GOL.GE Forum: ქართული მითოსი - GOL.GE Forum

Jump to content

  • (6 Pages)
  • +
  • « First
  • 4
  • 5
  • 6
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ქართული მითოსი + შედარება სხვა მითებთან

#201 მომხმარებელი არაა ფორუმზე   amnesiac Icon

  • CUT HERE..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4953
  • რეგისტრაცია: 01-May 08

Posted 06 May 2008 - 01:20 AM

უი ყოფილა rolleyes.gif
[img]http://s49.radikal.ru/i125/1010/a6/b55b03309be2.jpg[/img]

დროის მოკვლა გინდა?_თავი მოიკალი..
0

#202 მომხმარებელი არაა ფორუმზე   amnesiac Icon

  • CUT HERE..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4953
  • რეგისტრაცია: 01-May 08

Posted 06 May 2008 - 01:32 AM

QUOTE(Name @ Apr 15 2008, 08:42 PM)
ისევ კოპალა (ერთ-ერთი ვარიანტი)

ღვთისშვილის კოპალა ამ თქმულების მიხედვით ერთ დროს ხორციელი ყოფილა. ბავშვობაში დევებს მოუტაციათ, როგორც გამორჩეული ყმაწვილი. დიდი ხნის წვალების შემდეგ დევებს გამოჰპარვია და წმინდა ბერებთან მისულა სალოცავად. გამწარებულ კოპალას დამბადებლისთვის იმდენი ძალა უთხოვია, რამდენიც დევების გასანადგურებლად დასჭირდებოდა. დამბადებლმა მას საჭირო ძალა უბოძა. კოპალა მიადგა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წსვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო.

დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (სოფლის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო.

დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (,,აიმაღლა საგმირო’’ - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა.

ამ დროს, ირემთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია (ერთ-ერთი ძლიერი ღვთაება) არის მსაჯული თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა.

კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა.

ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი აქედან მაღარისკაროს მახლობლად კართანაში გადავიდნენ (კართანის სამაროვანს, რომელიც 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც ,,დევების საფლავთ” უწოდებენ).

ერთ დღეს კართანაში დევებმა მოილაპარაკეს - როდესაც კოპალა სახლში არ იქნება, საბრძანებელი ქვა მოვიპაროთო. ასეც მოიქცნენ, მაგრამ მათ კოპალა დაეწია კართანასთან, ორივე დევი მოკლა და ქვაც იქვე დააგდებინა. იმ ადგილას ახლა ,,კოპალას ნიში’’ და სალოცავია. კართანადან წამოსულმა კოპალამ მიგრიაულთაში მცხოვრები დევები ამოხოცა. კოპალას ყმების მონათხრობის მიხედვით, მიგრიაულთიდან გაქცეულ დევს გაჰყვა კოპალა აბუდელაურის ტბამდე როგორც იახსრისა და დევის ვარიანტში.
View Post


ბებიაჩემისგან ვიცი რომ კოპალა და იახსარი ჩვენი გვარის სალოცავიაო.სოფლებში ახლაც შემორჩენილია ეგ ტრადიცია,მიდიან ყოველ წელს ტავისი გვარის სალოცავზე და ცხვარს კლავენ.ხომ არ იცი იახსარი სადაა?
[img]http://s49.radikal.ru/i125/1010/a6/b55b03309be2.jpg[/img]

დროის მოკვლა გინდა?_თავი მოიკალი..
0

#203 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 06 May 2008 - 02:02 AM

QUOTE(amnesiac @ May 6 2008, 12:32 AM)
ხომ არ იცი იახსარი სადაა?
View Post



რა ვიცი... ახლა გვიანია, ალბათ სძინავს.

მაპატიე, კითხვა ვერ გავიგე, სულ ცოტა დამიკონკრეტე.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#204 მომხმარებელი არაა ფორუმზე   amnesiac Icon

  • CUT HERE..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4953
  • რეგისტრაცია: 01-May 08

Posted 06 May 2008 - 02:14 AM

QUOTE(Name @ May 6 2008, 02:02 AM)
რა ვიცი... ახლა გვიანია, ალბათ სძინავს.

მაპატიე, კითხვა ვერ გავიგე, სულ ცოტა დამიკონკრეტე.
View Post


იახსარი სალოცავია.ხალხი მიდის და ლოცულობს.მაინტერესებს სადაა და ვერ გავარკვიე.
[img]http://s49.radikal.ru/i125/1010/a6/b55b03309be2.jpg[/img]

დროის მოკვლა გინდა?_თავი მოიკალი..
0

#205 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 06 May 2008 - 02:36 AM

QUOTE(amnesiac @ May 6 2008, 01:14 AM)
იახსარი სალოცავია.ხალხი მიდის და ლოცულობს.მაინტერესებს სადაა და ვერ გავარკვიე.
View Post


ვიცი. ღვთისშვილია. თანაც ღონით ყველაზე ძლიერიც.

მისი სალოცავები არაგვისა და ივრის ხეობაშია.
კოპალასა და იახსარის სახეები შეერწყა ერთმანეთს, და ხშირად კოპალას სალოცავი იახსარისაც არის.

აი მთავარი სალოცავი კი ნინახშია, სადაც თავად იახსარს ჰქონდა პატარა სამლოცველო და საბერო... აქვე საბეროს წინ, იახსარს ჰქონდა საყუჩი-საყარაულო... აქ ყარაულობდა იახსარი ერთ დიდსა მდიდარ დევს გამხვეურას (გამხვეურა ამ დევს იმიტომ ერქვა, რომ იგი გახვივებული იყო ცოლ-შვილითაც და ცხოვრებითაც. გახვივებული-გამრავლებული, გამდიდრებული) ეს დევი ცხოვრობდა იახსარის საცხოვრებლიდან დასავლეთ მხარეს, იმ ადგილს შემდეგ დაერქვა გამხვეულთ კარი... შუაფხოდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით დასავლეთ მხარეს დევებს ფაცერი ჰქონდათ გაბმული. ფშავის არაგვის ჭალაზე გამვლელ ხალხს იჭერდნენ და ჭამდნენ. ეს დევები აქ რომ გამრავლდნენ, მოინდომეს ავისგორს დასახლება... წამოვიდნენ და აქ დაიწყეს შენება. გაააიგო იახსარმა ... ხევიდან მიეპარა ... იახსარი იმ დროს მივიდა, რომ კარისთავს დებდნენ ცხრანი დევნი და ვერ ერეოდნენ... (კარისთავად დიდი ქვა იყო შესადები). იახსარმა გადაიკვართა კალთები, მოავლო ხელი ქვას და მარტომ შეაგდო. შეშინდნენ დევები და გაიქცნენ. იახსარმა კარის თავიც იმათ ესროლა და გამხვეუთკარს სახლი დაუნგრია. ჯერ არ იყო ბრძანება მათი მთლიანად ამოწყვეტისა...

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Name: 06 May 2008 - 02:38 AM

გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#206 მომხმარებელი არაა ფორუმზე   amnesiac Icon

  • CUT HERE..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4953
  • რეგისტრაცია: 01-May 08

Posted 06 May 2008 - 02:50 AM

დიდი მადლობა ძაან საინტერესო თემისთვის.
[img]http://s49.radikal.ru/i125/1010/a6/b55b03309be2.jpg[/img]

დროის მოკვლა გინდა?_თავი მოიკალი..
0

#207 მომხმარებელი არაა ფორუმზე   elenta Icon

  • true aryan member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 10002
  • რეგისტრაცია: 23-October 07

Posted 06 May 2008 - 03:00 AM

მე ნამყოფი ვარ შუაფხოში... rolleyes.gif

და იახსარის ხატობას რო ზეიმობენ, ის ადგილიც მინახავს rolleyes.gif
too old for rock-n-roll
too young too die!
---------------------
la guerre c'est faire que la terre mange la chair des hommes
--------------
Ordinary People
-----------------
Wariiiiii'ors, come out to plaaaaay
----------------
no emphathy
0

#208 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 06 May 2008 - 11:52 PM

ნაწყვეტი პროფესორ კახა კაციტაძის ლექციიდან.

რას ნიშნავდა გზა მითოსში?


რიგ-ვედაში არსებობს თხუთმეტიოდე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს გზას. მაგრამ არც ერთი არ აღნიშნავს რაღაც კომუნიკაციას... ანუ ორ წერტილს შორის, ორ ფიზიკურ წერტილს შორის გამავალ მონაკვეთს, არამედ ნიშნავს რაღაც სხვას. მაგალითად, "Vartman” ნიშნავს გზასაც და ბორბლის ბრუნვასაც. "Vart” არის ძალიან საინტერესო სიტყვა, რომელიც ინდოევროპული არის. სანსკრიპტული და გერმანული "Werden” ამ ბრუნვადობას ნიშნავს. იგივე ძირისაა, როგორც რუსული "врата”, " врат” როგორც კარიბჭე და "врать ”, როგორც მოტყუება იმ გაგებით, რომ რაღაცასატრიალებ. როგორც ჩანს, მითოლოგიურ ლიტერატურაში ეს უკავშირდება ღვთაებას, რომელიც იწერება როგორც "ღვთა». ის არის სამარ­თლის ქალღმერთი, რომელიც ზრუნავს მსოფლიო სამართლიანობაზე, ანუ იმაზე, რომ მსოფლიო გზა წავიდეს ისე, როგორც საჭიროა. როგორც ჩანს, ეტიმოლოგია სწორედ ამას უკავშირდება. მეორე გზა უკავშირდება ბრუნვას, ტრიალს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მითოსური აზროვნებისთის ყოფიერება ციკლურია, ანუ რაც ხდება, ის მეორდება და ამიტომ ეს გასაკვირი არ არის, _ რუსული "вeртeт”, იგივე სლავური "вертел ”. შემდეგი არის: Path, Pathi, საიდანაც მოდის რუსული "путь ”, რაც უკავშირდება რიტუალური გზის გაჭრას. ძალიან საინტერესოა, რომ რომაულ აზროვნებაში ასეთი ინსტიტუტი არსებობდა. რომაელებს განვითარებული რელიგიური ინსტიტუტები არ ჰქონდათ. მათმა სამოქალაქო ინსტიტუტებმა გარკვეულწილად შთანთქეს რელიგიური ინსტიტუტები, მაგრამ შემორჩა რამდენიმე ძალიან საინტერესო რელიგიური ინსტიტუტი. ერთ-ერთი იყო პონტიფიკი. ინგლისელები პონტიფიკს თარგმნიან, როგორც "bridge-maker”, ე.ი. ის, ვინც ხიდ-გზას დებს, ანუ სამყაროს სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს. შემდეგი არის "ftashiatak”, რაც ნიშნავს კანონის გზას, რომლითაც სამყარო მოქმედებს. თუ სამყარომ ამ გზას გადაუხვია, ქაოსი დაისადგურებს. მითოსური აზროვნებისთვის კი ასე არ არის. არის კიდევ "aftal”, ეს უკავშირდება სიტყვა "artanas”-ს, რაც ნიშნავს იმას, თუ როგორ უნდა გაიარო გზა მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს. ეს შეიძლება იყოს წრიული გზა, ან წაგრძელებული რვიანის მსგავსი გზა. ოღონდ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ გზებიდან არც ერთი არ აღნიშნავს სწორხაზოვან, ანუ "ლინეალურ» გზას და რაღაც დოზით ციკლურობის ელემენტს შეიცავს. ეს რაც შეეხება ძველ ინდოელებს. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს მეზობლებზე. მე ხეთები მყავს მხედველობაში. არსებობს ხეთური რიტუალი, ანუ ტექსტი, რომელიც ეხება შელოცვას, რომელიც მიმართულია გზის შებილწვის წინააღმდეგ. შებილწვად ითვლება გზის კიდურზე ჩაცუცქება და ეს შელოცვაშიც არის ხაზგასმული. შელოცვის თანახმად ოდესღაც ჩვენი ბებიები და ბაბუები, დედები და მამები უფრთხოდნენ ქმედებებს, რომლებიც გზის კიდესთან იყო დაკავშირებული.

ეს ძალიან საინტერესოა, არა გზასთან, არამედ გზის კიდესთან, ანუ გზის მიჯნებთან. "დე ნურავინ ჩაიცუცქებს გზის კიდესთან, რამეთუ გზის კიდე ტაროსის ღვთაების ანუ ჭექა-ქუხილის ღვთაების, (ამ შემთხვევაში ქართული დამკვიდრებული სიტყვა ვიხმარე), მუხლია, თავად გზა კი მისი მკერდია». გზა ამ შემთხვევაში აღიქმება არა კომუნიკაციად, არამედ, როგორც მთავარი ღვთაების ტორსად. ამაზე მცირე კომენტარს შემოგთავაზებთ. მითოლოგიის სპეციალისტი, რუსი მეცნიერი ნაგოვიცინი წერს: "ამ ფრაგმენტში ერთი მხრივ გზა უიგივდება ტაროსის ღვთაებას, ხოლო მეორე მხრივ მას, ვინც გზაზე ჩაიცუცქება, სასჯელიემუქრება». მოცემულ ტექსტში ჩაცუცქვა ნიშნავს გზის ძირითადი პრინციპის გადაადგილების დარღვევას. სხვაგვარადის, ვინც გზის პირას ჩაიცუცქება, ხელს შეუშლის გზის ძირითადიფუნქციის _ კავშირის განხორციელებას და რამდენადაც გზა ტაროსის ღვთაებაა, პირი, ვინც გზაზე ჩაიცუცქება, ხელს უშლის სკნელებს, სახელდობრ, ციურ და მიწიერ სკნელებს შორის კავშირს». ბერძნული ტრადიციიდან შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ალკიდიადეს სიცილიაში ერთ-ერთი ექსპედიცია ჩაუვარდა. რა დასდეს მას ბრალად? ბრალი დაედო არა იმაში, რომ ექსპედიცია ჩაუვარდათ და ადამიანები დაიხოცნენ, არამედ იმაში, რომ რასაც "herma” ჰქვია, ანუ გზის აღმნიშვნელი საკრალური მონაკვეთები, მის გამო დაინგრა.

ისევ გავიხსენებ ბერძნულ ღვთაება ჰერმესს, რომელიც ყველამ ვიცით, რომ ვაჭრობის ღმერთია, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ ძველ ბერძნულში, ყველაზე არქაულ მონაკვეთებში სიტყვა "herma” აღნიშნავდა გზის სამანებს და მიჯნებს, რომელიც გზას ასე რიტუალურად გამოყოფდა ერთმანეთისგან. შესაბამისად, ჰერმესი თავისი არსით იყო გზის ღმერთი. გზის, როგორც გაცვლილობის ღმერთი და, გამომდინარე იქედან, რომ ვაჭრობა გაცვლა-გამოცვლა გაცვლილობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, სრულიად ბუნებრივად მოხდა მისი დაკავშირება ვაჭრობასთან. აქვე მინდოდა კიდევ ერთი მითოლოგიური პარალელი გამევლო იმ ხალხთან, რომლებიც ჩემთვის საინტერესოა და ძალიან გვანან ქართველებს. სამწუხაროდ მათი შესწავლა საქართველოში არავის უცდია. პირობითად ევროპის რუკას თუ წარმოვიდგენთ, ერთგვარი რომბი შეგვიძლია დავინახოთ: ირლანდია, სკანდინავია, ბალკანეთი და კავკასიას. აი, ასეთია უცნაური რომბი, ერთი შეხედვით მარგინალური კულტურებისა, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. იგივე ჰერმესი, როგორც მთავარი ღმერთის აღიარება, ეს არის კელტებთან, რაც ირლანდიელების მაგალითზე ნამდვილად დასტურდება. ვიცით, რომ იულიუს კეისრის მიერ გალის დაპყრობის მერე რომანიზაცია ისე სწრაფად მოხდა, რომ მათი პანთეონიდან აღარაფერი დარჩა არც ერთ თაობაში და იულიუს კეისარი თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ "de bella galica”-ში ხაზს უსვამს, რომ კელტების პირველი ღვთაება არის მერკური.

გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#209 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 10 May 2008 - 03:35 PM

თურქეთში მცხოვრები ჩვენებურის მოყოლილი როკაპზე:

როკაპი

კუდიანების მბრძანებელს როკაპი ჰქვია. მისი საბრძანებელი ტაბაკონის მთაზეა. როკაპი იმ ხნისაა, რა დროსაც დედამიწაზე მზაკვრები გაჩნდნენ. ის მახინჯი დედაბერია. მის გამხდარსა და დამწკნარ ხელის თითებს კიდევ უფრო აუშნოებს გრძელი ფრჩხილები.
როკაპი ერთ ადგილზე ზის. გარშემო შავი კატები ახვევია. იქვე არიან მისი მსახურები. ისინი ყველაფერს მოახსენებენ როკაპს, რა ხდება ქვეყნიერებაზე, როგორ იქცევიან და რას აკეთებენ მისი კუდიანები.
როკაპის შავი გამოქვაბულის დარბაზის შუაგულში შავი ჯაჭვით დიდი, ჭვარტლით გამურული ქვაბია ჩამოკიდებული, ქვეშ ცეცხლი უნთია. ჭიაკოკონობის ღამით მზაკვრები შიგ თავიანთ მოპოვებული ადამიანების ნაწილებს ყრიან და ხარშავენ.
როდესაც ყველა კუდიანი შეიკრიბება, როკაპს მიუახლოვდება მისი მსახურთუხუცესი წუნკალა, რომელთანაც მზაკვრები ძღვენის მისართმევად რიგრიგობით მიდიან. ყოველი ძღვენის მირთმევისას მსახურთუხუცესი შავი, გალეული ფილთაქვით უკაკუნებს როკაპის გარეთ გამოშვერილ კბილს.
_ ვინ მოვიდა? _ მიხრწნილი ხმით კითხულობს როკაპი.
_ მზაკვარი ციცისპირა გეახლათ, თქვენო უუკუღმართესობავ, _ დაიჩხავლებს წუნკალა. _ იმდენი სიავე აქვს ჩადენილი, რომ თქვენი კბილისა და ფრჩხილების ორდენს იმსახურებს. აი, ამ უდღეურს თავისი საკუთარი შვილის გულიც კი არ დაენანა თქვენთვის მოსართმევად. წინა ჭიაკოკონობიდან ამ ჭიაკოკონობამდე ასი ადამიანის ნაწილი მოიპოვა და ცხოვრების გზაკვალი აურია მათ.
_ კარგია, კარგი... აი, სწორედ ასეთი კუდიანები გვჭირდება _ მავნე და დაუნდობელი... იმას კი არა ჰგავს, იმ საცოდავს, კუთხეში რომ მიკუნჭულა საცოდავად და მხოლოდ ერთი ადამიანი რომ ააცდინა გზიდან, _ გაცხარდა როკაპი. _ ათი მუჯლუგუნი უთავაზეთ, რომ არ მოიწყინოს! _ და თავისი ხუმრობა თვითონვე მოეწონა.
ყველანი სიცილით გადაბჟირდნენ. კიდევ დიდხანს იცინებდნენ, წუნკალას ნადიმზე რომ არ მიეწვია ისინი.
იმღერეს, იჩხავლეს, იკნავლეს, იკუნტრუშეს, იხუნტრუცეს, ისე გამხიარულდნენ, სულ ყირაზე გადადიოდნენ.
_ განთიადი ახლოვდება, თავზე არ დაგვათენდეს, _ მოაგონა მათ წუნკალამ, _ ახლა კი დროა, აიბარგოთ და შინ დაბრუნდეთ!
ყველანი აიშალნენ, გამოთხოვებისას როკაპს თითის ფრჩხილებზე კოცნიდნენ. ისიც კმაყოფილი თავისი ბრწყალებით კისერს უკაწრავდა მათ. აღფრთოვანებული კუდიანები თავიანთ ცოცხებსა და საწნახელებს მოასხდნენ და თვალისდახამხამებაში დაბრუნდნენ სახლებში.

პ.ს.მ მზაკვარს ციცისპირა რქმევია თურმე, არ ვიცოდი.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#210 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 10 May 2008 - 03:42 PM

ელიას, ლაზარესა და ციური ეტლის ამბავი

ელია და ლაზარე მზისა და მთვარის შვილები არიან. როდესაც წამოიზარდნენ, მშობლებმა მათ ოქროსრაშებიანი ეტლი აჩუქეს და ღრუბლები ჩააბარეს, რომ ჭირნახულისათვის მფარველობა გაეწიათ.
ელია თავიდანვე ზარმაცი, ჯიუტი და თავნება იყო. ერთხელ, როდესაც მზე თავისი საქმებით იყო დაკავებული, ელია მიეპარა, ერთი სხივი მოსტაცა და უბეში დამალა. ამის შემდეგ კარგად ვეღარ ხედავდა.
ლაზარე უფრო მშვიდი, გონიერი და მეოცნებე იყო. იტაცებდა მტრედისფერი ღრუბლების ცქერა, რომლებიც მალ-მალე იცვლიდნენ სახეს და მათი სილამაზით ტკბებოდა. უყვარდა, მრავალფეროვანი ხასხასა მწვანე მცენარეები ცას რომ შესციცინებდნენ და მათ ჟუჟუნა წვიმას მოუვლენდა ხოლმე. მცენარეებიც თანდათანობით იზრდებოდნენ და ფიანდაზად ეფინებოდნენ. ოცნებაში ჩაფლულს ზოგჯერ ჩაეძინებოდა და მიწაზე საშინელი გვალვები დგებოდა.
მცენარეებთან ერთად ადამიანებიც განიცდიდნენ წყლის ნაკლებობას და მოსავლის ბედი აწუხებდათ. სოფლის გოგოები ლაზარეს თოჯინას აკეთებდნენ და კარდაკარ სიმღერით დადიოდნენ:
ახ, ლაზარე, ლაზარე!
ლაზარ მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა,
ცხავი აცხავებულა,
წვიმა აჩქარებულა.
ღმერთო, მოგვეც ცის ნამი,
აღარ გვინდა მზის თვალი;
აღარ გვინდა გოროხი,
ღმერთო, მოგვეც ტალახი.
მათ ხმაზე ლაზარე გამოიღვიძებდა და მიწას წვიმას მოუვლენდა. თუ ბევრი ღრუბელი მოგროვდებოდა, თავსხმა წამოვიდოდა. თქეშის ხმაზე ზარმაცი ელიაც იღვიძებდა, გაბრაზებული ლაზარეს სადავეებს გამოსტაცებდა და ეტლს სწრაფად გააქროლებდა. ამ დროს გრგვინვისა და ჭექა-ქუხილის ხმა გაისმოდა. ელია ღრუბლებს წვეთებად გადაქცევას არ აცდიდა და თავის ელვარე მათრახს ურტყამდა. ამიტომ წვიმას ხშირად სეტყვაც გამოერეოდა. ბეცი ელია მტყუანსა და მართალს არ არჩევდა და ხან სად დაარტყამდა სეტყვას, ხან სად. ზეციური ეტლის ქროლვით გახალისებული უბეში ჩამალულ სხივს ამოიღებდა და ხეებს მეხად ეცემოდა. უფრო მუხებს ემტერებოდა, რადგან ისინი ელიას არ ემორჩილებოდნენ, მიწაზე მტკიცედ იდგნენ და ამაყად შრიალებდნენ.
ელიას ეტლის გრიალი არ ბეზრდებოდა და წვიმებიც ზოგჯერ ხანგრძლივად გრძელდებოდა. შეწუხებული ხალხი ისევ ლაზარეს თოჯინას გამოიტანდა და ევედრებოდა: `აღარ გვინდა ტალახი, ღმერთო, მოგვეც გორახი~.
ლაზარე ცდილობდა, ელიასაგან ეტლის სადავეები დაებრუნებინა. როდესაც ამას ახერხებდა, ეტლი სვლას შეანელებდა და ცაზე ისევ მზე გამოანათებდა.

გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#211 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 10 May 2008 - 07:55 PM

კავკასიელ ხალხთა მითოსის მიხედვით სამყარო გადამკვეთ კოორდინატებზე განლაგებული ცალკეული სამყაროებისგან შედგება (შდრ. ქართული სკნელი); ვერტიკალურად განლაგდება ზედა სამყარო (ზესკნელი), მიწიერი სამყარო (სკნელი) და მიწისქვეშა სამყარო (ქვესკნელი); ჰორიზონტალურად სამყაროს ცენტრის (სკნელის) წინ მოთავსებულია წინა სამყარო (წინასკნელი), ხოლო უკან - უკანა სამყარო (უკანასკნელი). ზედა სამყარო დასახლებულია ღვთაებებით, ფრინველებით და ფანტასტიური არსებებით, შუა - ადამიანებით, ცხოველებითა და მცენარეებით. ქვედა სამყარო ბოროტი ქტონური არსებების - დევების, დრაკონების, აგრეთვე სიღრმისეული წყლების სამყაროა. სამ ვერტიკალურ სამყაროს (ქართულ მითოლოგიაში) შეესაბამება თეთრი, წითელი და შავი ფერი. წინა სამყაროს - ნათელს და კეთილგანწყობილს, შეესაბამება გაგება “აქ”, ხოლო მის საპირისპირო უკანა სამყაროს - ბნელს, იდუმალს, ხიფათით და მოულოდნელობებით აღსავსეს - გაგება “იქ”. ბოროტი უკანა სამყაროს გამო მრავალი ჩვეულებით იკრძალებოდა უკან მოხედვა. ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროთა მთელი ეს სისტემა გარშემორტყმულია ბნელი გარეთა სამყაროთი - გარესკნელით, რომლის იქით არაფერი არ არსებობს და რომელიც მოიაზრება, როგორც გაყინული სიბნელე და უცვლელი მარადისობა. ვერტიკალურად განლაგებული სამყაროები ერთმანეთისგან ჰაერის სისქით და ხმელეთით გამოიყოფა, ხოლო ჰორიზონტალური - შვიდი (ცხრა) მთით და ზღვით.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#212 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 11 May 2008 - 02:39 PM

ქართული მითოსის თანახმად ქაჯავეთის _ ქვესკნელის დემონების სამყოფელის დალაშქვრიდან წმ. გიორგიმ წამოიღო განძი, რომელიც უნდა გაენაწილებინა მთელი ხევსურეთის ღვთისშვილთა საყმოებისათვის.

ეს საგნებია:

თასი, საკიდელი, ფურის რქა, ზარი, ფანდური, საცერი.

ყველა ამ საგანს ყოფიერი დანიშნულების გარდა საკრალურ მნიშვნელობაც მიენიჭათ და ქართულ მითოსში სიმბოლურობის უმაღლეს ხარისხს მიაღწიეს.

აქედან სამი _ თასი, საკიდელი და ზარი _ რელიგიის პრინციპების განმსაზღვრელია და ანდრეზებში მოიხსენიება.

ქაჯეთის ბრძოლას აპირებს
ხახმატელი გიორგიო,
აწია გამარჯვებულმა
ხატმა ანგელოზთ ჯარიო...
ადგეს, წავიდეს ხთისშვილნი
– კოპალა სადღა არიო?
ადგეს წავიდეს ხთისშვილნი
მოძმეთ უჭირეს მხარიო.
ქალაქ ვერ ჩადის გიორგი
ფინთი ამადის ალიო,
გატეხეს ქაჯთა ქალაქი
დაასხეს ნავთის წყალიო.
იქ დაეჭირა გიორგის
სამი ქაჯების ქალიო
სამძიმარი და მზექალი
მესამე აშე-ქალიო
დანათლნა თავის ჯვარზედა
გვერდით დაისხნა დანიო,
იქ დაბრუნდეს ხთისშვილნი,
დაიძრა მთა და ბარიო,
ზღვა-ხმელეთ გამაიარეს,
დახვიეს ალან წყალიო.


ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Name: 11 May 2008 - 02:43 PM

გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#213 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 18 July 2008 - 10:28 AM

იეროფანიის დიალექტიკა (სხვადასხვა საგნის ღვთის კარად გარდაქცევა) ქართულ მითოსში

ქართულ ტრადიციაში ფუნქციებიდან გამომდინარე, “ღვთის კარის” ადგილობრივ განზომილებად შეიძლება ჩაითვალოს ნიში, საზარე მარანი, ხე... საკრალური სივრცის ერთდროულად მიღწევადისა და მიუწვდომელის მისტერია.

ნიში _ გამოღრმავებული ადგილი (ქანდაკების, ავეჯეულობის), ძველად ხატის შესადგმელი თახჩა. რელიგიური თვალსაზრისით, სამლოცველო ნაგებობა თახჩით და შიგ მოთავსებული ხატით. მაგრამ ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა არსობრივად “ნიშნობაა” და სასწაულჩენასთან არის დაკავშირებული.

ნიში მთელ საქართველოში არის გავრცელებული _ აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და დასავლეთ საქართველოში ეს ნაგებობები იწოდება ნიშებად, ხევსურეთსა და ფშავში კი ამგვარ საკულტო ნიშებსა და საზარე ნაგებობებს კოშკი ქვია, თუშეთში - მილიონაი.

ნიში უმეტესწილად იდგმებოდა მაშინ, როდესაც ეკლესია შორს და მისასვლელად ძნელი იყო, ხშირად აგებდნენ შინაარსობრივად მის ტოლფას ნიშს; სხვა შემთხვევაში, მოსახლეობის გადასახლებისას ან სიზმრისა და გამოცხადების შემთხვევაში და სხვ.

რიგ შემთხვევაში ნიშის როლი შეიძლება შეასრულოს საზარე მარანმა ანუ ნაგებობამ ზარით, ქვევრით და დროშით. ეს უკანასკნელი (ე.ი. დროშა ) კი მიჩნეულია სიცოცხლის ხის ნაირსახეობად.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#214 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 03 January 2009 - 09:32 PM

სალამურის წარმოშობის მიზეზი ადამიანის ჭირ-ვარამი ყოფილა, ობლის საფლავზე ამოსულა პირველი ლერწამი, ქარს დაუბერავს და გულისმომკვლელ ხმაზე ამოუკვნესია ბედკრულის გულზე ამოსულ მცენარეს. სალამური მშრომელი ადამიანის განუყრელი თანამგზავრი და მეგობარი ყოფილა, მისი ჭირის მოზიარე და ლხინის დამატკბობელი. ხალხის რწმენით სალამურის მოსპობა არავითარ ძალას არ შეუძლია: ცეცხლიც კი ვერაფერს აკლებს თურმე სალამურს. მის ფერფლში მშობლის სახე ისახება და ნატეხები ისევ გამოსცემენ საამო ჰანგსო. სალამურის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ დაკარგული ბავშვის მოძებნა და გამოცნობაც ამ საკრავს აქვს დაკისრებული ქართულ ფოლკლორში. ზოგიერთი თქმულების მიხედვით, სალამური ადამიანს ღვთაებისაგან მიუღია. ამიტომ იგი ღვთაებრივ საკრავად არის მიჩნეული. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ადამიანს სალამური მთავარანგელოზების სასწაულმოქმედი საკრავის მიმსგავსებით შეუქმნია. გადმოცემათა ნაწილი ამ წყალობას ზღაპრულ ხარს - წიქარას მიაწერს. ქართულ ყოფაში სალამური გამოიყენება ჭირშიც და ლხინშიც. აქედან გამომდინარეობს ხალხში გავრცელებული ტერმინები: «საჭირო» და «სალხინო». «სალხინო» ადამიანს სიხარულს ანიჭებს, ცხოველებს ათვინიერებს, ფრინველებს გალობას აწყებინებს. «საჭირო» კი გლოვის, მწუხარების ჰანგს გადმოსცემს, ადამიანს დარდს უმსუბუქებს, ახლომახლო მყოფთ მის დასახმარებლად მოუწოდებს. ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით, «საჭირო» სალამურს ბალახის ატირებაც კი შეუძლია.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#215 მომხმარებელი არაა ფორუმზე   KKD Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 1
  • რეგისტრაცია: 10-February 09

Posted 10 February 2009 - 12:09 PM

გამარჯობა, აი უკვე ბოლო ერთი თვეა, არ მასვენებს ერთი აზრი , რომელიც ძიების შედეგად აქ აღმოვაჩინე. კერძოდ მინდა დავხატო ილუსტრირებული ნოველა (სხვა გვარად კომიქსი ) ქართული მითოლოგიის მიხედვით. პირადად მე დიდად გარკვეული ამ საკითხში არ ვარ, და რომ, მოვაგენი ფორუმს სადაც იგივე აზრი ამოვიკითხე, ძალიან გამიხარდა. ორიოდე სიტყვით ჩემს შესახებ. ვარ პროპესიონალური მხატვარი, ვაკეტებ საბავშვო წიგნის ილუსტრირებას და არა მარტო, რაგაც პერიოდი ჩემი ცხოვრების ვიცხოვრე ამერიკაში სადაც ვმუშაობდი დი სი კომიქსზე, (ალბათ იცით ბეტმენი, სუპერმენი და ა.შ.) გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა, და აი აქ ვარ. და რას ვხედავ....ჩვენ სივრცეს აკლია , კარგი ხარისხიანი საბავშვო ლიტერატურა და მხატვრობა, რომელსაც მე დიდი სიხარულით ამოვავსებდი ჩემი შესაზლებლობით. თუ ვინმეს იმპორმაციული დახმარების სურვილი ექნება, გამიხარდება, ანდა ხომ არ იცით სად მოვზებნო თავიდან ბოლომდე მოყოლილი რამე მითი მაინც, თუნდაც ამირანზე... ან კოპალაზე.. ძალიან ჭირდება ამ საქმეს ზოგადი და კერძო ინფორმაცია. ძალან გამიხარდა რომ ამ ფორუმზე საშუალება მომეცა დამეთვალიერებინა სურათებიც კი რეალურად არსებული ადგილების.. დიდად მადლობელი დავრჩები, და ვიმედოვნებ რომ ჩემ გაკეთებულ წიგნებსაც მოგაწონებთ.
0

#216 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 02 April 2009 - 10:50 AM

ერთხელ უშგულის ლამარიას ხატს (ღვთისშობლის სალოცავს) ერთმა დევმა ხელი სთხოვა (მეტაფორულად მისი წაბილწვა მოინდომა), რაზეც ხატის კატეგორიული უარი მიიღო. დევი განრისხდა და ლამარიას წყალში დახრჩობა-დაღუპვა გადაწყვიტა. მოიტანა მთის ზომის ქვები და ენგური გადაკეტა. მდინარე დაგუბდა და სულ მალე ხატს მიწვდებოდა. ხატმა ლაგურკის კვირიკეს სთხოვა შველა. მისი დახმარებით გაირღვა კედელი და მდინარე კალაპოტს დაუბრუნდა. დევს 2 ქვა ჰქონდა მოსატანი და დასადები და წყალი ლამარიამდე მიაღწევდა.



ძალიან ლამაზი და მეტაფორული ამბავია.
smile.gif
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#217 მომხმარებელი არაა ფორუმზე   თამარ Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 15
  • რეგისტრაცია: 23-February 09

Posted 02 December 2009 - 03:39 PM

Name,

ძალიან საინტერესო თემაზე წერთ, თუმცა, კარგა ხნის წინათ წერდით, მაგალითად, ღვთისშვილებზე. არ ვიცი, კიდევ თუ იქნებით წერის ხასიათზე, მაგრამ, როცა მოიცლით, ეგება ამირანზეც დაწეროთ რამე? რამდენადაც ვიცი, უამრავი ტექსტი არსებობს.
კიდევ: რა წყაროთი სარგებლობთ-ხოლმე? მეც მჭირდება ქართული მითოლოგია, მაგრამ ქართულ ენაზე ვერ მივაგენი.
0

#218 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 22 January 2010 - 01:15 AM

ლეგენდა "დამღვინებელ კაცებზე".

ეს მითოლოგიური გმირები იმ ადამიანებს სიზმარში თეთრწვერა მოხუცებად ევლინებოდნენ, რომლებსაც გზიდან აცდენილად და არასწორად მცხოვრებ ადამიანებად თვლიდნენ. დამღვინებლები მათ ასწავლიდნენ (ხშირად მუქარის ხერხსაც მიმართავდნენ), როგორ უნდა ეცხოვრათ. ხშირად დაექადნებოდნენ, სწორად მოიქეცი, თორემ მე მოგხედავო, ხანდახან ვადასაც კი აძლევდნენ-ხოლმე. ისინი ბრძენნი და ჭკუის საკითხავი, კაცები იყვნენ. ხშირად რამის რჩევისთვისაც ესიზმრებოდნენ, მაგრამ უფრო ხშირად, მაშინ როცა თვლიდნენ, რომ ისინი ძალიან ცუდ საქმეს ჩადიოდნენ. ამ დროს ისე აშინებდნენ, მეორედ ცუდად მოქცევას ვეღარავინ ბედავდა. ხოლო იგივე უმსგავსობის განმეორებას თუ მაინც გაბედავდა, მისი საქმეები სულ უკან-უკან წავიდოდა და შეიძლება, მომკვდარიყო კიდეც. ძირითადად, დამღვინებლის დასიზმრება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი არასწორად მოიქცა. ამბობდნენ, ვისაც დამღვინებელი კაცი შეაშინებდა, ჭკუით იყავი, სწორ გზაზე იარე, თორემ ჩემებურად მოგხედავო, თუ არ გამოსწორდებოდა, სავალალოდ დამთავრდებოდა მისი საქმე. დამღვინებლის გამოცხადების აღიარება უმეტესად რცხვენოდათ. ამ დროს ცდილობდნენ, ყველაფერი ჩუმად გამოესწორებინათ. ხალხი ერთმანეთს თურმე ხუმრობითაც ეუბნებოდა: "დამღვინებლისგან შეშინებული ხომ არა ხარო?"
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#219 მომხმარებელი არაა ფორუმზე   kopeina Icon

  • ხვალინდელ დღეზე რომ იფიქრო გმირი ვერ გახდები...
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 617
  • რეგისტრაცია: 31-December 08

Posted 22 January 2010 - 07:23 PM

View PostName, on 22 January 2010 - 01:15 AM, said:

ლეგენდა "დამღვინებელ კაცებზე".

ეს მითოლოგიური გმირები იმ ადამიანებს სიზმარში თეთრწვერა მოხუცებად ევლინებოდნენ, რომლებსაც გზიდან აცდენილად და არასწორად მცხოვრებ ადამიანებად თვლიდნენ. დამღვინებლები მათ ასწავლიდნენ (ხშირად მუქარის ხერხსაც მიმართავდნენ), როგორ უნდა ეცხოვრათ. ხშირად დაექადნებოდნენ, სწორად მოიქეცი, თორემ მე მოგხედავო, ხანდახან ვადასაც კი აძლევდნენ-ხოლმე. ისინი ბრძენნი და ჭკუის საკითხავი, კაცები იყვნენ. ხშირად რამის რჩევისთვისაც ესიზმრებოდნენ, მაგრამ უფრო ხშირად, მაშინ როცა თვლიდნენ, რომ ისინი ძალიან ცუდ საქმეს ჩადიოდნენ. ამ დროს ისე აშინებდნენ, მეორედ ცუდად მოქცევას ვეღარავინ ბედავდა. ხოლო იგივე უმსგავსობის განმეორებას თუ მაინც გაბედავდა, მისი საქმეები სულ უკან-უკან წავიდოდა და შეიძლება, მომკვდარიყო კიდეც. ძირითადად, დამღვინებლის დასიზმრება უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი არასწორად მოიქცა. ამბობდნენ, ვისაც დამღვინებელი კაცი შეაშინებდა, ჭკუით იყავი, სწორ გზაზე იარე, თორემ ჩემებურად მოგხედავო, თუ არ გამოსწორდებოდა, სავალალოდ დამთავრდებოდა მისი საქმე. დამღვინებლის გამოცხადების აღიარება უმეტესად რცხვენოდათ. ამ დროს ცდილობდნენ, ყველაფერი ჩუმად გამოესწორებინათ. ხალხი ერთმანეთს თურმე ხუმრობითაც ეუბნებოდა: "დამღვინებლისგან შეშინებული ხომ არა ხარო?"

:sleepy: ვაა, რა კარგია... ნეტავ ჩვენთან არ ესიზმრებათ ასეთი დამღვინებლები?
0

#220 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 22 January 2010 - 09:26 PM

View Postkopeina, on 22 January 2010 - 06:23 PM, said:

:sleepy: ვაა, რა კარგია... ნეტავ ჩვენთან არ ესიზმრებათ ასეთი დამღვინებლები?

დამღვინებელი ქართული მითოსიდანაა.
ჩვენთანაც ესიზმრებათ, უბრალოდ სახელი არ იციან.
აბა, გაიკითხე, რამდენს ჰყავს სიზმრად ნანახი მოხუცი გრძელწვერა კაცი.
:)
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#221 მომხმარებელი არაა ფორუმზე   t-90 Icon

  • killer of M1A1 ”Abrams”
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5423
  • რეგისტრაცია: 13-March 07

Posted 23 January 2010 - 10:17 PM

ჩემთან სოფელში იყო გავრცელებული მაგნაირი გამოტქმა ოღონდ იქ დამღვინებლები კი არა სოლომონ ბრძენმა ხო არ შეგაშინაო იტყოდნენ.
Fight like the wolf. Die like the wolf.
------------------------------------------------------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
------------------------------------------------------------------
Один нож лучше сотен мечей если его вонзить в сердце нужного человека.
------------------------------------------------------------------
сила есть но ума надо
------------------------------------------------------------------
Mein lieber panzer.
0

#222 მომხმარებელი არაა ფორუმზე   kopeina Icon

  • ხვალინდელ დღეზე რომ იფიქრო გმირი ვერ გახდები...
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 617
  • რეგისტრაცია: 31-December 08

Posted 23 January 2010 - 10:58 PM

View PostName, on 22 January 2010 - 09:26 PM, said:

დამღვინებელი ქართული მითოსიდანაა.
ჩვენთანაც ესიზმრებათ, უბრალოდ სახელი არ იციან.
აბა, გაიკითხე, რამდენს ჰყავს სიზმრად ნანახი მოხუცი გრძელწვერა კაცი.
:)


მაგაში ვინ გამოტყდება აბა, სიზმარში ჭკუის დამრიგებელი ვნახეო... :anna:
0

#223 მომხმარებელი არაა ფორუმზე   თამარ Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 15
  • რეგისტრაცია: 23-February 09

Posted 26 January 2010 - 12:53 PM

ძალიან მომეწონა დამღვინებლის ამბავი. ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა ახლანდელი საზოგადოებისთვის. მე მგონი, ეს მითი მთელ ქართულენოვან გარემოში უნდა გავრცელდეს. შეიძლება, წამკითხავს "ჩაჰყვეს" ამბავი და მართლაც დაესიზმროს დამღვინებელი. როგორც ჩანს, დამღვინებელს დასიზმრებისას ადამიანისთვის იმის შთაგონების ძალაც გააჩნია, რომ "საქმე სერიოზულადაა". რაღას ვიმტვრევთ თავს ქვეყნის პრობლემების გამოსწორებაზე, გამოვიძახოთ დამღვინებლები! :) არა, მართლა.

მითი, სავარაუდოდ, ძველია, და იმ დროს შეიძლება არ არსებობდა წმიდანების ქრისტიანული გაგება. შეიძლება, დამღვინებლებად წოდებულები წმიდანებიც იყვნენ სინამდვილეში. მე ეს ისტორია სავსებით რეალურ ამბად აღვიქვი :).
0

#224 მომხმარებელი არაა ფორუმზე   baxva Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 1
  • რეგისტრაცია: 17-June 10

Posted 17 June 2010 - 03:38 AM

მოგესალმებით ყველას! ამ თემას გულდასმით გადავიკითხავ, ძალიან მაინტერესებს იფორმაცია ღვთისშვილებზე, რაც ამ თემაში საკმაოდ ბევრია. რომელიღაც წიგნში 2 წინადადება იყო მათ შესახებ და ძალიან დამაინტერესა, თუმცა ინფორმაცია ღვთისშვილებზე ვერსად ვნახე. ბოლოს აქ წავაწყდი და სასწრაფოდ დავრეგისტრირდი ფორუმზე :D ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც ასეთ საინტერესო ინფმაციას გვაწვდით ქართულ მითოლოგიაზე... ჩემი აზრით მათში ბევრი რამაა დაფარული წარსულზე, მომავალსა და საერტოდ სამყაროს სჰესახებ.
წარმატებებს გისურვებთ. ვიმედოვნებ კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გავიგებ თქვენგან :)
0

  • (6 Pages)
  • +
  • « First
  • 4
  • 5
  • 6
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი