GOL.GE Forum: რუსეთის მიზანი - GOL.GE Forum

Jump to content

  • (4 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

რუსეთის მიზანი ერთმორწმუნე ერის ოცნება

#81 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Bergman Icon

  • GEO ELITE FORCES
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1154
  • რეგისტრაცია: 15-December 05

Posted 08 April 2009 - 01:27 PM

QUOTE(GI2GI @ Apr 8 2009, 10:31 AM)
ხომ გაგიგიათ

რუსებს რა?
დედის ###

ეგ უნდათ მეტი არაფერი
View Post


+1

ისე მოლდოვასაც ხომ არ წაუგია ომი? აგერ ნეიტრალიტეტშია ამდენი ხანია და რუსები მაინც ურევენ იქ მდგომარეობას.
Танки На Цхинвал! Танки На Сухум! Танки На Москву!
Танки На Цхинвал! Танки На Сухум! Танки На Москву!
Танки На Цхинвал! Танки На Сухум! Танки На Москву!
0

#82 მომხმარებელი არაა ფორუმზე   GI2GI Icon

  • ...
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2538
  • რეგისტრაცია: 05-August 04

Posted 08 April 2009 - 08:16 PM

რუსეთს უნდა იმპერიის სახელის დაბრუნება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ ქვეყანა შიგნიდან უნდა გააძლიერონ
და არა სხვა ქვეყნების აგენტების ჭმევაში დახარჯონ მილიონები ასევე მიტინგების ორგანიზებაში და სხვა სისულელეებში
Be Amazing!
0

#83 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Bergman Icon

  • GEO ELITE FORCES
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1154
  • რეგისტრაცია: 15-December 05

Posted 08 April 2009 - 08:57 PM

QUOTE(GI2GI @ Apr 8 2009, 07:16 PM)
რუსეთს უნდა იმპერიის სახელის დაბრუნება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ ქვეყანა შიგნიდან უნდა გააძლიერონ
და არა სხვა ქვეყნების აგენტების ჭმევაში დახარჯონ მილიონები ასევე მიტინგების ორგანიზებაში და სხვა სისულელეებში
View Post


ერთი ათი წელი რუსეთს ეყოფა რესურსები, რომ სამყაროს თავისი არსებობა ანანოს, მაგრამ თუ მანამდე ჩვენ ერთმანეთი დავჭამეთ, კარგად ვერ ყოფილლა ჩვენი საქმე. gudge.gif
Танки На Цхинвал! Танки На Сухум! Танки На Москву!
Танки На Цхинвал! Танки На Сухум! Танки На Москву!
Танки На Цхинвал! Танки На Сухум! Танки На Москву!
0

#84 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mr. Beatleman Icon

  • ...The Beatles saved the world from boredom...
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11760
  • რეგისტრაცია: 01-January 07

Posted 21 April 2009 - 12:36 AM

user posted image
http://heltertheskelter.wordpress.com/
0

#85 მომხმარებელი არაა ფორუმზე   t-90 Icon

  • killer of M1A1 ”Abrams”
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 5423
  • რეგისტრაცია: 13-March 07

Posted 21 April 2009 - 07:56 AM

QUOTE(Bergman @ Apr 8 2009, 07:57 PM)
ერთი ათი წელი რუსეთს ეყოფა რესურსები, რომ სამყაროს თავისი არსებობა ანანოს, მაგრამ თუ მანამდე ჩვენ ერთმანეთი დავჭამეთ, კარგად ვერ ყოფილლა ჩვენი საქმე.  gudge.gif
View Post


რატომ მეტი ხანი არ ეყოფა.
Fight like the wolf. Die like the wolf.
------------------------------------------------------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
------------------------------------------------------------------
Один нож лучше сотен мечей если его вонзить в сердце нужного человека.
------------------------------------------------------------------
сила есть но ума надо
------------------------------------------------------------------
Mein lieber panzer.
0

#86 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 May 2009 - 02:41 PM

QUOTE(GI2GI @ Apr 8 2009, 08:16 PM)
რუსეთს უნდა იმპერიის სახელის დაბრუნება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ ქვეყანა შიგნიდან უნდა გააძლიერონ
და არა სხვა ქვეყნების აგენტების ჭმევაში დახარჯონ მილიონები ასევე მიტინგების ორგანიზებაში და სხვა სისულელეებში
View Post




რუსეთს ასეთი ისტორია აქვს : ვითარდებოდა ტერიტორიების გაფართოვებით.
0

#87 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Little john Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 426
  • რეგისტრაცია: 31-May 08

Posted 01 July 2009 - 04:24 PM

ras izams ruseTi ivlisSi, SemoiWreba rogorc mavanni acxadeben?


God save our gracious Queen,
Long live our noble Queen,
God save the Queen:
Send her victorious,
Happy and glorious,
Long to reign over us:
God save the Queen.
O Lord, our God, arise,
Scatter her enemies,
And make them fall.
Confound their politics,
Frustrate their knavish tricks,
On Thee our hopes we fix,
God save us all.
Thy choicest gifts in store,
On her be pleased to pour;
Long may she reign:
May she defend our laws,
And ever give us cause
To sing with heart and voice
God save the Queen.
0

#88 მომხმარებელი არაა ფორუმზე   camomile Icon

  • e.i. kamille :))
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 673
  • რეგისტრაცია: 03-June 08

Posted 24 July 2009 - 05:26 PM

საერთოდ არ ოცნებობს რუსეთი არაფრის მიერთება-მოერთებაზე biggrin.gif ტერიტორია საკმაოდ აქვს, უბრალოდ, ვინც აღიზიანებს, შლის და ანაკუწებს; ჩვეულებრივი ამბავია cave.gif
FC BAYERN, Deutscher Meister,
Ja so heißt er, mein Verein,
Ja so war es und so ist es
Und so wird es immer sein!!!
0

#89 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 07:30 PM

Quote

რუსეთის მიზანი ერთმორწმუნე ერის ოცნება



ანტონ სურიკოვი
კავკასიის ომის უცნობი ზღვრები

2004 წელს ჩატარდა რუსეთის ისტორიის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის იუბილე. 140 წლის წინ – 1864 წლის 21 მაისს კბაადაში (კრასნაია პოლიანა) გაიმართა მეფის არმიასა და მთიელ ადიღეელებს (ჩერქეზებს) შორის ბრძოლა, დამამთავრებელი კავკასიის ნახევარ საუკუნოვანი ომისა. ტრადიციულ ისტორიაში მიღებულია ჩათვლა იმისა, რომ მისი დაწყება 1817 წელზე მოდის. ერთია კი, რომ ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. საბრძოლო შეტაკებები მითითებულ თარიღაზე გაცილებით ადრე ხდებოდა. მთიელთა სისტემატიური გაწყვეტა კი იწყებოდა 1806-1812 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ. ასე რომ მეფის გენერალმა ვლასოვმა 1812-1826 წლების პერიოდისათვის გაატარა რამდენიმე სადამსჯელო ექსპედიცია ადიღეელების წინააღმდეგ, გაანადგურა რა ათეულობით აული, გაწყვიტა რა მათი ყველა მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები. შესაძლებელია უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა.

ომის წლების მანძილზე ადიღეელთა მიწაზე მოხდა ასობით ტრაგედია, რომელიც მაშტაბით არ ჩამორჩება მეორე მსოფლიო ომის ხატინს. მთიელები საპასუხოდ იმამ შამილის ნაიბის მაჰამეთ ამინის მეთაურობით ახორციელებდნენ კაზაკურ სტანიცებზე და რუსულ სიმაგრეებზე თავდასხმებს. საომარი მოქმედებები ხან ძლიერდებოდა ხან კიდევ სუსტდებოდა, რომელიც დამოკიდებული იყო მეფის რეჟიმის ფინანსურ შესაძლებლობებზე. რეჟიმი კი არ აპირებდა უარის თქმას საომარი გზით პრობლემის გადაჭრაზე. სხვა კოლონიალურ სახელმწიფოთაგან განსხვავებით, რომლებიც ომთან ერთად ფართოდ იყენებდნენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეთოდებს, ცარიზმი ადიღეელებთან ბრძოლის მეთოდად იყენებდა გენოციდს. ომის შუახანებში სამხედრო სარდლობამ ადიღეელები დაყო სამ კატეგორიად: დამორჩილებულნი (ყაბარდოელები), ნახევრად დამორჩილებულნი (ამიერყუბანისპირეთის „არისტოკრატული“ ტომები) და დაუმორჩილებლნი („აბაძეხების, შაფსუღების და ნატუხაელების „დემოკრატიული“ ტომები). ყველაზე სრული განადგურება განიცადა სახელდობრ დაუმორჩილებელმა ტომებმა. შინაგანი დემოკრატიული წყობის შედეგად ისინი იწვევდნენ თვითმყრობლური ბატონყმური სანკტ-პეტერბურგის სიძულვილს.

გენოციდის დამადასტურებელად შესაძლებელია ჩერქეზული მოსახლეობის რუსეთ–კავკასიის ომის დასაწყისისთვის და მის დამთავრების ხუთი წლის შემდეგდროინდელი მონაცემების მოყვანა:

შაფსუღები იყვნენ 300 000 დარჩა 1983 კაცი

აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660

ნათუხაელები – 240 000 დარჩა – 175

თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140

ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263

მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204

ადამიელები – 3000, დარჩა – 230

უბიხები – 74 000, დარჩა – 0.

დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი.

ყაბარდოელები თითქმის არ ომობდნენ, რამაც ისინი იხსნა მასობრივი განადგურებისგან.

1870 წლისათვის თვიანთ ისტორიულ სამშობლოში ყუბანისპირეთსა და შავიზღვისპირეთში სოჭიდან ანაპამდის დარჩა მხოლოდ ადიღეელების ომამდელი რაოდენობის 2%. ამგვარი გენოციდი სხვათა მიწების კოლონიალიზაციის ისტორიაში არ ჩაუდენია მსოფლიოს არცერთ იმპერიას. შესაძლოა მეფის რუსეთის მაშინდელ მოკავშირეს – „დემოკრატიულ“ ამერიკის შეერთებულ შტატებს: 19-ე საუკუნეში შეერთებულმა შტატებმა თითქმის სრულიად გაწყვიტა ამერიკელი ინდიელები. მეოცე საუკუნეში ებრაელების ჰიტლერული ჰოლოკოსტი და ოსმალეთის იმპერიაში სომხების განადგურებაც ვერ შეედრება თავისი სისასტიკით ადიღების გენოციდს. იმის შესახებ, რომ გენოციდი იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, მეტყველებენ მთიელებთან მშვიდობიანი კონტაქტების დამყარების მცდელობების უარყოფის ფაქტები მეფის მთავარსარდლობის მიერ. მეფემ პირადად უარყო მიეღო ადიღეელები რუსეთის ქვეშემრდომებად, თუმც ისინი ყოველთვის ეძებდნენ მისგან დაქირავეულთა თვითნებობისგან დაცვას. თვალთმაქცური იყო დასავლეთის პოზიციაც. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და თურქეთი ძირითადში შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ მთიელთა გენოციდის სიტყვიერი განსჯით. გერმანელები და ამერიკელები საერთოდ იღებდნენ ისეთ სახეს, თითქოს არაფერი არ ხდება. მართალია ევროპის სახელმწიფოების ცალკეული მოქალაქეები, ხშირად შიშით და რისკით რეალურ დახმარებას უწევდნენ ადიღეელებს. მაგალითად, ფილანტროპი და მეცნიერი დიდი ბრიტანეთიდან დევიდ ოკარტი, ავტორი ადიღეელების ეროვნული დროშისა.

140 წლის შემდეგ, გენოციდის შედეგები კვლავ გვახსენებენ თავს. დღეს დასავლეთ კავკასიაში ცხოვრობს 600 000 ადიღეელი. ამათგან, ამიერყუბანისპირეთში და შავიზღვისპირეთში, რომლეთაც განიცადეს გენოციდი – მხოლოდ 160 000. ამავე დროს საზღვარგარეთ იმყოფება თითქმის ორი მილიონი მოჯახედი – მთიელთა შთამომავალნი, სამშობლოდან ძალადობით დეპორტირებულნი. მათ შორის 1.500 000 თურქეთში (300 000 სტამბოლში ცხოვრობს), 60.000 – სირიაში, 40.000 – იორდანიაში, 20.000 – გერმანიაში, 5.000 – აშშ-ში. სულ მცირე მათი მესამედი დაბრუნების პირობების შექმნის შემთხვევაში მზად არიან დაუბრუნდნენ თავიანთ მიწებს.

სხვანი, რჩებიან რა დევნილობის ქვეყნებში, სადაც უკვე მათ ცხოვრება მოიწყვეს, ისურვებდენ ადიღეასთან მჭიდრო კავშირის დამყარებას, მოქალაქეობისა და არჩევნების უფლების მიღების ჩათვლით. ერთი კია, რომ ადიეღეელების ტერიტორიის დიდი ნაწილი დიდი ხანია დასახლებულია კაზაკებითა და სხვა სლავური ეროვნების პირებით. ხოლო 15-20 წლის მანძილზე აქ კიდე ჩამოვიდნენ 400. 000 სომეხი და ამიერკავკასიის სხვა ხალხების წარმომადგენლები. გასაგებია, რომ ყველა ამ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს 140 წლის წინანდელ გენოციდთან და უფლება აქვთ მათი კანონიერი უფლებების ინტერესების ანგარიშგაწევისა. ამიტომ დაბრუნებული მუხაჯირებისათვის ეს საგანგებო დელიკატური ამოცანაა. მაგრამ მისი გადაწყვეტა ადრე თუ გვიან მოუწევთ. და ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. როგორც ცნობილია, გერმანიამ აიღო პასუხისმგებლობა ხოლოკოსტისათვის და ებრაელებს გადაუხადა მნიშვნელოვანი კომპენსაციები. აშშ-მაც აღიარა პასუხისმგებლობა ინდიელთა წინაშე, რომელთაც ერიცხებათ სუბსიდიები ფედერალური ბიუჯეტიდან და ენიჭებათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრეფერენციები. საბჭოთა კავშირმა სტალინის სიკვდილის შემდეგ განიხილა „ლენინის ეროვნული პრინციპების“ დარღვევა და ხელი შეუწყო გადასახლებული ხალხების სამშობლოში დაბრუნებას. ბოლოს, ერთ-ერთი პირობათაგანი ევროკავშირში თურქეთის მიღების მოლაპარაკებების შესახებ არის 1915 წლის სომხების გენოციდის აღიარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მსოფლიო პოლიტიკაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ჩვენ არ გვეხება. რუსეთის ფედერაცია უარს ამბობს ოფიციალურად აღიაროს პასუხისმგებლობა ადიღეელთა გენოციდის შესახებ და მიიღოს ქმედითი ზომები მისი შედეგების დასაძლევად და სამართლიანობის აღდგენისათვის. .

რუსულიდან თარგმნა ალ. სანდუხაძემ

მთარგმნელის მინაწერი: ყოველივე ზემოთ მოყვანილის შემდეგ ნამდვილად ძნელია ერწმუნო საქართველოს დღევანდელი რეჟიმის ლათაიებს დასვლეთის „მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერის“ შესახებ.

http://www.abkhaziya...199ce7a75d.html
0

#90 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 07:36 PM

როგორ მიმდინარეობდა უკრაინის რუსიფიკაცია

1627 წელი. მოსკოვის მეფის ალექსეი მიხეილის ძის და მისი მამის პატრიაქრ ფილარეტის განკარგულებით ნაბრძანები იყო უკრაინული ბეჭვდითი წიგნების შეკრება და ხანძარში დაწვა, მკაცრად იყო აკრძალული ოდესმე მომავალში უკრაინული წიგნების შეძენა.

დიახ, მოსკოვში დაიწვა ტრანკვილიონ-სტავროვეცკის „სასწავლო სახარება” მის სხვა წიგნებთან ერთად და ლავრენტი ზიზანია ტუსანოვსკის „კატელიზისი“.

1672 წელი. განკარგულება აკრძალვის შესახებ – ყველა ჩინის ადამიანს ყველა ქალაქში და პოლონეთის ტერიტორიაზე ეკრძალებათ უკრაინული ნაბეჭდი წიგნების შენახვა ღიათ ან მალულად, ხოლო ვისაც კი აქვს, მკაცრად ებრძანათ მიიტანონ და ჩააბარონ ვოევოდაში, ადგილობრივ მმართველობაში.

1677 წელი. მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმმა ბრძანა უკრაინული წიგნების ფურცლების განადგურება, რომლებიც განსხვავდებიან მოსკოვის წიგნების ფურცლებისგან.

1689 წელი. სინოდმა აკრძალა კიევ-პეჩორის ლავრაში დიმიტრი როსტოველი „Четьи-минеи” -ს ტომის ბეჭვდა.

1690 წელი. მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმმა განკარგულებით აკრძალა ყველა უკრაინული მწერლობა, დანიელ ზატოჩნიკის წიგნები კი მისივე ბრძანებით დაწვეს.

1693 წელი. მოსკოვის პატრიარქის წერილი კიევ-პეჩორის ლავრისადმი უკრაინულ ენაზე ნებისმიერი წიგნის აკრძალვის შესახებ.

1709 წელი. პეტრე I–ის ბრძანება უკრაინულ ენაზე წიგნების ბეჭვდის შესახებ, საეკლესიო სლავურ ენაზე დაბეჭდილი წიგნები შეადარონ რუსეთის გამოცემებს, რათა მათ შორის არავითარი სხვაობა არ არსებობდეს.

1720 წელი. პეტრე I-ის ბრძანება, ამჯერადაც, გარდა წინანდელი ეკლესიური გამოცემის წიგნებისა, უკრაინაში არ დაიბეჭდოს, ხოლო ადრინდელები გაუთანაბრონ ველიკორუსულ გამოცემებს, რამეთუ მათ შორის რაიმე განსაკუთრებული განსხვავება არ იყოს.

1720 წლის 20 დეკემბერს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანება კიევის გუბერნიის თავად გოლიცინისადმი - „რუსეთის სახემწიფოში დარჩენილ ყველა მონასტერში დაათვალიერონ და ამოიღონ ძველი ბრძაბების სიგელები და სხვა წერილობითი ორიგინალები, აგრეთვე ისტორიული ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები“.

1721 წელი. სინოდის ბრძანება უკრაინული ტიპოგრაფიიდან გადაიგზავნოს წიგნები „სინოდის კანტორაში“ მათ გასასწორებლად მოსკოვური მოთხოვნების შესაბამისად, ცენზორის წინასიტყვაობით და ბეჭდით.

1724 წელი. კიევ-პეჩორის ლავრის ტიპოგრაფია დაჯარიმდა ერთი ათასი კარბოვანცით წიგნების ბეჭდვის გამო, რომლებიც მთლიანად არ შეესაბამებიან ველიკორსულს. ამგვარივე თანხითა და ამავე „ბრალდებით“ დაჯარიმდა ჩერნიგოვის ტიპოგრაფია, რომელიც გადაიტანეს მოსკოვში.

1721 წელი. პეტრე I-ის ბრძანება უკრაინაში სახელმწიფო დადგენილებების და განკარგულებების უკრაინულიდან რუსეთულზე (მოსკოვიტურზე) გადაწერის შესახებ.

1740 წელი. რუსეთის იმპერატრიცა ანა ივანეს ასულმა შექმნა ჰეტმანის მთავრობის მმართველობა მოსკოვის თავადის ალექსეი შახოვსკის ხელმძღვანელობით და დანერგა რუსული ენა უკრაინის ტერიტორიაზე საქმისწარმოებაში.

1740-1748 წლების აღწერები მოწმობენ, რომ ჰეტმანშინას შვიდ ოლქში 1094 სოფელზე არსებობდა 866 უკრაინული სკოლა. 1804 წელს მეფემ გამოსცა განკარგულება, რომელმაც აკრძალა სწავლება უკრაინულ ენაზე. ეროვნული ჩაგვრის შედეგები წამსვე აისახა უკრაინაში განათლების მდგომარეობაზე. 1897 წლის აღწერამ უჩვენა, რომ უკრაინაში 100 სულიდან მხოლოდ 13 იყო წიგნიერი.

1748 წელი სინოდის ბრძანება კიევის მიტროპოლიტ სამუელ მილოსლავსკისადმი კიევ-მოგილიანსკის აკადემიაში და უკრაინის ყველა სკოლაში სასწავლო ენად შეტანილ იქნას რუსული ენა, რომლის შედეგადაც მარცხენა სანაპიროზე გაქრა 866 უკრაინული სკოლა.

1750 წელი. მალოროსიის საქმეების მმართველობის სამინისტროს კანცელარიის შეცვლის შემდეგ ქალაქ გლუხოვოდან ამოღებული და გადატანილ იქნა რუსეთში საიდუმლო საქმეთწარმოების საქმეები. ზაპოროჟიეს სეჩის არქივის დოკუმენტები გენერალ-პორუჩიკ ტეკელის დროს აღმოჩნდნენ მთავარი შტაბის არქივის საერთო განყოფილებაში. 1755 წელს. სინოდმა უბრძანა კიევ-პეჩორის ლავრას რუსულ ენაზე გადაეტანათ დიმიტრი როსტოველის წიგნები და კიევ-პეჩორის პატერიკი.

1763 წელი. ეკატერინა II-ის ბრძანება კიევ-მოგილევსკის აკადემიაში უკრაინულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ.

1764 წელი. ეკატერინა II-ის მიერ უკრაინის საჰეტმანოს გაუქმება, მასთან ერთად უკრაინული სასწავლო–კულტურული დაწესებულებებისა და ხელისუფლებისაგან უკრაინულენოვანი ჩინოვნიკების ჩამოშორება.

1765 წელი. ეკატერინე II-ის მიერ კაზაკობისა და კაზაკური სკოლების ლიკვიდაცია.

1766 წელი. სინოდმა გამოსცა მკაცრი ბრძანება კიევ-პეჩორის ლავრაში მხოლოდ იმ წიგნების დაბეჭვდის შესახებ, რომლებიც იბეჭდებიან მოსკოვის ტიპოგრაფიაში და აპრობირებულნი არიან სინოდის მიერ.

1769 წელი. სინოდმა აკრძალა კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინულ ენაზე ანბანების ბეჭვდა და ბრძანა ადამიანებს ჩამოართვან ის ანბანები, რომლებიც უკვე გაიცა.

1782 წელს ეკატერინა II-ემ შექმნა კომისია რუსეთში სახალხო სასწავლებლების შემოღებისათვის, რომლის ამოცანა იყო სწავლების ერთადერთი ფორმის დანერგვა და იმპერიის ყველა სკოლაში რუსული ენის სწავლება.

1784 წელი. სინოდი უბრძანებს კიევისა და გალიცის მიტროპოლიტს სტუდენტების დასჯას და კიევ-მოგილიანსკის აკადემიის მასწავლებელთა სამუშაოდან დათხოვნას რუსული ენისაგან განდგომისათვის.

1785 წელი. ეკატერინა II-ს ბრძანება ეხება იმპერიის ყველა ეკლესიაში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე აღვლენას. უკრაინის ყველა სკოლაში შეტანილ იქნა რუსული ენა.

1786 წელს სინოდი ისევ უბრძანებს კიევის მიტროპოლიტს გააკონტროლოს ლავრის ტიპოგრაფია, რათა არ იყოს სხვაობა მოსკოვურ გამოცემებთან, ხოლო კიევ-მოგილიანსკის აკადემიაში დაუყოვნებლივ იქნას შეტანილი მთელს იმპერიაში დაკანონებული სწავლების სისტემა.

1789 წელი. ეკატერინა II-ს ინიციატივით გამოიცა „ყველა ენის შედარებითი ლექსიკონი“, რომელშიც უკრაინული ენა განისაზღვრება როგორც რუსული, პოლონურით დამახინჯებული.

1811 წელი. კიევ-მოგილიანსკის აკადემიის დახურვა.

1847 წელი. განადგურება კირილო-მეთოდესეული ძმობისა.

1855 წელი. გრაბიანკის „ლეტოპისის“ გამრუდება.

1859 წელი. გაიმართა „ანბანური ომი“ იმის გამო, რომ გალიცის მეფისნაცვალი გრაფი გლუხოვსკი სთავაზობდა უკრაინულ მწერლობაში ლათინური ალფავიტის შემოტანას. ამან ააღელვა გალიციელი უკრაინელები, გააძლიერა ბრძოლა ეროვნული აღორძინებისათვის.

1862 წელი. იხურებოდა უკრაინული საკვირაო სკოლები. შეწყდა უკრაინული სალიტერატურო და სამეცნიერო-პოლიტიკური ჟურნალის „ოსნოვა“-ს გამოცემა.

1863 წელი. ვალუევის ცირკულარი: „უკრაინული ენა არ არსებობდა, არ არის და არ შეიძლება იყოს, ხოლო ვისაც ეს არ ესმის – რუსეთის მტერია.

1864 წ. ათასობით ფუთი საარქივო მასალა გაიტანეს მოსკოვში 1864 წელის სასამართლო რეფორმის შემდეგ. იუსტიციის სამინისტროს 1866 წლის 3 დეკემბრის ცნობით იქ მოხვდა მასალებიის დიდი ნაწილი ვოლინსკის, კიევის, კატერინოსლავის, პოდოლსკის, ხერსონის, ჩერნიგოვსკის გუბერნიებიდან.

1869 წ. ყოველი უწყების ჩინოვნიკს კანონით ენიშნებოდა მნიშვნელოვანი სახელფასო დანამატი რუსიფიკაციისათვის.

1876 წ. ემის განკარგულება. საზღვარგარეთიდან უკრაინული წიგნების შემოტანის აკრძალვა, აიკრძალა უკრაინული ტექსტების ჩაწერა ნოტებზე, აიკრძალა უკრაინული წარმოდგენები. შ. მ. ლისენკოს გუნდი აიძულეს შეესრულებინა კონცერტზე უკრაინული ხალხური სიმღერა „წვიმა“ ფრანგულ ენაზე.

1881 წ. კანონი უკრაინულ ენაზე სიტყვარების დაბეჭვდის შესახებ, მაგრამ რუსული მართლწერით, ხოლო უკრაინული წარმოდგენების გამართვა დამოკიდებულია ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე.

1887 წ. ცენზორმა წაუკითხავად დააბრუნა უკრაინული გრამატიკის ხელნაწერი, მისწერა რა ავტორს, რომ არ არის მოთხოვნილება იმ ენის გრამატიკის დაბეჭვდისა, რომელიც განწირულია გაქრობისათვის.

1888 წ. ალექსანდრე III-ის განკარგულება „ოფიციალურ დაწესებულებებში უკრაინული ენის არსებობის და უკრაინული სახელებით ბავშვების მონათვლის აკრძალვის შესახებ“.

1889 წ. კიევში, არქეოლოგიურ ყრილობაზე, დაერთო ნება რეფერატების წაკითხვისა ყველა ენაზე, გარდა უკრაინულისა.

1892 წ. რუსეთის მთავრობა უბრძანებს ცენზორებს მკაცრად ადევნონ თვალყური, რათა არ დაუშვან რუსული ენიდან უკრაინულ ენაზე ლიტერატურული თრგმანები.

1894 წ. საზღვარგარეთიდან უკრაინული წიგნების შემოტანის აკრძალვა.

1895 წ. ბავშვებისათვის უკრაინული საკითხავისა და წიგნების აკრძალვა.

1903 წ. ი. კოტლიარევსკის ძეგლის გახსნაზე პოლტავაში არ დაუშვეს სიტყვის თქმა უკრაინულ ენაზე.

1905 წ. რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა უკუაგდო კიევისა და ხარკოვის უნივერსიტეტების შუამდგომლობა უკრაინული ენის აკრძალვის შეცვლის შესახებ, მიიჩნია რა არადროულად.

1906 და 1907 წწ. ოდესაში და ნიკოლაევში „განმანათლებლობის“ დახურვა.

1908 წ. სენატის განკარგულება იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო მუშაობა უკრაინაში მავნებელი და საშიშია რუსეთისათვის.

1910 წ. სტოლიპინის განკარგულება უკრაინელების ჩარიცხვა უცხოელთა რანგში და ნებისმიერი უკრაინული ორგანიზაციის აკრძალვის შესახებ.

1914 წ. ნიკოლოზ II-ის განკარგულება უკრაინული პრესის აკრძალვის შესახებ.

1919 წ. ბოლშევიკების მიერ უკრაინის დაპყრობის შემდეგ – მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნების მატარებელი ნაწილის განადგურება და აკრძალვა ყველა უკრაინული სალიტერატურო, დრამატული და ზეპირი ნაწარმოებების, უკრაინული ხალხური სიმღერებისა – სულ სამასი ათასი.

1921-1923 წწ. შიმშილობა უკრაინაში.

1922 წ. ყუბანში, ზელენი კოლინაში და სხვა ადგილებში მცხოვრები უკრაინელების „განმანათლებლობის“ ლიკვიდაცია.

1929 წ. უკრაინელი სამეცნიერო მუშაკებისა და სასულიეროების დაპატიმრება – მათი შეცვლა რუსულენოვანებით.

1932 წ. დაგეგმილი და განხორციელებული აქცია უკრაინელი ხალხის ლიკვიდაციისა, „მსოფლიოს თანამეგობრობის“ დუმილის თანხმობითა და მხარდაჭერით.

უკრაინაში, რომელიც მსოფლიო შავმიწანიადაგის 40% ფლობს, შიმშილით განადგურდა 12 მილიონი უკრაინული ენის მატარებელი მცხოვრები, სახელდობრ გლეხობა, იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო ქალაქის რუსიფიცირებული მოსახლეობა. ქალაქებში შემოღებულ იქნა საბარათო და საპასპორტო სისტემა.

1933 წ. სტალინის ტელეგრამა უკრაინიზაციის შეწყვეტისა და უკრაინელი მწერლების განადგურების შეწყვეტის შესახებ.

1938 წ. კპ (ბ) ცკ დადგენილება რესპუბლიკის სკოლებში რუსული ენის აუცილებელი სწავლების შესახებ.

1939 წ. დასავლეთ უკრაინის „განთავისუფლების“ შემდეგ – უკრაინული სკოლების ნაწილის დახურვა და რუსული სკოლების გახსნა.

1940 წ. გალიციის მოსახლეობის დეპორტაცია ციმბირში.

1946 წ. საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება უკრაინული მართლწერის დამტკიცების შესახებ, რუსულთან მიახლოება. შიმშილი უკრაინაში.

1947 წ. კაგანოვიჩმა აწარმოა წმენდა უკრაინის კულტურის მოღვაწეთა შორის. დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის დეპორტაცია ციმბირში. უკრაინელების გაყვანა ციმბირში ჩაიშალა იმ მიზეზით, რომ არ ეყოთ ვაგონები.

1949 წ. უკრაინაში იმ მუშების დაბრუნების აკრძალვა, რომლებიც გაყვანილი იქნენ ომის დროს, თავიანთ ქარხნებთან ერთად. უკრაინაში მრეწველობის აღდგენისათვის შეიყვანეს რუსები. პარტიის ყრილობაზე კპ (ბ)-დან ნაციონალიზმის გამო გაირიცხა კომუნისტების 3%.

ყაზახეთსა და ციმბირში ყამირზე გაიყვანეს 100 000 ყმაწვილი და ქალიშვილი.

1958 წ. სკკპ-ს ცკ-ს პლენუმის დადგენილება უკრაინული სკოლების რუსულ ენაზე სწავლების გადასვლის შესახებ. 1959 წ. 17. 04. უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო შესაბამისი დადგენილება.

1961 წ. სკკპ-ს XXII ყრილობა – პარტიის ახალი პროგრამა „ერთა შერწყმის“ შესახებ ერთადერთ საბჭოთა, ე.ი. რუს ხალხში.

1962 წ. რეპრესიები უკრაინელი ენის დამცველების მიმართ.

1970 წ. სსრკ-ს განათლების სამინისტროს ბრძანება დისერტაციების მხოლოდ-და მხოლოდ რუსულ ენაზე დაწერისა და დაცვის შესახებ. დამტკიცება მხოლოდ მოსკოვში.

1972 წ. უკრაინელობის დამცველებისა და მეგობრების წმენდა და რეპრესიები. უკრაინის კპ ცკ-ს პირველი მდივნის პ. შელესტის თანამდებობიდან გადაყენება ნაციონალიზმთან არასაკმარისი ბრძოლის გამო. დაპატიმრებები.

1975 წ. ტ. შევჩენკოს „კობზარის“ ახალი ცენზურა.

1978 წ. უკრაინის სსრ-ს განათლების სამინისტროს კოლეგია. „უკრაინულ სკოლებში რუსული ენის სწავლების სრულყოფის შესახებ“.

1979 წ. ტაშკენტის კონფერენცია – „რუსული ენა –ხალხთა მეგობრობის ენა“.

1983 წ. სკკპ-ს ცკ-ს და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება „რუსული ენის სწავლების გაუმჯობესება რესპუბლიკების სკოლებში“. რუსული ენის სწავლებისათვის 15 % დამატება და კლასების დაყოფა.

1989 წელი სკკპ-ს ცკ-ს პლენუმის დადგენილება „ერთადერთ ოფიციალურ საერთო სახელმწიფოებრივი ენის შესახებ საბჭოთა კავშირში“ (რუსეთი). აგრეთვე გორბაჩოვის კონსტიტუციის პროექტში.

1990 წ. სსრკ-ს უმაღლესი საბჭო. საბჭოთა კავშირის ხალხების ენების შესახებ კანონით ამყარებს რუსული ენის სტატუსს საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე.
0

#91 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 07:38 PM

“რუსი” ეს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური უკრაინის ტერიტორიაა
ზოგიერთი იდეოლოგი ცდილობს უკრაინელები და მათი ენა მიაწეროს რაღაც უცხოურ გავლენას „საერთორუსულს“, ხან თურქულს, ხან პოლონურს. განსაკუთრებულად პოპულარული ეს თეზისი რუსეთის იმპერიის დროებში იყო, როდესაც იმპერიულ მოღვაწეებს შეეძლოთ ელაპარაკათ, რაც სურდათ, სხვა რამეზე კი სდუმდნენ.

დღეს ეს თეზისი ჯერ კიდევ არ მოხსნილა ყოველდღიურობიდან, თუმც გააჩნია მთელი რიგი ლოგიკური ნაკლოვანებები. პირველყოვლისა, თურქების განსაზღვრული გავლენა კიევის რუსეთზე მიმდინარეობდა უკვე თავად იაროსლავ ბრძენის დროს. ესე იგი გამოდის, რომ ამ გავლენას ადგილი ჰქონდა კიევის რუსეთის დიდი აყვავების პერიოდში XI-XII საუკუნეებში. მეორე, თურქების გავლენა, როგორც მონღოლებისა, გაცილებით ძლიერ დასტურდება თვით რუსეთელების შემთხვევაში. მაგალითად, ჩამოსული რუსეთის დედაქალაქში, თქმა არ უნდა ვოლგისპირეთის ქალაქებს, თქვენ საკუთარი თვალით შეგიძლიათ დაინახოთ ეს გავლენა.

კონცეფციას პოლონელების განსაზღვრული გავლენისა უკრაინაზე, როგორადაც საშინელი არ უნდა იყოს, სერიოზულად იღებს ბევრი რუსეთელი, თუმც ამ თეორიის არგუმენტები მეცნიერულად აბსურდულია.

არავის არასდროს არ შეუძლია ახსნას, როგორ შეიძლება შეიცვალოს ხალხის ენა სულ რაღაც 80 წელში. როცა უკრაინული სალიტერატურო ენის ფუძეს წარმოადგენს პოლტავის და ჩერნიგოვის კილოები, ეს ტერიტორიები კი პოლონეთის შემადგენლობაში იყვნენ მხოლოდ 1569-1648 წლებში. ამ დროის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა ვერ მოასწრო ერთი ცოცხალი პოლონელის დანახვაც კი, არათუ მამაპაპათა ენის შეცვლა. ყოველივე ამასთან, უკრაინული ენის განადგურების მეთოდები რუსეთის მხრიდან იყო მნიშვნელოვნად სასტიკი, ვიდრე პოლონეთის მხრიდან, ბოლო უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში კი ჩართეს კიდევ უფრო მძლავრი რუსიფიკატორული გავლენა საერთო არმიისა, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისა და ა.შ. ამას გარდა, რატომ იცავდნენ ასე გააფთრებით თავიანთ თვითმყოფადობას უკრაინელები, სახელდობრ პოლონელთაგან? და ასე გააფრთებით რატომ იცავდნენ ამ თვითმყოფადობას პოლონელთაგან დასავლეთ უკრაინელები, თითქოსდა უფრო მეტად პოლონიზირებულნი?

რუსული და უკრაინული ენების წარმომავლობა შესაძლებელია აიხსნას ეთნიკური პროცესებით. რუსეთის ტერიტორიაზე პირველი სლავები გამოჩნდნენ განსაკუთრებით მცირე ხნის წინ. ესენი იყვნენ ვიატიჩები და რადიმიჩები ცენტრალურ რუსეთში და სლოვენები ნოვგოროდში. ეს ტომები წააწყდნენ იქ მრავალრიცხოვან ფინურ ტომებს: ჩუდებს, ვესებს, მურებს, მერებს, მორდვებს, ჩერემისებს, ბოტიაკებს, პერმებს, ზირიანებს და ა. შ., რომლებსაც უკვე მაშინ გააჩნდათ თავიანთი ქალაქები. კიეველ ჟამთაღმწერლებს ვიატიჩები და რადიმიჩები არც კი შეუტანიათ სლავი ტომების სიაშიც კი, შესაძლოა მათი პოლონური წარმომავლობის გამო ან, რაც სარწმუნოა, იმიტომ რომ ეს ტომები მატიანის დაწერის მომენტში უკვე აირივნენ ფინ-უგრებში.

თანამედროვე რუსული ენა – სლავური წარმოშობით, თუმც გააჩნია ზოგიერთი ნიშანი, ფინო-ურული ენებისათვის დამახასიათებელი: რუსეთელების დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელი „аканье“, შეწყვილებული სიტყვების გავრცელებით, სპეციფიკური ფილოლოგიური კონსტრუქციებით, ძირითადში, გვარის განთავსება სახელის წინ და ა. შ. რუსული ენის სლავურობა შეიძლებოდა წარმოშობილიყო სამი გზის მეშვეობით: ვიატიჩებისა და როდიმიჩების წყალობით, თავადებისა და კიევის სლავური მოსახლეობის გადასახლებით ან მესამე გზით – ადგილობრივი ფინურ-სლავური მოსახლეობის ხელოვნური საეკლესიო სლავური ენის (ე.წ. „ძველსლავური“) წყალობით, რომელიც გამოიყენებოდა რელიგიური მსახურებისას და სამმართველო აპარატში.

უკრაინელი მეცნიერების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსული ენა ჩამოყალიბდა პირველ რიგში სწორედ მესამე გზით – ადგილობრივი მოსახლეობის საეკლესიოსალვური ენის ადაპტაციის ხარჯზე, დანერგილი ეკლესიისა და ხელისუფლების მიერ. თუმც არ საჭიროებს სალვური მოსახლეობის გადასახლების როლის დამცრობას რუსეთში საეკლესიოსლავური ენის დანერგვის პირვანდელ პერიოდში.

საეკლესიოსლავურმა ენამ თანდათანობით გამოდევნა თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ფინურ-უგორული დიალექტები, მაგრამ ამასთანავე შეისრუტა თავის თავში მახასიათებელი თავისებურობები. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა რომის იმპერიაში, სადაც მეტად სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხები –ფრანგების, ესპანელების, პორტუგალების, იტალიელების, რუმინელების წინაპრებმა, – მიიღეს ლათინური ენა და ადაპტირებულ იქნენ მასში, თანდათანობით აყალიბებდნენ საკუთარ ენებს. ახლად შექმნილი რუსული ენა ნებას რთავდა გაეგოთ ერთანეთისათვის სხვადასხვა წარმოშობის ეთნოსებს.

საჭიროებს ავღნიშნოთ, რომ რუსეთად იმ დროისათვის იწოდებოდა მხოლოდ დრევანდელი კიევის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის და პოლტავის ოლქები. “რუსი” ეს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური უკრაინის ტერიტორიაა, თუმც XII საუკუნის ბოლოდან რუსად იწოდება დასავლეთ უკრაინაც. დანარჩენი მიწები რიურიკების კონტროლის ქვეშ (ზასელიე, ნოვგოროდი, პოლოცკი, ფსკოვი და ა. შ.) რუსად არ ითვლებოდა. IX საუკუნის სლავიანელი განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს მიზანი იყო ხელოვნური ენის შექმნა, რომელსაც გაიგებდა ყველა სლავი, ბოლგარებიდან ჩეხებამდე და მორავებამდე, საეკლესიო სლავური შექმნილი იყო ბულგარული ენის სოლუნის დიალექტზე. ის გამოიყენებოდა საერთაშორისო ხარისხში ბოლგარებს, სერბებს, ხორვატებს, მორავებს და აგრეთვე კიევის რუსეთს შორის. XVII საუკუნისათვის ის გამოიყენებოდა აგრეთვე სამწერლო და რელიგიურ ენად არა სლავური ხალხებისათვის მოლდოვასა და ვალახეთში.

რუსი ისტორიკოსი კლუჩევსკი განსაკუთრებულობით აღნიშნავდა კიევის რუსეთში წარმოთქმას: ოკანიე: ზმნების რბილი დაბოლოება მესამე პირში ორივე რიცხვისათვის («пишеть», «имуть»); „გ“ წარმოითქმებოდა როგორც ფშვინვიერი ლათინური „ჰ“ და ა. შ. ყოველდღიური, ყოფითი სახალხო ენა არის სათავადო, კანონმდებლობით კრებულში „რუსსკაია პრავდა“-ში მაგრამ განსაკუთრებით ყოფით წარწერებში და სათავადო სიგელებში.

ეს ტექსტები იქმნებოდა იმისათვის, რომ მოსახლეობას ის სწორად და ერთმნიშვნელოვანად გაეგო. სწორედ ეს, სათავადო სიგელებში, იარაღზე, ჭურჭელზე და ა. შ. დაწერილი ტექსტები ყველაზე მეტად ახლოა უკრაინულ ენასთან. შესაძლებელია იდენტიფიცირებულნი იქნეს, როგორც პირველადი უკრაინული. ძველ მატიანეებში, საეკლესიოსლავურად დაწერილებში, არის მრავალრიცხოვანი უკრაუნული ახსნები: криниця, рілля, вовна, гребля, лагодити, глек, коваль, кожух, яруга, не доста, жалощі, година, брехати, туга, теля, тын, наймит, бчелы, гостинець «шлях», пакощі, око, господар, волога და სხვა მრავალი. კიევის თავადი ვლადიმერ მონომახი შესანიშნავად ფლობდა საეკლესიოსლავურ ენას, მაგრამ მისი ბავშვების წერითი მეცადინეობისას არ შეეძლო თავი აერიდებინა უკრაინულ სიტყვებს: дивоватися, ирий, убогый в значении, «бедный», чинить, сторож, паробци, гадальщик, липши, дамба, отсечь, леность, погыбаеть, стыд, вдовицю и др. Существительные в дательном падеже единственного числа принимают характерные для украинского языка окончания -ови/-овЂ, -еви/-е†— — мужеви, Моисееви, Богови, кесареви, Романови, Володареви, коневи, голубеви, по Ручаеви, монастыреви, волови.

საკუთარი სახელები რუსში, რომლებიც მატიანეებში გვხვდებიან, აგრეთვე ტიპიური უკრაინული: Дмитр, Василий, Василько, Володымер, Олекса, Елена, Михалко და სხვები, ისევე როგორც გეოგრაფიული და საკუთარი სახელწოდებები — кыяне, Лыбидь და ამის მსგავსები. მატიანეებში რიურკოვების დინასტიის თავადებისა და თავადის ქალების სახელებს შორის ყველგან, მოსკოვურ მიწებზეც XV საუკუნემდე გვხვდება ისეთი ტიპიური უკრაინული სახელები როგორიც არის Иванко, Василько, Володымер, Елена. აღსანიშნავია, რომ რუსეთელების წინაპრები თავადებს მიმართავდნენ უკრაინული ენისათვის დამახასიათებელი წოდებითი ბრუნვით: «княже», თავად ქალს კი «княгыне». ყველა მატიანეში უპირატესობს სრულხმოვანობა, დამახასიათებელი უკრაინული ენისათვის – Володыслав, Володымер, плен, ворожда და ამის მსგავსი. მატიანეებში არის აგრეთვე თვეების ადგილობრივი დასახელებანიც – серпень и грудень (აგვისტო და სექტემბერი).

თანამედროვე უკრაინელი მეცნიერების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინული ენა აღმოცენდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუა საუკუნეებიდან. ეს ენა, მიუხედავად რიგი დიალექტიკური განსხვავებებისა, ლოკალიზდებოდა ანტების ტომების კავშირის საზღვრებში IV-VII საუკუნეეებში. სახელდობრ ამ ისტორიულ მომენტში ეს კავშირი ზემოქმედებას ახდენდა სლავიანურ რომებზე უკრაინის ტერიტორიაზე. იმ დროისათვის არც თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე, არც ბელორუსის ტერიტორიაზე სლავური ტომები უბრალოდ არ იყვნენ.

რუსეთში რუსული ენა აღმოცენდა პირველ რიგში საეკლესიო სლავიანურ ენის საფუძველზე, რომელიც შეიქმნა განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს მიერ და რომელიც მოტანილ იქნა რიურიკების დინასტიის თავადების და მათი შთამომავლების ადგილობრივი ტომების გაქრისტიანების შემდეგ და სლავიან-ფინო- უგრული ადაპტირებული ნარევი მოსახლეობის მიერ. უკრაინული ენა უკრაინაში აღმოცენდა ადგილობრივი ძველი სლავური დიალექტების საფუძველზე. უკრაინამ შემოინახა ათასზე მეტი კავშირი სხვა ცოცხალ სლავურ ენებთან. ამიტომაც უბრალო უკრაინელები უგებენ პოლონელებსაც, ბულგარებსაც და ხორვატებსაც. უბრალო რუსეთელები კი ხშირად უკრაინულსაც კი ვერ იგებენ. ამისათვის კი საჭიროა აღინიშნოს – რუსული ენა არ არის უკრაინულის დიალექტი და უფრო მეტიც, არავითარ შემთხვევაში პირიქით. შესაძლებელია, ამ უბრაოლო ფაქტის კონსტატაცია და ამ ორი ენის წარმოშობის გარემოების გაგება საშუალებას მოგვცემს ენობრივი დისკუსია მეტად დამაჯერებელი და არგუმენტირებული რომ გახდეს.

Александр Палый, историк

УНСО, Сумы
0

#92 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 07:40 PM

არარუსული რუსული ენა


რატომ იგებს ყველა სლავი სხვა სლავიანურ ენას თარჯიმნის გარეშე (მათ რიცხვში უკრაინელებიც და ბელორუსებიც) და მხოლოდ ერთს, რუსებს არ ესმით სლავური ენები – რატომ ეჩვენებათ მათ ე. წ „აღმოსავლეთ სლავური“ ენებიც, უკრაინული და ბელორუსული გაუგებრად? რატომ ეკიდებიან რუსეთში სიძულვილით თითქოსდა მოძმე სლავურ უკრაინულ ენას, რატომ არასდროს და არც ახლა არ ასწავლიან მას რუსულ სკოლებში? რატომ არ უნდათ რუსებს ისწავლონ ის აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში და აქტიურად აპროტესტებენ თვით უკრაინული ენის სტატუსს, როგორც სახელმწიფო ენისას უკრაინაში? თუმც ეს – რუსული ქალაქების და რუსეთის განმანათლელი დედის, კიევის ენაა. ეს თვით არის არსი რუსისა. საიდან რუსების ეს უცნაური სეპარატიზმი, რომელსაც არ სურს ჩათვალოს უკრაინა და ბელორუს-ლიტვის დიდი სათავადო საერთო საწყისად? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად, სავსებით შესაძლებელია, დაგვეხმაროს თვით რუსული ენის ჩამოყალიბების ისტორია, რომელიც მხოლოდ დიდი სირთულით შეიძლება იწოდოს „რუსულ“ ენად და მით უმეტეს სლავურად…



არასლავური რუსეთი
რუსულ (რუსეთულ) ენაზე საუბრის დაწყებისას, საჭიროებს უპირველეს ყოვლისა გავიხსენოთ, რომ რუსეთი – ეს არასლავური ქვეყანაა. ტერიტორიებს, დასახლებულს ძველი ახლოსლავური ხალხებით შესაძლებელია მივაკუთვნოთ მხოლოდ სმოლენსკი, კურსკი, ბრიანსკი, ტერიტორიები ძველი კირივიჩებისა (დასავლეთის სლავების მიერ გასლავებული ბალტები). დანარჩენი მიწები – ფინურია, სადაც არასდროს არავითარი სლავები არ ცხოვრობდნენ: ჩუდი, მურომა, მორდვა, პერმი, ვიატიჩები და სხვანი. თვით მოსკოვის უმთავრესი ტოპონიმები ყველა ფინურია: მოსკვა, მურომ, რიაზან (ერზია), ვოლოგდა, კოსტრომა, სუზდალ, ტულა და ა.შ. ეს ტერიტორიები დაპყრობილ იყო რიურურიკის ლაბიდან (ელბიდან) ცურვით მოსული კოლონისტ-მღლეტელების მიერ, მხოლოდ კოლონისტების რიცხვი (ლადოგის ახლოს ნოვგოროდის ამშენებლები – როგორც გაგრძელება მაშინ არსებული პოლაბური სტაროგოროდის –დღევანდელი ოლდებბურგის) ამ მხარეში ერთობ მცირე იყო.

რუს და ნორმან (დანიელები და შვედები) მღლეტელთა მიერ დაარსებულ იშვიათ ქალაქ-სიმაგრეებში ცხოვრობდნენ ერთი მუჭა მმართველები დრუჟინებით. ბუდე ამ ციხესიმაგრე–კოლონიებისა იწოდებოდა „რუსად“. 90-95% მხარის აბორიგენი მოსახლეობისა იყო არასლავური, ამ უფრო ცივილიზებულ ოკუპანტებს დამორჩილებულნი. კოლონიების ენა იყო სლავური კოინე – ესე იგი ენა, რომელიც ემსახურებოდა სხვადახვა ენებისა და დიალექტების ხალხებს. თანდათან მრავალი საუკუნის განმავლობაში ადგილობრივი აბორიგენები ღებულობდნენ ამ კოინეს; ნოვგოროდის მიწაზე, როგორც აკადემიკოსი იანოვი წერს, ამ პროცესს დასჭირდა მინიმუმ 250 წელი – ბრესტის სიგელების ენის განსჯისას, რომელიც საამურიდან თანდათან ინდოევროპული ხდება, ყალიბდება სლავურ ანალიტიკურ ენად (სიტყვის გამოტანა ფლექსიებით) და მხოლოდ ამის შემდეგ ნორმალურ სინთეტიკურ სლავურად.

სხვათაშორის, ამის შესახებ სწერს ნესტორი «Повести временных лет», რომ ლადოგის საამებმა თანდათანობით შეისწავლეს სლავური ენა და ამის შემდეგ იწოდებოდნენ „სლოვენებად“ – ე.ი. სიტყვის გამგებები, საპირისპიროდ „ნემცები“ – მუნჯები – ე.ი. ენის არმსმენელები. (ტერმინს „სლავიანები“ არავითარი საერთო არ აქვს „სლოვენთან“),

მეორენი, რომელთაც ლადოგელი საამების შემდეგ იწყეს სლავიანური კოინეს გადაღება, იყვნენ ფინური წარმოშობის ხალხები – მურომა, ვეს (ვეპსები), ჩუდ, მაგრამ მათთან პროცესი დიდხანს გაიწელა, უფრო სამხრეთელ ფინებთან, უშუალოდ მორდოვულ მოსკოვთან სლავიანური კოინეს პროცესმა გასტანა პეტრე პირველის დრომდე, აქა-იქ კი შენარჩუნდა ადგილობრივი აბორიგენული ენები – როგორც რიაზანის ენა ან ვიატიჩების ფინური კილო. ცენტრალური რუსეთის მოსახლეობის დამახასიათებელი „ოკანიე“ დღეს ჩვეულებრივად მიიჩნევა „ძველ სლავურად“, თუმცა ეს – სუფთა ფინური დიალექტია, რომელიც ზუსტად ასახავს მხარის დაუსრულებელ სლავიანიზაციას. (ქალამანი – ესეც სუფთა ფინური ატრიბუტია: სლავიანები არასდროს ატარებდენ ქალამნებს, ატარებდენ მხოლოდ ტყავის ფეხსაცმელს – იმ დროს როცა ყველა ფინელი ხალხი ქალამნებს ატარებს)

ოქროს ურდოს დროს მოსკოვია შორდება ეთნიკურად მონათესავე ფინო-უგრებს, რომლებსაც თავის ხელისუფლების დროს თავი მოუყარეს ურდოს მეფეებმა. ამ პერიოდში რეგიონის ენაზე უდიდეს გავლენას ახდენს თურქული ენა (როგორც საერთო აზიური უდიდესი გავლენის ნაწილი). თვალსაჩინოა ათანასე ნიკიტინის წიგნი (XV საუკუნის ბოლო) „ლაშქრობა სამი ზღვის იქით“. იქ ავტორი მოსკოვურ სლავურ-ფინური კოინედან გადადის ურდოს ენაზე, სხვაობა მათ შორის არ სჩანს, თავის წიგნს კი ამთავრებს მადიდებელი ლოცვით: «Во имя Аллаха Милостивого и Милосердного и Исуса Духа Божия. Аллах велик…» დედანში:«Бисмилля Рахман Рахим. Иса Рух Уалло. Аллах акбар. Аллах керим».

იმ დროისათვის საერთო მოსკოვიასა და ორდისათვის იყო რელიგია, რომელიც წარმოადგენდა ისლამისა და არიული მიმდინარეობის ქრისტიანობის ჰიბრიდს (ერთნაირად ეთაყვანებოდნენ ქრისტესა და მოჰამედს), რწმენის განყოფა კი მოხდა 1589 წელს, როდესაც მოსკოვმა ბერძნული კანონი მიიღო, ყაზანმა კი მიიღო სუფთა ისლამი. შუასაუკუნეების მოსკოვიაში არსებობდა რამდენიმე ენა. სლავურის ახლომდგომი კოინე – როგორც ენა წარჩინებული თავადობისა, აბორიგენების ხალხური ენები (ფინურები), თურქული ენა როგორც რელიგიური ენა ურდოს დაქვემდებარებაში ყოფნის დროს და ივანე მრისხანეს მიერ ურდოში ხელისუფლების მიტაცების შემდეგ (1589 წლამდე). და ბოლოს, ბოლგარული ენა – როგორც მართლამდიდებლური ტექსტებისა და რელიგიური კულტების ენა. ყველა ეს ნარევი კი ჯამში გახდა თანამედროვე რუსული ენის საფუძველი, რომელიც ლექსიკის 30-40% ემთხვევა სხვა სლავიანურ ენებს, რომელთათვისაც (უკრაინულისა და ბელორუსულის ჩათვლით) ეს თანხვედრა განუზომლად მაღალია და შეადგენს 70-80%.

დღეს რუსეთელი ლინგვისტები ძირითადში თანამედროვე რუსულის საწყისს უკავშირებენ მხოლოდ ორ შემადგენელს: ეს არის რუსეთის სახალხო ენა (არავითარ შემთხვევაში სლავური, არამედ სლავიანო-ფინური კოინე, თურქულის და მონღოლურის დიდი გავლენით) – და ბოლგარული (ძველბოლგარული), ეს „საეკლესიო სლავური“. (მესამე ენის ხარისხში შესაძლებელია დასახელდეს თანამედროვე რუსული სალიტერატურო ენა, რომელიც წარმოადგენს მთლიანად კაბინეტურ ხელოვნურ ქმნილებას, მსგავსს „ესპერანტოსი“).
0

#93 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 07:41 PM

ბულგარული შემადგენლობა

რატომ ჰგავს თანამედროვე რუსული ენა უფრო მეტად ბულგარულსა და სერბულ ენებს ვიდრე ბელორუსულსა და უკრაინულს? (ამასთანევე რატომღაც რუსულთან ერთად ერთ ენობრივ ჯგუფს აკუთვნებენ სწორედ ამ ორ ენას და არა ბულგარულსა და სერბულს). ეს საოცარია, რადგან ტერიტორიულად რუსეთი არ ესაზღვრება ბალკანებს, არამედ ბელორუსებსა და უკრაინელებს, რომელთაც ენებში თითქმის არავითარი ბულგარული გავლენა არ გააჩნიათ, და თუ ეს გვხვდება, ეს არის რუსეთის მიერ შემოტანილი ბალკანური ენობრივი რეალიები.

საქმეც იმაშია, რომ რუსეთში საკუთარი ძირეული სალავიანები არ ყოფილა (გარდა უკრაინელთა იშვიათი გადასახლებებისა სუზდალის მიწაზე XII საუკუნეში და მოსკოვის ომების მიმდინარეობისას ლიტვის დიდი სამთავროსა და რეჩპოსპოლიტის წინააღმდეგ ბელორუსების მასიური დამონებისას: მხოლოდ 1654-1667 წლების ომში მოსკოვიტებმა მონობაში მოაქციეს რამდენიმე ათეული ათასი ბელორუსი). ამიტომაც რუსული ენის შესწავლა მოსკოვის აბორიგენების მიერ წარმოებდა რელიგიის მეშვეობით, რომელიც ეყრდნობოდა ბულგარულ ტექსტებს. აი, რატომ სწავლობდა რიაზანის, მოსკოვის, ტულის, კოსტრომის, ვიატკის, მურომას და სხვა ფინური მიწების მკვიდრნი სლავიანურ ენას ბულგარულის მეშვეობით – რამეთუ არ ჰქონდათ თავიანთი ადგილობრივი სლავიანური. სწორედ ამ მიზეზით თანამედროვე რუსული ენის ის მცირედი თანხვედრაც (დაახ. 30%-40% სლავიანური ლექსიკის შეფარდება 70%-80% ფინურისა და თურქულისადმი) – არ არის საერთო ბელორუსებსა და უკრინელებთან, არამედ საერთოა ბულგარებთან, ბულგარული წიგნების მეშვეობით. ბელორუსებთან და უკრაინელებთან კი იყო სხვაგვარად: იქ მკვიდრ მოსახლეობას (ბელორუსიაში ნახევრად ბალტიური და უკრაინაში ნახევრად სარმატული) მაინც გააჩნდა ხალხური სლავიანური კილოები, რომლებმაც არ დაუშვეს ბოლგარულის დანერგვა ლექსიკასა და მართლმადიდებლურ წიგნებში, თავიანთი ძირეული სლავიანური ლექსიკის სანაცვლოდ.



არის კი რუსული ენა სლავიანური?

არსებობს სამი მომენტი, რომლებსაც ძალუმად მალავს ყველა რუსი ლინგვისტი (თუმცა, როგორც ხალხში იტყვიან, შუბს ხალხათში ვერ დამალავ):

1) XVIII საუკუნემდე მოსკოვიას ენა არავის მიერ არ ითვლებოდა რუსულ ენად, არამედ იწოდებოდა კონკრეტულად მოსკოვიტების, მოსკოვიტურ ენად.

2) ამ დროისათვის რუსულ ენად იწოდებოდა სახელდობრ და მხოლოდ უკრაინული ენა.

3) მოსკოვიის ენა – მოსკოვიტური ენა – ევროპელი ლინგვისტების მიერ (მათ რიცხვში სლავიანური ქვეყნებისაც) ამ დრომდე არ მიიჩნეოდა სლავიანურ ენად, არამედ მიეკუთვნებოდა ფინურ კილოებს.

რათქმა უნდა, დღეს ყველაფერი ასე არაა: სლავიანური ქვეყნების დაპყრობის იმპერიული ინტერესების წყალობით, რუსეთმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თავის ლინგვისტიკურ მეცნიერებაზე, დაუსახა რა მას ამოცანად, რუსეთის ენისათვის მიენიჭებინათ „სლავიანური სტატუსი“. ამასთან, თუ რუსეთის დასავლეთით გერმანიკული ხალხები იცხოვრებდნენ, მაშინ ზუსტად ასევე შეეცდებოდნენ დაემტკიცებინათ, რომ რუსული ენა – გერმანიკული ენების ოჯახიდან არისო, რადგანაც ასეთი იქნებოდა იმპერიის დაკვეთა. ენობრივი რეფორმები, ჯერ კიდევ ლომონოსოვის მიერ დაწყებული, მიმართული იყო ზუსტად მისი სუსტი სლავიანური ნიშნების აქცენტირებაზე. მაგრამ, როგორც პოლონელი სლავისტი ეჟი ლეშინსკი 150 წლის წინ წერდა, მონათესავე დასავლეთელი სლავიანი ბალტების შესახებ - ”პრუსიულ ენას უფრო მეტი საფუძველი აქვს ჩაითვალოს სლავიანურ ენად, ვიდრე ველიკორუსულს, რომელსაც პოლონურთან და სხვა სლავიანურ ენებთან გაცილებით ნაკლები საერთო აქვს, ვიდრე დასავლურ-ბალტურ პრუსიულ ენას“. შეგახსენებთ, რომ რუსეთი რუსეთად ოფიციალურად წოდებული გახდა მხოლოდ პეტრე პირველის დროს, რომელსაც ადრინდელი დასახელება “მოსკოვია” – მიაჩნდა ბნელით მოცულად და რეაქციულად.

პეტრე I-მა არა მხოლოდ ძალდატანებით დააწყებინა წვერის გაპარსვა, აუკრძალა მოსკოვიის ყველა ქალს ჩადრის ტარება აზიური მანერით და აკრძალა ჰარემები, სადაც გამოკეტილი ჰყავდათ ქალები, არამედ ევროპაში მოგზაურობისას კარტოგრაფებისაგან მოითხოვდა, რომ ამიერიდან რუკებზე მისი ქვეყნისთვის ეწოდებინათ არა მოსკოვია ან მოსკოვიტი, როგორც არდე, არამედ რუსეთი. და რომ ისტორიაში პირველად თვით მოსკოვიტები ჩაეთვალათ სლავიანებად, რაც „ევროპაში ფანჯრის გაჭრისთვის“ საერთო სტრატეგია იყო. პეტრე პირველმა მოითხოვა ევროპის აღმოსავლეთის საზღვარი, რომელიც გადიოდა მოსკოვიასა და ლიტვის დიდი სამთავროს შორის, გადაეტანათ უკვე ურალამდე, შესაბამისად პირველად ისტორიაში გეოგრაფიულად მოსკოვია ევროპის შემადგენლობაში ჩაითვლებოდა.

მანამდის პოლონელი და ჩეხი ლინგვისტები და სლავიანური გრამატიკის შემდგენელნი მკაცრად გამოყოფდნენ რუსულ ენას (უკრაინულს) მოსკოვიტურისაგან, თვით ეს მოსკოვური ენაც არ მიეთვლებოდა სლავიანური ენების ოჯახს. რამეთუ მოსკოვიის ენა სლავიანური ლექსიკით მწირი იყო. როგორც რუსი ლინგვისტი ულუხანოვი შრომაში „ძველი რუსეთის სამეტყველო ენა“ («Русская речь», №5, 1972) სწერს, სლავიანიზმის წრე, მოსკოვიის ხალხის ცოცხალ მეტყველებაში, რეგულარულად განმეორებულში, ფართოვდებოდა ძლიერ ნელა. ცოცხალი ზეპირი მეტყველების ჩანაწერები, შესრულებულნი უცხოლეთა მიერ მოსკოვიაში XVI-XVII სს, ძირითად ფინურ-თურქულ ლექსიკის ფონზე შეიცავენ მხოლოდ ზოგიერთ სლავიანიზმებს.

„მოსკოვიტების პარიზულ სიტყვარში“ (1586) მოსკოვიტების ხალხის მთელს სიტყვარს შორის, როგორც ი.ს. ულუხანოვი სწერს, ვპოულობთ მხოლოდ სიტყვებს „владыка» და «злат“. ინგლისელი რიჩარდ ჯემსის (1616-1619) ლექსიკონ-დღიურში ის უკვე მეტია – სულ 16 სიტყვა («благо», «блажить», «бранить», «воскресенье», «воскреснуть», «враг», «время», «ладья», «немощь», «пещера», «помощь», «праздникъ», «прапоръ», «разробление», «сладкий», «храмъ»). გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ვ. ლუდოლფის წიგნში «Грамматика языка московитов» (1696) ისინი უკვე 41-ია (ამასთანავე წინდებულებში უდიდესი ფინური „ოკანიით“- მსგავსად „розсуждать“). მოსკოვიტების ძირითადი ზეპირი მეტყველება – ფინური და თურქულია.

იმ დროის ლინგვისტებისათვის არ არსებობდა არავითარი საფუძველი მოსკოვიტების ენა მიეკუთვნებინათ „სლავიანური ენებისათვის“, როგორც ასეთი სლავიანიზმები ზეპირ მეტყველებაში არ იყო (სახელდობრ აქ ხალხის ზეპირი მეტყველება წარმოადგენს კრიტერიუმს). ამიტომაც სალაპარაკო ენა მოსკოვიისა არ ითვლებოდა არც სლავიანურად, არც ახლორუსულადაც კი. მოსკოვიის გლეხობა მეტყველებდა თავიანთ ფინურ კილოებზე. დამახასიათებელი მაგალითი: რუსული ენა არ იცოდა მორდვინმა – კოსტრომის მაზრიდან ივან სუსანინმაც კი, მისი ნათესავები, დედოფლის თაყვანისმცემლები, იხდიდნენ გადასახადს კოსტრომული ფინურიდან რუს „ხელმწიფეთა“ ენაზე თარგმინსათვის. სასაცილოა, რომ დღეს აბსოლუტურად მორდოვული კოსტრომა ითვლება რუსეთში „რუსეთელობის“ და „სლავიანობის“ „ეტალონად“ (ასეთი როკ ჯგუფიც კი არსებობს, რომელიც კოსტრომის მორდოვულ სიმღერებს რუსულ ენაზე მღერის, ასაღებენ რა მათს ვითომცდა „სლავიანურად“), თუმც ჯერ კიდევ ორი ასეული წლის წინ კოსტრომაში არვინ საუბრობდა სლავიანურად. და ის ფაქტი, რომ მოსკოვის ეკლესია იუწყებოდა ბოლგარულ ენაზე (რომელზედაც იწერებოდა მოსკოვის სახელმწიფო ქაღალდები) – არაფერს არ ნიშნავს, ისე, როგორც იმ დროს მთელს ევროპაში ეკლესიებში ლაპარაკობდნენ ლათინურად და საქმისწარმოება ხდებოდა ლათინურად, და ეს არაფრით არ იყო დაკავშირებული იმასთან, რომელი ხალხები ცხოვრობენ იქ.

შეგახსენებთ, რომ 1589 წლის ლიუბლინის უნიის შემდეგ, როდესაც ბელორუსებმა პოლონელებთან ერთად შექმნეს სამოკავშირეო სახელმწიფო – რესპუბლიკა (პოლონურად – რეჩ პოსპოლიტა) ლიტვის დიდმა სათავადომ თავის სახელმწიფო ენად ბელორუსული (ესე იგი რუსული) შეინარჩუნა, პოლონეთმა კი სახელმწიფო ენად შემოიღო ლათინური ენა. მაგრამ ეს სრულებით არ მეტყველებს იმაზე, რომ პოლონელების სახალხო ენა ლათინური ენაა. ზუსტად ასევე, რუსული ენა არ იყო იმდროისათვის მოსკოვია-რუსეთის სახალხო ენა – სანამ არ შეისწავლეს ის რუსეთის სოფლებმა. აი კიდევ ერთი მაგალითი: დღესაც (წარსულიდანვე) სმოლენსკის, კურსკის, და ბრიანსკის ოლქების სოფლებში (რომლებიც მაშინ ლიტვის დიდ სათავადოში შედიოდნენ) საერთოდ არ ლაპარაკობენ რუსულად, არამედ ბელორუსულ ენაზე. ლიტერატურულ რუსულ ენაზე იქ არ ლაპარაკობენ, ასე რომ არვიან არ „ოკაობს“ – რომელიც ასახავს ფინურ აქცენტს, როგორც ეს რიაზანის ან მოსკოვის ოლქებში, და მეტყველებენ ზუსტად იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობენ ვიტებსკის ან მინსკის ოლქებში.

ნებისმიერმა ლინგვისტმა ერთი დასკვნა უნდა გააკეთოს: ამ რუსულ ოლქებში ცხოვრობს ბელორუსული მოსახლეობა, რამეთუ ბელორუსულ ენაზე მეტყველებს. მაგრამ ამ მოსახლეობას ეთნიკურად რატომღაც აკუთვნებენ «окающим» აღმოსავლელ მეზობლებს, რომლებმაც იქ ლუდოლფის დროს იცოდნენ მხოლოდ 41 სლავიანური სიტყვა. ი.ს. ულხანოვი წერს, რომ მოსკოვიტებთან ორი ენის არსებობის შესახებ საუბრისას – სლავიანური (საეკლესიო ბულგარული) და თავისი მოსკოვიტური, ვ. ლუდოლფმა «Грамматике языка московитов» განაცხადა, „რომ რომელიმეს რაც არ უნდა მეტ განათლებულად სურდეს თავის ჩვენება, ის მით უფრო მეტად ურევს სლავიანურ გამოხატვებს მის მეტყველებაში ან მის ნაწერებში, თუმცა ზოგიერთები დასცინიან მათ, ვინც სალვიანურ ენას ჩვეულებრივ მეტყველებაში ბოროტად იყენებს“. საოცარია!

რა არის ეს მოსკოვის „სლავიანური ენა“, რომელსაც დასცინიან სლავიანური სიტყვების ბოროტად გამოყენებისათვის თავისი ფინურ თურქულის სანაცვლოდ? ასეთი არ ყოფილა ბელორუსია-ლიტვის დიდ სათავადოში – იქ არავინ დასცინის ადამიანებს, მეტყველებაში სალვიანური სიტყვის გამოყენებისათვის. პირიქით – ვერვინ გაუგებს მას, ვინც ფარაზებს ნაცვლად სლავიანური ლექსიკისა, ფინურით ან თურქულით აყალიბებს. ეს „ორენოვნება“ სლავიანებთან არსად არსებობდა, გარდა ისევ მოსკოვიისა (სხვათაშორის, ლიტვის დიდ სათვადოში წესდებები იწერებოდა სუფთა სლავიანური ენით – დიდი ლიტვის სათავადოში სახელმწიფოებრივ რუსულზე, ზედმიწევნით სლავიანურ სახელმწიფოში, სადაც ლიტველებთან დაკავშირებულნი იყვნენ სლავიანები, დღევანდელი ბელორუსები). ორენოვნების ეს პრობლემა რუსეთში ხალხური სლავიანური საფუძვლის არ არსებობის გამო ყოველთვის თან სდევდა სალიტერატურო რუსული ენის შემქმნელებს – როგორც რუსული ენის საყოველთაო მთავარი პრობლემა. (მან გაიარა „ტერმინების განვითარების სტადია“, რომელიც დასაწყისში მოსკოვიტურად იწოდებოდა, შემდეგ ლომონოსოვის დროს 1795 წლამდე რუსეთულად, შემდეგ 1794 წელს რუსეთის მიერ ბელორუსიის ოკუპაციისას (ფორმალურად 1795 წელს გამყარებული) ბელორუსსა და დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში მოუწიათ მისი შეცვლა „რუსული ენის ველიკორუსული კილოთი“. სწორედ ასე ფიგურირებდა რუსული ენა 1840-იან წლებში დალის ლექსიკონის დასახელებაში “რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი ველიკორუსული კილოთი“, სადაც თვით რუსულ ენად მოიხსენიება ბელორუსული, უკრაინული და რუსეთული ენები), თუმცა დღეს რუსეთის ყველა ლინგვისტმა არამეცნიერულად გააყალბა დალის ლექსიკონის დასახელება „ცოცხალი რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი“–ით, თუმც ლექსიკონი ასეთი სახელწოდებით მას არასდროს დაუწერია). 1778 წელს მოსკოვში გამოვიდა მწერლისა და ლინგვისტის თეოდორ გრიგორის ძე კარინის ბროშურა სახელწოდებით „წერილი რუსეთის ენის გადამკეთებლების შესახებ”.

ის წერდა: „საშინელი სხვაობაა ჩვენს ენებს (შრომაში ის ყველგან მას უწოდებს „მოსკოვურ კილოს“) და სლავიანურს შორის. ჩვენთან ის ხშირად ეწინააღმდეგება გამოხატვის საშუალებებს იმ თავისუფლებით, რომლებიც აცოცლებს ლამაზ მეტყველებას და რომელიც წარმოიშვება სხვა არაფრით, გარდა ყოველდღიური საუბრისა… როგორც გამოცდილი მებაღე ახალგაზრდული ნამყენით აახლებს ძველ ხეს, წმენდს რა მასზე გამხმარ ტოტებს და გამონაზარდებს, რომლებიც მის ფესვებზე იზრდება, ასე მოიქცნენ დიდი მწერლები ჩვენი ენის გარდაქმნისას, რომელიც ისედაც იმთავითვე ღარიბი იყო, სლავიანურს მიმსგავსებულმა კი გადააქცია საშინელებად („ღარიბი“ და „საშინელი“ ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება მის მომავალ შეფასებას როგორც „უდიდეს და ძლიერს“. აქ გასამართლებლად ემსახურება ფაქტი, რომ პუშკინი ჯე არ დაბადებულა ახალგაზრდა ნორჩი ენისათვის, რომელიც მხოლოდ ლომონოსივის ექსპერიმენტებით იყო შექმნილი).

კვლავ ვაქცევ ყურადღებას: ეს პრობლემა არასოდეს არ ჰქონიათ ბელორუსებს, პოლონელებს, ჩეხებს, ბოლგარებს, სერბებს და სხვა სლავებს – სადაც მცხოვრებთა ენა შემოზღუდულად ხდება ქვეყნისა და ხალხის ენად. ეს არის წმინდა უნიკალური რუსული პრობლემა – როგორ შევუთავსოთ ფინური ენა სლავიანური მოსახლეობის ენას (მაგალითად ბელორუსიაში ეს არის უაზრობა: იკამათო რა „წერით მეტყველებაში სლავიანიზმების მოძალების“ შესაძლებლობის შესახებ, იგულისხმო რა, რომ რუსეთში ბოლგარული ლექსიკის ძალადობა, როდესაც ბელორუსული ლექსიკა თვით არის სრულიად სლავიანური ლექსიკა ამგვარივე სლავიანიზმებით – ესე იგი, არ არსებობს თვით საგანი ამგვარი კამათისათვის, რადგანაც ბოლგარული ენის სლავიანიზმებს არაფრით არ შეუძლიათ ბელორუსული ენის სლავიანიზმების გაფუჭება, უამისოდაც თვით ბელორუსული ენა სლავიანიზმებზეა დაფუძნებელი. კარაქს კარაქით ვერ გააფუჭებ). ჯამში რუსეთის ლინგვისტები გმირულად აჭრიან „ჭიპს“ მოსკოვის კულტურის მრავალსაუკუნოვან კავშირს ბულგარულ ენასთან, რომელიც მეგობრულ კავშირშია „უცხო“, „რუსეთის გამომწვევ პირობებთან“, რომელიც აფერხებს რუსული სალიტერატურო ენის დამკვიდრებას“. უარყოფენ რა ბულგარულ ენას, გაბედულად ეშვებიან ხალხური ენის წიაღში (მოსკოვიტური კილოს), რომელიც 60%-70% შედგება არა სლავიანური ლექსიკისაგან.

დიდი მოღვაწეები, რომლებიც რუსეთში ახდენენ ენობრივ რევოლუციას, ფ.გ. კარინი თავის შრომაში ასახელებს თეოფან პროკოპოვიჩს, მ.ვ. ლომონოსოვს, სუმაროკოვს. ასე XVIII საუკუნის მოწურულისთვის რუსეთმა უარი თქვა ბულგარული ენის მიყოლაზე, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში, როგორც თოკს, იჭერდა სლავიანურ ველზე და აქცევდა „სლავიანობაში“, – და დაიწყო თავის თავის ლინგვისტურად თავისუფალისა და სუვერენულის მიჩნევა, აღიარებდა რა თავის ენად არა ბულგარულს, არამედ იმ სახალხო ენას სლავიანირიზებული ფინებისას, რომელიც არამც და არამც არ გააჩნდა, როგორც ბოლგარულს, აშკარა სლავიანური ნიშნები. პატრიოტიზმმა გაიმარჯვა სლავიანურ ერთობაზე.
0

#94 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 07:42 PM

ნამდვილი რუსული ენა

ბელორუსი განმანათლებელი მელეტი სმოტრიცკი, ვილნოსა და კიევში მოღვაწე, 1619 წელს ევეში გამოცემული «Граматიки словенскიя правильное синтагма»-ს ავტორი, დიდი ხნით ადრე რუსული ლინგვისტიკის „რევვოლუციონერ“, რუსული ენის გრამატიკის შემდგენელ ლომონოსოვამდე, შექმნა სუსინების ენის სამეცნიერო საფუძვლები. როგორც ლიზაზნიას გრამატიკაში, ის მკვეთრად განასხვავებდა ბელორუსულ საეკლესიო ენას ჩვენი ენისაგან: „Удержи языкъ свой от зла и устнъ своъ же не глати лсти. Руски истолковуемъ: Гамуй языкъ свой от злого и уста твои нехай не мовятъ здрады“. აბსოლუტურად ნათელია (როგორც შემდგომშიც მისი წიგნის მიხედვით), რომ ავტორი რუსულ ენად დღევანდელ უკრაინულ ენას მიიჩნევს (უფრო სწორად – იმ რუსულ ენას, რომელიც მის დროს საერთო იყო უკრაინელებისა და ბელორუსებისათვის) და სრულიად არა მოსკოვია-რუსეთის ენას. «Нехай», «мовять», «здрады» – ეს წმინდა ბელორუსულ-უკრაინული სიტყვებია, რომელთაც მელეტი სმოტრიცკი „რუსულ ენაზე თარგნმანს“ უწოდებს.

ნათელია, რომ ეს წამსვე გვეცემა თვალში, ამიტომ ჟურნალში „რუსკაია რეჩ“ სტატიის «Московское издание Грамматики М. Смотрицкого» ავტორი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვ.ვ. ანიუჩენკო გომელის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოსავს ენას, რომელზედაც სმოტრიცკი თარგმნის საეკლესიო ბულგარულ ენას, ამგვარი ფორმულით: „ეგრეთ წოდებული რუსული“ ეგრეთ წოდებულ მელენტი სმოტრიცკად? და ამ ეპოქის დიდი ლიტვის სათავადოს ე.წ. ყველა ხალხად? აქ აშკარაა მეცნიერებათა დოქტორის სურვილი, არ გააღიზიანოს რუსეთელი კოლეგები, ამბობს, ყველაფერი ნორმალურადაა – ის, რომ ჩვენთან ხალხი რასაც ძველთაგანვე რუსულ ენას უწოდებდა – ეს მხოლოდ „ეგრთწოდებული „რუსული ენაა““. მაგრამ არა „ეგრეთწოდებული“, არამედ ნამდვილი – იყო მხოლოდ რუსეთისათვის. შინაარსობრივად ბულგარული. მელენტი სმოტრიცკის ერეოდა ტერმინები. არამეცნიერულად ამახინჯებდა შუასაუკუნეების ავტორებს. თუ ისინი ცალსახათ სწერენ, რომ რუსული ენა – ეს თვისი შედგენილობით სწორედ უკრაინული ენაა, და არა მოსკოვური, მაშინ რატომ ვჯახირობთ? რატომ გადავწერთ ისტორიას?

უფრო მეტიც, უკრაინულ ენასთან ასეთ არამეცნიერულ მიდგომაში ხდება ანომალიად – მთვარედან ჩამოვარდა კიევში, უცხოა, იმიტომ რომ „ეგრეთწოდებულია“. მელეტის წიგნები ხომ საჩვენებელია: რუსული – ეს უხსოვარი დროიდან ჩვენი ხალხურია, რაიც თავისთავად და დღესაც უკრაინული და ბელორუსული ენების რეალობებში, რუსეთული კი ეს არ არის რუსული, არამედ დაფუძნებული ბულგარულზე. და თარგმანები, რომლებსაც წიგნში აკეთებს მელეტი სმოტრიცკი ბულგარულიდან რუსულზე – ეს ფაქტიურად არის თარგმანები რუსეთულიდან რუსულზე – ბელორუსებისთვის და უკრაინელებისათვის, იმხანად რუსინებად წოდებული.



ალფავიტი

საყოველთაო გაურკვევლობა: რუსეთში კიდევ თვლიან, რომ „კირილიცაზე“ წერენ, თუმც რუსეთში მასზე არავინ წერს. იქ სრულიად სხვა ალფავიტით წერენ, რომელიც ძალიან მცირედით არის კირილიცასთან დაკავშირებული – ეს არის პეტრე პირველის მიერ შემოღებული „სამოქალაქო ალფავიტი“. ის არ არის კირილიცა, ვინაიდან კირილესა და მეთოდეს მიერ არ შექმნილა. ეს რუსული იმპერიული ალფავიტია, რომლის გავრცელებასაც ცდილობდა რუსეთი მეფისა და საბჭოების პერიოდში ყველა მეზობელში, თურქებსა და ფინებს შორისაც კი. და ამის გაკეთებას დღესაც ცდილობს: არცთუ მცირე ხნის წინ დუმამ კარელიასა და თათრეთს აუკრძალა ლათინურზე დაბრუნება, უწოდა რა ამას „სეპარატისტული ხრიკები“, თუმც სწორედ ლათინური გამოხატავს უფრო წარმატებით ფინებისა და თათრების ენობრივ რეალიებს. საერთოდ კი ეს სრულ უაზრობად გამოიყურება: გამოდის, რომ კირილე და მეთოდე საერთოდ ბულგარელებისა და ჩეხებისათვის ბიზანტიური ბიბლიის წასაკითხად კი არ ჰქმნიდა, არამედ თათრებისათვის, რომლებიც აღმსარებლობდნენ ისლამს. მაშ რისთვის უნდათ მუსულმანებს ქრისტიანული ალფავიტი?

მეორე გაურკვევლობა მდგომარეობს იმაში, რომ კირილიცა ითვლება „სლავიანურ ალფავიტად“. ეს ძირითადად ოდნავ შეცვლილი ბერძნული ალფავიტია, ბერძნები კი არ არიან სლავიანები. და ნახევარზე მეტი სლავი ხალხებისა წერენ ლათინურად, და არა კირილიცაზე. ბოლოს, ეს არის საეკლესიო სლავიანური ალფავიტი – ეს იგი ბულგარული წიგნებისა, ეს არის ბულგარული ალფავიტი, და სულაც არა საკუთვრივ რუსული, უკრაინული ან ბელორუსული. რელიგიურ მართლმადიდებლური ტრადიციების მოხმობა უაზრობაა, რადგანაც შუა საუკუნეებში მთელი კათოლიკური ევროპა რელიგიაში იყენებდა ლათინურს – არის კი ეს საფუძველი იმისათვის, რომ ყველა ქვეყანამ უარი თქვას თავის ეროვნულ ენებზე და დაუბრუნდეს ლათინურს? რა თქმა უნდა, არა.

საერთოდ, ბელორუსული ალფავიტი დღეს ლათინური უნდა იყოს, და არა კირილიცა (უფრო ზუსტად – პეტრე I-ის ალფავიტი), რამდენადაც ბელორუსული სალიტერატურო ენა საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ლათინურ ენის საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ ლიტვის დიდი სათავადო 1795 წლის რუსული ოკუპაციის შემდგომ მეფემ თავისი ბრძანებით აკრძალა ბელორუსული ენა 1839 წელს (1863 წელს უკვე აიკრძალა საეკლესიო ლიტერატურა უკრაინულ ენაზე , 1876 წელს ლიტერატურის ყველა სახე უკრაინულ ენაზე, გარდა ბელეტრისტიკისა). უკრაინაში სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა კირილიცაზე, ბელორუსში კი ლათინურზე, და XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში ბელორუსული პერიოდიკა გამოდიოდა ლათინურზე – «Bielarus», «Bielaruskaja krynica», «Nasza Niwa» და სხვა (თუმც ცარიზმის შოვინისტური ზეწოლით გამოჩენა დაიწყო კირილიცაზეც). სსრკ-ში ბელორუსული ლატინიცა საერთოდ აკრძალული იყო როგორც „მედასავლეთეობა“ და როგორც შეხსენება ბელორუს-ლიტვინების სხვა არჩევანზე – რეჩ პოსპოლიტაში მრავალსაუკუნოვან ცხოვრებაზე, პოლონელებთან, ჩეხებთან და სხვა სლავებთან ერთად, და არა რუსეთის შემადგენლობაში.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1991 წელს ლათინურს დაუბრუნდა 4 რესპუბლიკა მოლდოვა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, მეხუთე მათ რიცხვში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბელარუსი, რადგანაც მისი სალიტერატურო ენა სახელდობრ ლათინურზე ჩამოყალიბდა, დღეს კი ჩვენ დღევანდელი, სტალინის რეფორმებით შექმნილი, ხელოვნური და დამახინჯებული „ბელორუსული“ ენა უნდა გადავიყვანოთ ბელორუსული ლიტერატურის შემქმნელთა ქმნილებებზე. ეს რა თქმა უნდა უაზრობაა. ეს რა თქმა უნდა, ქარიშხლისებრ აღშფოთებას გამოიწვევს სახელმწიფო დუმაში: შეხე, ბელორუსები ბრუნდებიან „პოლონურ ალფავიტზე“. მაგრამ რა შეხება აქვს საბჭოთა ბელორუსიასთან დღევანდელ ბერძნულ ალფავიტს? რა თქმა უნდა, არავითარი. პოლონელები ხომ სლავიანები არიან, და მეზობლებიც, არასლავიანურ ბერძნებს ბელორუსები არ ესაზღვრებიან, და მათთან არაფერი აქვთ საერთო. ამასთანავე, ბერძნებიც, პოლონელებიც – ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან, ამიტომ არჩევანს ბერძნულსა და პოლონურს შორის არ ექნება არსებითი პოლიტიკური ქვეტექსტი, დემაგოგიის გარდა. ამისათვის ასეთი ქვეტექსტი რუსეთის პოლიტიკოსების პოზიციაში, ამაში „სეპარატიზმის“ და „რუსეთისაგან უკუსვლის“ დამნახავებში, თითქოსდა რუსეთი მეზობლებისთვის (თავის კარელების და თათრებისათვის) ალფავიტების განაწილებნაში წარმოადგენს მონოპოლისტს. როდესაც ბოლშევიკების ხუნტამ რუსეთში ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, მისმა კომისრებმა განახორციელეს დიდრუსული ენის რეფორმები.

უპირველესად, მას გადაარქვეს უბრალოდ „რუსული“ – რათა გამოეყოთ „დიდმპყრობლურ იმპერიულისაგან“, ერთდროულად ეროვნების შეცვლით – ველიკოროსების რუსულით. რაც უწიგნურობაა, რამეთუ რუსულ ენაში არ არის ასეთი, რომ ეროვნების სახელწოდება უცბად გახდეს ზედსართავი სახელი, და არა არსებითი სახელი (ან კი რას ელით განახლების ავტორებისაგან ტროცკისა და სვერდლოვისაგან, რუსული ენის ნიუანსებში ნაკლებად გაუთვითცნობიერებულებისაგან).

მესამე, ტროცკი იჟინებდა ველიკორუსულის გადასვლას ლათინურზე – „მსოფლიო რევოლუციის მიზნებისათვის“, მის მსოფლმხედველობას რომ გაემარჯვა, მაშინ რსფსრ-ში და შემდეგ საბჭოთა კავშირში გახდებოდა ლათინური ალფავიტი. 1991 წელს კი ელცინი რუსეთს საზეიმოდ დააბრუნებდა თავის კირილიცაზე. ტროცკის იდეა იმისათვის არ იქნა მიღებული, რომ რუსული ლიტერატურა სახელდობრ კირილიცაზე იქმნებოდა, პუშკინი კი ლათინური ანბანით არ წერდა. სხვათაშორის ამავე მიზეზით ბელარუსი უნდა გადასულიყო ლათინურზე, ვინაიდან ჩვენმა პოეტებმა შექმნეს ჩვენი ლიტერატურა არა სახელდობრ კირილიცაზე, არამედ ბელორუსულ ლათინიცაზე.

ყოველივე ზემოთ თქმული უფლებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ ეძლევა რუსეთში ასეთი მნიშვნელობა კირილესა და მეთოდეს, რომლებსაც, მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, ვინაიდან უკრაინის (კიევის) გაქრისტიანებამდე დიდი ხნით ადრე გარდაიცვალნენ, და იმათ დროს დიდი მორდოვიის ერზია-რიაზანის (მისი დედაქალაქი) და პერმის სახელმწიფოების სიცრცეებში, რომლებიც კირილესა და მეთოდეს დროს თანამედროვე რუსეთის არსებობდნენ, არავითარი მოსკოვია ან რუსეთი არ არსებობდა. ვინაიდან მათ მორავიაში ადრე ჩეხებისათვის შექმნეს ბერძნულისმსგავსი ალფავიტი, მით უმეტეს წარმართული რუსეთი გაჩნდა თანამედროვე ესენგეს ტერიტორიებზე – საამის ლადოგის რაიონის ტერიტორიაზე რიურიკის მტაცებელი კოლონისტი – სალვიანების გადასხმით. როგორც თვით კირილე სწერდა, დღევანდელი რუსეთის და უკრაინის ტერიტორიაზე არავითარი სლავი არ არის, სლავიანები კი ცხოვრობენ ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. ამიტომაც არ წავიდოდა კირილე დღევანდელი რუსეთისა და უკრაინის მეზობელ ტერიტორიებში „სლავიანების ქრისტიანობაში მოსაქცევად“, ვინაიდან იქ სლავები მაშინ არ იყვნენ. და ვერვის მისცემდნენ „ბერძნულზე დაფუძნებულ სლავიანურ ალფავიტს“. მათ შორის მაშინ კიევიც არ იყო სლავიანური (ახლოს მეგობრობდა ხაზარეთთან), იქ სლავიანები სრულებით არ ცხოვრობდნენ, არამედ სარმატები და იუდეველები, კიევის მთავრები მაშინ ებრაული ძირებიდან იყვნენ, დანათესავებულები ხაზარეთის ებრაელ მთავრებთან, და აღასრულებდნენ ხაზარეთის იუდაიზმს. და კიევი მაშინ სინაგოგების ქალაქი იყო. რისთვის უნდა წასულიყო კირილე „სინაგოგების ქალაქ“ კიევში? სადაც მას არვინ ელის?

ამიტომ – გამოვთქვამ საკუთარ განსაკუთრებულ აზრს, რომელსაც შეუძლებელია არ დაეთანხმო – მოსკოვის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და რუსეთის ისტორიკოსები, იდეოლოგები ასე აქტიურად ეწევიან კირილესა და მეთოდეს კულტის პროპაგანდას, რათა ამით დაფარონ უდიდესი წინააღმდეგობა მათ წარმოდგენაში საკუთარი თავის შესახებ როგორადაც თითქოს „სლავიანობისა“ და დამალონ „არასასურველი“ ფაქტები, ამ მითის მოწინააღმდეგენი (ე.ი. – ეს საერთოდ მთელი ისტორიული, ეთნოგრაფიული და ლინგვისტიკური ფაქტურა).

კირილე და მეთოდე არანაირი „ძმები“ არ იყვნენ, არც ბერძნები იყვნენ, ისინი ასურელები იყვნენ, დამასკოელი მდიდარი არაბი მართლმადიდებლები (სირია მაშინ მართლმადიდებლური იყო), ისინი დაქირავებულები იყვნენ ბიზანტიელების მიერ მორავიაში მისსიისათვის (ამის შესახებ, ნამდვილად არის საჭირო ცალკე სტატიაში მოთხრობა). ღიმილისმომგვრელია ის რომ, თვით ჩეხები კირილესა და მეთოდეს ანბანის შექმნის გამო, რომელთანაც ჩავიდა კირილე, პატივს არ მიაგებენ, საერთოდ არ ახსოვთ მის შესახებ, თუმცაღა რუსეთში აღმართეს მისი კულტი. როგორც ამბობენ, აწ უკვე იცი – ვისთან იპოვნები, და ვისთან დაიკარგები.



Вадим РОСТОВ
0

#95 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 07:43 PM

სისხლიანი ბოროტმოქმედებანი ჩუკოტკაზე

ჩუქჩები მცირერიცხოვანი ჩრდილოელი ხალხია, რომლებიც არიან მაგადანის ოლქის ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის მკვიდრი მოსახლეობა, აგრეთვე ცხოვრობენ კორიაკების ავტონომიური ოლქის ჩრდილოეთით და სახას რესპუბლიკის ნიჟეკოლიმსკის რაიონში.

მეირმე ტუნდრელი ჩუქჩების თვითდასახელება – ჩავჩუ (ირმისა), სანაპიროების –ან კალინი (პომორი). საერთო თვითწოდება ლუორავეტლან (ნამდვილი ადამიანი). რაოდენობა 13,6 ათასი კაცი (1970 წლის აღწერა). ძირითადში ლაპარაკობენ ჩუკოტკურ ენაზე. რელიგია იყო შამანიზმი, სამრეწველო და საოჯახო კულტები.


ჩუქჩები რუსებთან კონტაქტში შევიდნენ 1642 წელს მდინარე ალაზეიაზე. XIX საუკუნემდე ფაქტიურად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა მეფის რუსეთის ადმინისტრაციისაგან.
ჩუქჩები – მომთაბარე მეირმე ჩუქჩები და დამკვიდრებული მონადირე ჩუქჩები, ერთმანეთში აწარმოებდნენ ნატურალურ გაცვლა გამოცვლას.

ჩუკოტკური (ლუორავეტლანური) ენა გენეტიკურად განეკუთვნება ჩუკოტკურ-კამჩატკურ ენებს. იყოფა შემდეგ დიალექტებზე: უელენური (აღმოსავლური), საფუძვლად დაედო სალიტერატურო ენას, ჩაუნური (დასავლური), ენმილინური, ნუნლინგრანული და ხოტირული. დიალექტიური სხვაობა უმნიშნელოა. 1931 წელს შემოიღეს ლათინური ალფავიტი, 1936 წ. რუსული.

ჩუქჩები იაკუტიაში ჯერ კიდევ რუსების მოსვლამდის ცხოვრობდნენ. XVII საუკუნეში მდინარეებს კოლიმასა და ალაზეის შორის, მნიშვნელოვნად მოწყვეტილები მათი ხალხის ძირითად არეალს. მათი რიცხვი აქ შეადგენდა დაახლოებით 400 კაცს. მომთაბარე მეირმე ჩუქჩების საერთო რიცხვი კი 2000 კაცს. ესენი იყვნენ პირველი ჩუქჩები, რომელთაც დაამყარეს ურთიერთობები რუსებთან.

1690-იან წლებში, ჩუქჩები ეპიდემიის შიშით, წავიდნენ იაკუტიიდან. კოლიმის ტუნდრებში ისინი ისევ მოვიდნენ XIX საუკუნეში, როდესაც ჩუკოტკური მეირმეობა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. 1894 წელს უკვე კოლიმელი ჩუქჩები ფლობდნენ 12 ათას ირემს. რუსეთის ჩრდილოელ ხალხებთან შედარებით ჩუქჩები ყოველთვის მეომარი ხალხი იყო. XVII-XVIII სს. ისინი მუდმივად მონაწილეობდნენ მეზობელ ხალხებთან ომებში. მრავალჯერ დასხმიან თავს რუსულ გარნიზონებს. მათი უმრავლესობა ბეგარასაც არ იხდიდა.

XIX ს. მშვიდობიან პირობებში მათი რაოდენობა 10 ათასიდან 20 ათასამდის გაიზარდა. ფართოვდებოდა აგრეთვე მათ მიერ დაკავებული ტერიტორია. ფართოვდებოდა აგრეთვე მომთაბარე ტუნდრელი ჩუქჩების მეირმეობის არეალი. 1866 წელს იაკუტიის გუბერნატორმა მათ კოლიმის ტუნდრებში მომთაბარეობის ნება დართო. მათმა გადასვლამ კოლიმის ტუნდრებში გამოიწვია ცვლილებები მათ მეურნეობასა და ცხოვრების წესზე. მათ გააუმჯობესეს ირმების ჯიშები ტუნგუსური სამგზავრო ირმების შეძენის გზთ, დაიწყეს ზაფხულობით უნაგირიანი ირმებით მგზავრობა. ამას გარდა ტუნდრელმა ჩუქჩებმა იწყეს თევზჭერის საქმიანობაც, დაუახლოვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. იწყეს ევენებთან, იუკაგირებთან და ძველმოსახლე რუსებთან ქორწინება.

საბჭოთა პერიოდში, დასახლებებისა და მოსახელობის კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კოლიმელი ჩუქჩების შერევა ევენებთან, იუკაგირებთან, იაკუტებთან და რუსებთან გაძლიერდა. ასე რომ 1959 წელს ჩუკოტკური ოჯახების თითქმის ნახევარი შეადგენდა შერეული ეროვნებების შემადგენლობას. მაგრამ ამის და მიუხედავად ჩუქჩები მაინც მედგრად იცავდნენ ეროვნულ თვითშეგნებას.

ამჟამად იაკუტიის გარეთ ჩუქჩები ცხოვრობენ ნიჟეკოლიმის ულუსში. მათი უმრავლესობა (250-300) თავმოყრილია სოფელ კოლიმსკოეში.



დ. ი. პავლუცკის ლაშქრობა ჩუკოტკაზე 1731 წელს



1731 წელს რუსეთის მთავრობის მიერ ორგანიზება გაუკეთდა სამხედრო ექსპედიციას, რომელსაც მიზნად ჰქონდა რუსული ხელისუფლების დამყარება და გამყარება შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები „უცხომიწელი მოღალატეების“ და ახალი ხალხების რუსულ ქვეშევრდომობაში შემოყვანა, რომლებიც ადრე არავის ხელისუფლების ქვეშ არ ცხოვრობდნენ“. ექსპედიციის შემადგენლობაში ჩაირიცხა 400 კაზაკი და ჯარისკაცი, შეკრებილები ტობოლსკში, ენისეისკში, ირკურტსკში, იაკუტსკში, აგრეთვე რამოდენიმე საზღვაო ჩინოსანი საზღვაოსნო ცურვების შესასრულებლად. შენაერთის მეთაურად დაინიშნა ტობოლსკის დრაგუნთა პოლკის კაპიტანი დიმიტრი ივანეს ძე პავლუცკი, მის თანაშემწედ კი იაკუტების კაზაკობის მეთაური ათანასე ივანეს ძე შესტაკოვი.

სახელმწიფო განკარგულების თანახმად ექსპედიციას თავისი საქმიანობა უნდა დაეწყო კორიაკების „დაშოშმინებით“, რომლებიც მოსახლეობდენ ბერინგისა და ოხოტის სანაპიროებზე, ამ რაიონებში დაგეგმილი იყო რუსული თევზსარეწების აშენება და განახლება, რის შემდეგაც უნდა დაეწყოთ „უცხომიწელების კვლავ ქვეშემრდომობაში“ დაქვემდებარება. ასეთი მახლობელი ჯერ კიდევ დაუქვემდებარებელი „უცხომიწელები“ იყვნენ ჩუქჩებიც, რომელთა სამომთაბარეო ადგილები იწყებოდა „კორიაკთა მიწიდან“ ჩრდილოეთით. ერთდროულად საზღვაო ექსპედიციას უნდა ეწარმოებინა ამ სივრცეში კუნძულების დაზვერვა და შეძლებისდაგვარად მათი მაცხოვრებლების რუსულ ქვეშევრდომობაში მოქცევა.
ექსპედიციის საქმიანობა, რომელმაც მოგვიანებით მიიღო „ანადირის პარტიის“ სახელწოდება, ციმბირის ჩრდილო აღმოსავლეთით 1720 წლების დასასრულსა და 1730-ანი წლების დასაწყისში სრულყოფილად არის აღწერილი ისტორიულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით, კვლევებში. ერთი კია, რომ ის ყოველთვის განიხილებოდა როგორც კერძო სიუჟეტი. საბჭოთა ისტორიკოსები კი 1960 წლიდან მოყოლებული ცდილობდნენ დაემალათ ექსპედიციის საქმიანობის სამხედრო მხარე, ჩუმდებოდნენ იმ მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, რომლითაც ის იქვემდებარებდა „უცხომიწელებს“.
შენახული მასალების ყურადღებიანი გაცნობა უჩვენებს, რომ ექსპედიციის ისტორია სულაც არ არის კერძო სიუჟეტი და იმსახურების მეტ ყურადღებას, რამეთუ ააშკარავებს, თუ როგორ ხორციელდებოდა ახალი ტერიტორიებისა და ხალხების დაქვემდებარება, რაც თავის მხრივ, უფლებას გვაძლევს უკეთესად გავიგოთ რუსეთის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია შორეული აღმოსავლეთის საზღვრებში მთლიანად, აგრევთვე აბორიგენ მოსახლეობასთან დამოკიდებულებაც.

ექსპედიციის საქმიანობამ, რომელსაც გააჩნდა სხვადასხვა მიმართულებები – გეოგრაფიული გამოკვლევებიდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებებით დამთავრებული, მოიცვა მნიშვნელოვანი ტერიტორია და სავსე იყო მნიშვნელოვანი მოვლენებით (საზღვაო ცურვებით, ჩუქჩებისა და კორიაკების წინააღმდეგ სამხედრო ლაშქრობებით, იტელმენების აჯანყების ჩახშობით). ამ სტატიაში კი ყურადღება მიმართული იქნება მხოლოდ ერთზე, გნებავთ საინტერესო სიუჟეტზე – 1731 წლის დ. ი. პავლუცკის სამხედრო ლაშქრობაზე ჩუკოტკაზე.

ეს ლაშქრობა მთავრობის ჩანაფიქრის თანახმად არ შედიაოდა ექსპედიციის ღონისძიებების პირველი რიგის რიცხვში და გახდა მნიშვნელოვანი ხარისხით გარემოებათა წარმართვის შედეგი. ყველაფერი კი დაიწყო იმ მიზეზებით, რომ ბრძანებულებებსა და ინსტრუქციებში ნათლად არ იყო განსაზღვრული პავლუცკისა და შესტაკოვის უფლებამოსილებები, აგრეთვე მათი ამბიციებით, მათ შორის წარმოიშვა სერიოზული უთანხმოებანი, რაც საბოლოოდ მივიდა იქამდის, რომ ჩავიდნენ რა 1728 წლის 29 ივლისში იაკუტსკში, კაპიტან პავლუცკიმ და კაზაკების მეთაურმა შესტაკოვმა საბოლოოდ გაწყვიტეს ურთიერთობები და დაიწყეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედება. ამ ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა პირველადი გეგმები. ამასთანავე სამთავრობო ბრძანებულებები ნათლად არ სახავდნენ ექსპედიციის კონკრეტულ ქმედებებს, უტოვებდათ რა მათს გადაწყვეტილებების მიღების უფლებებს („რათა მათს ემოქმედათ იქაური ადგილებისა და ვითარებების შესაბამისად). შედეგად, იმის მაგივრად, რომ მთელი ძალების კონცენტრირება მოეხდინათ მთავარი დარტყმის მომართულებით – „კორიაკების მიწებისაკენ“, ექსპედიცია გაიყო. შესტაკოვი მცირე სახმელეთო რაზმთან და საზღვაო ჩინებთან ერთად გაემართა ოხოტსკისაკენ, რათა იქიდან დაეწყო შეტევა კორიაკებზე და განეხორციელებინა საზღვაო ცურვები ოხოტსკის ზღვაში კუნძულების საძებნად. პავლუცკი კი გაემართა სხვა მიმართულებით რაზმის დიდ ნაწილთან ერთად ანადირისკენ.

თუ რატომ აირჩია კაპიტანმა კერძოდ ასეთი მარშრუტი, რჩება მხოლოდ სამკითხაოდ. საფიქრებელია, რომ მიიღო რა იაკუტსკში უფრო დაწვრილებითი ცნობები ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთის გეოგრაფიის შესახებ, მან შესაძლებლად ჩათვალა კორიაკებთან შეტევის ჩრდილოეთიდან დაწყება, მაშინ როცა შესტაკოვი იმოქმედებდა სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით, ოხოტსკიდან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კი პავლუცკი აიძულეს შეეცვალა მისი გეგმები.

1730 წლის 25 აპრილს პავლუცკიმ ვ. მაკაროვისაგან მიიღო ათანასე შესტაკოვის ტრაგიკული დაღუპვის ცნობა, რომელიც უკვე მისულიყო ანადირში. რაზმი კი სრულიად იქნა განადგურებული ჩუქჩების თავდასხმის შედეგად. ამ ცნობაზე პავლუცკიმ მოახდინა სწრაფი რეაგირება: 26 აპრილს ის საზღვაო მოქმედებებს ანდობს შტურმან ი. გენსს, რათა დაძრულიყვნენ ჩუკოტკიდან კამჩატკისკენ, იქიდან კი ანადირისკენ. კამჩატკაზე მათს უნდა მიეღოთ დამატებითი საშუალებები, რომლებიც პავლუცკის უნდა გაეგზავნა უკვე ანადირიდან. იმავე დღეს კაპიტანმა დავალება გაუგზავნა მომსახურე პეტრე შესტაკოვს, და უბრძანა ემოქმედა მისი ბრძანებების მიხედვით. ამავდროულად ის აგზავნის განკარგულებებს სხვადასხვა ადგილებში, რათა ანადირსკში გაგზავნონ მომსახურე ხალხი. ამით, დარჩა რა ერთად ერთ ხელმძღვანელად, პავლუცკი ცდილობდა მთელი ძალების კონცენტრირებას.

შესტაკოვის განადგურებამ აჩვენა, თუ რა საშიშროებას წარმოადგენენ ჩუქჩები. ამას გარდა, მაშინდელი გეოგრაფიული რუკების არასრულყოფილების მიუხედავად, სჩანს, რომ პავლუცკის ნამდვილად ჰქონდა წარმოდგენა ანადირის სარეწის ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამისად იცოდა, რომ გეოგრაფიულ ურთიერთობებში ანადირი ყველაზე მეტად არის მოხერხებული ბაზების ადგილისათვის მოქმედებების გასაშლელად და ჩუქჩების, კორიაკების წინააღმდეგ სამოქმედოთ. ექსპედიციის კერძო ამოცანებთან დამატებით, მთავრობის განკარგულებით, დაიწყო „დიდი მიწის“ ძებნა, რომელიც მაშინდელი გეოგრაფიული წარმოდგენებით, აგრეთვე ცნობებით, რომლებიც მიღებულ იქნა კამჩატკის პირველი ექსპედიციის შედეგად, მდებარეობდა სადღაც ჩუკოტკის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით.

პავლუცკის მოღვაწეობა ანადირსკში სექტემბერ-ოქტომბერში საერთო ნიშნებით ცნობილია სამი პატაკის წყალობით, რომლებიც გაგზავნილ იქნა 1730 წელს ტობოლსკის საგუბერნიო კანცელარიაში.
9 ნოემბერს პავლუცკიმ ანადირსკიდან გაგზავნა მეზღვაური პროკოპი ნაგიბინი განსაკუთრებული დავალებებით იქ მყოფ პირებზე, ყოველივე შეესრულებინათ მისი განკარგულების მიხედვით და დაეზვერათ ზღვის კუნძულები.

1730 წლის შემოდგომიდან 1731 წლის გაზაფხულამდის პავლუცკი დაკავებული იქო ინფორმაციის შეკრებით მომავალი ლაშქრობისათვის. ეჭვგარეშეა, მან მიიღო ინფორმაცია ჩუქჩების შესახებ, რომელთა შესახებაც აქამდე რაიმე წარმოდგენაც არ ჰქონდა.


ჩუქჩების ლაშქრობები კორიაკების წინააღმდეგ გაძარცვისა და ირმების წართმევის მიზნით ამ დროისათვის ღებულობენ სისტემატიურ ხასიათს და საშიშ მასშტაბებს. 1725 წელს ჩუქჩებმა კორიაკებს მოუწყვეს საშინელი რბევები. ამის შესახებ ყვებოდნენ ანადირსკში ჩამოსული კორიაკები. 1730 წელს კი ისასჩელმა კორიაკებმა შესჩილვლეს პავლუცკისსაც. კორიაკები ითხოვდენ დაცვას, მიანიშნებდენ, რომ იხდიან გადასახადს, და თავიანთ სამსახურსაც სთავაზობდენ რუსების ჩუქჩებზე ლაშქრობის შემთხვევაში. ანადირელი მხცოვანი ადამიანების მონათხრობით, 1730 წელს ჩუქჩებმა ასობით მეირმე კორიაკი მოკლეს. ამავე წელს მათ გაანადგურე შესტაკოვის რაზმები.

ანადირის ხელისუფალთა წინაშე, რომლებიც ჰკრეფდნენ ამ მხარეებში ხარკს და დაკავებულნი იყვნენ აქაურთა „დაწყნარებით“, მთელი თავისი სიდიდით წარმოჩინდა „ჩუკოტკის პრობლემა“. ჩუქჩები თავიანთი თავდასხმებით არა მარტო არღვევდნენ მყუდროებას, დაბლა ცემდნენ ადგილობრივი ხალხების გადახდისუნარიანობას, არამედ დამბა სცემდნენ აგრეთვე რუსეთის ხელისუფლების ავტორიტეტსაც და ამ ხელისუფლებისადმი რწმენასაც. ისმებოდა კითხვა: ვის ეკუთვნოდა რეგიონში რეალური ხელისუფლება, რუსებს თუ ჩუქჩებს? რუსების უსუურობას ჩუქჩებთან დამოკიდებულებაში შეეძლო მისულიყო (საბოლოო ანგარიშით მიიყვანა კიდეც) კორიაკების და ნაწილობრივ იუკაგირების „მერყეობამდის“ და „გამცემლობამდის“.
ანადირსკის ხელისუფალთა მცდელობებს გაეთვითცნობიერებინათ ჩუქჩები და მოექციათ ქვეშემრდომობის ქვეშ წარუმატებელი იყო.


სხვათაშორის 1731 წელსციმბირისა და ცენტრალური ხელისუფლებისათვის ცნობილი გახდა შესტაკოვის რაზმის განადგურების შესახებ. ამან მათი მხრიდან გამოიწვია პავლუცკის „პარიტის“ შემდგომ ბედში ჩარევა.

1731 წლის 28 ივლისს, როდესაც ტობოლსკში პავლიცკის 1730 წლის 26 ნოემბრის პატაკები მიიღეს. საგუბერნიო კანცელარიამ მიიღო გადაწყვეტილება ექსპედიციის გაგრძელების შესახებ. 1731 წლის 10 აგვისტოს ბრძანების მიხედვით მან პავლუცკის დაუმტკიცა უფლებამოსილებანი როგორც უფროს მეთაურს, მის განკარგულებაში გადავიდა მთლიანი ქონება, შეიარაღება და ბრძანების გაცემის უფლება, რომლებიც ადრე შესტაკოვს ექვემდებარეობდა. პავლუცკის შეკითხვაზე, რა უქნან იმ უცხომიწელებს, რომლებიც ნებაყოფლობით ქვეშევრდომობაში არ შემოვლენ, ციმბირის კანცელარია, ადრინდელი სამთავრობო დადგენილებების სულისკვეთებით იძლეოდა რეკომენდაციას, რომ «немирных иноземцев» «призывать в подданство ласкою»: «на чюкоч и на протчих немирных иноверцов войною до указу е. и. в. не поступать, дабы людям не учинилось какой грозы…. а ежели поступать с ними войною, то за малолюдством в тамошнем крае служилых людей не учинилось бы какой траты людям, також их иноверцов не разогнать в другие дальние места». ამას გარდა პავლუცკის ეკრძალებოდა თავის რაზმში აეყვანა შეიარაღება და ამუნიცია «из тамошних острожков», «дабы те острошки пусты не остались и не причинилось бы на те острожки какого незапного нападения», აგრეთვე მიეწერებოდა «х китайской стороне и границам оружейною рукою отнюдь не приближатся и подвластным их людям никакого озлобления не чинить». ეს ბრძანებულება შეიცავდა მოთხოვნას: “«паче же всего Анадырску вместо старого и ветхого острогу строить новый». მითითება პავლუცკისადმი, რომელიც ანადირსკში იმყოფებოდა, არ მიახლოებოდა ჩინეთის საზღვრებს, არ წარმოადგენს მთავრობის წარმოდგენის არ ჰქონას შორეული აღმოსავლეთის გეორგაფიის შესახებ, მაგრამ მეტყველებს იმაზე, რომ ექსპედიციის სამოღვაწეო რაიონად ძველებურადვე რჩებოდა მთელი შორეული აღმოსავლეთის სანაპირო ჩუკოტკიდან ამურამდე.

როგორც ვიცით, გეგმებში მთლიანობაში არავითარი პრინციპული ცვალებადობა არ მომხდარა. პავლუცკიმ, აიღო რა თავის თავზე მეთაურობა, უნდა ემოქმედა ადრინდელი ინსტრუქციების შესაბამისად, დაეპყრო რა იგივე ტერიტორია.
ამრიგად, 1931 წლის 12 მარტიდან პავლუცკი რაზმით, რომელიც შედგებოდა რუსი კაზაკობით, მათი შვილებით, ხელოსნებით და მოკავშირე იუკაგირებითა და კორიაკებით, შეუდგა მის პირველ ლაშქრობას ჩუკოტკისაკენ.

პირველი შეჯახების შემდეგ ჩუქჩებმა დაკარგეს 450-700 მებრძოლამდის. როგორც კი გადაწყდა ბრძოლის ბედი, ჩუქჩებმა მოასწრეს მათი შვილების დახოცვა. ტყვედ ჩავარდა 110-150 მამაკაცი, ქალი და ბავშვი. ხელთ იგდეს 500-დან 4000 ირმამდე. გადარჩენილი ჩუქჩები კი გაიქცნენ. რუსებმა დაკარგეს სულ რამოდენიმე კაცი. შემდეგ პავლუცკის რაზმმა განაგრძო სვლა. 29 თუ 30 ივლისს რაზმი მოექცა ორი ფრონტის ქვეშ. შეტევა განახორციელა რამოდენიმე ათასმა ჩუქჩამ. ბრძოლა გაგრძელდა რამოდენიმე საათს ჩუქჩებმა დაკარგეს 300-დან 500-დე მებრძოლი. რუსების მხრიდან 20 კაცამდის დაეცა ბრძოლაში.
მესამე ბრძოლისას პავლუცკის წინააღმდეგ იბრძოდნენ ორთავე ზღვის ჩუქჩები და მასთან ერთად რამოდენიმე ესკიმოსი. ამ ბრძოლის შემდეგ ზოგიერთი ჩუქჩური დასახლება დათანმხდა გადასახადის გადახდაზე.

ლაშქრობა გრძელდებოდა 8-10 თვე, ეჭვგარეშეა იყო ძნელი და აუტანელი. პავლუცკის რაზმმა მთებზე, ჭაობებში და ტუნდრაში გაიარა 2 000 კილომეტრზე მეტი. აღასანიშნავია ისიც რომ ლაშქრობაში პირველად მიიღო მონაწილეობა ამ რაოდენობის ადამიანებმა. ეს კი შეაბამის ორგანიზებას მოითხოვდა. პირველ რიგში სურსათით მომარაგებას, შეიარაღებას, საბრძოლო ტყვია-წამალს და გადაადგილების საშუალებებს. და აქ შეუძლებელია არ აღინიშნოს პავლუცკის დამსახურება.
გაწეულმა ხარჯებმა და ძალისხმევამ, არ გამოიღეს მოსალოდნენლი შედეგები. უმთავრესი მიზნები დარჩა მიუღწეველი. მიუხედავად ჩუქჩების სამი დიდი დამარცხებისა ჩუქჩები მაინც ვერ იქნენ დამორჩილებული.

ამ ექსპედიციის შედეგი კი ის იყო, რომ მოხდა ამ მხარეების გეოგრაფიული შესწავლა. ამ ლაშქრობამ უჩვენა ისიც, რომ ძნელი აღმოჩნდა ჩუქჩების სწრაფი დამორჩილება.

განსაკუთრებით ღირსია იმ მეთოდების აღნიშვნა, რომლითაც პავლუცკი მოქმედებდა ჩუქჩების წინააღმდეგ. თავის დროზე ბერხი წერდა, რომ ის «употреблял все способы на склонение их в подданство, но буйный народ сей, отвергши миролюбивые предложения, принудил его вступить с ними в сражение», ე.ი. „დამნაშავე“ თვით ჩუქჩები იყვნენ, არ ესმოდათ რა რუსეთის ქვეშევრდომობის ყველა სიკეთე. რიგი საბჭოთა ისტორიკოსებისა, რომლებიც მალავდნენ ლაშქრობის სამხედრო მხარეს, წავიდნენ უფრო შორსაც. კერძოდ, „ჩუკოტკის ისტორიის ნარკვევებში“ ამტკიცებდნენ, რომ «на посту начальника Анадырского острога Павлуцкий зарекомендовал себя активным сторонником именно мирного сотрудничества с коряками, юкагирами, чукчами». მაგრამ იყო საპირისპირო შეფასებებიც: ც. ბ. ოკუნი მიუთითებდა «опустошения, которые произвел Павлуцкий в Чукотской земле». გურევიჩი კი წერდა, რომ «действия Павлуцкого имели чисто карательный характер».



ალი ბეკხანი
0

#96 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:42 PM

რა არის რუსეთი?
გეოგრაფია

რუსეთის ტერიტორიის 70% – ეს არის მიწათმოქმედების საშიში ზონა. სასოფლო სამეურნეო სეზონი რუსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე შეადგენს 2-3 თვეს. ტერიტორიის 50 % უკავია ტყეებს. დასახლებული პუნქტების საერთო რაოდენობა – 157. 895, ამათგან 30. 000 –ზე მეტს არ გააჩნია სატელეფონო კავშირი. რუსეთში 39. 000 მიტოვებული სოფელი და დასახლებაა.

მოსახლეობა

რუსეთის მოსახლეობის საერთო რიცხვი შეადგენს დაახლოებით 132 მილ. კაცს. მათ შორის 29 მილ. ცხოვრობს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და ამავე სახელწოდებების ოლქებში. 1 მილიონიანი მოსახლეობის ქალაქებია ნოვოსიბირსკი, ეკატერინებურგი, ნიჟნი ნოვგოროდი, სამარა, ტომსკი, ჩელიაბინსკი, ყაზანი, დონის როსტოვი, უფა, პერმი.

რუსეთში აღირიცხება 87 მილიარდერი, ქონების თვითღირებულების 471,4 $ მრდ-ით. პენსიის საშუალო მოცულობა საშუალოდ მთელს რუსეთში 3 300 რუბლი. ერთი პატიმრის შენახვა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში საჭიროებს 6 800 რუბლს..
რუსეთში 42,2 მილ ღებულობს 6000 რუბლზე ნაკლებს.

რუსეთის 79 რეგიონში შობადობა შემცირდა, სამოცჯერ გაიზარდა სიკვდილიანობა. რუსეთში წელიწადში 8 მილ. აბორტი კეთდება. ეს ახლოა მოსკოვის მოსახლეობის რაოდენობასთან. რუსი კაცის სიცოცხლის საშუალო მოცულობა შეადგენს 59 წელს.

რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვლადიმერ იაკოვლევი მიიჩნევს, რომ „ქვეყანაში მალე არავინ იმუშავებს. რუსების 60% – ეს მოხუცები, ბავშვები და ინვალიდებია. 20 მილიონი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებიდან დაახლოებით ერთი მილიონი იხდის სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისათვის. 4 მილიონი მსახურობს შშს-ს, სსს-ს და უფს-ის სისტემაში, კიდევ 4 მილიონი ქრონიკული ალჰოკოლიკია, 1 მილ. ნარკომანი, აცხადებს იაკოვლევი. მინისტრმა დაამატა, რომ მამაკაცთა სიკვდილიანობა რუსეთში 4-ჯერ აღემატება ქალებისას. „ახლა ჯანმრთელი მამაკაცების დანაკარგი ეფარდება სსრკ-ში დიდი სამამულო ომის წლების დანაკარგებს“ – თვლის იაკოვლევი.

ვინ მუშაობს რუსეთში

მოსახლეობის საერთო რაოდენობის 62% შეადგენს საპენსიო და წინა საპენსიო ასაკის ადამიანები. ეს 81,8 მილიონ ადამიანზე მეტია. დარჩენილთა შორის:

- არმია. თითქმის 1,5 მილიონი ადამიანი (მათ შორის 355 ათასი ოფიცერი და 1886 გენერალი);
- უფს, შსს, სსს, პროკურატურა და ა. შ. დაახლოებით 6,6 მილიონი ადამიანი (საშტატო);
- დეპუტატები, ჩინოვნიკები, სოც. ფონდების კლერკები დაახლოებით 9 მილ. ადამიანი;

- სასულიერონი და კულტურის მოღვაწენი დაახლოებით 700 ათასი კაცი.
- პატიმრები და იურისტები, თითქმის 2,5 ადამიანი.
- უმუშევრები დაახლოებით 6 მილ. ადამიანი.

საერთო ჯამში გამოდის რომ რუსეთში 110 მილიონი ადამიანი არაფერს არ აწარმოებს და ცხოვრობს ბიუჯეტის ხარჯზე. სულ კი 132 მილიონი ადამიანია. ამას გარდა დარჩენილებს შორის კი არის სტუდენტების მთელი არმია, ბავშვები, დიასახლისები, უსახლკარონი, ლტოლვილები და ა. შ… რომლებიც არ არიან წარმოებაში დასაქმებულნი. მათი საშემოსავლო შიდა პროდუქტი ცოტათი მეტია ამერიკის ლოს ანჟელესის ერთ ოლქზე.

ასევე რუსეთში, მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულია:

- ინვალიდები – 12 მილ. მეტი.
- ალკოჰოლიკები- 4,5 მილ. ზევით.
- ნარკომანები – 2,3 მილ მეტი.
- ფსიქიურად ავადმყოფები – 978 ათასზე მეტი.
-ჰიპერტონიკები – 22,4 მილ. მეტი
- შიდსით ინფიცირებულები – არანაკლები ერთი მილიონისაა.

და საერთოდ, რუსეთელების 4 მილიონი – ჩინელია.

რუსეთის რელიგია

რუსეთში 20 მილ. მეტი ადამიანი ისლამის აღმსარებელია და ოფიციალურად მიიჩნევს თავს მუსულმანად. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რუსეთში მუსულმანთა რიცხვი 40 % გაიზარდა. საუკუნის შუახანებისათვის მუსულმანი იქნება ყოველი მეოთხე რუსეთელებისა. როგორც რუსეთის მუსულმანთა ეროვნული ორგანიზაციების წარმომედგენლები ამტკიცებენ, ყოველ პარასკევს პეტერბურგში მეჩეთში მინიმუმ სამი რუსი ღებულობს ისლამს.

ვადიმერ პუტინმა უკვე შესთავაზა „ისლამური ფედერაციის“ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მიიღონ იქ რუსეთი. ისლამის განვითარებისათვის რუსეთში 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 800 მილ. რუბლი, მათშორის 400 მილ. ისლამურ განათლებაზე. რუსეთი ერთადერთია იმ „არამუსულმანური“ სახელმწიფოებიდან, რომელმაც აღიარა ჰამასის გამარჯვება პალესტინაში არჩევნებზე (01. 2006) და ამ ორგანიზაციის ლიდერები ორჯერ იყვნენ მიწვეულნი რუსეთში (02. 2006 და 02.2007). 2015 წლისათვის რუსეთის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების უმრავლესობა მუსულმანი იქნება.

ამასთანავე რუსეთში ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არაუმეტეს 4, 5%. თვეში ერთხელ მაინც მაზიარებლები 2% მეტი, კიდევ წელიწადში ერთხელ 6%. ერთმა მეხუთედმა არც კი იცის რა არის ეს. რუსეთში არის აგრეთვე პატარა ფენა იუდეველებისა და სულ მცირე ბუდისტებისა. დანარჩენები შეიძლება მივაკუთვნოთ ათეისტებს., მრავალღმერთიანებს და კერპთთაყვანისმცემლებს.

რუსეთელების 32% დღემდე თვლის, რომ ადამიანის ბედზე შეიძლება ზემოქმედება მოხდეს მაგიის საშუალებით, უფრო მეტ ადამიანს სჯერა ჰოროსკოპებისა. მაგრამ მოსკოვში გამოკითხულთა 74% -ს არ სჯერა არავითარი მაგიისა გარდა ფულისა.

მოსკოვი

გაყიდული პროდუქტების 40% მეტი ფალსიფიცირებულია. თითქმის 70% კვების პროდუქტებისა იწარმოება იმ ტექნოლოგიიური საშუალებებით, რომლებიც აწარმოებს უხარისხო საკვებს. მოსკოვში ელიტური ბინების კვადრატული მეტრის ღირებულება აჭარბებს 109. 000 $. ერთი კოლიგრამი ოქროთი მოსკოვში შესაძლებელია 4 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ყიდვა.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სულ 11 მილ. მეტი მაცხოვრებელი ცხოვრობს. მოსკოვში უფრო მეტი აზერბაიჯანელია ვიდრე ბაქოში, და უფრო მეტი თათარი ვიდრე ყაზანში. ამასთან ერთად, სლავები (უკრაინელები, ბელორუსები და რუსები) ეს მხოლოდ მოსკოვის მოსახლეობის ერთი მესამედია.

- რუსები – 31%
- აზერბაიჯანელები – 22%
- უკრაინელები და ბელორუსები – 11%
- თათრები, ბაშკირები და ჩუვაშები – 10%
- ტაჯიკები, უზბეკები, ყაზახები, ყირგიზები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები -9%
- მოლდაველები, ბოშები და ებრაელები – 8%
- კორეელები, ჩინელები, ვიეტნამელები – 5%
- სხვა ხალხები – 4%

მოხეტიალე ცხოველების სტერილიზაციისათვის მოსკოვში იხარჯება ყოველწლიურად 87 მილ. რუბლი. 13. 000 რუბლი ერთ სულზე. ეს მეტია, ვიდრე უსახლკარო ბავშვებზე. და კიდევ მოსკოვში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ბავშ-ალკოჰოლიკთა გამოსაფხიზლებელი – ბავშვთა და მოზარდთა ნარკოლოგიური სტაციონალურო გამოსაფხიზლებელი N: 12 ნარკოლოგიური დინსპანსერის ბაზაზე.

ჩვენი რაშა (ანტირეკორდები)

მსოფლიოში რუსეთს უკავია მეორე ადგილი ყალბი წამლების გავრცელებით. აფთიაქებში 92% წამლებისა ფალსიფიცირებული ან ვადაგასულია.

რუსეთის ბაზარი იმპორტული ტანსაცმლისათვის უბრალოდ საოცრებაა – 95% მეტი.
რუსეთს უკავია 147 ადგილი (180-დან) კორუფციის მიხედვით მსოფლიოში.

მსოფლიოში რუსეთს უკავია მესამე ადგილი არაპოპულარობის მიხედვით (ირანისა და ამერიკის შემდეგ).

რუსეთში არსებობს 160-ზე მეტი მაკონტროლებელი ორგანო, რომელთაც შეუძლიათ თქვენთან მოსვლა შემოწმებაზე.
პატიმრების მიხედვით მსოფლიოში რუსეთს უკავია მეორე ადგილი (აშშ-ს შემდეგ), შემდეგ მოდიან ყაზახეთი და ბელორუსია.

რუსები ყოველწლიურად გასცემენ 3 მრდ. დოლარ ქრთამს სხვადასხვა ინსტანციებში. სასამართლოებში ქრთამების ყოველწლიური მოცულობა აღწევს 210. მილ $. სასამართლო ქრთამის საშუალო მოცულობაა 9,5 ათასი. საქმე ცუდადაა უმაღლეს სასწავლებლებში, უფასო სამედიცინო მომსახურეობაში, არმიაში გაწვევაში და საცხოვრებელი ფართის მიღებაში.

რუსეთში აღრიცხვაზე აყვანილია 200 ათასზე მეტი „კანონიერი ქურდი“.

რუსეთში ექიმის, საშუალო და უმცროსი მედპერსონალის შრომითი ანაზღაურება ყველაზე დაბალია მსოფლიოში, მცდარი და გამიზნულად ყალბი დიაგნოზები – ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

რუსეთის მოზარდთა 70% დაავადებულია ქრონიკული ავადმყოფობებით, სტუდენტთა მესამედი იყენებდა ნარკოტიკებს, ბავშვთა და მოზარდთა მესამედი ჩამოყალიბებული მწეველია. ორმა მილიონმა მოზარდმა არ იცის წერა კითხვა.

186 ათას სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოვლენილია 3,5 ათასი დანაშაული. უმაღლეს სასწავლებლების სისტემაში ქრთამების ჯამმა მიაღწია 500 მილ $ წელიწადში.

რუსეთი სიტყვის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში იმყოფება 147–ე ადგილზე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებების 80% კონტროლირდება ხელისუფლების მიერ. რუსეთის ცენტრალური ტელეარხები ეთერის 90% უთმობს ხელისუფლების შესახებ დადებით საინფორმაციო პროგრამებს.

რუსეთის ინტერნეტ-ტრაფიკის 80% – პორნოგრაფიის გადმოტვირთვაა.

რუსეთში ლიტრი ბენზინის ღირებულება 16-20 რუბლია. სხვა ნავთობის იმპორტირებად ქვეყნებში ლიტრი ბენზინი ღირს 70 კაპიკდან 5,6 რუბლამდე.

რუსეთის არმია

1994 წლიდან სასაზღვრო ჯარებში ახალი ტექნიკის მიწოდება შეწყდა და 2007 წლამდე არ აღმდგარა. 1960 წლიადან საარტილერიო საპროექტო ბიუროებმა და საკონსტრუქტოროებმა არ გასცეს არცერთი ახალი ნამზადი.

ახალი სამხედრო ფორმის კომპლექტი ღირს 50. 000 რუბლი. აქედან შინელი 12. 000 რუბლი, ხოლო ჩვეულებრივი საფორმო ჰალსტუხისთვის გადასახადების გადამხდელები გასცემენ „მხოლოდ“ 600 რუბლს.

უკანასკნელი დროისათვის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შემცირდა 60%.
ბევრი მფრინავისათვის გაფრენები ვერ აღწევს მინიმალურ ნორმასაც კი. ორი წლის წინ საფრენოსნო სასწავლებლის კურსანტს ბიუჯეტიდან ერიცხებოდა დღიურად “მხოლოდ და მხოლოდ” 50 რუბლი. სამომსახურეო ძაღლებსისთვისაც კი განკუთვნილია 130 რუბლი.

სამხედრო ბიუჯეტის 40% ( 2008 წლისთვის დაახლოებით ერთი ტრილიონი მანეთი) იქურდება. ზოგიერთი თავდაცვითი დაწესებულებების ხელმძღვანელები უარს აცხადებენ დროულ უკუ შეკვეთაზე იმიტომ, რომ “უკუგება” ქარხანას არ უტოვებს თვითღირებულების საშუალებებსაც.

დანაშაულებებისა და მოვლენების შედეგებით რუსეთის არმიაში გასულ წელს დაიღუპა 2464 სამხედრო მოსამსახურე. მათშორის 469 დაასრულა სისოცხლე თვითმკვლელობით. სხეულის დაზიანებებს, მიღებულს არასაწესდებო ურთიერთობებისას, სამხედროები არ ავრცელებენ.

მშობლებს საგაწვევო სამსახური უჯდებათ არცთუ ცოტა ფული, ნაწილებში უკვე გამომუშავებულია თავისებური ტარიფი: თავისუფალი გასვლა 1-2 ათასი რუბლი, ნაწილში შესვლა – 50 რუბლი, პლიუს 500-800 რუბლი თვეში, რათა “ბაბუებმა” არ სცემონ. წვევამდელთა მშობლების წინაშე არცთუ ისე უბრალო არჩევანი დგება: გადაიხადონ 5.000 $, რათა გამოისყიდონ არმიიდან, ან დახარჯონ 10. 000-ზე მეტი მსახურობის განმავლობაში, და რისკის ქვეშ დააყენოს ვაჟიშვილის ჯანმრთელობა.

სიკვდილიანობა

რუსეთში ყოველ წუთში კვდება 5 ადამიანი, ხოლო იბადება მხოლოდ 3. ყოველწლიურად რუსეთი კარგავს დაახლოებით ფსკოვის ოლქის მოსახლეობის რაოდენობის ადამიანს. ციმბირში უკანასკნელ წლებში გაქრა 11. 000 სოფელი და 290 ქალაქი.

რუსეთში 26.000 ბავშვი ვერ აღწევს ათ წელს, ყოველდღიურად კვდება 50 ახალშობილი, მათი 70% სამშობიარო სახლებში. თოთხმეტი წლის ასაკის 2 მილ. ბავშვი მშობლების მიერ იცემება, რაც ბევრისათვის სიკვდილით მთავრდება. კიდევ 2 მილ. ობოლია.

რუსეთში მამაკაცების 70% და ქალების 30% ეწევა, ამის გამო რუსეთში ყოველწლიურად იღუპება 270.000 ადამიანი.

აბორტები რუსეთში ორჯერ მეტია, ვიდრე შობადობა. საშუალოდ რუსეთელი ქალი სიცოცხლის მანძილზე იკეთებს 2,1 აბორტს. აბორტების საშუალებით წყდება ფეხმძიმობის 64,2%. ევროპაში 25% მაჩვენებელი არ ითვლება კატასტროფად! რუსეთში ყოველ მეხუთე აბორტს იკეთებენ არასრულწლოვნები.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში რუსეთში წელიწადში იღუპება 35.000 ადამიანი. დაზიანებულთა რაოდენობა აჭარბებს 215.000. ზარალი ავტოკატასტროფებიდან წელიწადში შეადგენს 243 მრდ რუბლს.

რუსეთში ყოველწლიურად ხდება 58.000 თვითმკვლელობა. მკვლელობა – დაახლოებით 40. 000. თვითმკვლელები არიან სამხედრო მომსახურენი (70% -მდე არმიაში ხდება სამსახურის პირველ წელს), პატიმრები (60% პატიმრობის პირველ სამ თვეში და განთავისუფლების წინა თვეებში), თადარიგის ოფიცრები და პენსიაში გასული პირები.

Tawba.info (Jamaat Bulgar)

თარგმნა ალ. სანდუხაძემ
0

#97 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:46 PM

კერეკები – ჩრდილოეთის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. 2002 წლის აღწერით კერეკად დაასახელა თავისი თავი მხოლოდ 8 ადამიანმა.

კერეკები თავიანთ თავს უწოდებენ ანკალგაკკუს. ჩუკჩები მათ უწოდებენ კერეკიტს, აქედან წარმოსდგა დღეს მიღებული სახელწოდება. კერეკები ცხოვრობენ ჩუკჩების გარემოცვაში და მათი მხრიდან განიცდიდნენ უძლიერეს ასიმილაციას.

კერეკები ძველთაგანვე განსახლებულნი იქნენ ბერინგის ზღვის ჩუკოტკის სანაპიროზე, ანადირის ლიმანიდან მდინარე ოპუკის შესართავამდის (კამჩატკის გეოგრაფიული საზღვრის ჩრდილოეთამდის). არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, რომ ძველი კერეკების დასახლებების კვალი აღინიშნება სამხრეთითაც, კამჩატკაზე ოლიუტორის კონცხამდის. კერეკები აწარმოებდნენ დამდგარი ცხოვრების წესს, საქმიანობდენ თევზჭერით, ფრინველებზე, ზღვის და ბეწვიან ცხოველებზე ნადირობით.
ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში შემოვიდა XIX საუკუნის ბოლოს, მაგრამ ამის შემდეგაც კერეკებს არ განიხილავდნენ როგორც თვითმყოფად ხალხს, არ გამოჰყოფდნენ მათს პრიმორიელი აბორიგენი ჩუკჩებისაგან და მათი ენა მიაჩნდათ ჩუკოტკურის ან კორიაკულის დიალექტად. ამიტომ მათი რაოდენობის მონაცემები მთელი XX საუკუნის განმავლობაში წინააღმდეგობრივია. XX საუკუნის 60-80-იან წლებში კერეკების ეთნოგრაფიით სპეციალურად ინტერესდებოდა მწერალი ვ. ვ. ლეონტიევი, ის პირადად იცნობდა ყველას და მათ რიცხვა განსაზღვრავდა 100-ზე მეტი კაცით. უკანასკნელი მონაცემებით კერეკულად მოლაპარაკე არის სამი ადამიანი ეკატერინა ხატკანა, ნიკოლაი ეტინკუე (მეინიპილგინური დიალექტი) და ივან უვარგირგინი (ხატირული დიალექტი). ყველა ესენი სამენოვანი არიან, მშობლიურთან ერთად ფლობენ ჩუკოტკურსა და რუსულ ენებს.

კერეკული ენის შესწავლა დაიწყო მაშინ, როდესაც ის გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდა. ლიტერატურის სია ძალზედ მცირეა. 1991 დასრულდა ს. ასინოვსკისა და ვოლოდინის ნაშრომი „ნარკვევები კერეკულ ენაზე“, მაგრამ ის არის ხელნაწერის სახით. ვ. ვ. ლეონტიევის ფოლკლორული ჩანაწერები არ გამოქვეყნებულა. 1988-89 წლის ექსპედიციის დროს ჩაწერილ იქნა ახალი ტექსტები, სიტყვარი 4-5 ათასი სიტყვით, პარადიგმატური მონაცემები შეტანილია კომპიუტერულ სისტემაში.

კერეკების ბედის შესახებ ძალზედ საინტერესოდაა მოთხრობილი ანდრეი ბელკოვსკის ნარკვევში, რომელსაც ეწოდება „ჩუკოტკა კერეკების გარეშე“. რაც განსაკუთრებულად მთავარია, ავტორმა მართებულად მიუთითა, რომ კერეკების გადაშენება არ შეიძლება მივაწეროთ მათ შეტაკებებს ჩუკჩებთან და კორიაკებთან. დიახ, ასეთ შეჯახებებს ადგილი ჰქონდათ, მაგრამ მათი რიცხვი გამიზნულად არის გაზრდილი, რათა საკუთარი ბრალი სხვაზე გადაიტანონ. საჭიროებს ავღნიშნოთ, რომ ამგვარი შეტაკებების შედეგად არცერთი ხალხი არ გადაშენებულა, აი რუსების მოსვლით კი მრავალი ხალხი შემდგარა გადაშენების ზღვარზე. ამის ნათელი მაგალითია კერეკები. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ არსებობდა კერეკთა 20 დასახლებაზე მეტი, მაგრამ რუსმა ოკუპანტებმა, რომლებმაც გამოიჩნინეს განსაკუთრებულად სატანური აქტივობა რუსული იმპერიალიზმის ახალი ფაზის განვითარებაში – საბჭოთა ხელისუფლებაში – აყარეს კერეკები დასახლებული ადგილებიდან და გააერთიანეს ისინი ოროიდე დასახლებაში, საკუთვრივ ეს გახდა მრავალტანჯული კერეკი ხალხის დრამისა და ტრაგედიის ფინალური აკორდი. ამ ნარკვევის მიხედვით 1887 წელს კერეკები იყვნენ 600 კაცამდის. 1901 წლისათვის 644, 1926-27 წლებისათვის 315.
1

#98 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:47 PM

ნანაელები – ტუნგუს-მანჯურიული ენობრივი ჯგუფის ხალხი. ძირითადი თვითდასახელება – ნანი,( ნანი - „ადგილობრივი ადამიანი“). ზოგიერთ ტერიტორიულ ჯგუფებში არსებობდა სხვადასხვა თვითდასახელება – კილე, აკანი და სხვ. ნანაელების ძველი დასახელებაა – გოლდი. გოლდებს დღემდე თავისთავს უწოდებს ნანაელების ნაწილის უფროსი თაობა პრიმორიის ზოგიერთ რაიონში.

გამოიყოფა რამოდენიმე ეთნოგრაფიული ჯგუფი – გორინის, კურურმიის, უსსურიის და სხვა. ნანაურ ენას გააჩნია სამი დიალექტი (გორინული, კურურმიული, ბიკინური) და ორი კილოკავი. ზოგიერთი სპეციალისტი კურურმიულ დიალექტს თვლის ცალკე ენად. მაგრამ ამჟამად მხოლოდ ცოტა ნანაელი ფლობს მშობლიურ ენას…

ამჟამად ნანაელთა უმრავლესობა (88%) ცხოვრობს ხაბაროვსკის მხარეში. პატარა ჯგუფები არიან პრიმორიის მხარეში (425 კაცი) და სახალინზე (175). სახალინელი ნანაელები ამურიდან გადასახლებულები არიან. (ნანაელთა ნაწილი (ხეჯე) ცხოვრობს აგრეთვე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდინარეების სუნგარისა და უსსურის აუზში – 4 ათასზე მეტი ადამიანი). ნანაელთა რაოდენობა სსრკ-ში 1989 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენდა 12 023 კაცს, მათშორის 11 883 რფ-ში.

ტრადიციული სამოურნეო მოღვაწეობის მსხვრევა – ძლიერი მტკივნეული პრობლემაა ნანაელი ხალხისთვის. 90-იანი წლების დასაწყისში მის გადაწყვეტას უკავშირებდნენ სამეურნეო სტრუქტურების რეორგანიზაციას: ეროვნული საწარმოების, თემებისა და გვაროვნული მეურნეობების შექმნა. 90-იანი წლების შუახანებისათვის ხაბაროვსკის მხარის ნანაელებში შეიქმნა 40-ზე მეტი სამეურნეო სუბიექტი, ორიენტირებული ძირითადად თევზჭერაზე.

შექმნის პირველი დღიდანვე ისინი შეეჯახნენ დიდ სირთულეებს. საქმე იმაშია, რომ თევზრეწვა ამურზე დღევანდელ დღეს ლიმიტირებულია. თევზჭერაზე გამოყოფილი ლიმიტები არ უზრუნველყოფს ეროვნული საწარმოების სამეურნეო განვითარებას. ამას გარდა, საბჭოთა ხელისუფლების წლებში ნანაელთა თევზჭერამ მიიღო უკიდურესად სასაქონლო სახე. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეროვნულ საწარმოებს და ერთობებს სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უჭირთ გაუძლონ კონკურენციას. იმოქმედა აგრეთვე გაუთვალისწინებელმა საგადასახადო სისტემამაც, განსაკუთრებით ამ საწარმოების შექმნის პერიოდში.

მონაცემებით (სტოლიაროვი 1994) მსოფლიოში ნანაელთა საერთო რიცხვი შეადგენს 11 883 კაცს, მათ შორის ხაბაროვსკის მხარის სოფელ ადგილებში 8940 ნანაელი. ხაბაროვსკის მხარეში კი დარჩა 100-150 ნანაური ენის მატარებელი. ხაბაროვსკის მხარის მთელს ტერიტორიაზე ენის გავრცელების არეალი მკვიდრი ნანაური მოსახლეობისათვის შეადგენს საშუალოდ 30%-ზე ნაკლებს, ნანაური ეროვნული სოფლები პრაქტიკულად არ დარჩა – სულ სამ სოფელში (ჯუენი, ულიკა, დადა) ნანაელები შეადგენენ მოსახლეობის 90%, დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში ეს ციფრი მნიშვნელოვნად ნაკლებია (მონაცემების წყარო: «Информация по населенным пунктам, районам проживания и хозяйственной деятельности коренных малочисленных народов Севера и Дальнего Востока РФ по данным Управления уполномоченного Минэкономразвития России по Дальневосточному району на 01.01.2002 года»).

როგორც ამ მონაცემებიდან სჩანს, ენის შენარჩუნებისათვის სიტუაცია არასახარბიელოა. ენის მფლობელები განბნეულნი არიან სხვადასხვა სოფლებში და ხშირად იზოლირებულნი არიან ერთმანეთისგან.

ნანაური ენა აგრძელებს არსებობას საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში 40 წელზე უხნეს ადამიანებში. ფლობენ რა მშობლიურ ენას საკმარის ხარისხში, 40- 50 წლის ადამიანები ან უმცროსი თაობები უპირატესობას ანიჭებენ მაინც რუსულ ენას, ნანაურს იყენებენ უმთავრესად ხანდაზმული ადამიანები, 70 წელზე უხნესები.

ნანაური ენა ისწავლება საშუალო სკოლაში. კვირეული დატვირთვა და სწავლების ხანგრძლივობა ერთნაირი არ არის. არსებობს ნანაური ენის სწავლების სტანდარტული პროგრამა, რომელიც გამოიყენება 7 სოფელში. ამას გარდა სოფლებში ბელგოში, ქვემო ხალბში, და ზემო ეკონში შემოღებულია ნანაური ენის სწავლების ექსპერიმენტალური პროგრამა გაუმჯობესებული სასწავლო დატვირთვით. სტანდარტული დატვირთვა კვირაში შეადგენს 1-2 საათს. სხვადასხვა სკოლებში სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვაა (4-დან 10 წლამდე პირველი კლასის დაწყებით). სკოლებში ექსპერიმენტული პროგრამებით ენა ისწავლება პირველიდან მეცხრე კლასამდის დიდი სასწავლო დატვირთვით.

ნანაური ენის მეცადინეობისას გამოიყენება სახელმძღვანელოები, ზღაპრების კრებულები და მხატვრული ლიტერატურა ნანაურ ენაზე. ზოგჯერ მასწავლებელთა ინიციატივით გამოიყენება ფოლკლორული ჩანაწერები. მაგრამ ნათელია სასწავლო და დამხმარე მასალების, სწავლების ტექნოლოგიის არასაკმარისობა, მოსწავლეებში მოტივაციის შექმნის სიძნელეები. ნანაური ენის სახელმძღვანელოები შექმნილია რუსული ენის სახელმძღვანელოების მოდელით როგორც მშობლიური ენისა, რომელშიც აქცენტი გაკეთებულია არ საკუთვრივ ენის შესწავლაზე, არამედ თეორიულ და პრაქტიკულ გრამატიკაზე. ეს მოდელი არაადექვატურია სიტუაციასთან, როდესაც მოსწავლეები არ ფლობენ შესასწავლ ენას. ამასთანავე არსებული სასწავლო მასალები უმეტესწილად (ან მხოლოდ) ორიენტირებულია კითხვის ჩვევების შესწავლაზე, როდესაც ბეჭდვითი გამოცემები ნანაურ ენაზე არ აღემატება ერთ-ორ ათეულს, სადაც არის ფოლკლორის კრებულები ან მხატვრული ნაწარმოებები ისტორიულ-ბიოგრაფიული ჟანრისა, გამოცემული ძლიერ შეზღუდული ტირაჟით. ზეპირი მეტყველების შესწავლა საკმარის ხარისხში არ მიმდინარეობს და სასწავლო საშუალებებით არ არის გამყარებული. ერთიანობაში, ნანანური ენა სრულიად გამოდევნილია ურთიერთობების ყველა სფეროდან რუსული ენის მიერ. ენის შენარჩუნება ახლანდელ დროში საჭიროებს ექსტრემალურ ზომებს.

2006 წელს შედგა რუსეთისა და ჩინეთის ნანაელთა წარმომადგენლების პირველი ოფიციალური შეხვედრა. მოვიყვანთ ციტატას ამ მოვლენის რეპორტაჟიდან: „ჟაოხეს მაზრის ეროვნებების საქმეთა ხელმძღვანელ ბატონ ხე იუ ცაის სიტყვებით ხეჩეჟეებმა ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში აითვისეს მდინარეების უსსურისა და სუნგარის სათავეები. მაშინ როცა რუსეთმა და ჩინეთმა ამურისპირეთის გამიჯვნა დაასრულეს 1858-1860 წწ. აქამდე ამურის ყველა აბირიგენი ოფიციალურად ითვლებოდა ჩინეთის ბოგდიხანის ქვეშევრდომებად. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნანაურ მომთაბარეებში დაიწყო რუსიფიკაციის პოლიტიკა, აბორიგენთა ნაწილი გადაადგილდა მანჯურიაში. მხარეთმცოდნე სოფია სამარი სოფელ კონდონიდან ამ ისტორიას გადმოსცემს რამდენადმე სხვა განმარტებით. ნამდვილად, მეცხრამეტე საუკუნის შუახანებისათვის ნანაური ეთნოსის განვითარება ხდებოდა ჩინური ეთნოსის წიაღში. გოლდები (ასე უწოდებდნენ ამურის მკვიდრ მოსახელობას წინა საუკუნეებში) წარმომავლობით მანჯურიელების ახლობლები იყვნენ, რომლებიც დინასტია ცინის მმართველობის ეპოქაში ჩინეთში ითვლებოდნენ პრივილეგირებულ ხალხად. მით უმეტეს ნანაელებს არასდროს არ თვლიდნენ იმპერიის სრულუფლებიან მოქალაქეებად. ამურისპირეთისა და ზღვისპირეთის რუსეთის იმპერიის დროშის ქვეშ გადასვლის შემდეგ ცინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ ამ მოსახლეობის გადაყვანას მანჯურიაში. მაგრამ ამ პოლიტიკამ განსაკუთრებული წარმატებები არ მოიტანა.

ნანაელთა მასიური გადასვლა სამხრეთისაკენ დაიწყო შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. პირველები ჩინეთში გარბოდნენ სასულიერონი. იყო შემთხვევები, როდესაც ყველაზე ბეჯითი კომისრები სულ უბრალოდ ახრჩობდენ ამურში შამანებს. მეორე მხრივ, სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდნენ მონადირეთა და მეთევზეთა მომთაბარეობის უფრო მეტად უზრუნველყოფილი მოსახლეობა. ჩინეთში გაქვევა ერთადერთი შესაძლებლობა იყო თავი აერიდებინათ ძალდატანებით კოლექტივიზაციას (რეპორტაჟის ავტორი ილია სერგეევი).

ნანაელთა ისტორია ნაკლებად გამოკვლეულია და ბევრ ამოცანას ინახავს. რუსულ პრესაშიც კი ხანდისხან გამოჩნდება ძალზედ საინტერესო ცნობები. აი ერთერთი მათგანი: სსრკს მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ხაბაროვსკის მხარის ნანაის რაიონის სოფელ ჯარის მახლობლად აღმოაჩინა შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი საიდუმლოებით მოცული ჩჟურჟენეისა. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ხალხმა დაახლოებით ცხრაასი წლის წინ დღევანდელი შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე შექმნა ვზინის ოქროს იმპერია, რომელმაც არ იცოდა მისი ტოლი ეკონომიურ და სამხედრო ძლიერებით. ქალაქი ჩჟურჟენეი, 25 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით, იდგა ამირის ნაპირის მთის თავზე და გარშემორტყმული იყო მაღალი მიწაყრილით და XIII საუკუნის დასაწყისში ამ ადმინიდტრაციულ-სახელოსნო ცენტრმა შეწყვიტა არსებობა. ქალაქის დაღუპვა, ისე როგორც ოქროს ჩჟურჟენეისა, დაკავშირებულია ჩინგისყაენის შემოსევებთან.

1656 წლის ონუფრე სტეპანოვის „ნათელ წიგნში“ მოხსენიებულია ჩეჟურის ულუსი, ესე იგი დასახლება ჯარი, მასში ცხოვრობდენ მშვიდობიანი ნანაელები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ თევზჭერით, მონადირეობით, შემგროვებლობითა და მიწადმოქმედებით…“
0

#99 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:48 PM

ოროჩები – ხაბაროვსკის მხარის მკვიდრი მოსახლეობა. თვითდასახელება – ოროჩისელ. არსებობს აგრეთვე თვითდასახელების სხვა ფორმაც, ნანაელებისაგან ნასესხები – ნანები. წარსულში ოროჩები თავიანთ თავს აძლევდნენ დასახელებებს გვარების და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ადგილობრივი რუსული მოსახლეობა არასწორად უწოდებდა ოროჩებს ოროჩანებს. ოროჩების თანამედროვე ეთნონიმი ლიტერატურაში პირველად ფრანგი ზღვაოსანის ლაპერუზოს მიერ 1787 წ. იქნა შემოტანილი. ეთნონიმის ეტიმოლოგია დაკავშირებულია ტუნგუსურ სიტყვასთან ორონ – ირემი. სუფიქს –ჩი-სთან ერთიანობაში, მფლობელობის აღმნიშვნელი, სიტყვა ოროჩები შეიძლება ითარგმნოს როგორც „ირმისეული“, „ირმების მქონე“.

ოროჩები ოროჩულ ენაზე მეტყველებენ, რომელსაც აკუთვნებენ ტუნგუს-მანჯურიულ სამხრეთულ (მანჯურიულ) ქვეჯგუფს. მორფოლოგიის თვალსაზრისით კი ის ახლოა ტუნგუსურ ქვეჯგუფთან. ენა დამწერლობის გარეშეა. ახალგაზრდა თაობა მხოლოდ რუსულ ენას ფლობს. ოროჩები ჩამოყალიბდა ავტოხტონური პრიმორსკის ტომებისა და მოსული ტუნგუსების ურთიერთობის შედეგად. ნამდვილად, ანთროპოლოგიურ ურთიერთობებში ოროჩები ნივხებთან და ულჩების ნაწილთან ერთად განეკუთვნებიან უძველეს ამურ-სახალინურ ტიპს, მათში კი მოიძებნება უფრო გვიანდელი ბაიკალური ტიპი, დამახასიათებელი ტუნგუსების ნაწილისათვის. ტუნგუსურ ძლიერ გავლენაზე მეტყველებენ ენობრივი მონაცემებიც. ცნობილია, რომ ოჩორული ენა ძლიერ ახლო დგას ევენკურთან, ვიდრე ამურისპირეთის ყველა სხვა ხალხების ენები. ოჩორული ეთნოსის ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა აგრეთვე ნივხებმა, აინებმა, მონღოლური და მანჯურიული წარმოშობის ტომებმა.

19-ე ასწლეულის მეორე ნახევარში ოჩორებს ეკავა ვრცელი ტერიტორია იაპონიის ზღვის სანაპიროზე დე კასტრიდან ჩრდილოეთით მდინარე ბოტჩის სათავემდის სამხრეთით. აქ იყო ოჩორების 47 მუდმივი დასახლება (გასსა), თითოეულ მათგანში ცხოვრობდა 2-3 ოჯახობა (15-18 ადამიანი). 19-ე საუკუნის დასასრულს ოროჩები გადასახლდნენ ამურსა და ხუნგარზე. შედეგად ჩამოყალიბდა ხუთი ტერიტორიული ჯგუფი, განსხვავებულნი კულტურის განსაკუთრებულობით: ამურის, ხუნგარიის, ტუმინის, პრიმორიის (ხადინსკაის) და კოპინის.

XX საუკუნეში ოჩორების არეალი გამუდმებით იკვეცებოდა. კოლმეურნეობის და საბჭოთა მეურნეობების მშენებლობა, თვეზის მრეწველობის დაწესებულებების შექმნა ხელს უწყობდა მოსახლეობის თავმოყრას ეკონომიურ ცენტრებთან მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სხვადასხვა ჯგუფების აღრევა. პრაქტიკულად შეწყვიტეს არსებობა ხუნგარიის, კოპპინის და ხად-დინსკის დაჯგუფებებმა.

ამჟამად ოჩორები ცხოვრობენ უმეტესწილად ხაბაროვსკის მხარის სავგავანისა და ვანინის რაიონებში. პატარა ჯგუფია კომსომოლსკის რაიონში, ცალკეული ოჩორული ოჯახები პრიმორისკის მხარეში. ოჩორების მეტად მსხვილი თემები ცხოვრობენ სოფლებში დატტა, უსკა ოჩორისკაია და სნეჟნოე, მაგრამ ისინი აქ მთლიანად უმნიშვნელონი არიან.

ასე, მაგალითად, სნეჟნეი ოროჩეიში მთლიანად 48 კაცია, უსკე ოროჩსკში 65. ცალკეულ ოჯახებად ოროჩები ცხოვრობენ სოფლებში ახალ ომმში (10კაცი) დუდში (2კაცი) სოვგავანის რაიონის ინნო კენტიევკაში (25 კაცი), დაბა ზავეტი ილიჩაში (10 კაცი), სტანიცა კენა-დაში (სამი ოჯახი) და ა.შ. ხაბაროვსკის მხარის ოროჩების თითქმის ნახევარი კონცენტრირებულია ქალაქებში ხაბაროვსკში, სოვეტსკაია გავანში (50 კაცი), კომსომოლსკ ნა ამურე, ქალაქის ტიპის დასახლება ვანინოში.

1989 წ. ოროჩების რაოდენობა განსაზღვრული იყო 915 კაცით, მაგრამ ეს აშკარად გადიდებული მონაცემებია. მათი მონაცემები გამუდმებით იზრდებოდა ეთნოსებიის არევის შედეგად სახალინელი ოროკების და ნაწილობრივ მაგადანელი ევენების, თვით დასახელება ოროკის ხარჯზე.

საფიქრებელია, რომ ოროჩებად დიდი შეცდომის გარეშე შეიძლება ჩაითვალოს ხაბაროვსკისა და პრიმორსკის მხარეებში ყველა ამ სახელის ქვეშ აღწერით დაფიქსირებულნი. საერთო ჯამში ეს არის 532 კაცი. გამორიცხული არ არის, რომ ნამდვილი ოროჩების ნაწილი ცხოვრობენ რუსეთის სხვა რეგიონებში, აგრეთვე სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში (1989 წელს რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ იყო 32 ოროჩი). 1989 წ. აღწერით მათი რიცხვი არ აღემატებოდა 600 კაცს.

ნადირობა ოროჩების ძირითადი საქმიანობაა. ამ ხელობის ობიექტი იყო ტაიგის (გარეული ღორი, ლოსი, ციყვი, სიასამური) და ზღვის ცხოველები. აგრეთვე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეთევზეობა.

ოროჩების განვითარების პერსპექტივა, როგორც ეთნიკური ერთობისა XXI – საუკუნეში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. 60–იანი წლებში განმსაზღვრელ როლს ეთნიკურ პროცებში თამაშობს ასიმილაცია. ამ პროცესების ხასიათი და მიმართულება ჩვენ დავინახეთ ნშობლიური ენის შემცირების როლის მაგალითზე. არანაკლებ მჭერმეტყველია აგრეთვე ეს ციფრიც, ამჟამად ოროჩების ახალდაბადებულთა საერთო რაოდენობის 90% -ის მამები არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები, უმეტესწილად რუსები. საჭიროებს ვაღიაროთ, რომ რამდენიმე წელში სუფთა ოროჩები (სისხლით) აღარ იქნებიან. მართალია, მიუხედავად მაღალი ასიმილაციისა, ოროჩების ეროვნული თვითშეგნება ნარჩუნდება, შენარჩუნდება კი ეს ტენდენცია მომავალში დიდხანს ამის თქმა ძნელია. საეთო ჯამში შეიძლება დავასკვნათ, რომ ოროჩები როგორც ეთნიკური სისტემა უკვე არ არსებობს. არის რამოდენიმე დანაწევრებული დაჯგუფება ეთნონიმ „ოროჩებისა“, რომლებიც თავიანთ თავს იდენტიფიცირებას უკეთებენ არა იმდენად თავიანთი ეთნიკური თემისა, არამედ მხარის ყველა მკვიდრ მცირერიცხოვან ერთიანობასთან ერთად.

ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ოროჩული ენის მდგომარეობა. მოსახლეობის 1989 წ. აღწერით ქვეყანაში (მაშინ არსებობდა სსრკ) ირიცხებოდა 883 ოროჩი (1979 წ. 1040) ამასთან მათ შორის 17% მიუთითეს მშობლიურ ენად ოროჩული (33% 1979წ.). ყველა ოროჩი ფლობს რუსულ ენას.

არა ოფოციალური ცნობებით ოროჩების რიცხვი არ აღემატებოდა 467 კაცს. სხვაობა ოფიციალურ მონაცემებთან აიხსნება იმით, რომ ოროჩებს მიაწერდნენ სახალინის ოროკებს, პასპორტის მიხედვით ოროჩებს მიწერილნი, და შესაძლებელია სხვა ხალხების წარმომადგენლებსაც.

1959 წ. ოროჩებთან ჩასულმა ვ. ა.ა ვრონინმა და ე.პ. ლებედევამ დაითვალეს 477 ოროჩი, ამავე დროს საკავშირო აღწერის მონაცემები მიუთითებს 800. ამ მკვლევარების ვარაუდით ოროჩების რაოდენობაში შეყვანილი იყვნენ ევენების ზოგიერთი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ თავს ოროჩებს ან ოროჩელებს უწოდებდნენ (ავრონინი 1968, 191).

წარსულში ოროჩული ენა იყოფოდა სამ დიალექტად ტუმინური (ცენტრალური და მდინარე ტუმინის ბასეინში ყველაზე გავრცელებული), ხადინური – მდინარეებზე ხადი, უი, კოპპი, სამარგა, ხუნგარული, რომელზედაც მეტყველებდნენ მდინარე ხუნგარის ოროჩები, მდინარე ამურზე გადასახლებულნი. ხადინურმა დიალექტმა განიცადა უდეგეური ენის დიდი გავლენა, ტუმინური მიდრეკილი იყო ნანაური ენის გორინის კილოს ზეგავლენისკენ. ბოლო დრომდე მკაფიო განსაკუთრებულობა შეინარჩუნა მხოლოდ ხუნგარიულმა დიალექტმა.

ამჟამად ოჩორული ენა – როგორც სასაუბროს პრაქტიკულად აღარ იყენებს აგრეთვე უფროსი თაობაც.

უკანასკნელ წლებში გამოცემულ იქნა ოჩორული ენის სურათებიანი სიტყვარი და ზოგიერთი სასწავლო მასალა. და ზოგიერთი ენთუზიასტის სწრაფვა ამ ენის გადარჩენისთვის საკმარისი არ არის. ასეთია ოჩორელი ხალხის გენოციდის მწარე ნაყოფი.
0

#100 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:49 PM

ნგანასანები
ეთნოს „ნგანასანების“ ძირითადი დასახელება წარმოსდგება ნგანასნური სიტყვა „ადამიანიდან“. შემოტანილ იქნა XX საუკუნის 30–იან წლებში სხვა ჩრდილოელი ხალხების მსგავსად, რომლებთანაც ადამიანის აღმნიშვნელი სიტყვა გაოიყენება აგრეთვე როგორც თვით დასახელება. ნგანასანებთან კი ასეთი სიტვათგამოყენება არასდროს არ იყო; ნგანასანების თვითდასახელებაა ნიაა.

ენა განეკუთვნება ურალური ენების დამოდიური შტოს ჩრდილოურ ჯგუფს.

ნგანასანების სამომთაბარეო ტრადიციული ტერიტორია არის ტაიმირის ნახევარკუნძულის შიდა რეგიონები ჩრდილოეთის საზღვრებიდან ბირრანგას მთაგრეხილის მთისწინეთამდის. XX საუკუნის 60-80-იან წლებში ნგანასანები გადასახლებულნი იქნენ სამ დასახლებაში, რომლებიც სამხრეთით მდებარეობს დოლგანის ეთნიკურ ტერიტორიაზე; – უსტავამი, ვოლოჩანკა და ნოვაია. ზოგიერთი ნგანასანი ცხოვრობს ტაიმირის ქალაქებში (დუდინსკში, ნორილსკში, ხატანგში).

რაოდენობა – 834 კაცი (2004 წ). ენას ფლობს უკანასკნელი აღწერის მონაცემებით, დაახლოებით 500 ადამიანი.

ტრადიციულად ნგანასანების მეზობლები იყვნენ ტუნდრელი ენები, დოლღანები, ევენკები. ნგანასანებისათვის დამახასიეთებელი იყო ამ ენების ცოდნა. რუსულ ენასთან ინტენსიური კონტაქტები დაიწყო მხოლოდ ომის შემდგომ პერიოდში.

ნგანასანური ენის დაყოფა მიღებულია ორ დიალექტზე – ავამური და ვადეევური. ავამურ დიალექტს ზოგჯერ კილოკავებადაც ყოფენ.

XVII საუკუნის შუახანებში ტაიმირზე მყარდება რუსული ხელისუფლება, და არსებული დოკუმეტებით შეიძლება დავადგინოთ ნათელი სურათი ნგანასანების წინაპრების განსახლებისა: ტაიმირის უკიდურეს დასავლეთით, ენების ტერიტორიის ჩრდილო აღმოსავლეთით ბინადრობდნენ კურაკები. მათგან სამხრეთით, პიასინოს ტბის რაიონში და მდინარე ავამის ზემოწელში ტიდირიდები, ტაიმირის ცენტრში – პიასიდელი სამოედები, ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ტბა ტაიმირის სამხრეთით, ხეტისა და ხატანგის აუზში ხეტელი მავგები, უფრო აღმოსავლეთით – ხატანგის ქვემოწელიდან მდინარე ანაბარის შესართავამდის ანაბარელი მავგები. ამ ჯგუფების საფუძველზე XVII-XVIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა დასავლეთელი, ავამელი ნგანასანების ტომი, რომელთა სამომთაბარეო რაიონი XIX საუკუნეში მოიცავდა ტერიტორიებს მდინარეებიდან აგაპი და პური ტაიმორის დასავლეთში მდინარე დუდიპტის სათავემდის და მდინარე ტაიმირის შესართავამდის ნახევარკუნძულის ცენტრში.

რუსული დოკუმენტებით XVII საუკუნეში ავამელი ნგანასანების წინაპართა მეზობლად ტავგების სამხრეთით, მდინარე კოტუის აუზში და მდინარე ხეტის მარჯვენა შენაკადების ზემოწელში დაფიქსირებულია ტუნგუსური ტომის ვანიანიდრების (ვანიადების) არსებობა (1625 წლიდან). 1639-1661 წ.წ. ისინი ხშირად მოიხსენიებიან აღმოსავლეთით, მდ. ოლენიოკას აუზში მცხოვრებ ტუნგუსებთან ომებთან დაკავშირებით, ვანიადირებთან ერთად ამ ლაშქრობებში რუსი მსროლელებიც მიდიოდნენ. 1683 წელს რუსი მსროლელების კავშირი ვანიადირებთან რუსების მხრიდან თავხედობისა და აბუჩად აგდების მიზეზით დაირღვა.

XIX საუკუნის 30-ან წლებში ნგანასანებში და ტაიმირის ხალხებში გავრცელდა ეპიდემია, რამაც მათი რიცხვი ორჯერ შეამცირა. 1868 წლის აღწერით მათი რაოდენობა შეადგენდა 800 მეტ კაცს. 1926 წელს კი დაფიქსირდა 867 ნგანასანი.

1989 წლის აღწერით კი ნგანასანები იყვნენ 1262, მათ შორის 1052 მშობლიურ ენად აღიარა ნგანასანური ენა. მაგრამ ახალგაზრდა თაობაში თანდათან ეცემა მშობლიური ენის ფლობის ხარისხი.

საჭიროებს ყურადღება მივაქციოთ ნგანასანების რაოდენობის შემცირების ფაქტს 1989-2004 წლებში. გადაშენება, დეგრადაცია და გადაგვარება – ეს არის ხვედრი რუსი ოკუპანტების სისხლიანი უღლის ქვეშ მცხოვრები ხალხებისა.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ ნგანასანებს რუსეთის შემადგენლობაში მომავალი არ აქვს.
0

#101 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:50 PM

სელკუპების სხვადასხვა ტერიტორიული ჯგუფები სარგებლობენ საკუთარი თვითდასახელებებით, რომლებიც არ ემთხვევა მეზობელთ თვიდასახელებებს: шöльқуп, сöльқуп (ჩრდილოური ჯგუფი), чумыльқуп (ცენტრალური ჯგუფი), шöшқум, сюссогум (ობის ჯგუფი), тюйқум (გადაშენებული ჯგუფი). დასახელებები шöльқуп, сöльқуп, шöшқум, сюссогум აღნიშნავენ „ტყის კაცს“, დასახელებები чумыльқуп и тюйқум „მიწის კაცს“.

სელკუპური ენა განეკუთვნება ურალურ ენათა ოჯახის სამოდიურ შტოს. ითვლება, რომ მათი ახლობელი ნათესავებისაგან – ტუნდრელი ნენცების, ტყის ნენენცურის, ენეცურის და ნგანასანური, აგრეთვე აწ გამქრალი კამასანურისა და მატურულისაგან – სელკუპური ენა გამოიყო დაახლოებით 2 ათასი წლის წინ.

იამალო-ნენცების აო-ში ჩრდილოელი სელკუპები განსახლებულები არიან მდინარე ტაზის საშუალო და ზემო დინებებზე და მის შენაკადებზე. დასახლებებში: რატტაში, კიკკი-აკკში, ტოლკა, პუროვსკაიაში ისინი შეადგენენ მოსახლეობის უმრავლესობას. 50 სელკუპი ცხოვრობს სალეხარდში, იამალო-ნენეცების ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში.

კრასნოიარსკის მხარის ტურუხანის რაიონში სელკუპები განსახლებულები არიან მდინარე ენისეის საშუალო დინებაში. სოფელ ფარკოვოში ისინი შეადგენენ უმრავლესობას. ენისეის დასახლებებში ისინი ცხოვრობენ კეტებს შორის. რამოდენიმე სელკუპი ცხოვრობს დასახლება კელოლოგში ელოგუოზე, ენისეის მარცხენა შენაკადზე.

ტომსკის ოლქში სამხრეთელი სელკუპები ცხოვრობენ მდინარე ობის და მისი შენაკადების კეტის, ტიმის, პარაბელისა და ვასიუგანის დინებებზე. ისინი ცხოვრობენ 50 დასახლებაში და შეადგენენ მოსახლეობის 1-5%. ერთადერთ დასახლება ოზერნოში ცხოვრობს 62 სელკუპი, მოსახლეობის 68%. სელკუპები ორ სხვა დასახლებაში – ივანკინოსა (52 მცხოვრები) და ნოვოსონდროვო (12) შეადგენენ მოსახლეობის მესამედს. საკმაოდ დიდი ჯგუფი ცხოვრობს დასახლება ნაპასში (92) მოსახლეობის 22%. 30% ცხოვრობს დასახლებებში კოლლაშევოში, კედეროვოში, ტომსკის საოლქო ცენტრში.

სსრ კავშირში 1989 წელს ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა შეადგენდა 3612 კაცს (3564 რუსეთში). 2002 წლის აღწერით 4249. ჩვენი შეფასებით კი, მასალებზე დაყრდნობით, რომელიც იკვლეოდა 1996-2002 წლებში, მათი რაოდენობა შეადგენს ოფიციალური მონაცემების მესამედზე ნაკლებს – 600 კაცს. ოფიციალური მონაცემები კი ხელოვნურად არის გაზრდილი.

ციმბირის რუსეთთან მიერთების დროიდან სელკუპებს ეკავათ ტერიტორია ჩრდილოეთით შუა ობიდან და მის შენაკად ტიმიდან სამხრეთით მდინარე ჩულიმამდის. პირველ წინააღმდეგობას კაზაკურ რაზმებს უწევდა სელკუპების ტომობრივი გაერთიანება – „პეგაია ორდა“. ობისპირეთის მიწებისა და მათი მოსახლეობის დაპყრობა დასრულდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნი პირველ ნახევარში სელკუპების რაოდენობა ოთხ ციმბირულ მაზრებში იყო 2 700, 300, 1 500, 1000 – სულ 5 500 კაცი.

XIX საუკუნის ბოლოს, მიუხედავად ასიმილაციური პოლიტიკისა და მიგრაციისა სელკუპების რაოდენობა შეადგენდა 4 000 კაცს.

ჩრდილოელი სელკუპები XIX საუკუნის ბოლოსთვის შეადგენდნენ 800 კაცს.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სელკუპებს, ისევე როგორც სხვა ხალხებს, რუსეთის შემადგენლობაში მომავალი არ აქვს, მხოლოდ რუსი ოკუპანტების უღლისაგან განთავისუფლება მისცემს მას თვითგადარჩენის იმედს.
0

#102 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:51 PM

ოროკები:
თვითდასახელება ულტა, უილტა, ოლჩა, ოლა „ირემი“. ოროკებს უწოდებდნენ ასევე ოროჩებსა და ულჩის. სხვა დასახელება ნანები, როგორც პრიმოიის მთელ რიგ სხვა ხალხებს. ადგილობრივი რუსები მათ უწოდებდენენ ოროჩანებს. რუსეთის მოსახლეობის 2002 წლის აღწერით ულტა (ოროკები) (მათ მიეწერათ აგრეთვე ყველა, ვინც თავის თავი განსაზღვრა როგორც „ოროჩი ულტა ენით“, ოროჩიონი ულტა ენით, „უილტა“, „ულტა“ „ულჩა ულტა ენით“) აღინიშნა 346 კაცით, მათ შორის 201 ქალაქელია და 145 სოფლის მკვიდრი. 64 (18,5%) მიუთითა, რომ ფლობს მშობლიურ ენას, მაგრამ პოსტსაბჭოური სიტუაციიდან ეს რეალური არ არის, მშობლიურ ენას სრულყოფილად ფლობს მხოლოდ 10 კაცი.

ანთროპოლოგიურად ოროკები განისაზღვრებიან როგორც ჩრდილოაზიური რასის ბაიკალის ანთროპოლოგიური ტიპის ტიპიური წარმომადგენლები. ოროჩების გვერდით ისინი ყველაზე ახლობლები არიან ევენკებთან და ნეგიდალებთან, ვიდრე ამურის სხვა ხალხებთან. ოროკების ენა განეკუთვნება ტუნგუსურ-მანჯურიული ენების სამხრეთულ (მანჯურიულ) ქვეჯგუფს. ოროკები განეკუთვნებიან ტუნგუსურ-მანჯურიულ ერთობას, ერთი მოსაზრების თანახმად, არიან ულუჩების ლოკალური ქვედანაყოფი, წარმოშობილნი მეირმე ევენკებისაგან, რომელთაც ამურზე ირმები დაკარგეს. ოროკები, გადასახლდნენ სახალინზე და შეინარჩუნეს მეირმეობა. ოროკების ენაც გარდაუვალი გაქრობის წინაშე დგას.
0

#103 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:52 PM

იუგები (თვითდასახელება იუგინ, იუგანები) – ენისეის საშუალო დინების მკვიდრი ხალხი. ბინადრობენ კეტებს შორის კრასნოიარსკის მხარის ტურუხანის რაიონში. ადრე ცხოვრობდნენ მდინარე დუბჩესზე ტურუხანის რაიონში და მდინარე სიმზე ენისეისკის რაიონში, აგრეთვე რუსულ სოფლებში ვოროგოვოსა და იარცევოში ენისეიზე.

რუსები მათ უწოდებდნენ დიუკანებს, XVIII და XIX საუკუნეებში – ოსტიაკებს. რევოლუციის შემდებ იუგები მიწერილ იქნენ კეტებზე. 2002 წლის აღწერით რუსეთში იყო 19 იუგი, რაც გაზრდილი ციფრია. კრასნოიარსკის რაიონში დაფიქსირებულია მხოლოდ 3 იუგი – სწორედ ისინი ითვლებიან უკანასკნელ იუგებად პლანეტაზე. წინარე აღწერებში იუგები არ გამოყოფილან და ითვლებოდნენ როგორც კეტები.

იუგების ენა მიეკუთვნება ენისეის ენათა ოჯახს, ახლოა კეტურთან. ენა არ შემონახულა. იუგების შთამომავლები საუბრობენ კეტურად და რუსულად. მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დარჩა მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ხარისხში ფლობს მშობლიურ ენას.

სისხლიანი რუსმა კოლონიზატორებმა უკვე დიდი ხანია დაღუპეს ისეთი ენისეური ხალხები, იუგებისა და კეტების მონათესავენი, როგორებიც არიან არინები, ასსანები, კოტტები და პუმპოკოლები. ახლა იუგების რიგი მოვიდა.

ენისეური ენები XVIII საუკუნეში არ გამქრალან უკვალოდ. მასალები ამ ენების შესახებ ჩვენამდის მოვიდა გერმანულ ენისეური ან ლათინურ ენისეური ლექსიკონების სახით, რომლებიც შედგენილია XVIII საუკუნის მკვლევარების (დ. გ. მესსერშმიდტის, პ. ი. შტრალენბერგის, გ.ფ. მილლერის, პ. ს. პალლასის) მიერ, რომლებიც ციმბირში თავიანთი მოგზაურობის დროს მუშაობდნენ ენისეელებს შორის. დღევანდელ დღეს ეს მასალები გახდა მეცნიერების საკუთრება ა. პ. დულზონის განმაზოგადოებელი პუბლიკაციის წყალობით. კოტტური ენის შესახებ ფასდაუდებელი მასალები მოაგროვა და გამოაქვეყნა XIX საუკუნის შუახანებში მ. ა. კასტრენმა. როგორც ვხედავთ, ინფორმაცია ამ ხალხების და რუსი იმპერიალისტების ბოროტმოქმედებების შესახებ ჩვენს დრომდის მოვიდა უცხოელი მეცნიერებისა და მკვლევარების ძალისხმევის წყალობით, მაგრამ არა რუსების, თუმც მათ სურთ მთელს ქვეყანას მოჰფინონ იმის შესახებ, როგორ მიჰქონდათ ციმბირის ხალხებში პროგრესი და განათლება…
0

#104 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:52 PM

კეტები – ჩრდილოეთ ციმბირის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. 2002 წლის აღწერით ხალხის რაოდენობა 1494 კაცი.

კეტები ძირითადად ცხოვრობენ კრასნოიარსკის მხარის ტურუხანის რაიონში.

ამჟამად ხელისუფლება ანხორციელებს პოლიტიკას, მიმართულს იქით, რომ ეს ხალხი გადაასახლონ თავისი ისტორიული მიწიდან. სწორედ ამიტომ გააუქმეს სკოლა ბაკლანიხის დასახლების ტერიტორიაზე, კეტების უდიდეს ცენტრში, შეწყვეტილია ელექტრო ენერგიის და წყლის მიწოდება, და ა.შ. არსებობს ინფორმაცია, რომ რაიონული ხელმძღვანელობა წინ ეღობება ამ დასახლებაში ახალი მცხოვრებლების ჩაწერას. რათა გადარჩნენ, ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუბრუნდნენ ძველ ტრადიციებს ხელოსნობაში, ცხოვრების წესს და გააკეტეს შრომისა და სანადირო იარაღები.

სახელწოდება კეტები მომდინარეობს სიტყვა კეტ-იდან – ადამიანი. ის რუსულ ენაში დამკვიდრდა XX-ს. 20-იან წლებში. აქამდე კეტები ცნობილი იხვნენ როგორც ოსტიაკები „ენისეის ოსტიაკები“, „ენისეიელები“. თანამედროვე კეტების წინაპრები ეტყობა ბრინჯაოს ხანაში ჩამოყალიბდნენ ობისა და ენისეის შუამდინარეთის სამხრეთით ევროპეიდებისა და მონგოლოიდების აღრევის შედეგად. მოგვიანებით (I ათასწლეული ა. წ.) ისინი ურთიერთობებს ამყარებენ თურქულ, სამოიდურ და ურალურენოვან მოსახლეობასთან. ცნობილია სამი ლოკალური გვაროვნული ჯგუფი – ზემშაკები, ბოგედენები, და ინბაკები.

კეტური ენა იზოლირებული ენაა და არ შედის ჩრდილოეთ აზიის არცერთ ენობრივ ჯგუფში. უკანასკნელი დროის ლინგვისტიკური გამოკვლევები სულ უფრო ხშირად აქცევენ ყურადღებას კეტური ენის აგებულების ძირითადი პრინციპების საერთო ნიშნებს ზოგიერთი კავკასიელი მთიელების, ბასკებისა და ჩრდილოამერიკული ინდიელების ენებთან. კეტური ენა იყოფა იმბატურ და სიმის დიალექტებად, რომლებიც ურთიერთისაგან ძლიერ განსხვავდება ფონეტიკით, მორფოლოგიითა და ლექსიკით. დამწერლობა შემუშავებულია რუსული გრაფიკით.

მოსახლეობის აღწერის მონაცემები აფიქსირებენ კეტების გამუდმებულ კლებადობას, კეტურ ენას მშობლიურად თვლიდნენ: 1970 წ. 74,9%, 1979 წ. 60,2% და ბოლოს 1989 წ. 48,8% (48,3% ყოფილი სსრკს კეტები). 1991-1992 წ. ვ. პ. კრივონოგოვის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა კიდევ უფრო მოკრძალებული ციფრი მოგვცა – 35%. დღეს კეტური მოსახლეობის 15% -ღა ფლობს მშობლიურ ენას და ისიც უფროსი თაობის წარმომადგენლები.

კეტური ენა კეტების დასახლებების სკოლებში ისწავლება დაწყებით კლასებში და ზოგიერთ უფროს კლასში ფაკულტატურად.

კეტების ისტორია ინახავს მრავალ საიდუმლოსა და გამოცანას. აგრეთვე არის საფუძველი, რომ ვილაპარაკოთ რუსი ოკუპანტების მიმართ კეტების წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, კეტების რაზმები შედიოდნენ პეგას ორდის შემადგენლობაში, რომელიც მძაფრ წინააღმდეგობას უწევდა რუს დამპყრობლებს. ოფიციალურად ითვლება, რომ კეტები საბოლოოდ დამორჩილებულნი იყვნენ 1607 წელს. მრავალი წლის მანძილზე ისინი არ ურთიერთობდნენ რუსებთან, თუ არ ჩავთვლით ბეგარის გადახდას. ყველაზე დიდი დანაკლისი მათმა კულტურამ განიცადა საბჭოთა ხელისუფლების წლებში.
0

#105 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:53 PM

ულჩები – ხაბაროვსკის მხარის მკვიდრი მოსახლეობა. თვითდასახელება ნანები („ადგილობრივი მცხოვრები“), ძველი სახელწოდება მანგუნები. ამ სახელწოდებით ულჩები პირველად მოხსენიებულნი იყვნენ ნეველსკის ამურის ექსპედიციის მონაწილეთა ლიტერატურაში. მანგუ – სახელია მდინარე ამურისა ამურისპირეთის ტუნგუსური ხალხების ენებზე, სწორედ აქედანაა – მანგუნები (ამურელები). XX ს. 30-იანი წლების დასაწყისში როდესაც წყდებოდა ჩრდილოელი ხალხების სახელდების საკითხი მათი თვითშეგნების საფუძველზე, ყოფილი მანგუნებისათვის, რომლებიც თავიანთ თავს ნანებს უწოდებდნენ, მიღებულ იქნა ეთნონიმი ულჩები, რამდენადაც თვითსახელდებით ნანაები წოდებულ იქნენ ნანაელებად. დროთა განმავლობაში ეთნონიმი ულჩები იქცა ხალხის თვითდასახელებად.

მეტყველებენ ულჩურ ენაზე, რომელიც 30-იან წლებში ითვლებოდა ნანაური ენის დიალექტად. ამირისპირეთის სხვა ხალხების ენებთან ერთად ულჩური ენა მიეკუთვნება ტუნგუსურ-მანჯურიულ ენობრივ ჯგუფს, ამასთანავე ის ძალზედ ახლოს დგას ტუნგუსურთან, ვიდრე მანჯურიულთან. თანამედროვე ულჩურ ენაში არსებობს ატაიური ენების ნარჩენები.

ულჩების ეთნიკური ძვრები გადადიან უძველეს დროში. არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ თანამედროვე ულჩების კულტურაში შეინიშნება პარალელები ძველი ტომების კულტურებთან, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეზეოლითში მოსახლეობდნენ. გვიანდელ მეზეოლითში მოსახლეობამ განიცადა სამხრეთიდან უცნობი მოსულების გავლენა (III ათასწლეული ჩვენს ერამდის), აგრეთვე დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ტუნგუსები, თურქულ და მონღოლურ ენოვანი ჯგუფები). ხანგრძლივი ურთიერთობების პროცესში, მათ შორის შერეული ქორწინებების, ქვემო ამურის აუზში ჩამოყალიბდნენ ულჩები როგორც ეთნოსი. მათ შემადგენლობაში შევიდნენ სხვადასხვა ეთნიკური ელემენტები – ნანაური, ნივხური, მანჯურიული, ნეგიდალური, ევენკური, აინური და სხვა. ყოველმა მათგანმა ძალზედ შესამჩნევი კვალი დასტოვა ულჩების გვაროვნულ შემადგენლობაში, მათ ენაში, მეურნეობაში, მატერიალურ და სულიერ კულტურაში.

რუსების პირველი ცნობები ულჩების შესახებ განეკუთვნება XVII ს. რუსი კაზაკი დამპყრობლების „ჩანაწერებში“ ისინი მოხსენიებულნი არიან სახელწოდებით – ნგატკები და ლონკები. უკანასკნელი ეთნონიმი, როგორც გვიან გაირკვა იყო ულჩების ერთი თემის დასახელება. რუსი ოკუპანტების მიერ ამურისპირეთის სისხლიანმა დაპყრობამ XIX ს. შუახანებში ულჩები აქცია რუსეთის ქვეშევრდომებად. იწყება ამურისპირეთის კოლონიზაცია გადმოსახლებული გლეხებით. ულჩების ტერიტორიაზე აღმოცენდებიან რუსული სოფლები ბოგოდორსკოე, მიხაილოვსკოე, ირკუტსკოე.

1897 წ. 39 დასახლებაში, განლაგებული ამურზე ჩრდილოეთიდან – ადიდან და კულგიდან სამხრეთით უხტამდის ცხოვრობდა 1455 ულჩი. მათი განსახლების ტერიტორია ამ დროიდან მცირედ შეიცვალა. მოხდა მხოლოდ მოსახლეობის დასახლებულ პუნქტებში თავმოყრა. ულჩების უმრავლესობა (84,2%) ცხოვრობს ხაბაროვსკის მხარის ულჩის რაიონში (2028 კაცი). ულჩები ცხოვრობენ აგრეთვე ქალაქებში ხაბაროვსკში (207 კაცი), კომსომოლსკ ნა ამურეში (133 კაცი), ნიკოლაევსკში (114 კაცი) და ნანაელთა რაიონებში. 1989 წლის აღწერით სსრკ-ში ცხოვრობდა 3233 ულჩი, მათ შორის რუსეთში 3173 კაცი.

ეთნოკულტურულ პრობლემებს შორის, რომელიც შეშფოთებას იწვევს, პირველ ადგილზე, უპირობოდ, არის ენის პრობლება. დღევანდელ დღეს ეჩურ ენას ფლობს (უფრო სწორად, თვლის მას მშობლიურად) მხოლოდ 37,5 %. გავლენა იქონია აგრეთვე ულჩების გადასახლებამ რუსულ ენოვან გარემოში და ბავშვების საინტერნატო აღზრდამ. 30-იან წლებში, როდესაც ჩრდილოელი ხალხებისათვის ანბანები იქმნებოდა, მაშინ ულჩური ენისთვის ის არ შექმნილა. ულჩური ენა ითვლებოდა ნანაურის დიალექტად. ამ მიზეზის გამო მას სკოლებში არ სწავლობდნენ (ცალკეულ სკოლებში სწავლება მიმდინარეობდა ნანურის სახელმძღვანელოებით), მასზედ არ გამოიცემოდა სახელმძღვანელო ლიტერატურა, არ წარმოებდა ლინგვისტური კვლევები. ულჩური მწერლობის შექმნა დაიწყო 70-იან წლებში რუსული გრაფიკის საფუძველზე. რაიონულ გაზეთში გამოჩნდა ფურცელი ულჩურ ენაზე, გორცევის სახელობის სასწავლებელში ისწავლება ულჩური ენა. მაგრამ მდგომარეობა მაინც საავალალოა.
0

#106 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:54 PM

ნეგიდალები (ნეგიდალ – „ნაპირის“, სანაპიროს“, თვითდასახელება ელკან ბეიენინ – „ადგილობრივი ხალხი“) – მცირერიცხოვანი ხალხი ამირისპირეთში. რაოდენობა 2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად 527 კაცი.

ტერიტორიულად იყოფიან „მაღლობისა და „ვაკის“ ნეგიდალებათ, გააჩნიათ ლოკალური თავისებურებები კულტურაში, ყოფასა და ენაში. ნეგიდალების ძირითადი საქმიანობა იყო თევზჭერა, მეორეხარისხოვანი – ნადირობა. ეწეოდნენ დამკვიდრებულ ცხოვრებას. ჰქონდათ საზამთრო და საზაფხულო საცხოვრებელი სადგომები. ვაკელებისათვის სატრანსპორტო ცხოველი იყო ძაღლი. ზეგნელებისათვის – ირემი. ტანისამოსს და ფეხსაცმელს კერავდნენ თევზის ტყავისაგან და ცხოველთა ბეწვისაგან, მოგვიანებით მანჯურიული, ჩინური და რუსული ქსოვილებისაგან.

რელიგიურად ისინი იყვნენ ანიმისტები, განვითარებული შამანიზმით, რომელთა გადმონაშთები დღემდისაც შემორჩათ.

რუსები მათს პირველად შეხვდნენ XVII საუკუნეში. მჭიდრო კონტაქტები დაიწყო XIX საუკუნის შუახანებიდან, რაც წამსვე აისახა ამ პატარა ხალხზე.

საბჭოთა პერიოდში ნეგიდალები რუსებთან ერთად გააერთიანეს კოლმეურნეობებში, სწარაფი ასიმილაციის და ეკონომიური ექსპლუატაციის გაძლიერების მიზნით.

ენა შემონახულია მხოლოდ საყოფაცხოვრებო სფეროში, ძირითადად უფროსი თაობის ადამიანებში. ყველა ნეგიდალი ფლობს რუსულ ენას. უკანასკნელი მონაცემებით მხოლოდ 150 ნეგიდალი ფლობს სხვადასხვა დონეზე მშობლიურ ენას.

ნეგიდალებისა და მათი საავალალო მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო საშუალებებში არ არის რაიმე მასალები. ამიტომ შეიძლება დავასკვნათ ასეთი რამ: „ეს არის ხალხი, რომელიც პრაქტიკულად უცნობია. იწოდებიან ისინი ნეგიდალებად…
0

#107 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:55 PM

უდეგეელები:2002 წელს ითვლებოდა დაახლოებით 1700 (1970 – დაახლოებით 1500, 1989 წ. – დაახლოებით 2000), რომელთაც ეროვნება „უდეგეელი“ მიუთითეს, ერთია კი, რომ უდეგეელთა უმრავლესობა ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს და მთლიანად იქნენ ასიმილირებული რუსულ უმრავლესობასთან, რამაც მიიყვანა მკვეთრ შემცირებამდის მშობლიური ენის მატარებელთა რიცხვი. 2002 წლისათვის მხოლოდ 400 ადამიანმა აღიარა მშობლიურ ენად უდეგეური ენა, მეტწილად უფროსი ასაკის ადამიანებმა.

უდეგეელების კომპაქტური დასახლების ტერიტორია უხსოვარი დროიდან მდებარეობდა პრიმორსლის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ხაბაროვსკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად მთებში და სიხოტე ალინიას მთისწინეთში ან მდინარეების უსსურისა და ამურის მარჯვენა შენაკადებში.

დღევანდელ დღეს უდეგეელები გამოდევნეს მათი სამკვიდროებიდან, ისინი აიძულეს გადასახლებულიყვნენ ძნელად მისაღწევ ადგილებში. საბჭოთა ხელისუფლებამ, იმის გარდა რაც მათ ცარიზმმა დამართა, ჩაითრია კოლექტივიზაციის მორევში. დღეს ყველაზე დიდი უდეგეური მონოეთნიკური დასახლება არის სოფელი აგზუ.

აზგუ – სოფელი პრიმორსკის მხარის ტერნეისკის რაიონში, პრიმორიის ყველაზე ჩრდილო დასახლებული პუნქტი, უდეგეელი ხალხის უმთავრესი დასახლება.

სოფლის მოსახლეობა – 171 კაცი (2005), მათგან დაახლოებით 140 კაცი – უდეგეელი.

„ცზინ“-ში („ცზინის იმპერიის ისტორია“ შედგენილი 1345 წ.) ნათქვამია, რომ ცზინის იმპერიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მოსახლეობდნენ „უდეგაის ველური ადამიანები“. ეს არის პირველი ჩვენამდე მოღწეული ცნობა უდეგეს შესახებ.

რუსები უდეგეელებს 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში „გაეცვნენ“ ამურისპირეთის და ზღვისპირეთის დაპყრობასთან დაკავშირებით. ამ პერიოდისათვის ისინი განსახლებულები იყვნენ მდინარეების ნაპირებზე, რომლებიც იაპონიის ზღვაში ჩაედინებოდნენ.

რუსი ოკუპანტების კოლონიალიზაციის შედეგად ადგილობლივი მოსახლეობის განსახლების არეალი გამუდმებით მცირდებოდა. XX საუკუნის დასაწყისისათვის ჯერ კიდევ იყო მათი დასახლებები კონცენტრირებული და ერთმანეთს ემეზობლებოდნენ და მიმდინარეობდა გარდატეხები მათს გვაროვნულ წყობილებაში. ჯერ კიდევ არის შემონახული გვაროვნული წყობის გადმონაშთები: ლევიტატასა და ავანკულატას ადათები, სისხლიანი შურისძიება, გვართაშორისი ცეცხლის კულტი, პირველყოფილი კოლექტივიზმის სხვადასხვაგვარი ფორმები.

1897 წელს ისინი 1841 იყვნენ. მეზობელი თემების სათავეში არჩეული იყვნენ უხუცესები, რომელთაც ამტკიცებდა რუსული ადმინისტრაცია და უთანაბრდებოდნენ უძველესი მამასახლისის უფლებებს.

რუსეთის ფედერაციის ჩამორჩენილი პატარა ხალხების შემთხვევაში, ყურადღებას იქცევს მშობლიური ენის პრობლემა. საველე გამოკვლევების თანახმად დღეს მხოლოდ 40 კაცია უდეგეური ენის მცოდნე.

გამოიყოფა ორი დიალექტი – ხორულ-ანიუური და ბიკინურ-იმანური, განხვავება მათ შორის უმნიშვნელოა და მოიცავს ფონეტიკასა და ლექსიკას, რაც აიხსნება წარსულში ჩინურთან მჭიდრო კონტაქტებით ბიკინურ-იმანური დიალექტის გავრცელების ზონაში.

დღევანდელ დღეს უდეგეური ენა გამოიყენება მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებში სასაუბროდ.

დამწელობა ლათინურ ანბანზე ედეგეურმა ენამ პირველად მიიღო XX-საუკუნის 30-იან წლებში. ოცდაათიანი წლების ბოლოს, ისევე როგორც სხვა ენებისა, დამწერლობა გადავიდა რუსულ ანბანზე, რამაც სხვათა მსგავსად გავრცელება ვერ ჰპოვა და დაიკარგა.

უდეგეური მწერლობის შექმნის საკითხი განიხილებოდა 80-იანი წლების შუახანებში, მაგრამ არ გადაჭრილა ცივილიზებული გზით. პირველი ლინგვისტური მონაცემები გაჩნდა ი.პ. ნადაროვის ნაშრომში „ჩრდილო-უსურული ენები“ (ნადაროვი 1887 წ.). შემდეგ პერიოდში სახელდება ათამდე ნაშრომი.

აწმყოში რუსმა ექსპლუატატორებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ გაანადგურონ უდეგეური ხალხი. კერძოდ, საუბარი ეხება ბუნებრივი რესურსების მიტაცებასა და ძარცვას. როგორც ნივხების შემთხვევაში, ამან გამოიწვია მთელი რიგი შეჯახებები. ბრძოლა ახლაც არ წყდება.
1

#108 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:57 PM

იტელმენები – კამჩატკის ნახევარკუნძულის ერთერთი მკვიდრი მოსახლეობაა. ბინადრობენ ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით (კამჩატკის მხარის ტიგილსკის რაიონი, 1179 კაცი) და მაგადანის ოლქში (509 კაცი). ენა – იტელმენური. სახელწოდება წარმოსდგება ეთნონიმ „იტენმენ“-ის (“ნაღდი“, „აქ მცხოვრები“) რუსული ადაპტაციის შედეგად. ხალხის საერთო რაოდენობა არაუმეტეს 2 500 კაცისა.
იტელმენური ენის გენეტიკური კუთვნილება ზუსტად არ არის დადგენილი. ერთი ჰიპოტეზით, ეს განკერძოებული ენაა, მეორეთი კი შეადგენს განცალკევებულ შტოს ჩუკოტკურ-კამჩატკური ენებისას.
იტელმენები ცხოვრობენ კამჩატკის ნახევარკუნძულზე და ითვლებიან ამ ნახევარკუნძულის აბორიგენ მოსახლეობად. ნახევარკუნძულის სხვა მობინადრე ხალხები – კორიაკები და აინები – იქ გვიან მივიდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის მათი რაოდენობა ითვლიდა 12 ათასიდან 15 ათასამდე იტელმენს. ენა იყოფა ურთიერთ გასაგებ სამ დიალექტად (აღმოსავლურ, დასავლურ და სამხრეთულ). XIX საუკუნის დასაწყისისთვის ეპიდემიების შედეგად მათი რაოდენობა შემცირდა 2000-მდე. XX საუკუნის დასაწყისისთვის მოაღწია მხოლოდ ერთმა დასავლურმა დიალექტმა. დღეს იტელმენები ძირითადად ცხოვრობენ ტიგილსკის რაიონის ორ დასახლებაში. სხვა იტელმენური ოჯახები ამ რაიონში ცხოვრობენ განცალკავებულად. 2002 წლის მონაცემებით იტელმენურ ენას ფლობს 375 კაცი. მაგრამ მათ მშობლიური ენა იციან ძალზედ ცუდად, ვიდრე რუსული. სხვა მონაცემებით 1989 წლისათვის ენას ფლობდა 100 კაცი. მშობლებიდან შვილებისათვის იტელმენური ენის გადაცემა შეწყდა 60 წლის უკან, დღევანდელ დღეს ენას ფლობს მხოლოდ ყველაზე უხუცესი ადამიანები.
იტელმენების ჩამოყალიბება დაკავშირებულია მოხეტიალე მონადირე-მეთევზეების მეზეოლითურ კულტურასთან, რომელიც დამახასიათებელია მეტად ფართო ტერიტორიისათვის. ამ კულტურის საწყისები ამოდიან მონღოლეთის უკიდურესი აღმოსავლეთის რაიონებიდან, საიდანაც ის მოგვიანებით გავრცელდა აღმოსავლეთ ციმბირისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის დიდ ტერიტორიაზე. ადრეულ ნეოლითში აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჩამოყალიბებას იწყებენ ადგილობრივი რეგიონალური კულტურები. ერთერთი მათშორის მოიცავდა კამჩატკის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ამ კულტურის მატარებელი იყვნენ ძველი იტელმენები. მაგრამ იტელმენებს გააჩნია სხვა გენეტიკური საწყისებიც. იტელმენების მარავალი კულტურული თავისებურებები ატარებენ სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოს ანაბეჭდებს, მათ ანათესავებენ ამურისპირეთის, ზღვისპირეთის და ჩრდილოეთ ამერიკის ხალხებთან.

XVII საუკუნის ბოლოსათვის მათი საერთო რაოდენობა აღწევდა 12-13 ათას კაცს. კამჩატკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისას იტელმენური ჯგუფების უმრავლესობა მოექცნენ რუსებთან ინტენსიური კონტაქტების ზონაში. კაზაკებთან საომარი შეჯახებების, ტომთაშორისი მტრობისა და ეპიდემიების შედეგად მათი რაოდენობა სწრაფად შემცირდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ასიმილაციის პროცესი გაძლიერდა. იტელმენების ასიმილაციის პროცესი ნელა მიმდინარეობდა დასავლეთის სანაპიროებზე. XIX საუკუნის შუახანებისათვის მათ შეინარჩუნეს მშობლიური ენა, ტრადიციული კულტურის მრავალი ელემენტი.

ეთნოსოციალური ვითარება იტელმენურ სოფლებში არაფრით გაირჩეოდა კორიაკის ავტონომიური ოლქის სხვა ნაციონალური სოფლების ვითარებისაგან.
ქვეყანაში იტელმენებმა ერთერთმა პირველებმა შექმნეს თავიანთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია – კამჩატკის იტელმენების აღორძინების საბჭო –„ტხსანომ“-ი. აქტიურად ჩაერთვნენ ჩრდილოეთის, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ხალხების საერთო მოძრაობაში. საბჭოს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება – იტელმენთა ეთნოსის კულტურის აღორძინება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ეროვნული დაწესებულებების შექმნა ტრადიციული საქმიანობების და ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების საფუძველზე.
იტელმენი მკვლევარის ლ. სმირნოვას ნაშრომიდან: „იტელმენები – ერთერთი უძველესი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩრდილოეთის მცირერიცხოვანი ხალხი. არქეოლოგიური გათხრებია ანალიზი კამჩატკაზე აჩვენებს, რომ იტელმენური კულტურის ყველაზე უძველესი ძეგლი 5200 წლისაა.

მცირერიცხოვნობის გამო იტელმენებს არ გააჩნიათ თავიანთი ავტონომია, უმეტესწილად ისინი ცხოვრობენ კორიაკების აო_ში.
იტელმენი ხალხის ზურგზე გადაიარა რუსული იმპერიალიზმის გაუგონარმა სისასტიკემ, მტარვალი კაზაკები შეცვალა სასულიეროებმა, რომლებიც თავიანთი გადასახადებით სულს ხდიდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

სამწუხაროდ, იურიდიულად „ტხსანომის“ ტრადიციული ბუნებათსარგებლობის ტერიტორიამ მცირე ხნით იარსება. 2000 წლის 7 დეკემბერს კორიაკების ავტონომიური ოლქის ახლადარჩეულმა გუბერნატორმა გააუქმა თავისი წინამორბედის დადგენილება ამ გაერთიანების შექმნის შესახებ.
1

#109 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 09:58 PM

ნივხები – ხალხი რუსეთის ფედერაციაში. განსახლებულნი არიან კუნძულ სახალინის ჩრდილოეთ ნაწილში და მდინარე ტიმის აუზში, აგრეთვე ქვემო ამურზე. 2002 წლის აღწერის მასალები მოწმობენ, რომ 5105-მა ადამიანმა უწოდა თავის თავს ნივხი, ე.ი. ნივხების რიცხვი რამდენადმე გადაჭარბებულია, 1989 წლის შედეგების შედარებისას – 4631 კაცი. ნივხები იყოფიან ორ მნიშვნელოვან ჯგუფად – ამურელებად და სახალინელებად, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთურთისაგან. ერთია, არ ეგების დავიწყება, რომ ნივხების უმრავლესობა წარმოსდგება შერეული ქორწინებებიდან. შერეულ ოჯახებში ბავშვებს ეკუთვნებათ ეროვნება „ნივხი“, რაც მათ აძლევს უფლებას ისარგებლონ შეღავათებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ მცირე აბორიგენ ხალხებს. შერეული ოჯახები ასეთია: ნივხები და აინები, კორეელები, ჩინელები. XX ს. მეორე ნახევარში კი გაჩნდნენ ნივხ-მორდვინული და ნივხ-უგდეური ოჯახები.

ნივხები ეკუთვნიან დიდი მონღოლოიდური რასის, ჩრდილო-აზიური რასის ცენტრალურ-აზიურ ტიპს. ჩუქჩებთან, კორიაკებთან და ჩრდილო-აღმოსავლეთის სხვა ხალხებთან ერთად შედიან პალეოაზიატურ ჯგუფში. თვითწოდება – ნივხგუ (ადამიანი). ძველი სახელწოდება – გლიაკები. ეს ეთნონიმი ფართოდ გამოიყენებოდა XX ს. 30-იან წლებამდის. მოხუცი ნივხების ნაწილი თავის თავს დღესაც გალიაკებს უწოდებს. რუსები გალიაკებს ნივხების გარდა უწოდებდენ აგრეთვე ილჩებს, ნეგდიალებს და ევენკების ნაწილს. ლაპარაკობენ ნივხურ ენაზე, გააჩნიათ ორი დიალექტი: ამურული და აღმოსავლეთ სახალინური. ნივხური ენა კეტურთან ერთად განეკუთვნება განცალკავებულ ენებს. ძლიერია რუსიფიკაცია, ნივხური ენა მშობლიურად დაასახელა ნივხების მხოლოდ 23,3%. 1953 წლიდან მწერლობა ხორციელდება რუსული ალფავიტით.

ნივხები პირდაპირი შთამომავლები არიან სახალინისა და ამურის ქვემოწელის უძველესი მოსახლეობისა. ადრე განსახლებულები იყვნენ შედარბით ფართე ტერიტორიაზე. მათი განსახლების არეალი აღწევდა მდინარე უდის აუზს, რასაც ადასტურებენ ტოპონიმები, არქეოლოგიური მასალები და ისტორიული დოკუმენტები.

არსებობს მოსაზრება, რომ ნივხების, ჩრდილო-აღმოსავლეთის პალეოაზიატების, ესკიმოსებისა და ამერიკელი ინდიელების წინაპრები – არის ერთი ეთნიკური ჯაჭვის რგოლი, რომელიც შორეულ წარსულში მოიცავდა წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლურ ნაპირებს. ნივხების დღევანდელ ეთნიკურ სახეზე დიდი გავლენა მოახდინეს მათმა ეთნოკულტურულმა ურთიერთობებმა ტუნგუსურ-მანჯურიულ ხალხებთან, აინამებთან და იაპონელებთან.

პირველმა რუსმა კოლონიზატორებმა ნივხები გაიცნეს XVII ს. პირველ ნახევარში. ნივხების რაოდენობას რუსები XVII საუკუნეში აღწერდნენ 5 700 კაცით. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსებსა და ნივხებს შორის ურთიერთობა წყდება და ახლდება XIX საუკუნის შუახანებში, როდესაც გ. ნეველსკის, ცარიზმის სისხლიანი სატრაპის ამურის ექსპედიციამ სახალინი რუსეთს მიუერთა. XIX საუკუნის შუახანებისათვის ნივხებმა შეინარჩუნეს პირველყოფილი და გვაროვნული წყობის გადმონაშთები. მათში არსებობდა იროკეზული ნათესაობის სისტემა. თითოეული გვარის წევრებს გააჩნდათ საერთო გვაროვნული სახელწოდება. გვარი ასრულებდა თვითმმართველობის ფუნქციებს და შედგებოდა მრავალოჯახიანი ერთობისგან და აგრეთვე განცალკავებული ოჯახებისაგან. გვარი იყო ეკზოგამური (ე.ი. იკრძალებოდა სისხლისმიერი ან ლოკალური ქორწინებები – მთარგ.) ქორწინების კლასიკური ფორმა – ქორწინება დედის ძმის ქალიშვილზე (? – მთარგ.). თითოეულ გვარს ჰქონდა საკუთარი ტერიტორია. დღესაც კარგად ახსოვთ ნივხურ ოჯახებს მათი გვაროვნული სახელწოდებები და ტერიტორიები, რომლებიც მათ გვარებს ეკუთვნოდათ. სახალინისა და ამურის ქვემოწელის რუსულმა კოლონიზაციამ იქონია დამღუპველი გავლენა ნივხების სოციალ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე.

ჯგუფის ეთნიკურ თვითშეგნებაზე საგანგეოდ ძლიერ იმოქმედა რუსების მიერ ნივხების აღქმამ. ბევრმა მოზარდმა გაიარა ინტერნატები საიდანაც თავიანთ თავზე როგორც ხალხზე გამოჰქონდათ შემდეგი წარმოდგენა: ნივრები –„სახით ულამაზონი“, „ნაკლებ უნარიანი“, „არ უყვართ მუშაობა“ და ა.შ. ეს ართულებს ეთნიკურ კონსოლიდაციას: ეთნიკური იდენტიფიკაციის მარკერები გადაჭარბებულად უარყოფითად არის შეფერილი.

ჩრდილოეთის, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის მკვიდრი მცირე ხალხების ასოციაციის და კომპანია „სახალინენერგოს“ მხარდაჭერით გამოდის ყოველთვიური გაზეთი „ნივხ დიფ“, რომელიც მასალის ნაწილს ნივხურ ენაზე აქვეყნებს. დაწყებით სკოლაში ნივხური ენა ისწავლება 1988 წლიდან, მაგრამ ამგვარი სწავლების ეფექტურობა ძალზედ დაბალია, რაც განპირობებულია მთელი რიგი მიზეზებითა და ხელისუფლების მხრიდან წინაღობებით.

სკოლებში გადაიცემა მეცადინეობები „ხალხთმცოდნეობა“, ეს მეცადინეობები შედარებით ეფექტურია, ვიდრე პირველი.

აღწერების მონაცემები უჩვენებენ არა მარტო რუსული ენის გავრცელებას ნივხებს შორია, არამედ იმ ადამიანთა რიცხვის მკვეთრ შემცირებას, ვინც ნივხურ ენას მშობლიურად ან მეორე ენად მიიჩნევს. 1989 წლის აღერის მონაცემებით სახალინზე მათი საერთო რაოდენობა 2008 კაცი, მათშორის მშობლიურ ენაზე არ საუბრობა 1561 კაცი, საუბრობს 447 კაცი (281 ქალაქელი, 167 სოფლელი, ერთენოვანი 26, ორენოვანი 421), ლაპარაკობს როგორც მეორე ენაზე 46 კაცი.

საზოგადოების ახალგაზრდა წევრთა შორის უმეტესწილად შესამჩნევია იმ ადამიანთა რიცხვის შემცირება, რომლებიც ფლობენ ნივხურ ენას. თავიანთ თავს ნივხს უწოდებს.

1989 წელს ნივხების ნახევარი ქალაქის მოსახლეობა იყო. სახალინზე ნივხების 55,6 % ცხოვრობდა ქალაქში ხაბაროვსკის მხარეში 44,2%. დასახლებულ პუნქტებში მათი რაოდენობა შეადგენს საერთო მოსახლეობის 1%.
0

#110 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 10:01 PM

კარელია
მიუხედავად მოკრძალებული მასალებისა, შესაძლებელია ვამტკიცოთ, რომ კარელია ადრე სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო – კარელიის სამთავრო –იყო, რომელიც მოგვიანებით შევიდა განსაკუთრებულ კავშირში ნოვგოროდის რესპუბლიკასთან (რომელიც მუხანათურად იყო დაპყრობილი და შეერთებული მოსკოვიასთან). მოგვიანებით კარელები განიცდიდნენ ეკონომიკურ ჩაგვრას რუსეთის მხრიდან, ერაერთხელ იფეთქებდა განმანთავისუფლებელი ამბოხებები.

კარელია მუხანათურად იყო დამორჩილებული და საბოლოოდ მოსკოვთან მიიერთებული მხოლოდ 1475-1478 წ.წ. რუსეთის ეროვნული, რელიგიური და ეკონომიკური პოლიტიკა დაპყრობილ მიწებზე კარგად არის ცნობილი. ამასთან დაკავშირებით საჭოროა ავღნიშნოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა კარელების ნამდვილ ეროვნულ ტრაგედიას, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა მშობლიური ადგილები, რათა გადაერჩინა საკუთარი სიცოცხლე და გადასახლდნენ ფინეთში, მათ მშობლიურ მიწაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. ასე მიმდინარეობდა მკვიდრი მოსახლეობს გამდევნა მათი ეთნიკური ტერიტორიიდან. და ეჭვგარეშეა, კარელებს უფლება აქვთ ადექვატური წინააღმდეგობა გაუწიონ ოკუპანტებს – წყეულ რუს დამპყრობლებს, რომლებიც აუცილებლად პასუხს აგებენ ყოველი მათი სისხლიანი ბოროტმოქმედების გამო. ნათქვამს საჭიროა დავამატოთ ლინგვისტიკური და კულტურული გენოციდის ფაქტები, მაშინ სურათი სრულყოფილი იქნება… ახლა გადავიდეთ ისტორიული ფაქტების გადმოცემაზე…

ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულში მიმდინარეობდა ძველკარელიური ხალხის ფორმირება – იწყებოდა დამახასიათებელი განსაკუთრებულობების ჩამოყალიბება, რომლებიც შემდგომ კარელებს გამოარჩევენ ვეპსებისაგან, თუმც ისინი ცხოვრობდნენ (და ცხოვრობენ) ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში და მრავალი საუკუნის განმავლობაში ურთიერთობები ჰქონდათ სხვა ხალხებთან.

კარელები ხანგრძლივად განიცდიდნენ მძიმე გამოცდებს, მაგრამ მათ შეინარჩუნეს თავიანთი ენა, წეს-ჩვეულებები, გადმოცემები, ზღაპრები, გამოცანები, უმდიდრესი ფოლკლორულ-ეპიკური ტრადიცია, ე.ი. კულტურის ყველა გამოვლინება, რომლებიც წარმოადგენენ ეროვნულ განსაკუთრებულობებს.

ადრეულ შუასაუკუნეებში კარელებისათვის დამახასიათებელი იყო გვაროვნული ურთიერთობების გადმონაშთები, ამასთან ერთად არსებობდა რთული სოციალური ორგანიზაციაც, რომელიც იძლეოდა უპირატესობას სხვა ხალხებთან წინააღმდეგობებში. დაახლოებით VI საუკუნეში მათი შემადგენლობიდან გამოყოფილ იჟორებთან განსხვავებით, რომლებმაც შეინარჩუნეს უხუცესების მიერ მართული გვაროვნული წყობა, კარელები უკვე VII საუკუნეში ირჩევდნენ მთავრებს, რომლებიც ატარებდნენ კარელულ ტიტულს ვალიტს. არჩეული მთავრები თავდაპირველად ხელმძღვანელობდენ მხოლოდ ამომრჩეველი მოსახლეობის სამხედრო საქმეებს და არ იყვნენ ფეოდალები, არც სუვერენული ხელმწიფენი, მათი ტიტული არ იყო შთამომავლობითი. ამას გარდა, გვიანდელ შუასაუკუნეებამდე შენარჩუნდა მთავრებისა და უხუცესების, რომლებიც აგრეთვე ატარებდენ ვალიტების ტიტულს, ფუნქციების შეთავსების პრაქტიკა. ამიტომ რთულია განვსაზღვროთ, საკუთრივ როდის ჩამოუყალიბდათ ფეოდალური სახელმწიფო შუასაუკუნეების კარელებს. თავიდანვე ყოველი ხედვით არსებობდა მრავალი წვრილი სამთავრო, შინაგან საქმეებში სრულიად თვითმყოფადი, მაგრამ საერთო წეს-ჩვეულებებით დაკავშირებულნი, რომლებიც აერთიანებდათ უცხოელი მტრების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ვალიტები ხელმძღვანელობდნენ კარელებში არსებულ საერთო სახალხო რაზმების და დაქირავებული დრუჟინების ლაშქრობებს ახალი მიწების მისაერთებლად (როგორც წესი ეს იყო ლაშქრობები ლოპარების დამორჩილების მიზნით. ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე ვალიტების ხელისუფლება არ იყო შეზღუდული უხუცესთა ავტორიტეტით და იყო აბსოლუტური).

ადრე ვარაუდობდნენ, რომ ძველი კარელიური სამთავროები წარმოიქმნებოდა ეთნიკური პრინციპით –ეს იგი ის იყო პროტოსახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ე.წ. ხუთი „კარელიის შვილების თემი“ – კარელიის გამაერთიანებელი ხუთი მსხვილი ტომი. გამოკვლევების შედეგად ნათელი გახდა, რომ ამ თემებს ჰქონდათ ისეთი მნიშვნელობა, როგორც კასტებს ინდოეთში, ესე იგი კარელიური სამთავროები თავიდანვე პოლიტიკური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები იყვნენ, ჩამოყალიბებულნი გეოგრაფიული და არა ეთნიკური პრინციპით. მასში მოსახლეობდნენ როგორც კარელები, აგრეთვე ფინურ-უგორული წარმომავლობის სხვა ხალხების წარმომადგენლები (იჟორები, სიმი ემი, ვესი, ლოპი) აგრეთვე სალვიანები.

VII საუკუნის დასასრულს დასავლეთის კარელიური სამთავროები დაიპყრო დანიელმა კონგურმა და შეუერთა მის სახელმწიფოს, სრულიად კარელიელი ვალიტების კავშირთან ბრძოლაში ის დამარცხდა და მოკლეს. VIII-IX საუკუნეებში როგორც საერთოკარელიური ცენტრის ხარისხში მაღლდება კორელა, და ამ ქალაქის ვალიტი ითვლება სხვა დანარჩენ ვალიტებს შორის უფროსად. თანდათანობით მცირე ვალიტებისა და სამთავროების ცენტრალიზაციის შედეგად ყალიბდებიან უფრო მსხვილები, მათ შორის უმთავრესად ითვლებოდა თვით კარელია –კარელ. Varšinaiš Karjala დედაქალაქით კორელი. ვიბორგში და ტივერში იქმნებოდა ანალოგიური მსხვილი სამთავრო ცენტრები გამაგრებული ციხესიმაგრეებით, მაგრამ მათი ჩამოყალიბება შეწყვეტილ იქნა შვედეთის ექსპანსიის მიერ. რის შედეგადაც ვიბორგის სამთავრომ შეწყვიტა თავისი არსებობა, ტივერის სამთავრო კი შევიდა საკუთვრივ კარელიის შემადგენლობაში, თუმც ტივერის სამთავრო ტახტი შენარჩუნდა 1441 წლამდის. „საგა ხალვდანის, ეისტეინის ძის შესახებ“-ის მიხედვით კარელია X საუკუნეში უკვე იყო სრულად ცენტრალიზებული სახელმწიფო.

ბალტიკაში შვედეთის და დანიის აქტიურობის შედეგად კარელიის სამთავროები ესწრაფვოდნენ ნოვგოროდთან კავშირს და უკვე XI საუკუნეში ლაშქრობებში არაერთხელ მონაწილეობდნენ კიევის რუსეთის ჯარები, იაროსლავ ბრძენის შემდეგ კი მისი ძის ვლადიმირის ხელმძღვანელობით. 1042 წელს ვლადიმირმა მოლაპარაკებით დაადგინა საზღვარი შვედებთან მდინარე კიუმთან ვიბორგის დასავლეთით. იმავ დროს მცირე სამთავროები სულ უფრო და უფრო ინტეგრირდებიან ერთიან კარელიურ სახელმწიფოში, თუმც ჯერ კიდევ ნარჩუნდება მკვეთრი დანაწევრება საკუთვრივ კარელიასა და სხვა ტერიტორიებს შორის, საკუთვრივ კარელიის ჩრდილოეთით ყალიბდება მეორე მსხვილი კარელური სამთავრო – სავო სავოლასკი). XII-XIII საუკუნეებში საკუთვრივ კარელია და სხვა წვრილი სამთავროები, რომლებიც აღიარებდენ მისი ვალიტის უფროსობას თანდათანობით ინტეგრირდებოდნენ ნოვგოროდის რესპუბლიკის შემადგენლობაში მოკავშირეთა ხარისხით (ფედერატებად). იმავდროულად არ სუსტდებოდა ნატური შვედებიც. 30 წლის პერმანენტული ომების შემდეგ კარელიის განაპირა მხარეში 1323 წელს შვეციასა და ნოვგოროდს შორის დადებულ იქნა „სამუდამო“ ორეხოვის ზავი. ზავის შედეგად ნოვგოროდი შვედეთს უთმობდა საკუთვრივ კარელიის ნაწილს მდინარე სესტრამდის, აღიარებდა შვედეთის ხელისუფლებას სავოლკასზე და სამხრეთ ბოტინიის მცირე სამთავროებზე. მაგრამ საკუთვრივ კარელიის შემადგენლობაში შევიდა ბოტინიის ჩრდილოეთი ტერიტორიები, თითქმის მთელი ლაპლანდია, პოლარეთისპირეთის ტერიტორიები, პომორია და პრიონეჟიე. საბოლოოდ ოფიციალურად გამყარდა სრულიად კარელიის ნახევრად ვასალური დამოკიდებულება ნოვგოროდთან მიმართებაში.

კარელიის სამთავროს ნაწილები ნოვდოროდის ხელისუფლების ქვეშ ინარჩუნებდნენ კარელიურ თვითმმართველობას კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში. ერთია რომ ნოვგოროდი უკვე ღიად იგნორირებდა კარელიის ავტონომიას და 1333 წელს მორელი თავისი განაპირა რაიონებით გადასცა მთავარ ნარიმუნდ გედინმინოვიჩს.

შედეგად, 1337-1338 წლების ზამთარში იყო უკანასკნელი მცდელობა კარელიის სუვერენიზაციისა – კორელში ვალიტმა საიდუმლოდ მოიწვია შვედები, მათი დახმარებით განდევნა მცირერიცხოვანი ნოვგოროდელები და ლიტველები. ამის შემდეგ კი კორელიდან გაყარა თვით შვედებიც, და ისარგებლა რა გაყინული ტბებით, მივიდა ვიბორგამდის და შეეცადა მის აღებას. ამ დროისათვის პრონობგოროდულმა პარტიამ მოაწყო ამბოხი, რის შედეგადაც კარელიის სამთავროს ავტონომიის, როგორც ნოვგოროდის საუკუნოვანი მოკავშირისა ლიკვიდირებულ იქნა საბოლოოდ.

ამ დროიდან ყალიბდებოდა წინაკლასობრივი სიტუაცია – კარელიის სამთავრო გახდა ნოვდოროდის მიწის შემადგენელი სამთავრო და მისი ტერიტორია ადმინისტრაციულად დაყოფილ იქნა ვოდისა და ობონიეჟის პიატინებს შორის. მაგრამ ამასთანავე სამთავროს ტერიტორიაზე მცხოვრები კარელები აგრძელებდენ თავიანთ ვალიტისადმი მორჩილებას. კორელს საბოლოოდ განუმტკიცდა ნოვგოროდის „პრიგოროდის“ სტატუსი, ვალიტები ამ დროიდან ინიშნებოდნენ ნოვგოროდის მიერ და მიიღეს ქვეშევრდომთა სტატუსი. ამასთანავე ვალიტები აგრძელებდნენ კარელიის სამთავროს ტერიტორიების გაფართოებას, კერძოდ, შემოერთებულ იქნა კოლის ნახევარკუნძული და თანამედროვე ნორვეგიის პოლარეთი.

თავისი მაქსიმალური გაფართოების პერიოდში კარელიის სამთავრო მოიცავდა დღევანდელი კარელიის და მურმანსკის ოლქის მთელს ტერიტორიას, ფინეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ გუბერნიებს, პოლარული ნორვეგიის ნაწილს, აგრეთვე ლენინგრადის, ვოლოგდის არხანგელსკის ოლქების ნაწილს.

1478 წელს კარელიის სამთავრო ნოვგოროდის მიწასთან ერთად ივან III მიერ მიერთებულ იქნა მოსკოვის სახელმწიფოსთან, სისხლიანი აგრესიის შედეგად.
1

#111 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 08 July 2010 - 10:02 PM

კარელიის ყელის, ჩრდილოეთის ლადოგისპირეთის და სხვა ტერიტორიების მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც ფინეთს ჩამოცილდა მოსკოვის სამშვიდობო ზავის შედეგად, რომლითაც დასრულდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი (1939-1940). შედეგად გადასახლებულ იქნა 422 ათასი ადამიანი, რაც დაახლოებით ფინეთის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენდა.

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის დროს (1941-1944) დაახლოებით 260 ათასი ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში. მხოლოდ 1944 წლის ივლისში, როდესაც ეს ტერიტორიები საბოლოოდ ოკუპირებულ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ, ისინი იძულებულნი გახდენენ ხელმეორედ გადასახლებულიყვნენ.

პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაამტკიცა ამ ტერიტორიების ფინეთისაგან მოწყვეტა. ევაკუირებული მოსახლეობა განსახლებულ იქნა ფინეთის შიგა რაიონებში.
0

#112 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ვეფხვი Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 780
  • რეგისტრაცია: 05-March 09

Posted 10 July 2010 - 02:26 PM

View Postflortelis, on 08 July 2010 - 10:02 PM, said:

კარელიის ყელის, ჩრდილოეთის ლადოგისპირეთის და სხვა ტერიტორიების მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც ფინეთს ჩამოცილდა მოსკოვის სამშვიდობო ზავის შედეგად, რომლითაც დასრულდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი (1939-1940). შედეგად გადასახლებულ იქნა 422 ათასი ადამიანი, რაც დაახლოებით ფინეთის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენდა.

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის დროს (1941-1944) დაახლოებით 260 ათასი ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში. მხოლოდ 1944 წლის ივლისში, როდესაც ეს ტერიტორიები საბოლოოდ ოკუპირებულ იქნა საბჭოთა კავშირის მიერ, ისინი იძულებულნი გახდენენ ხელმეორედ გადასახლებულიყვნენ.

პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაამტკიცა ამ ტერიტორიების ფინეთისაგან მოწყვეტა. ევაკუირებული მოსახლეობა განსახლებულ იქნა ფინეთის შიგა რაიონებში.


ღმერთო ჩემო ამდენი შენ დაწერე? თუ საიდანღაც დააკოპირე??
0

#113 მომხმარებელი არაა ფორუმზე   annta Icon

  • გრძელფეხება ბულგარელი
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 12088
  • რეგისტრაცია: 13-December 08

Posted 11 July 2010 - 05:47 PM

View Postflortelis, on 08 July 2010 - 09:42 PM, said:

რა არის რუსეთი?
გეოგრაფია

რუსეთის ტერიტორიის 70% – ეს არის მიწათმოქმედების საშიში ზონა.

ეს ვერ გავიგე, იქნებ ამიხსნა.

სხვა ყველაფერი, რაც დაწერე რუსეთთან დაკავშირებით მომეწონა ძალიან. კარგია რომ დაპოსტე! :flowers:
War!
I am Fire!
”სმაილიკი” თვალში მედიდება...
0

#114 მომხმარებელი არაა ფორუმზე   flortelis Icon

  • Super Member
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 1988
  • რეგისტრაცია: 27-March 09

Posted 12 July 2010 - 12:40 AM

View Postვეფხვი, on 10 July 2010 - 02:26 PM, said:

ღმერთო ჩემო ამდენი შენ დაწერე? თუ საიდანღაც დააკოპირე??


კოპი-ა


View Postannta, on 11 July 2010 - 05:47 PM, said:

ეს ვერ გავიგე, იქნებ ამიხსნა.

სხვა ყველაფერი, რაც დაწერე რუსეთთან დაკავშირებით მომეწონა ძალიან. კარგია რომ დაპოსტე! :flowers:


ვერც მე გავიგე.მიწათმოქმედებისთვის საშიში უნდა ეწეროს ალბათ??? მაგრამ კიდევ უფრო გაუგებარია ჩემთვის. რადიაციული ნარჩენების სამარხია ანუ??? არ ვიცი მოკლედ... ისე ცოტა უზუსტობებია ამ სტატიებში. უფრო სწორედ ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემების შეჯერებისას შეცდომებია გაპარული.
პ.ს.60% ალბათ დასაჯერებელია.

------------------------------------------------------------------------


რუსეთი ფლობს :
გასასვლელს 3 ოკეანეზე
მსოფლიოში მეროე ადგილს ნავთობმოპოვებაში.
მარაგებს: რკინის, ქვანახშირის, ოქროს, ვერცხლის, ურანის..
ევროპული ნაწილის ჩერნაზემია-შავიმიწები,
საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი შეიარაღების მარაგებს, რომლის მხოლოდ ჯართის ფასი მილიარდებია.


ამის მიუხედავათ რუსეთის ეკონომიკა მინუსებშია

რანაირად ახერხებენ ესეთი ქვეყნის განადგურებას _ Eს ვერ გავიგე მე კიდევ.



_______________________________________________________________________________



”რუსეთს გაქრობა ელოდება” - ჯოზეფ ბაიდენის პროგნოზს, რუსეთის ნაწილი ეთანხმება
2009 წლის 07 08

ა.შ.შ. ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზეთ Wall Street Journal -ს ინტერვიუ მისცა, სადაც რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ანალიზი გააკეთა, რუსული მედიის დიდი ნაწილის აზრით, ჯო ბაიდენმა ”აპოკალიფსური სურათი” შემქნა, რომელშიც უფრო თავისი ”სურვილები” იყო ასახული ამ ქვეყნისადმი - ვიდრე ”რეალობა” ინტერვიუს კვალდაკვალ ატეხილ მედია-პანიკაში, რომელიც დღესაც აქტუალური იყო, რამდენიმე ”თვითკრიტიკული” შეფასებაც გაჩნდა, ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი ბაიდენის პროგნოზების ანალიზით დაკავდა და ფაქტობრივად, ყველა პუნქტში დაეთანხმა ”აპოკალიფსური მომავლის ალბათობას”

ა.შ.შ.-ს მთავრობაში მეორე პირის მთავარი თეზისი არის ის, რომ არ ღირს რუსეთზე ზეწოლის გაკეთება, რადგან ის დროთა განმავლობაში დათმობებზე მაინც წავა. დღეს კი ზედმეტი ზეწოლა გამოიწვევს "რუსეთის აგრესიას."


"რუსებს უმცირდებათ მოსახლეობა, ენგრევათ ეკონომიკა, მათი საბანკო სექტორი და ინფრასტრუქტურა ძლივს გაქაჩავს კიდევ 15 წელი, - ამბობს ბაიდენი, - მსოფლიოში სიტუაცია იცვლება, ისინი კი წარსულს ეჭიდებიან."

ბაიდენი პირველი არაა, რომელიც რუსეთს უახლოეს მომავალში დაღუპვას უწინასწარმეტყველებს. მათ შორის, ვინც ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში წინასწარმეტყველებდა სსრ კავშირის და რუსეთის დამხობას, ამერიკელი პოლიტიკოსები, გენრი კისინჯერი და ზბიგნევ ბჟეზინსკი იყვნენ, რომელთა პროგნოზი სწორი აღმოჩნდა. ორივე მათგანი ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ სსრ კავშირს დამხობამდე დარჩა 10 წელზე ნაკლები, მათი “წინასწიარმეტყველების” ახდენა - ვადების დაცვით მოხდა, სხვათა შორის, მათ შორის ვინც რუსეთის მომავალს ბუნდოვნად ხედავს, უცხოელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გარდა, რუსი მეცნიერ-დემოგრაფები და პოლიტიკოსებიც არიან.


Тихоокеанское информационное агентство «Острова», ცდილობს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის პროგნოზები ლოგიკურად და საღად გაანალიზოს. ბაიდენი რუსეთს მხოლოდ 15 წელს აძლევს. ვცადოთ, დავეყრდნოთ ხელმისაწვდომ სტატისტიკას, გავარკვიოთ, როგორი იქნება რუსეთი 2024-25 წლებში. ООН -ის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით – წერს იგი - 2025 წელს რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა 124,4 მილიონ ადამიანამდე დაეცემა (დღეს მათი რიცხვი 141,9 მილიონია). რუსეთში შობადობის რიცხვი არ აღწევს იმ რიცხვს რაც საჭიროა, უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ხოლო სიკვდილიანობა აჭარბებს ყველა ცივილიზებული ქვეყნების პარამეტრს.


დეპოპულაციის მთავარ ფუნდამენტალურ საბაბად სპეციალისტები თვლიან რომ, კატასტროფულად არაეფექტურია სოციალური დაცვის არსებული სისტემა და ჯანდაცვა, ასევე რუსეთის ეკონომიკური მოდელის არამდგრადობა და მერყეობა.

საკუთარ სახელმწიფოსადმი რწმენის დაკარგვა, შობს თვითმკვლელობათა ტალღას, ასევე დანაშაულს და ლოთობას. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება წელიწადში საშუალოდ 600-700 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. "როსპოტრებნადზორ"-ის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამოყენებული სუფთა სპირტი, შეადგენს 18 ლიტრს. ეს კი ორჯელ მაღალია, ვიდრე საჭიროა ნებისმიერი ერის გენოციდისთვის.

მოსახლეობის რიცხვის შემცირება რამდენიმე ხნის შემდეგ, გამოიწვევს იმას, რომ რუსეთში არ იქნება მუშახელი და არავინ იმსახურებს ჯარში. შემთხვევით არაა, რომ ლაპარაკობენ "ჩინეთის საფრთხეზე" ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში. ფედერალური მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე რომოდანოვსკი "Независимой газете" -სთვის მიცემულ ინტერვიუში ვერ შეძლო ჩინელი მიგრანტების ზუსტი ციფრის დასახელება, თუმცა განაცხადა: "ვფიქრობ, რომ 10 მილიონი ადამიანია." შედარებისთვის! გამოდის, რომ 15 წლის შემდეგ, მათი რიცხვი იმდენივე იქნება, რამდენიც დღეს რუსეთის მოქალაქეა. ეს მიწები კი რუსეთისთვის დაკარგული იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკას.
ევროკავშირის ექსპერტები რუსეთის პერსპექტივებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. ერთის მხრივ, ნავთობისა და გაზის დიდი მარაგის წყალობით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა ეკონომიკურ სფეროში საკმაოდ წარმატებული გახდეს. თუკი განვითარება ამ მიმართულებით მოხდება, 2025 წლისთვის, რუსეთი მიაღწევს ამ სფეროში იმ დონეს, როგორსაც იტალია და საფრანგეთი ერთად - დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს. თუმცა სხვა ქვეყნებიც არ იდგებიან ერთ ადგილზე..

მეორეს მხრივ, ეკონომიკაში გაზისა და ნავთობის როლი შემცირდება, რადგან იმავე ევროკავშირმა ამ წლის მარტში მიიღო პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში მათი რიცხვი სამჯერ შემცირდება. ამასთან ევროპელები თვლიან, რომ რუსეთი თანდათანობით დაკარგავს თავის პოლიტიკურ გავლენას. ცენტრალური აზიის ქვეყნები თავიანთ მზერას ჩინეთზე გადაიტანენ, როცა რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა და კავკასია მოექცევიან ევროკავშირისა და ნატოს გავლენის ქვეშ.

ასე, რომ თუ გადავხედავთ ჯო ბაიდენის სიტყვებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ის არც თუ ისე ცდება. ა.შ.შ ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ რეალობის კონსტატაცის ახდენს, რომელსაც შეეჯახება ეს ქვეყანა რამდენიმე წლის შემდეგ – ასკვნის რუსული ინტერნეტ გამოცემა და თვითკრიტიკულ სტილში განაგრძობს - ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთი სისუსტის გამო, იძულებული იქნება, შეამციროს თავისი ატომური პოტენციალი.

"ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ მის შენახვას", _ ფიქრობს იგი. სხვათაშორის, ამასწინათ, დასავლეთის პრესა წერდა, რომ რუსეთი ვერ გამოიყენებს ატომურ იარაღს ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ. მიზეზი უბრალოა: ხომ არ დაბომბავთ იმ ქვეყნებს, სადაც ინახება თქვენი მილიონები "შავი დღისთვის". და კიდევ, მოსკოვს მოუწევს ოსეთისა და აფხაზეთის "ჩაბარება", და თავისი გავლენის შემცირება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. "ძალიან ძნელია შეეგუო იმპერიის დანაკარგებს", - ამბობს ვიცე-პრეზიდენტი, და ასკვნის, რომ მიუხედავად ამისა, ეს მაინც გარდაუვალია.
0

#115 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Forve Icon

  • Confess, Sinner !!!
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7508
  • რეგისტრაცია: 15-October 07

Posted 13 July 2010 - 07:30 PM

ალბათ მიწათმოქმედებისთვის გამოუსადეგარი
თუმცა ამის პრობლემა არამგონია ქონდეთ
რადგანაც ტერიტორიის შეფარდებით თუ გავითვალისწინებთ მოსახლების რაოდენობას
ის დარჩენილი 30% იც სავსებით საკმარისია თუ მეტიც არა

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Forve: 13 July 2010 - 07:32 PM

0

#116 მომხმარებელი არაა ფორუმზე   startffwolf Icon

  • Newbie
  • Pip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 7
  • რეგისტრაცია: 17-July 10

Posted 17 July 2010 - 12:20 PM

რუსეთს უნდა საქართველოს დაპყრობა, და პატარა ტერიტორიებს იმიტომ იბყრობს რომ თქვან საქართველო რომ დამოუკიდებელია, ასეთ დღეშიაო მაგრამ არაფერი არ გამუოვათ.......
რუსეთი მალე დაიშლება პატარა ქვეყნებათ.......
0

#117 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ვეფხვი Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 780
  • რეგისტრაცია: 05-March 09

Posted 17 July 2010 - 03:59 PM

View Poststartffwolf, on 17 July 2010 - 12:20 PM, said:

რუსეთს უნდა საქართველოს დაპყრობა, და პატარა ტერიტორიებს იმიტომ იბყრობს რომ თქვან საქართველო რომ დამოუკიდებელია, ასეთ დღეშიაო მაგრამ არაფერი არ გამუოვათ.......
რუსეთი მალე დაიშლება პატარა ქვეყნებათ.......


აი თურმე რა ქონიათ ჩაფიქრებული...
ეს კიდე მიუხვდა...
0

#118 მომხმარებელი არაა ფორუმზე   modiliani Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 56
  • რეგისტრაცია: 12-August 10

Posted 14 August 2010 - 05:22 AM

ხალხს რას ვერჩი მარა დალშე სუ გადამწვარან
0

#119 მომხმარებელი არაა ფორუმზე   (((: Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderator Assistant
  • პოსტები: 4293
  • რეგისტრაცია: 30-September 07

Posted 27 August 2010 - 12:49 PM

გული გამისკდა ამ რუკას რომ შევხედე :user:


ცუდი ამბები ხდებაო :raviaba:
რაკეტები დაუდგიათ საქართველოს ტერიტორიებზე :user:
რა ხდება ნეტავ..
0

#120 მომხმარებელი არაა ფორუმზე   annta Icon

  • გრძელფეხება ბულგარელი
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 12088
  • რეგისტრაცია: 13-December 08

Posted 27 August 2010 - 02:36 PM

View Post(((:, on 27 August 2010 - 12:49 PM, said:

გული გამისკდა ამ რუკას რომ შევხედე :user:


ცუდი ამბები ხდებაო :raviaba:
რაკეტები დაუდგიათ საქართველოს ტერიტორიებზე :user:
რა ხდება ნეტავ..

რა რუკას შეხედე?
War!
I am Fire!
”სმაილიკი” თვალში მედიდება...
0

  • (4 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი