კარგად გამოიკვეთა.
გინდათ, რომ თქვენ შვილებს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები ჰქონდეთ?
გინდათ, რომ იოანე ზოსიმეს ნაქები, ქართული, ყოველი საიდუმლოს შემცველი, კრიპტოგრაფიული, რუსთველისა და ილია ჭავჭავაძის ენა დავკარგოთ?
გინდათ, რომ ათასწლოვანი, შეურყეველი მართალის მადიდებელი სარწმუნოება სექტებად და კერპთაყვანისმცემლობად ვაქციოთ ჩვენივე ხელით?
თუ არა, მაშინ ყოველმა ჩვენთაგანმა ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად საკუთარი სარწმუნოება, ენა, სამშობლო და შვილების მომავალი უნდა ვაქციოთ. ერთმანეთის შეცდომები და უარყოფითი მხარეები კი არ უნდა ვეძიოთ და ვაკრიტიკოთ, არამედ ვიპოვოთ ერთმანეთში დადებითი მხარეები და მათ დავაკვირდთ. ერთ მუშტად შევიკრათ და ეს არც თუ ისე რთულია, რადგან რაოდენობრივად ძალიან ცოტანი ვართ. გავაერთიანოთ ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები და არა უცხო ქვეყნების საკეთილდღეოდ, არამედ ჩვენი სამშობლოსათვის გამოვიყენოთ.
თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ერი დეგრადირებულია და მას აღარ შესწევს ძალა ბრძოლისათვის მაგრად ცდება. ასეთებს შევახსენებ:
რომ არა ამერიკული ავიაციის ხერხემალი ალექსანდრე ქართველიშვილი, სულ სხვანაირად წარიმართებოდა მსოფლიოს ისტორია.
რომ არა სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე და კიდევ რამდენიმე ქართველი (ცუდები თუ კარგები ცალკე თემაა.) აღარც რუსეთი იარსებებდა და ვინ იცის კიდევ რეები მოხდებოდა.
რომ არა შვეიცარიაში მომუშავე ქართველების მთელი გუნდი, მეცნიერები ვერ შექმნიდნენ ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელს, რომლის ექსპერიმენტალურ შედეგებსაც მთელი მსოფლიოს მეცნიერება გაფაციცებით შესცქერის.
ასეთი ფაქტების მოყვანა ამ საუკუნეში მომხდარი ამბების წერითაც კი შორს წაგვიყვანს, ამიტომ აღარ მოვყვები თუ რა შეიცვლებოდა მსოფლიოს ისტორიაში ქართველებს რომ ღვინის, პურის და რკინის საიდუმლო არ აღმოეჩინათ, ფარსმან ქველს რომ ერთის მხრივ რომის და მეორეს მხრივ პართიის ექსპანსია არ შეეჩერებინა, რომ გორგსალს საერო და სასულიერო სფეროები არ გაეერთიანებინა, რომ თორნიკე ერისთავს ბარდა სკლიაროსი არ დაემარცხებინა, რომ დავით აღმაშენებელს მთელი მუსულმანური კოალიცია არ გაენადგურებინა და ევროპელები მართლმადიდებლური საიდუმლოებებისთვის არ ეზიარებინა, რომ ქართველებს არ აეღოთ ასასინთა აუღებელი ციხესიმაგრე ალამუთი, რომ არ ყოფილიყო ანთიმოზ ივერიელი, რომ არ ყოფილიყო იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ა.შ.
ამიტომ გონება მოვიკრიბოთ, თვალები გავახილოთ, აღვიქვათ თუ რა გვინდა. გავარკვიოთ რისთვის ვცოცხლობთ, ჩვენთვის თუ ღმერთისათვის. ჩამოვყალიბდეთ რისთვის ვიბრძვით, ნაძრახი სიცოცხლისათვის, საკუთარი ამპარტავნებისათვის თუ ასი ათასი წამებული ქართველის მემკვიდრეობის გაგრძელებისათვის, ექვსი ათასი გარეჯელი ბერის მადლის შენარჩუნებისათვის, ათასწლოვანი გმირების მემკვიდრეობის ბოლომდე გატანისათვის. მემგონი იმისთვის უნდა ვიბრძოდეთ, რომ ხვალ თუ ზეგ და თუნდაც ასი წლის შემდეგ ჩვენ თუ არა ჩვენი შთამომავლები დახვდნენ ქრისტეს მეორედ მოსვლისას თეთრებში შემოსილნი, მათ შეადგინონ მესიის მხედრობა.
მემგონი ძალიან გამიგრძელდა წერა. ამხელა გზავნილი ფორუმის ფორმატს არ შეესაბამება, რისთვისაც გიხდით ბოდიშს და აქვე დავასრულებ.

არ შემიძლია არ დავეთანხმო mziskara-ს და მის მიერ დაწერილი საკითხები შემიძლია ფაქტებით და წყაროების მოყვაით გავამაგრო, რათქმაუნდა თუ თვითონ არ იქნება წინააღმდეგი.

0

#55 მომხმარებელი არაა ფორუმზე   heine Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1321
  • რეგისტრაცია: 24-April 08

Posted 03 August 2009 - 01:53 PM

QUOTE(Deluxe @ May 26 2007, 01:08 AM)
მასონები მართავენ მსოფლიოს. ერთი სიტყვით მაგათია ქვეყანა. თავიდან ქრისტიანობას იცავდნენ და ეხლა პირიქით ებრძვიან. პირდაპირ სატანური სექტაა ტუ რაც არის მოკლედ სატანურია. მანდ რომ მიგიღონ ერთერთი პონტი ისაა რომ ერთი ადგილი უნდა მისცე კაცი ხარ თუ ქალი სულერთია და კიდევ სისხლი უნდა დალიო და საზიზღრულ რიტუალებს უნდა დაესწრო. ჩვენთან საქართველოში ეგრე არც მიგიღებენ აქ დახურული ლოჟაა. ამერიკაში ღიაა და ნებისმიერს შეუძლია შესვლა
View Post





საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია. არსებობს ლიტერატურა სადაც საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი წევრად მიღების რიტუალები მე-3 საფეხურამდე, ეგრეთ წოდებულ იოჰანესლოჟებში (3 გრადუსიანი სისტემა). არსად არაა სექსუალური ორგიები და სისხლის დალევა...მსგავს რიტუალებს შეხვდებით სხვადასხვა სექტებსა და გაერთიენებებში...მაგრამ თავისუფალ ქვისმთლელთა ორდენში ასეთი რიტუალები არ არსებობს.

და კიდევ ერთი, ლოჟა ლოჟაა...არ ქვს მნიშვნელობა ეს ამერიკაა ავსტრალია თუ საქართველო...წევრად გახდომა ყველგან ძნელია....



They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!

Freemasonry - a beautiful system of morals, veiled in allegory, and illustrated by symbols.


Durch Arbeit zur Einigheit!!!

Делай, что изволишь - таков весь Закон!!!

ნუ შექმნით ნურანაირ წესს, რაც მე არ მითქვამს და დამივალებია. ნუ დააწესებთ კანონებს ისე, როგორც კანონმდებლები რათა არ იქნათ შეზღუდულნი ამით. (Евангелие от Марии Магдалины )
0

#56 მომხმარებელი არაა ფორუმზე   heine Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1321
  • რეგისტრაცია: 24-April 08

Posted 03 August 2009 - 02:03 PM

ასევე არასწორად მიმაჩნია თემის სათური: "მასონიზმი" ვინაიდან ასეთი ტერმინი არ არსებობს.... მასონობა არც მიმდინარეობაა და არც მეცნიერება და შესაბამისად "იზმ"-ით არ ბოლოვდება...
They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!

Freemasonry - a beautiful system of morals, veiled in allegory, and illustrated by symbols.


Durch Arbeit zur Einigheit!!!

Делай, что изволишь - таков весь Закон!!!

ნუ შექმნით ნურანაირ წესს, რაც მე არ მითქვამს და დამივალებია. ნუ დააწესებთ კანონებს ისე, როგორც კანონმდებლები რათა არ იქნათ შეზღუდულნი ამით. (Евангелие от Марии Магдалины )
0

#57 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 03 August 2009 - 03:45 PM

ტყუილია!
ჩვენ არ ვარსებობთ.

user posted image.

“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
0

#58 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • "... the magic word is: "attitude".
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 24 May 2010 - 05:40 PM

ჩემთვის ეს ვერსია უფრო ახლოსაა.

პელაზგ-ს არ ეწყინება თუ მის პოსტს წავიკითხავთ აქაც.




VII ს-ში დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე რამდენიმე მუსლიმი ბერი იწყებს ასკეტურ ცხოვრებას, ისინი იმოსებიან ქრისტიანი ბერებისთვის დამახასიათებელ უხეშ, დაუმუშავებელი შალის სამოსით.... ისინი ქმნიან საკუთარ ტერმინოლოგიას, წეშმარიტების შეცნობის თავისებურ გზას და ერთმანეთს უწოდებენ სუფისტებს! რას ნიშნავს ს უ ფ ი ზ მ ი? ეს არის არაბული სიტყვა და და სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: ძაძოსანი... არაბული "სუფ" ნიშნავს შალის უხეშ ქსოვილს, ძაძას...
მალე სირიელ ბერებს დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზეც მიმდევრები უჩნდებიან და უკვე ოფიციალურად არსდება "სუფისტთა ორდენი", რომელიც მთელ ისლამისტურ სამყაროს მოიცავს,
სუფიზმი არის საიდუმლო მოძღვრება, რომელიც აღმოცენდა ისლამურ სამყაროში, ოღონდ თავისი ესთეტიკით, ღვთისმეტყველებით, მეცნიერებით სულაც არ იყო ისლამისტური...
ამ მოძღვრებას უდიდესი ისტორია აქვს, მაგრამ მისი პიკი მაინც XII-XIII ს.ს იყო, ხოლო შემდეგ შეიცვალა და ოდნავ სხვა მნიშვნელობა მიიღო...
ვინ იყვნენ ცხნობილი სუფისტები?
ჯალალედინ რუმი, ომარ ხაიამი, ნიზამ განჯევი, ავი-ცენა, იბნ-ელ-არაბი, ალ ღაზალი, არიან აბუ-საიდი და სხვა...
მოკლედ იმ დროის უკლებლივ ყველა არაბი და სპარსი დიდი პოეტი, თუ მეცნიერი სუფიზტური საიდუმლო ორდენის წევრია... მათთან ახლო მეგობრობაში იყო თვით შოთა რუსთაველი! მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს, ახლა მხოლოდ იმას ვიტყვით რომ სუფისტებმა მსოფლიოს დაუტოვეს უდიდესი საგანძური, სუფისტური ლიტერატურა, რომლის გავლენა აისახა მთელ რენესანსულ ლიტერატურაშიც, რადგან სუფისტური ალეგორიის მეთოდები დამახასიათებელია, როგორც დანტესთვის, ისე პეტრატკასთვის, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ალეგორიის სუფისტური მეთოდები, სულაც არ არის ისლამური ღვტისმეტყველების შედეგი, არამედ ეს არის ქრისტიანული არეოპაგიკის ერთგვარი გაიდეალება!
სუფისტური ლირიკა გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავდება სატრფიალო, სამიჯნურო პოეზიისგან, მაგრამ მის ყოველ სიტყვაში და პოეტურ ხატში იგულისხმება მისტიურ-იდეალური არსი, ფილოსოფიური სიბრძნე, მათ ქონდათ ტერტმინოლოგიის მკაცრი სისტემა, რომლის გაგებაც დღეს კომენტარების გარეშე შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი მკითხველისთვის... ამიტომ გახდა ომარ-ხაიამის ლირიკა ინგლისში ჰედონისტური მოძრაობის სიმბოლოდ, მათ არ ესმოდათ რომ სატრფო არის სიმბოლო ღმერთის, მიჯნური - პოეტი (ემანაცია), ღვინო - ექსტაზი (ანუ ინიციაციის გზა) .
სუფისტური მოძღვრება, მათი ღვთაებრივი ძალის აღქმა საკმაოდ განსხვავდებოდა ორთოქსალური ისლამისგან...
ა) მათ მოძღვრებაში იესოს კულტი შეიძლება ითქვას, აღემატებოდა მუჰამედის კულტს.
ბ) თავიანთ ტაძრებში, ხანაგებში, წერდნენ ხატებს!
გ) ცენტრალური ადგილი ეკავა სამების სუბსტანციას.
დ) საკუთარ მფარველად თვლიდნენ წმ. გიორგის, რომელსაც სუფიზმის მიხედვით ერქვა - ხიზრი...
ე) სული წმიდას აღქმა მათთვის განსაკუთრებულია და მისი გაგებასთან პირდაპირ კავშირშია დიონისე არეოპაგელის მოძღვრებასთან.
მაგალითად გავიხსენოთ ანდალიზუელი არაბი პოეტის იბნ ელ-არაბის გენიალური ლექსი:

* * *
მე მივდევ რ ე ლ ი გ ი ა ს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ას...
მე მიწოდებენ
ხან საღვთო სიბრძნის მწყემს,
ხან ქ რ ი ს ტ ი ა ნ ბ ე რ ს,
ხანაც სპარსელ ბრძენს.
ჩემი მიჯნური ს ა მ ე ბ ა ა,
რომელიც არის მხოლოდ ე რ თ ი...

რა თქმა უნდა, ასეთი ღრმად ქრისტიიანული სტროფები არ დატოვებდა გულგრილს ორთოდოქსალურ ისლამს, ამიტომ აცხადებდნენ სუფისტებს მწვალებლებად, დევნიდნენ და წვავდნენ კოცონზე... არაერთი სუფისტი პოეტი და მეცნიერი იქნა სიკვდილით დასჯილი...

ეს იყო საიდუმლო მოძღვრება "ღმერთის შემეცნების" შესახებ, "ღელიგია სიყვარულისა", რომელსაც უწოდებდნენ "ისლამისტ ქრისტიანებს", მუსულმანურ სექტებს და ამიტომ დევნიდნენ კიდეც, მაგრამ ეს არის პედიოდი, რომელიც იფარგლება XI-XIII საუკუნეებით, სუფისტური განვიტარების მეორე პერიოდი, შემდეგ კი ხდება მისი გადაბრუნება, გზის შეცვლა და სუფისტური ორდენის სათავეში უკვე ორთოდოქსი ისლამისტები მოდიან... ისინი ინარჩუნებენ ავტონომიას, მაგრამ აღარ იდევნებიან, პირიქით ხელს უწყობენ კიდეც სხვადასხვა დინასტიებს სახელმწიფო სათავესი მოსვლაში... მაგალითად ირანში, სეფიანთა დინასტიის მოსვლა სათავეში პირდაპირ კავშირშია სუფისტებთან...


როგორც ზევით აღვნიშნეტ, სუფისტური მოძღვრების აღმავლობა პირდაპირ ემთხვევა "იერუსალიმის სამეფოს" შექმნას და ტამპლიერთა ორდენის დაარსებას... მათ სულიერ კავშირზე საუბარი შექმნის დღიდანვე იწყება... ამაზე წერდნენ ცინა რენესანსული ეპოქის ისეთი დიდი პოეტები, როგორებიც იყვნენ ვილჰელმ ფონ ეშენბახი და დე ტრუა, მათი მოძღვრების აქტიური დამუშავება და სესწავლა ხდებოდა პროვანსულ საღვთისმეტყველებო სკოლაშიც, რასაც შემდგომ ტრუბადურთა მთელი არმია მოჰყვა ევროპაში და ვინც ასევე იმეორებდა სუფიზმის ალეგორიულ მეთოდს...

სხვათაშორის, ცნობილია ჩვენი სახელოვანი პოეტის, შოთა რუსთაველის კავშირი როგორც ტამპლიერებთან, ასევე სუფისტებთან.... შეიძლება ვინმემ თქვას ამის "ბიოგრაფიული ცნობები" არ მოგვეპოვებაო, მაგრამ ჩემთვის ძნელად არის მოსაძებნი იმაზე წეშმარიტი მაგალით ამ მხრივ, ვიდრე "ვეფისტყაოსანია", სადაც არა ერთი სუფისტური ტერმინი და პოეტური ხატი გვხვდება... სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ თავის და ნესტან-დარეჯანი ვახსენოთ საკმარისია, რაც სუფისტურ ენაზე ნიშნავს - 'ის აქ არ არის" და ამ სიტყვებში გრაალის სიბრძნეა ნაგულისხმევი! დიახ, სუფისტები გრაალის ცოდნის მცველებიც არიან ტამპლიერებისთვის, ამაზე ფონ ეშენბახთან და დე ტრუასთან შეგიძლიათ უფრო კარგად ნახოთ, იმ 2 პოეტთან, რომლებმაც დაამკვიდრეს კიდეც "გრაალის" სახელი ევროპულ მისტიციზმში და აზროვნებაში, აგრეთვე ჩვენ ვიცით, რა ურთიერთობა ქონდათ ტაძრის რაინდებთან პალესტინის ჯვრის მონასტრის ქართველობასაც, ტაძრის, რომელიც ქართვეlი მეწურწლეთუხუცესის, შოთას (სავარაუდოდ შოთა რუსთაველის) მიერ იქნა ახლიდან აშენებული... ამიტომ არის კიდეც მისი ფრესკა ჯვრის მონასტერში... სადაც ტაძრელ რაინდთა საგალობელსაც შევხვდებით...

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როდესაც ევროპელები შEხვდნენ პირველად აღმოსავლეთს პალესტინაში, განვითარების დონით, აღმოსავლური კულტურა გაცილებით მაღლა დგას ევროპულზე... ჯერ მხოლოდ XII ს-ის დასაწყისია, ამიტომ ევოპამ ძალიან ბევრი ისწავლა სულიერ ასპექტში არაბული და სპარსული სივრციდან...


როზენკრეიცერები რომ ტამპლიერთა შემდეგი თაობაა და ისინი მისტიციზმის მეთოდის ავტორები არიან, ამაზე მათ ნებისმიერ წიგნში და სახელმძღვანელოშია საუბარი, ცნობილია ისიც, რომ გრაფმა ქრისტიანმა არაბეთში მოგზაურობის შემდეგ დაარსა ეს ორდენი... ეს პერსონაჟით სიმბოლიზებუილა, ის წარმოადგენს ორდენის ახალი თაობის პრესოონიფიკაციას...

ტამპლიერთა და სუფისტთა კავშირზე ბევრი წყარო მოგვითხრობს, მათი უმეტესობა ევროპულია, არაბული რაც არის, ერთმნიშვნელოვანია, ანუ როგორ აწამეს ესა თუ ის სუფისტი ბერი ქრისტიანთან კავსირის გამო... ევროპული წყაროების მიხედვით კი ტამპლიერები და სუფისტები ერთად ატარებდნენ ლოცვებს სოლომონის ტაძარში, ცნობილია ისიც, რომ იერუსალემის აღების შEმდეგ, სოლომონის ტაძარი ქრისტიანულ ეკლესიად იქნა გადაკეთებული, ბოლდუინ II კი მისი აღმოსავლეთის ფრთა დაუთმო სუფისტ ბერებს და დიდ პატივშიც ამყოფებდა მათ...
ეს იყო ერ თ-ერთი მიზეზი ამ ორდენის კოცონზე გაშვებისაც...ტამპკლიერებს მუსულმანებთან საიდუმლო კავსირის გაბმა და საერთო რიტუალებსი მიღEბა დასდეს ბრალად

თუ უფრო ღმად გინდათ ხსენებული საკითხები გაიცნოთ, გირჩევდით წაგეკითხათ: სუფისტური მიმართულებით ბერტელსის შრომები, აგრეთვე ზ. გამსახურდიას "ვფეხისტყაოსნის" სახისმეტყველება", ტამპლიერთა მხრივ: ვესელოვსკის "ვარდის პეოტიკა", B. Seward "The simbolic rose" უმბერტო ეკოს მეცნიერული შრომები, ა. მელვილi "ტამპლიერთა ისტორია", შტეფან დაფოს ნებისმიერი ნაშრომი, კევინ ბოლდის "ბაფომეტი", სხვათაშორის ამ მიმართულებით მუშაობდა გურჯიევიც, დიმიტრი ტაევსკის "ღელიგიის ისტორია" ძალზედ კარგი წიგნია...
“Hay un mar que no esta lejos de nosotros,
es invisible, pero no esta oculto.
Esta prohibido hablar de él,
pero al mismo tiempo es un pecado
y un indicio de ingratitud no hacerlo”
RUMI
0

#59 მომხმარებელი არაა ფორუმზე   MandarA Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 63
  • რეგისტრაცია: 06-June 10

Posted 06 June 2010 - 04:32 PM

მასონები... წყეული მასოოოოოოონიიიიიიიიიი!!! მითქმა–მოთქმას რა დალევს საქართველოში. ჩვენ ხომ ერთის მხრივ მითქმა–მოთქმათა ქვეყანა ვართ...ახლა სიმართლე მასონებზე... მითქმა–მოთქმების გარეშე.

ერთ დოლარიანი მათი დედაენაა. რა ენაზეც საუბრობენ ყველაფერი დაწერეს ზედ. იშოვეთ ერთ დოლარიანი და ნუ არწივი და რაღაცეები ისრები და ზეთისხილის რტოებზე არ მაქ საუბარი არ მაინტერესებს. მე სხვა რამეზე მაქვს საუბარი.
1. In God we Trust. ღმერთის გვწამს. მაგრამ რა არის ეს ღმერთი რისიც წამთ? ეს არის ინიციალები. GOD Gold-OIl-Drugs

2. წარწერა დაუმთავრებელი პირამიდის ქვეშ: Novus Ordo Seclorum. წარწერა ლათინურია და ნიშნავს . «порядок нового века» «Новый мировой порядок» «Novus ordo mundi». ახალი მსოფლიო წესრიგი.

3. სიგანეში დოლარიანი არის 66.6 მილიმეტრი.

4. Annuit cœptis . წარწერა პირამიდის თავზე. ეს წარწერა აგრეტვე ერთერთი დევიზია.. რაც დაახლოებით ასე ჟღერს ქართულად. წარწერა ლათინურ ინგლისურით არის ნაწერი:

"იგი ამართლებს წამოწყებას"

მთლიანად დაახლოებით ასე ჟღერს: "იგი(ვინ?) ამართლებს წამოწყებას, მსოფლიოს ახალი მმართველობისა"
* * *
ჰერალდიკული თვალსაზრისით რადგან პირველი დევიზი თავში წერია ეკუთვნის იმას ვისი ყოვლისმჭვრეტელი თვალიც გვიმზერს პირამიდიდან.
ხოლო პირამიდის ქვემოთ ეს ჩვენი მსოფლიოა.

ილუმინატები და მასონები გაერთიანდნენ ადრეულ წარსულში... ჰოდა ეს ყოვლისმჭვრეტელი თვალი მათი სიმბოლოა...
[IMG]http://i052.radikal.ru/1006/7c/47098737b448.jpg[/IMG]
0

  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი