GOL.GE Forum: ალექსანდრე ყაზბეგი - GOL.GE Forum

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ალექსანდრე ყაზბეგი ..........

#1 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 11 November 2007 - 11:49 PM

რას ფიკრობთ ამ მწერალზე?და მისი რომელი ნაწარმოები გაქვთ წაკითხული და რომელმა მოახდინა წარუშლეი შთაბეჩდილება?

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა ciao: 11 November 2007 - 11:50 PM

0

#2 მომხმარებელი არაა ფორუმზე   kevana Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 98
  • რეგისტრაცია: 30-March 07

Posted 12 November 2007 - 05:46 PM

დიდი გავლენა მოახდინეს ..."ელგუჯამ" და "ხევისბერმა გოჩამ"...
ყაზბეგი - საკმაოდ საინტერესო მწერალი თავისებური მსოფლმხედველობითა და ფილოსოფიური განსჯით...

ასე ვფიქრობ მე...

კიდევ არის ერთი მოთხრობა "ელეონორა" (ასე ქვია მგონი...sad.gif) რომელმაც გამაოცა თავის დროზე, რადგან ჩემდა გასაკვირად რეალურ ცხოვრებაშიც აღმოვაჩინე მსგავსი მაგალითი.. მაშინ ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო... ნუ გამოუცდელისგან რა უნდა გაგიკვირდეს აბა.... user.gif
0

#3 მომხმარებელი არაა ფორუმზე   *ScorpiOnS Icon

  • Eclipse
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 17214
  • რეგისტრაცია: 07-November 06

Posted 14 November 2007 - 06:22 PM

ყაზბეგი ჩემი ერტერტი უსაყვარლესი მწერრალია smile.gif
ძალიან მიყვარს და ვაფასებ.. wub.gif
უამრავი რამ მაქვს წაკითხული და ყველა ძალიან მომწონს..ხევისბრი გოჩა ნუ ყველაზე ცნიობილია მაგრამ სხვა რაღაცებიც არანაკლებია მერწმუნეთ smile.gif
უბრალოდ სტილისტური შეცდომები აქვს ძალიან ბევრი მაგრამ იმდენად საინტერესოდ წერს რო ეგ ფაქტიურად შეუმჩნეველია..
wub.gif
წაიკითხეთ-ელეონორა,ციცკა,ნინო, რავი ყველა მაგარია რა smile.gif
0

#4 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 14 November 2007 - 11:38 PM

QUOTE(*ScorpiOnS @ Nov 14 2007, 05:22 PM)
ყაზბეგი ჩემი ერტერტი უსაყვარლესი მწერრალია smile.gif
ძალიან მიყვარს და ვაფასებ.. wub.gif
უამრავი რამ მაქვს წაკითხული და ყველა ძალიან მომწონს..ხევისბრი გოჩა ნუ ყველაზე ცნიობილია მაგრამ სხვა რაღაცებიც არანაკლებია მერწმუნეთ smile.gif
უბრალოდ სტილისტური შეცდომები აქვს ძალიან ბევრი მაგრამ იმდენად საინტერესოდ წერს რო ეგ ფაქტიურად შეუმჩნეველია..
wub.gif
წაიკითხეთ-ელეონორა,ციცკა,ნინო, რავი ყველა მაგარია რა smile.gif
View Post


ყველა წაკითუხლი მაქ და გეთანხმები რომ უძლიერესეი ნაწარმოებები აქვსsmile.gif
0

#5 მომხმარებელი არაა ფორუმზე   kevana Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 98
  • რეგისტრაცია: 30-March 07

Posted 15 November 2007 - 01:39 AM

QUOTE
უბრალოდ სტილისტური შეცდომები აქვს ძალიან ბევრი

აუ გთხოვ ერთი მაინც მითხრა მაგალითად რა... unsure.gif
0

#6 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Jana_D`ark Icon

  • Man wird mich verbrennen, habe aber keine Angst :)
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1720
  • რეგისტრაცია: 31-March 07

Posted 19 November 2007 - 03:16 PM



ძალიან ღრმა არის ... დაკვირვება უნდა და ბევრ რამეს აღმოაჩენ... ადამიანის გულის უბნელეს კუნჭულებს წვდება smile.gif ძლიერია smile.gif
... Ich glaube, es gibt keine Gerechtigkeit ...


Chopin is for the people with deep feelings...

I like Chopin :)
0

#7 მომხმარებელი არაა ფორუმზე   *ScorpiOnS Icon

  • Eclipse
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 17214
  • რეგისტრაცია: 07-November 06

Posted 27 November 2007 - 06:52 PM

user posted image

0

#8 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 10 December 2007 - 09:33 PM

QUOTE(*ScorpiOnS @ Nov 27 2007, 05:52 PM)
user posted image
View Post


მაგარი სურათია ძააააააააან სად იპოვე?
0

#9 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tatushkina Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 654
  • რეგისტრაცია: 23-December 07

Posted 23 December 2007 - 08:33 PM

ყაზბეგის ნაწარმოებები ძალიან მიყვარს,განსაკუთრებით ხევისბერი გოჩა,არის რაგაც ისეთი მასში,თავისი სტილი,ეს კოველივე დაგაინეტერსებს
"cxovreba shansia,ar gaushva igi.cxovreba silamazea agiqvi igi,cxovreba _siyvarulia,sheiyvare,cxovreba _saidumloa,amoxseni igi.cxovreba-bednierebaa,tavad sheqmeni igi"
0

#10 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ანა Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 3347
  • რეგისტრაცია: 17-June 07

Posted 10 January 2008 - 02:02 PM

კუბაზე ვნახე ფილმი და ყაზბეგის მოთხროები გამახსენდა
მოდი სადმე წავიდეთ..
0

#11 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mr. Beatleman Icon

  • ...The Beatles saved the world from boredom...
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11760
  • რეგისტრაცია: 01-January 07

Posted 18 January 2008 - 01:25 AM

ქართველ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ფართოა...
http://heltertheskelter.wordpress.com/
0

#12 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mwvane Icon

  • areuli saxli, dalagebuli urti1obebi!
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4189
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 18 January 2008 - 02:36 PM

QUOTE(mr. Beatleman @ Jan 18 2008, 01:25 AM)
ქართველ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ფართოა...
View Post



ყველაზე არა მაგრამ ერთერთი

ყველაზეა ჯავახიშვილი


user.gif
0

#13 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mr. Beatleman Icon

  • ...The Beatles saved the world from boredom...
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11760
  • რეგისტრაცია: 01-January 07

Posted 18 January 2008 - 05:26 PM

QUOTE(mwvane @ Jan 18 2008, 02:36 PM)
ყველაზე არა მაგრამ ერთერთი

ყველაზეა ჯავახიშვილი


user.gif
View Post



ხო, მე ვთქვი ერთ-ერთი იმ ყვევალზე ღრმათაგან...
http://heltertheskelter.wordpress.com/
0

#14 მომხმარებელი არაა ფორუმზე   =AniMaL= Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 3286
  • რეგისტრაცია: 27-May 07

Posted 19 January 2008 - 07:34 PM

ხებისბერი გოჩა არის კაი ნაწარმოები მაგრამ სკოლის პერიოდში შემზიზღდა laugh.gif
Ausculta et perpende

Cogito, ergo sum

Veritas odium parit

Contraria contraris sunt remedia
--------------------------------------
0

#15 მომხმარებელი არაა ფორუმზე   *ScorpiOnS Icon

  • Eclipse
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 17214
  • რეგისტრაცია: 07-November 06

Posted 14 April 2008 - 08:28 PM

QUOTE(ciao @ Dec 10 2007, 08:33 PM)
მაგარი სურათია  ძააააააააან სად  იპოვე?
View Post



ილია ჭავჭავაძის წიგნში იყო და ტელეFონით გადავუღე biggrin.gif

buchti.gif
0

#16 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 17 July 2008 - 12:28 AM

ბიოგრაფია

ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონში. 1863-იდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867—1870 - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879-მდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში "ნამწყემსარის მოგონებანი", 1883). 1879-იდან თბილისში ცხოვრობდა.

შემოქმედება

თბილისში დაბრუნებული ალ. ყაზბეგი თეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი გახლდათ (ორიგინალური პიესები - "ერთი უბედურთაგანი", 1879, დაიდგა 1880; "არსენა", დაიდგა 1882; "წამება ქეთევან დედოფლისა", დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული - "დილა ქორწილის შემდეგ", 1882; "ცხოვრების თანამგზავრი", 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა "ციცკა" 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა" და ი. ჭავჭავაძის "ივერიაში". 1881 "დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები "ელისო", "მამის მკვლელი" (ორივე 1882), "ციკო" (1883), "განკიცხული", "ხევისბერი გოჩა" (ორივე 1884), "მოძღვარი" (1885) და სხვა. 1886—1887 მძიმედ დაავადდა, 1890-იდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.

ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი "სამოციანელების" ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა "ელგუჯასა" და "მამის მკვლელში", "მოძღვარსა" და "ხევისბერ გოჩაში". მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).

ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ - გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა "ელისო", რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა.

ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია - მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ "ელგუჯას" პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო ("ელგუჯა", "მამის მკვლელი", "ხევისბერი გოჩა").

ყაზბეგის თვალთახედვა არ შეჩერებულა მხოლოდ ხევის ცხოვრებაზე. ბურჟუაზიული წყობის და მორალის მომძლავრება განსაკუთრებით ჩანს ქალაქური ცხოვრების ფონზე, როცა ადამიანთა ურთიერთობას წარმართავს ეგოისტური ზრახვა ("განკიცხული"). ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება - უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც ("ხევისბერი გოჩა", "წამება ქეთევან დედოფლისა"). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები ("ცხოვრების ჩარხი", "შიოლა ღუდუშაური"), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.
0

#17 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mariami24 Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 528
  • რეგისტრაცია: 04-July 08

Posted 18 October 2008 - 11:52 PM

6-7 მოთხრობა მაქვს წაკითხული და მათგან გამოვყოფდი "ხევისბერ გოჩას" და "მოძღვარს".
Tired with all these, for restful death I cry,
As, to behold desert a beggar born,
And needy nothing trimm'd in jollity,
And purest faith unhappily forsworn,
And guilded honour shamefully misplaced,
And maiden virtue rudely strumpeted,
And right perfection wrongfully disgraced,
And strength by limping sway disabled,
And art made tongue-tied by authority,
And folly doctor-like controlling skill,
And simple truth miscall'd simplicity,
And captive good attending captain ill:
Tired with all these, from these would I be gone,
Save that, to die, I leave my love alone.
0

#18 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 08 April 2009 - 09:19 PM

" ბევრი სიმწარე უნახავს სანდროს,ბევრთაგან დიდი მწუხარება შეხვედრია,ბევრს ცხარე ცრემლით უტირებია და სიკვდილის შემდეგ ისიც კი დააბრალეს ,რომ სხვისი ნაშრომი თავისი სახელით გამოაქვეყნაო.
მისი ნაწრამოები,სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანებისადმი,საყვარელ საკითხავად ექნება ქართულ საზოგადოებას.მისმა ნაწარმოებებმა შეაჩვიეს ქართველ საზოგადოებას ქართული წიგნის კითხვა."

დავით კლიდაშვილი






"მისი გმირები მთის შვილნი არიან,მთს მდიდარი მომხიბვლელი ბუნების მიერ არზრილნი,მთამ შთაუნერგა მატ სულში დაუშრეტელი წყურვილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა. "

კიტა აბაშიძე



"მოსფლიო ლიტერატურაში ვაჟა და ყაზბეგი განმარტოებით არიან,და მათთანვე არის მთას შეფარებული ქართული სულიც..."

ვახტანგ კოტეტიშვილი.
* * *

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა ciao: 08 April 2009 - 09:23 PM

0

#19 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 08 April 2009 - 09:22 PM

"არასოდეს არ დაბადებულა უფრო მხურვალე წყურვილი ქალწულებრივი წმინდა ჰაერისა,უმწიკვლო მყინვარის თოვლზე უფრო სუფთა ჰაერის სითეთრე,ბრწყინვალე სილაჟვარდის წყურვილი,როგორიც იბადება ყაზბეგის ნაწერების წაკითხვის შემდეგ. "

გალაკტიონ ტაბიძე.




მე კავკასიის ქედები მთხოვენ


მე კავკასიის ქედები მთხოვენ,
მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,
ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს
აგუგუნება კაიშაურის.

მე მშობლიური არაგვი მირჩევს,
წინასწარ ვიგრძნო,ვიცოდე მარად,
ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს,
ომში სოცოცხლე ჩასთვალოს არად.

იმ დღეებს ძეგლი უნდა ავუგო,
უნდა ავღმართო წყებათა წყება,
ით აღმიართა შენთან,ძაუგო,გ
გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება!

გალაკტიონ ტაბიძე
1943






ალექსანდრე ყაზბეგს


შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
გთხოვ,იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ,მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

ვაჟა-ფშაველა
1893

0

#20 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 08 April 2009 - 09:29 PM

ალექსანდრე ყაზბეგი :

"მე მთილერი ვარ და არაა "მთიული",როგორც ჩვენს ლიტერატურაში გაწირვებულები მოგვიხსენიებენ ხოლმე.დიახ,მთიელი,შობილი იქ ,სადაც ყმა და მონება ძველთაგანვე სამარცხვინოდ ყოფილა ხალხში.სადაც სიტყვას "ბატონ-ყმობას"ადგილი არასოდეს არა ჰქონია, და სადაც კაცს პატივისცემა მხოლოდ პირადის ღირსებით შესძლებია..."

"დღემდის ჩემის სისხლის შემადგენელნი არიან მთის ნაკადულში შერეული რკინა და კლდეთა შორის ნაჩეჩქვის წვეთები .მათაგნ აღზრდილი დღემდის თეთრსა ხდის თეთად და შავსა შავად. თავისას ჰგრძნობს თავისად და უცხოს -უცხოდ.."

"ჩემი არსება გადაბმულია ჩემის ქვეყნის არსებასთან უხილავის ძალით .."

"წმინდა მოვლენის შეხება უწმინდურის ხელითა არის კაცისთვის უღირსი საქციელი.."

"დარწმუნებული ვარ მრომ ოდესმე ჩვენს ლიტერატურას შეეხება სერიოზული კრიტიკა და აუილებლად ჩემი თხზულებანიც შიგ მოჰყვებიან ..."

"საზოგადოებამ დაინახა ჩემი სინდისიერი წადილი სამსახურისა ა მან იგრძნო ,რომ თუ მე დაუფასებელის და გენიოსის ნიჭის ნაწარმოებს ვერ ვაძლევ,მის მაგიერ მათ ვაძლევ ყველას,რაცა მაქვს და რისიც მიცემის საშუალება და მდგოამრეობა ნებას მაძლევს.."

"რაცა მქონია,არ შემშურვებია ჩვენის საზოგადოებისათვის და რაც უნდა მცირე ადგილი ეჭიროს ხალხის წინ მსვლელობაში,მე მაინც დაკმაყოილებული ვარ,სიზარმაცეს ვერ ვუსაყვედურებ თავს.."

მე განსაკუთრებით აუარებელის წარმოდგენისა არა ვარ ჩემს ნაწერზედ და არც იმისთვის ვწერ ,რომ უკვდავობის სახელი დავიმსახურო.მე მიყავრს ჩემი ხალხი,ჩემი გზა და ყოველის კაცის მოვალეობათა ვხდი,რომ ემსახუროს თავის ხახლს იმითი,რითაც შეუძლიან..."

"მე მყავს ჩემი საზოგადოება და ჩვენ მივხდვით ერთმანეთის გულის ძგერას,ჩვენ გავიგონეთ ერთმანეთის გულის კვნესა და ხმები,დიდი ხანია,რაც შევაწყეთ.ერთი გვაქვს სიხარული და ერთივე სამგლოვიარო.ჩვენ ხმა მიუცემლად ვერ დავდგებით.მე მყავს ჩემი მკითხევლი,და რა რიგ ბუნდადაც უნდა იყვეს დაწერილი ჩემი მოთხრობები,იმათ მაინც ესმით მგოდებელის გულის გმინვა და რემლებს არ იშურებენ მის დასატირად..."

" მე არ ვხატავ ლირებს და ჰამლეტებს,ჩემს მოძმეთატვის გაუგებარ პირებს,მე ველტვი ჩემს ქვეყანას ,კეკლუცს და შემკობილს,ველტვი მის ბუნებას,რომელმაც აღზარდა და შეიფარა ჩემი მოძმენი,შევხარი იმათ და ვტირი იმ ტირილით,რომელიც გვასწავლა მისმა შემოქმედებამ.მთა რომ ჰკვნესის და ჰგმინავს,ჰაერი რომ ირევა და გოლიათნი ნისლით იბურება,ღრუბელი რომ ცრემლობს და ზვავი მოხუის,წყალი რომ კლდიდგან გამედგრებული გადმოჰქუხებს და ანკარა წყარო ლექსსავით მოკანკარებს ,ეს ყველა ცხადი და ცოცოხალი სამაგალითო გაკვეთილებია მისი შვილებოსატVის.."

"რაღა გზას მიღობავთ?გამიშვით სხვაგან,იქნება იქაც სამდე შევხვდე ელგუჯას ან კიდევ მის პროტოტიპს ,აწმყო სავაგლახ-სატირალს წარმომადგენელთ!გამიშვით,დავიტირო ჩემი კვდრები ამისთვის,რომ ჩემნი არიან და ჩემი გული მიიბრძვის მათკენ!"



0

#21 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Hano Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6641
  • რეგისტრაცია: 10-November 07

Posted 08 April 2009 - 09:30 PM

მოგონებები ალექსანდრე ყაზბეგზე..


"ალექსანდრე ყაზბეგი მოწამე იყო იმ დროისა,როდესაც კანონიერებას თუ უკანონო მოთხოვნილებას ზოგიერთი მოხელენი მათრახის ძალით ასრულებდნენ.თვით განსვენებულმა ერთი თავისი კედელი მუშებს დაარღვევინა დამოხუცს კაცებს ასე უთხრა :"გახსოვთ ამ კედლის აგებაო","გვახსოვსო",უპასუხეს უკან\ასკნელთ:"ეს კედელი უსასტიდლოდ არის აგებული და მე მინდა სასყიდლით დავარღვიოო,მათრახით პურის ჭამა არ მინდაო ."

ანდრია კობაიძე.





თოვლ-ჭყაპიანი ამინდი იყომდოლი ადრე დაიწყო,მთელი ღამეები ვათენებდით ,ვეღარ ვასწრებდით ბატკნის აყვანას,სანდროს რაც შეეძლო გვეხმარებოდა.იდმენი დრო აღარ მქონდა ,რომ ძირახლები მაინც გამეკეთებინა და ძვლებს კი ღვედები დაწყვეტილი ჰქონდა და ჩალა-თივას ვეღარ იჭერდა.მთელი ფეხი სველი მქონდა,თან დაღლა და უძIლობა მაწუხებდა.რამე ,როდესაც დასაძინებლად შევედი,სანდრომ ახალი ძირახლები მომაწოდა და მითხრა :აჰა ,თედო,ჩაიცვი,თივით კარგად გატენე,უფრო რბილი იქნება.მადლობა გადავუხადე და გამოვართვი ძირახლები.მეორე დღეს სანდროს ყარაულობის დრო მოვიდა.ჩვენ ყველამ ვივახშმეთ,ცხვარი დავაბინავეთ და დავიძინეთ.დილით ბინიდან შემოგვესმა ხმაური,ჩხუბის ხმა.შევედით სანდროსთან და ავინახეთ,სანთელი მთლად დანავლებული,გამდნარი,აუარება ნაწერი ქარალდები,რომლებიც აქეთ-იქით იყო მიყრილ-მოყრილი.
-სანდრო,ჰა ,სანდრო -დავუძახეთ ჩვენა,მაგრამ ყური არ გვიგდო .მერე ადგა ,ლანძრვით ფანქარი პატარა სიფროზე დაახეთქა და თქვა:გაგონილა განა ამდენი უსამართლობა,ამდენი სისიხლის ღვრა,ამდენი დევნა და შევიწროვება?სად არის სამართალი,სად არის კანონი!ჩვენ გაკვირვებულები ვუყურებდით და არ გვესმოდა ,რაზე იყო ლაპარაკი.მერე როცა დამშვიდდა ,ქარალდები აკრიფა,დაახვია და სკივრში შეინახა,ზედ პატარა ხალიჩა დააფარა ,რომელიც ხვრაში დაჰქონდა.ბოლოს მაინც გამოგვიცხადა,რომ რაღაც მოთხრობას წერდა და იმის გმირი შეეწუხებინა უსამართლობას.მაგისტVის ვბრაზობდიო.

თედო გოდერძიშვილი.
0

#22 მომხმარებელი არაა ფორუმზე   gudmundsdotiri Icon

  • ...და მიაპობს ტალღებს
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 6886
  • რეგისტრაცია: 27-January 08

Posted 09 April 2009 - 09:32 PM

მაშა, მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა!!!

საინტერესო პერსონაჟები ჰყავს.
My mother she butchered me,
My father he ate me,
My sister, little Ann Marie,
She gathered up the bones of me
And tied them in a silken cloth
To lay under the juniper.
Tweet twee, what a pretty bird am I!
0

#23 მომხმარებელი არაა ფორუმზე   zgvuna Icon

  • redhead_girl
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 6126
  • რეგისტრაცია: 24-December 06

Posted 10 April 2009 - 12:57 AM

ლოოოოლ
ჯაყოს ხიზნები ყაზბეგის არ არი დედუ
Me I'm Not
0

#24 მომხმარებელი არაა ფორუმზე   coldplay Icon

  • My love wears forbidden colors
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11767
  • რეგისტრაცია: 03-December 07

Posted 10 April 2009 - 01:14 AM

QUOTE(gudmundsdotiri @ Apr 9 2009, 08:32 PM)
მაშა, მაშა, აგრე ვიცის ჯაყომა!!!

საინტერესო პერსონაჟები ჰყავს.
View Post



ეგ ის არ არის
ეგ მეორეა biggrin.gif

ჯავახიშვილია ეგ
შეგეშალა unsure.gif
საწოლიდან ფანჯრისკენ მთვარის ფართო ბილიკი წვება. ამ ბილიკზე სისხლისფერქობიან თეთრ მოსასხამით ადის კაცი და მთვარისკენ მიაბიჯებს.
----------------
ჩემს თავს ვეკითხები, ცხვირი უფრო სიმპათიური ხომ არ გამიხდა-მეთქი და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ცხვირი არასოდეს არ შეიძლება იყოს სიმპათიური.
0

#25 მომხმარებელი არაა ფორუმზე   trainspoting Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 201
  • რეგისტრაცია: 14-February 09

Posted 10 April 2009 - 01:41 AM

კარგი იქნებოდა თუ საკუთარი აზრის გამოხატვისას, იმის გარდა რომ ძალიან ღრმაა და სულში ჩამწვდომი ეს ავტორი, იმასაც დაწერდით რატომ არის ღრმა და სულში ჩამწვდომი. მე მართლა მაინტერესებს.
"And, uh, and he looks at her … and he says, ‘We’re going to a party … it, it’s a birthday party … it’s your birthday party, happy birthday, darling. We love you very, very, very, very, very, very, very much.’ And then um, he starts humming this little tune, and, and, uh, it kinda goes like this, it’s kinda - one, two, one, two, three, four…”
0

#26 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tamri5 Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 187
  • რეგისტრაცია: 21-March 09

Posted 09 May 2009 - 04:18 PM

user posted image


ყაზბეგი სამწყემსურში
0

#27 მომხმარებელი არაა ფორუმზე   tamri5 Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 187
  • რეგისტრაცია: 21-March 09

Posted 09 May 2009 - 04:21 PM

user posted image


ყაზბეგი სრუდენტობის ჟამს.. მეჩვენება თუ ყავის ჭიქა გადაბრუნებული აქვს მკითხაობის მოლოდინში spy.gif sidonia.gif jumr.gif
0

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი