GOL.GE Forum: სამხედრო აღზრდის ტრადიციული და ავანგარდული ფორმები - GOL.GE Forum

Jump to content

  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

სამხედრო აღზრდის ტრადიციული და ავანგარდული ფორმები ისტორიული და თანამედროვე

#41 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 16 June 2008 - 09:53 PM

ძველი ქართული საბრძოლო იარაღები მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: საბრძოლო, კომბინირებული და საჩვევი ანუ სავარჯიშო.

საბრძოლო, მათ შორის მალულად სატარებელნიც იყოფა შემტევ და საფარ ჯგუფებად.

შემტევი _ თეთრი იარაღი _ ქარქაშში სატარებელი (ხმალი, დაშნა, ხანჯალი ა. შ.); სატყორცნი (შურდული, კუდბაწარა, მშვილდისარი, კაპარჭი...); ცეცხლსასროლი (კაჟიანი თოფი, დამბაჩა, მაჭახელა...).

საფარი იარაღი იყოფა 2 ჯგუფად _ აქტიური დაცვის (ფარები, დიდი ფარი - დელამ-ფარი და პატარა ფარი პელტი, მალული - უბის ფარი...) და პასიური (ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, სამკლავენი, გირგოლიანი ქუდი...)

კომბინირებული იარაღია _ ხმალ-ჯოხა - ყავარჯენში ჩამალული ხმალი, ჯოხ-დანა - ჯოხში ჩამალული დანა, შუბ-ჯოხა და ა.შ.

საჩვევი იარაღი საბრძოლო იარაღის ასლი იყო და მას აკეთებდნენ ან ხისგან ან რბილი ლითონისგან.

მთაში ვაჟკაცი იარაღს არასდროს შორდებოდა. მაგრამ იყო გამონაკლისიც, მაგ. ტაძარში, ტუმცა ხშირად აქაც კი მთიელი დამალული იარაღით შედიოდა. ძირითადად დამცავი იარაღით - უბის მალული ფარით და ქუდში ჩამალული ლითონის ფირფიტით _ ქუდის გირგოლით.

უბის ფარი ოვალური ფორმისაა და დამცავის გარდა, შემტევ იარაღადაც გამოიყენება გამკაწრავი დარტყმების განსახორციებლად.. ფარზე დამაგრებული ლურსმნები - მოქლონები უფრო მაღალი ქუდებით უკეთდებოდა.

თუ იარაღით ცოდვა იყო ჩადენილი, ამ იარაღს ხატს სწირავდნენ, რითიც ჩამდენი ცოდვებს ინანიებდა.

იარაღს საკულტო მნიშვნელობაც ჰქონდა. მშობიარე ქალი თავქვეშ ხანჯალს იდებდა, რათა ახალშობილთან ავსულები არ მისულიყვნენ. აკვანსაც ჰკიდებდნენ იარაღს, ხოლო ახალდაქორწინებულებს, ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ შემართული იარაღით აცილებდნენ.

როცა ვაჟი 15 წლისა ხდებოდა, ხევისბერი საზეიმოდ გადასცემდა იარაღს და დრო დგებოდა ”ვაჟს აესხა იარაღი” ანუ საომარ მოქმედებებშიც მიეღო მონაწილეობა.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#42 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ηληνα Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2513
  • რეგისტრაცია: 18-December 07

Posted 17 June 2008 - 11:55 PM

QUOTE(Name @ Jun 16 2008, 08:53 PM)
თუ იარაღით ცოდვა იყო ჩადენილი, ამ იარაღს ხატს სწირავდნენ, რითიც ჩამდენი ცოდვებს ინანიებდა.
View Post


ეს საინტერესოა
შეიძლება ამ ტრადიციაში იყოს საძებნელი შორეული წარსულის ტრადიციების ახსნა.
პრეისტორიული ხანის სამლოცველოებზე (ძვ. წ. II ათასწლეული) სარძოლო იარაღი: მახვილი, სატევარი, შუბისპირი ბრინჯაოს ჭურჭელში ჩალაგებული დასტურდება.
When you were young
and your heart was an open book
You used to say live and let live
But if this ever changin
in which we live in
Makes you give in and cry
Say live and let die
Live and let die...
0

#43 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 19 June 2008 - 11:13 AM

QUOTE(ηληνα @ Jun 17 2008, 10:55 PM)
ეს საინტერესოა
შეიძლება ამ ტრადიციაში იყოს საძებნელი შორეული წარსულის ტრადიციების ახსნა.
პრეისტორიული ხანის სამლოცველოებზე (ძვ. წ. II ათასწლეული) სარძოლო იარაღი: მახვილი, სატევარი, შუბისპირი  ბრინჯაოს ჭურჭელში ჩალაგებული დასტურდება.
View Post


ერთ-ერთი მიზეზი, უმთავრესი თუ არა, ნამდვილად ესაც იქნებოდა.
იარაღს რომ საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა, ამას წინა საუკუნეში მომხდარი ფაქტიც ამტკიცებს. ვაჟა-ფშაველად სწორედ ხმალზე დააფიცა მაღაროსკარში მთიულები თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის, თუ არ ვცდები, 1907 წელს.


ხის იარაღი

წარმართული დროიდან საქართველოში საბრძოლველად და სასწავლად ასევე გამოიყენებოდა ხისგან გამოთლილი იარაღი. განსაკუთრებით საჩვევი იარაღი იყო ხის, რათა მიუჩვეველ მოსწავლეებს ერთმანეთი არ დაეზიანებინათ. მთის ხალხში ყველაზე მეტად სარგებლობდნენ მუჯირა ჯოხით, რომლისთვის მრავალი შემტევი და თავდაცვითი ილეთი არსებობდა.
ქვემოთ არის მცირერიცხოვანი ჩამონათვალი ხის იარაღებისა:

აზარმაცი – დიდი კეტი;
არნადი – კალოს ხის იარაღი;
ბაჭკა – ბოჯოჯღი, ბორჯღლიანი სარი
ბიგა - ჯოხი (მეგრ.)
გარა – გრძელი ორკაპი
გოგუთი - თავმრგვალი კეტი
გორგონი – დიდი ჯოხი
თავხრილი – კომბალი, კოპაჭური
კავკომბალი – კაკვიანი კომბალი
კაკუჩა – მცირე კავკომბალი
კვერთხი – მომცრო არგანი
კობალი – კომბალი, თავკორძა კეტი
ლაბაშა - ხის გრძელი ჯოხი (მეგრ.)
ლენგერა – მსხვილი კეტი
საჩვევი – საწვრთნელი იარაღი
ძალაყინი – ძელი კართა საძგერებელი
წერაყანი – მუჯირასავით

სხვათა შორის მორიგე ცის გამგებლის მიერ ღვთისშვილისათვის გადაცემული ოქროს ჭიგუნიც ხის იარაღს მიეკუთვნება.

7 წლიდან ბავშვს უკვე ჰქონდა ხისგან გამოთლილი საჩვევი იარაღი.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#44 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 20 June 2008 - 08:28 PM

როცა მოწინააღმდეგეთა ქვეითი ჯარი ერთმანეთს უნდა ჰკვეთოდა ხელჩართული ბრძოლისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თუ რა სიძლიერით მოხდებოდა იარაღის გარეშე პირველი შეჯახება.

ძველი სამხედრო მომზადების ერთ-ერთი ვარჯიში-შეჯიბრება იყო ეგრეთწოდებული "ტრაკაობა", როცა მოწინააღმდეგენი ერთმანეთისკენ სირბილით მიემართებოდნენ და შენდეგ გვერდებით ან გავით უნდა დაჯახებოდნენ.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#45 მომხმარებელი არაა ფორუმზე   t-90 Icon

  • killer of M1A1 ”Abrams”
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5423
  • რეგისტრაცია: 13-March 07

Posted 20 June 2008 - 09:02 PM

QUOTE(Name @ Jun 20 2008, 07:28 PM)
როცა მოწინააღმდეგეთა ქვეითი ჯარი ერთმანეთს უნდა ჰკვეთოდა ხელჩართული ბრძოლისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თუ რა სიძლიერით მოხდებოდა იარაღის გარეშე პირველი  შეჯახება.

ძველი სამხედრო მომზადების ერთ-ერთი ვარჯიში-შეჯიბრება იყო ეგრეთწოდებული "ტრაკაობა", როცა მოწინააღმდეგენი ერთმანეთისკენ სირბილით მიემართებოდნენ და შენდეგ გვერდებით ან გავით უნდა დაჯახებოდნენ.
View Post


ეგ ვარჯიში ”ტრაკფანდურას” სახელით არის ცნობილი. სხვათა შორი ქვეითი ჯარის მომზადებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ ვარჯიშს.
Fight like the wolf. Die like the wolf.
------------------------------------------------------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
------------------------------------------------------------------
Один нож лучше сотен мечей если его вонзить в сердце нужного человека.
------------------------------------------------------------------
сила есть но ума надо
------------------------------------------------------------------
Mein lieber panzer.
0

#46 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 20 June 2008 - 09:09 PM

QUOTE(t-90 @ Jun 20 2008, 08:02 PM)
ეგ ვარჯიში ”ტრაკფანდურას” სახელით არის ცნობილი. სხვათა შორი ქვეითი ჯარის მომზადებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ ვარჯიშს.
View Post



გამიგია, ნატოს სტანდარტებიც ითვალისწინებს "ტრაკფანდურას", მხოლოდ სხვა სახელწოდებით.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#47 მომხმარებელი არაა ფორუმზე   t-90 Icon

  • killer of M1A1 ”Abrams”
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5423
  • რეგისტრაცია: 13-March 07

Posted 20 June 2008 - 10:09 PM

QUOTE(Name @ Jun 20 2008, 08:09 PM)
გამიგია, ნატოს სტანდარტებიც ითვალისწინებს "ტრაკფანდურას", მხოლოდ სხვა სახელწოდებით.
View Post


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Fight like the wolf. Die like the wolf.
------------------------------------------------------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
------------------------------------------------------------------
Один нож лучше сотен мечей если его вонзить в сердце нужного человека.
------------------------------------------------------------------
сила есть но ума надо
------------------------------------------------------------------
Mein lieber panzer.
0

#48 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 25 June 2008 - 07:28 PM

ქართული ჭიდაობა

ქართულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხითი. მოქმედება ხდება მხოლოდ დგომში, ჩოქბჯენში ბრძოლის გაგრძელება დაუშვებელია.
დაუშვებელია აგრეთვე ხელებით ქვედა კიდურებზე რაიმე საჭიდაო მოქმედება. აკრძალულია მტკივნეული ილეთები და გაგუდვა. არსებული წესები ქართულ ჭიდაობას გამორჩეულ, დახვეწილ იერს აძლევს, რის გამოც ის ჭიდაობის ერთ-ერთ ულამაზეს სახეობადაა მიჩნეული.

ქართული კრივი
ქართულ კრივში მებრძოლები ქართული ტრადიციული ჩოხით იბრძვიან. ძველ დროს უხელთათმანოდ, ახლა სპეციალური ხრიდოლის ხელთათმანებით. ხრიდოლის ხელთათმანი თითებს არ ფარავს და საშუალებას აძლევს მებრძოლს მეტოქის ჩოხაზე ან ქამარში ხელის ჩავლებით ილეთი შეასრულოს. ბრძოლის დროს დასაშვებია დარტყმების მიყენება მუშტით და ფეხით სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში, აკრძალული ადგილების გარდა.
დასაშვებია თავით, მუხლით და იდაყვით სხეულის ნებისმიერ ადგილას შეტევის განხორციელება. დასაშვებია საჭიდაო ილეთების გამოყენება. როგორც დგომში, ასევე ჩოქბჯენში. ასევე დასაშვებია დგომში და ჩოქბჯენში მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება.
აკრძალულია დარტყმები საზარდულში, ყელში, კეფაში, ზურგისა და ხერხემლის მიდამოებში, დგომიდან წაქცეულის ცემა.


ხევსურული ჭიდაობა
ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება მიმდინარეობს ტრადიციული ჩოხით. მისი ერთ-ერთი სახელწოდებაა `მოშ და მოშ~, რაც მთის კილოზე ხელების შემოხვევით მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების შესრულებას გულისხმობს. დასაშვებია ნებისმიერი ილეთის შესრულება, რომელიც ქართულ ჭიდაობაში ან ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში არ იკრძალება. ხევსურულ ჭიდაობაში შერკინება გრძელდება ჩოქბჯენში. გარდა ამისა, დასაშვებია როგორც დგომში ასევე ჩოქბჯენში მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების შესრულება, რომლებიც კისრისა და კიდურების მეყსეულ მოტეხვას არ იწვევს. ძველი საბრძოლო წესებით ამ ტიპის ილეთების შესრულება დასაშვები იყო. ქულებით ფასდება შებოჭვაც.


ხევსურული ფარიკაობა
ხევსურულ ფარიკაობაში მეტოქეები იბრძვიან ხმლით და პატარა წრიული ფორმის ფარით. ძველ დროში უმცროსი ასაკის მებრძოლები სწავლების პროცესში ხმარობდნენ ხის იარაღს, თანამედროვე სპორტული შეჯიბრებების დროსაც ხრიდოლის მებრძოლები ასევე იყენებენ ხის ფარ-ხმალს. აკრძალულია ხმლის მხრიდან მოქნევა, რადგან, ქართული ადათით, თუ მეტოქე მოსისხლე მტერს არ წარმოადგენს, მებრძოლმა მაჯიდან უნდა მიაყენოს მსუბუქი ჭრილობა და მის სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. თანამედროვე ფარიკაობისას ტრამვის თავიდან აცილების მიზნით ხმლის პირი დარბილებულია სპეციალური დამცავით.

მასალა აღებულია ხრიდოლის საბრძოლო წესებიდან.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#49 მომხმარებელი არაა ფორუმზე   t-90 Icon

  • killer of M1A1 ”Abrams”
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5423
  • რეგისტრაცია: 13-March 07

Posted 25 June 2008 - 09:00 PM

მესხური ჭიდაობა.

ეს ჭიდაობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ჭიდაობად. აქ არის ყელში წავლებით მოგვერდი, მტვრევები და მტკივნეული ილეთები. ჭიდაობენ წელზემოთ შიშვლები.

Fight like the wolf. Die like the wolf.
------------------------------------------------------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
------------------------------------------------------------------
Один нож лучше сотен мечей если его вонзить в сердце нужного человека.
------------------------------------------------------------------
сила есть но ума надо
------------------------------------------------------------------
Mein lieber panzer.
0

#50 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 25 June 2008 - 11:18 PM

საერთოდ ქართული ჭიდაობის ოცდაათამდე სახეობა არის ცნობილი.

არასრული სია:

თუშური ჭიდაობა
მთიულური იღლიღორა
სვანური ჭიდაობები (ლიბრგიელ და ლიბუნძგვალ)
მესხური ჭიდაობები (ჩოხით და უჩოხოდ)
ფშაური ჭიდაობა
გურული ჭედობა
რაჭული ღოჯური
მეგრული რკინება
აჭარული მატეკრობა
იმერული საბეჭურიდან ჭიდაობა




გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#51 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 26 June 2008 - 05:45 PM

არამარტო საქართველოს მთიანეთში ექცეოდა დიდი ყურადღება ბავშვობიდან სამხედრო მომზადებას.

აი, რას წერს ”სამეგრელოს აღწერაში” არქანჯელო ლამბერტი -

”ბავშვები ისე ატარებენ იარაღს, ფარსა და მშვილდს, თითქოს დაბადებიდან იყვნენ შეჩვეულნი ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ საქმეს, რომ მუდამ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობაში; საუკეთესო ცხენს, თუ არა ლაშქრობაში, არ დაღლიან; ასევე ლაშქრობისთვის აქვთ გადანახული საუკეთესო სურსათი. ყოველი იარაღი ისე აქვთ გაწყობილი, რომ მთავრის პირველივე დაძახილზე შეძლონ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა, დასვენების დროსაც კი მშვილდ-ისარი, ფარ-ხმალი, აბჯარი და სამაჯეები სასთუმალთან ულაგიათ, რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ...

პატარებსა და ნორჩ ახალგაზრდებს სასტიკ ზამთარშიაც კი ფეხთ არ აცმევენ და აჩვევენ თოვლში ფეხშიშველ სიარულს. საშინელ პაპანაქებაში სანადიროდ მიდიან. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდეს მდინარეებში. ამას იმიტომ ჩადიან, რომ ცქვიტები და მარდები შეიქმნენ და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ომიანობას მოაქვს.”

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Name: 26 June 2008 - 05:48 PM

გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#52 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 26 June 2008 - 05:56 PM

საქართველოში სასულიერო სასწავლებლის მოწაფენიც საერო პირების მსგავსად გადიოდნენ ფიზიკურ მომზადებას.

გიორგი ათონელს წესად ჰქონია მოწაფეთა ”ველად გასვლისა მღერად” (იგულისხმება სამხედრო მომზადების შემცველი თამაშობანი).

ხოლო დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიაში საგანგებოდ მოიწვია, თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე და ამასთან პედაგოგიც იოანე პეტრიწი, რომლის აღმზრდელობითი სისტემა ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: გონებრივი, ფიზიკური, ესთეტიკური და ზნეობრივი აღზრდა.

ალბათ, ამ ტრადიციის გამო, გრემის მონასტრის ორმოცმა ბერმა გზა გადაუჭრა მოულოდნელად მოვარდნილ მტერს და მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს, რათა ერეკლე მეფეს ლაშქრის შეკრება მოესწრო.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#53 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 28 June 2008 - 11:13 PM

ფეოდალურ საქართველოში (რუსეთთან შეერთებამდე) არსებობდა შესაბამისი წყობისთვის დამახასიათებელი ჯარის ფეოდალური წყობა.

არსებობდა შემდეგი სამხედრო - სახელმწიფო იერარქია: მეფე _ უმაღლესი მთავარსარდალი, საჭიროებისდა მიხედვით შესაძლებელი იყო შემცვლელი მთავარსარდლის დანიშვნა.

ჯარი შედგებოდა პროვინციებიდან , საერისთაოებიდან და მთიელთა საერთო შენაერთებიდან წარმოდგენილი ლაშქრებით, რომელთაც ერისთავები, სადროშოთა წინამძღოლები და ხევისბერები ედგნენ სათავეში. ქართლში სადროშოს სათავეში მსხვილი ფეოდალი ედგა, კახეთში _ ეპისკოპოსი.

რიგითებში შედიოდნენ მსახურები, აზნაურები ან თავისუფალი მთიელნი.

განსაკუთრებულ შემთხვევაში ცხადდებოდა საყოველთაო მობილიზაცია _ ”ქუდზე კაცი”, რომელიც აერთიანებდა როგორც ყმა, ასევე აზატ გლეხობას და ქალაქის თავისუფალ მოსახლეობას.
გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#54 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 29 June 2008 - 09:37 PM

ხმალი

ქართველები მრავალი სახის ხმალს სჭედდნენ, როგორც საყოველთაოდ, ასევე მებრძოლის ხასიათის შესაბამისად.

რაც უფრო ფიზიკურად ძლიერი იყო მებრძოლი, მას ნაკლებად ფიცხი იარაღი სჭირდებოდა, ბრძოლის დროს დიდი ძალით ჩეხვის დროს, ხმალი რომ არ გადატეხილიყო.

ხმლის გამოჭედვისას უმთავრესი იყო იარაღის სისალისა და მოქნილობის შერწყმა. ამის მისაღწევად ჭედვის სხვადასხვა ხერხები არსებობდა. მაგ. "ბაწარაული" ხმლის ჭედვისას ხდებოდა რბილი და მაგარი ლითონის ერთმანეთში ჩაგრეხვა და ისე ხდებოდა გამოჭედვა, ამ გზით გამოჭედილი ხმალი მტკიცეც იყო დრეკადიც.




მეომართა შორის ქალებიც იყვნენ. მეომარ ქალთან ხელის სათხოვნელად მისულ ვაჟს წინ გამოცდა ელოდა, მეომარი ქალი ვაჟს ხმლისუკარება აბჯრის გაკვეთას სთავაზობდა, რომელიც ტანზე უნდა სცმოდა. ვაჟი ხმლის ფლობის ისეთი ოსტატი უნდა ყოფილიყო, რომ ერთი შემოკვრით უნდა გაეკვეთა აბჯარი, ისე რომ სატრფო არ უნდა დაზიანებულიყო, ან დასაშვები იყო ძალზედ მსუბუქი დაზიანება.

ასეთი გადმოცემაც არსებობს _ მეფე ერეკლე მეორემ ხმალი მოუქნია ლეკთა ბელადს _ კოხტას, ლეკს დამცინავად უთქვამს მეფისთვის "დამაცილე გიაუროო!" და მხოლოდ შემდეგ მოსძვრომია თავი.



გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#55 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Name Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2308
  • რეგისტრაცია: 16-November 07

Posted 02 July 2008 - 04:56 PM

სახელი "სათითე" აერთიანებს მცირე ზომის, ბეჭდის მაგვარ კასტეტთა საცემ, სასერ და საჩხუტ ნაირსახეობებს. ეს იარაღი მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იყო გავრცელებული

ცალ თითზე წამოსაცმელი ხევსურული სათითე საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად. მარტო ხევსურეთში მოძიებულია სათითის 12-ზე მეტი ნაირსახეობა.

ხევსურულისგან განსხვავებით მთიულეთში ვხვდებით ორთითიან (საჩვენებელ და შუა თითზე წამოსაცმელ) `საჯიჯგველაებს~. თუკი ხევსურული სათითე უაღრესად შეუზღუდავია და რკალურ მოძრაობაზე გათვლილი, "საჯიჯგველას" პირიქით, ძირითადად `ჯიჯა~, სწორხაზოვან დარტყმებში ხმარობდნენ.

თუშური ოთხთითა "ღაჯიები". "ღაჯიად" ერთ-ერთი ხევსურული სათითეც იწოდება, ოღონდ იგი, თუშურისაგან განსხვავებით, ცალთითაა. ოთხთითა სათითე გვხვდება გურიაშიც.

ზოგიერთი სათითის შემტევი კბილები 3-4 სმ სიმაღლისაა და ილეთთა სისწრაფის გამო სავარჯიშო შერკინებაც კი უაღრესად სახიფათოა, მაგრამ წესები, რასაც მეტოქენი მკაცრად იცავდნენ დროს, სერიოზულ დაზიანებას არსებითად გამორიცხავდა. ამასთან, ხევსურები ადრეული ასაკიდან ეუფლებოდნენ ამ იარაღს, რისთვისაც არსებობდა საჩვევი სათითე - "ნესტარი".

გადაურჩი ლომს, შესწყვიტე მასზე ნადირობა!

გხედავ, გხედავ!.. (ზღაპარი ”ნანული და დათვი”)
0

#56 მომხმარებელი არაა ფორუმზე   modiliani Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 56
  • რეგისტრაცია: 12-August 10

Posted 14 August 2010 - 05:24 AM

ტანკი მინდა
0

  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი