GOL.GE Forum: ასპერგერის სინდრომი. - GOL.GE Forum

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

ასპერგერის სინდრომი. უბრალოდ სხვანაირი ადამიანები.

#1 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Google.com Icon

  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 6931
  • რეგისტრაცია: 10-February 06

Posted 29 December 2009 - 03:04 AM

ასპერგერის სინდრომი საკმაოდ ჩახლართული ეტიოლოგიის მქონე აშლილობაა რომელსაც აუტიზმის ჯგუფს მიაწერენ. იშვიათად გვხვდება აუტიზმის სპექტრის სხვა აშლილობებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ შეხვედრიხართ ცხოვრებაში უცნაურ, ცივ, უხეშ, უხასიათო და მორიდებულ ადამიანებს რომლებთანაც რაღათქმაუნდა ურთიერთობა ვერ აეწყობოდა. ამ თემაში სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ მინდა მოგითხროთ თქვენს მიერ მათ ნორმალურად აღსაქმელად ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

როგორც წინასიტყვაობაში აღვნიშნე ასპერგერის სინდრომი აუტისტური სპექრის აშლილობაა რომლის დროსაც ადამიანებს აღენიშნებათ სოციუმის სხვა წევრებთან კომუნიკაციისა და სხვა სახის ინტერაქტიული ქმედების უუნარობა. ამასვე ემატება ობსესიურ-კომპულსურ სინდრომთან მიახლოებული ნიშანთვისებები და აუტიზმისათვის დამახასიათებელი საკითხის გვირაბისებური აღქმა. გვირაბისებური აღქმა საკუთარ თავში გულისხმობს გარკვეული საქმიანობისა თუ ნივთებისადმი არანორმალურ ინტერესს, საკითხში არანორმალურ ჩაფვლას. ასევე დამახასიათებელია მოტორიკული მოუქნელობა. დაავადება ვითარდება ბავშვობის ასაკიდან და მიმდინარეობს მდგომარეობის დამძიმებით რემისიების გარეშე. ასევე გვხვდება დაავადების განვითარების შემთხვევები გარდატეხის ასაკში, რასაც ტვინის ფორმირებას უკავშირებენ.

სინდრომის სახელი დამკვიდრებულია ავსტრიელი მეცნიერის(პედიატრი),ჰანს ასპერგერის საპატივცემულოდ, რომელმაც 1944 წელს აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი ,საკუთარი მდიდარი პრაქტიკიდან, რომლებსაც ახასიათებდათ არავერბარული(მიმიკა, ჟესტიკულაცია) ურთიერთობების განუვითარებლობა და ემპათიის(სხვა ადამიანის გრძნობების გაზიარება, თანაგრძნობა, მორალური კავშირი) არ ქონა ან სუსტი გამოხატვა. მისი კვლევები 15 წლის შემდეგ უმთავრეს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებად დამკვიდრდა ასპერგერის სინდრომის კვლევაში. მიუხედავად ჩამოყალიბებული დაგროვილი ინფორმაციისა დაავადებამ თავიდანვე გამოიწვია მსჯელობა თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ის აუტიზმის სპექტრს. ასევე უცნობია ზუსტი გამომწვევი მიზეზი, რადგან დაავადებულის ტვინის კვლევისას არანაირი ფიზიკური პათოლოგია არ აღინიშნება. ძირითადი თეორიის მიხედვით ასპერგერი მაინც გენეტიკურად განპირობებულ დაავადებად მიიჩნევა.
სამწუხაროდ ასპერგერის სინდრომი დრესდღეობით განუკურნებელ დაავადებად ითვლება, შესაბამისად არ არსებობს რაიმე სახის მედიკამენტი ან თერაპია მის დასაძლევად. შემუშავებულია მხოლოდ სიმპტომატიკის შემსუბუქებისკენ მიმართული ქცევითი ტრენინგები და აუტოტრენინგები. ზოგ შემთხვევაში ასპერგერის სინდრომით დიაგნოსტირებული პიროვნება ახერხებს აითვისოს სოციუმისთვის მიღებული ქცევა, მაგრამ ხშირად ა.ს.დ.-ს(ასპერგერის სინდრომით დაავადებული) უჭირს ადაპტირება გარემოსთან და მთელი ცხოვრება დამოკიდებულია სხვა ადამიანზე(ან ადამიანებზე.) ვერ ახერხებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, ჩაფლულია გაურკვეველ აკვიატებულ, რუტინულ პროცედურებში(ო.კ.ა.-სთვის დამახასიათებელი). ასევე არსებობს მეცნიერებისა და ადამიანების გარკვეული ჯგუფი რომლებსაც მიაჩნიათ რომ ასპერგერის სინდრომი არ არის გონებაშეზღუდულობა და არანაირ პრობლემას არ უქმნის ადამიანს. მათი აზრით ასეთი ადამიანები უბრალოდ განსხვავდებულად აღიქვამენ სამყაროს.
სოციალურ ურთიერთობათა სირთულეები.
ყველაზე მძიმედ სიმპტომებიდან შეიძლება ჩაითვალოს ემპათიის უნარის არ ქონა, ნორმალური ურთიერთობის უუნარობა.ასეთ ადამიანთან შეუძლებელია მეგობრობა რადგან მას არ აქვს ზოგადად მიღებული ინტერესები. ვერ რეაგირებს, ვერ აღიქვამს გარკვეულ მიღწევებს. არ შეუძლია ადამიანს გაუზიაროს აზრი მისთვის საინტერესო ნივთების ან მოვლენების შესახებ. თავადაც ნაკლებ აინტერესებს სხვა ადამიანის მოთხოვნილებები და რჩება შთაბეჭდილება რომ ეს ადამიანი უყურადღებო ან უხეშია. აუტიზმის სხვა ტიპებისგან განსხვავებით ასპერგერის სინდრომი არ მოიცავს საკუთარ თავში ადამიანის სრულ გარიყვას სოციუმისგან. ასევე არ აღინიშნება გონებრივი შესაძლებლობების ან მეტყველების უნარის დაქვეითება. ასეთ ადამიანს შეუძლია საკმაოდ ხანგრძლივი დიალოგი აწარმოოს მისთვის საინტერესო საგანზე, მაგრამ ამავე დროს ვერ აღიქვამს სწორად თანამოსაუბრის რეაქციას, ვერ გებულობს როდის უნდა გაჩერდეს,სიამოვნებს თუ არა ეს თემა თანამოსაუბრეს. ამ მოვლენას ეწოდება "აქტიური მაგრამ არანორმალური". ასევე დამახასიათებელია დანარჩენი სოციუმისთვის გაუგებარი ნივთებით დაინტერესება, მათი საშუალებით თამაში ან ამ ნივთებზე ინფორმაციის შეგროვება. მაგალითად ბავშვი რომელიც სწავლობს ვარსკვლევების სახელებს, აგროვებს ფირსაკრავის ფირებს, იცის ყველა ფოტოაპარატის მოდელი, სერია აწყობა და ა.შ. მაგრამ არ არის დაინტერესებული ასტროლოგიით, კონკრეტული მუსიკოსით(შესაძლოა ფირსაკრავი არც ჰქონდეს საერთოდ) ან ფოტოგრაფიით. ასეთი ხასიათის უცნაური გატაცებები დროთა განმავლობაში არ ქრება. შესაძლოა მათი შეცვლა ან კიდევ უფრო დამძიმება.

ერთერთი მთავარი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია ე.წ. რიტუალები. ანუ გარკვეული მოძრაობები(უაზრო/არაადექვატური) ან მათი ჯამი, რაც წააგავს ე.წ. "ტიკებს" მაგრამ მათგან განსხვავებით მეტი სირთულით გამოირჩევა და შესაბამისად რიტუალები ეწოდება. ეს მოვლენაც ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია დაავადების მიმართ სტიგმის განვითარებისა. მეტყველების უნარისა და ვერბალური კომუნიკაციების მძიმე დარღვევები არ აღინიშნება. ხშირად გვხვდება ზემდეტად მდიდარი ან პედანტური ხასიათის ლექსიკონი.

ა.ს.-თ დაავადებულ ადამიანებში არ გვხვდება მეხსიერების ან აზროვნების პრობლემები. პირიქით ასპერგერის შემთხვევაში ადამიანს გამძაფრებული აქვს დაკვირვებისა და ანალიზის უნარი. ჩატარებული ცდების შედეგად ა.ს.დ.- 70% უკეთ აღიქვამს სიტუაციაში ან გარემოში სხვისთვის თუნდაც უხილავ/უმნიშვნელო ცვლილებას.

ასპერგერის შმეთხვევებში ხშირად ვაწყდებით კონცენტრაციის უნარის დარღვევებს. რაც ძირითადად გამოიხატება სენსორულ-მოტორიკული და მხედველობითი პროცესების წარმოების შეზღუდვებში. მაგალითად გაურკვეველი, ცუდი ხელწერა. ან ველოსიპედის მართვის უუნარობა. ა.ს. ადამიანებს ახასიათებთ მოსვენების პრობლემები. ანუ უძილობა. თავად დაძინებისა და გამოღვიძების მომენტის სირთულეები რაც აიხსნება ემოციების გამოხატვის უნარის არ ქონითა და ცნს-ის გადატვირთვით. ა.ს. ძირითად შემთხვევებში ძინავთ არანორმალურად ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდით.

გამომწვევი მიზეზები როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე დღემდე უცნობია. არსებობს მრავალი თეორია, მათ შორის მეტი პოპულარობით სარგებლობს ტერატორენული და გენეტიკური ფაქტორების მოქმედება. ჰანს ასპერგერის კვლევებშივე ნახსენებია რომ ა.ს.-ით დაზარალებული ბავშვების მშობლების ნაწილსაც ჰქონდა ასპერგერის გარკვეული ნიშნები ან სრული სურათი. ამავე დროს თანამედროვე მეცნიერებამ გენეტიკური კვლევების შედეგად ვერ მიაგნო გენს ან გენთა ჯგუფს რომლებიც იწვევენ ასპერგერს. ანუ ვერანაირად ვერ დაუკავშირეს ასპერგერით დაავადებული სხვადასხვა ადამიანის მონაცემები ერთმანეთს, რაც შეიძლება ავხსნათ ალელური გენების თეორიით რის გამოც ვერ მოხდება იმავე კოდონის მაწარმოებელი გენების სხვა ფორმით ამოცნობა. ტერატოგენული თეორიის მიხედვით პრენატალურ პერიოდში ტერატოგენები ტერატომის გამომწვევი აგენტი/ იწვევს თანდაყოლილ სიმახინჯეებს მკვდრად შობას და სხვა მრავალ გართულებას)ახდენენ ზეგავლენას ნერვული ქსოვილის გადანაწილებასა და პირველად სტრუქტურიზებაზე. ამავე თეორიას ზურგს უმაგრებს მ.რ.ტ.-ით წარმოებული კვლევები სადაც ასპერგერით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში ტვინის გარკვეულ უბნებში ჩამოყალიბებულია ჰიპერბმები. თეორიულად ეს მოვლენა ხსნის ფაქტს რომ ის საქმე რაც ადამიანმა ერთი კონკრეტული მარტივი სქემით უნდა აწარმოოს ხდება მრავალმხრივი და დიფერენცირებული. ანუ ვღებულობთ სრულ გაუგებრობას ადამიანის თავში სრულიად მარტივი და უწყინარი ქმედების განხორციელებისას. ამითვე აიხსნება გარკვეული უნარები რაც ახასიათებს ასპერგერს. თავის ტვინის ქსოვილის ზოგადი სუპერ-სისტემატიზაციით აიხსნება ფენომენალური ანალიზის უნარი და დეტალების სრული სურათიდან გამორჩევა.მაგრამ მეორესმხრივ ასპერგერით დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია აღიქვას სრული სურათი. აქვეა მიზეზი თუ რატომ ვერ ახორციელებს ყველასთვის ამდენად მარტივ მაგრამ მათთვის რთულ სოციალურ კონტაქტებს.
დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და ძირითად შემტხვეევბში ასაკთან ერთად უფრო მძიმდება, მაგრამ დაახლოებით 20% ახერხებს გარემოსთან ადაპტირებას და ნორმალური სოციალური კავშირების განვითარებას, რაც შემდგომში ხელს უშლის დამახასიათებელი დეპრესიისა და სხვა გართულებების განვითარებას. ა.ს. მოზარდები არ ჩამორჩებიან სწავლაში. მეტიც, მათი ნაწილი ტექნიკურ საგნებში (მათემატიკა, ფიზიკა და სხვა.) დაჯილდოებულნი არიან განსაკუთრებული ნიჭით. ა.ს. დაავადებულებს აქვთ საშუალო ან საკმაოდ მაღალი ინტელექტი. მრავალი გამოჩენილი პიროვნების შემთხვევაში ასპერგერის სინდრომს ხელი არ შეუშლია დიდი მიღწევებისთვის, როგორებიც არის ოსკარი, ნობელის პრემია, ქვეყნების, ჯარების, ლიდერობა და სხვა.
საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ა.ს.-მოზარდების ინდივიდუალური მომზადება მათი სკოლაში მიყვანის გარეშე, რადგან ასეთ ადამიანებს უჭირთ სკოლის გარემოში ადაპტაცია.
მზოარდები ასპერგერით იტანჯებიან ურთიერთობის ნაკლებობით. ეს ძირითადად აისახება რომანტიულ მხარეზე, ასეთ ადამიანებს არ ყავთ კონკრეტული ადამიანები რომლებსაც ენდობიან, რომლებთანაც გამორჩეულად მეგობრობენ და შესაბამისად ცხოვრების დიდ მოზარდობის/ახალგაზრდობის პერიოდს ატარებენ მარტო. მაგრამ გვხვდება შემთხვევებიც რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ, ქორწინდებიან კიდევაც და არ უჭირთ ზოგადად ადაპტირება. ა.ს. სინდრომის შემთხვევაში ნებისმიერი წარუმატებლობა პირად თუ პროფესიულ საქმიანობაში მძიმედ გადასატანია, რადგან ასპერგერს ახასიათებს საკითხში ძალაინ ღრმად და ხანგრძლივად ჩაძიება. ასეთ შემთხვევებში ვაწყდებით დეპრესიას, ობსესიურ კომპულსური მოვლენების გართულებებს ან სუიციდსაც კი. სამწუხაროდ საზოგადოების მიერ საკითხის არ ცოდნა სავალალო შედეგებს იწვევს.
ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა რომ ასპერგერის შემთხვევევბის პროცენტულობა 1000 ადამიანზე 0.27%-ს შეადგენს. რაც ძალიან ცოტაა აუტისტური სპექტრის სხვა აშლილობებთან შედარებით. ასპერგერთან ერთად ხშირად გვხვდება ობსესიურ კომპულსური აშლილობა და სხვა ქცევითი დარღვევები.
თავად ჰანს ასპერგერი რომელიც ფაშისტური გერმანიის პირობებში იკვლევდა სინდრომს დაავადებული იყო ასპერგერით.:D. არსებობს ცნობები მის არანორმალურ ქცევაზე. მიშტერება, თავის მობეზრება და სხვა. საინტერესო ფაქტია რომ ევგენიკა, ცნება რომელიც მიზნად ისახავდა კაცობრიობის გაწმენდას ნებისმიერი სახის ნორმიდან დევიაციისგან ასპერგერის სინდრომი ითვლებოდა არა ნაკლად არამედ პრიორიტეტად. ასპერგერი საკუთარ პაციენტებს პატარა პროფესორებს უწოდებდა(მდიდარი ლექსიკის გამო) და დარწმუნებული იყო რომ ბევრი მათგანი დიდ წარმატებას მიარწევდა მომავალში.
ასპერგერით დაავადებულ ადამიანებს აქვთ შექმნილი სპეციალური ჯგუფები რომლებიც ახდენენ პროპაგანდას რომ მათი "დაავადება" სულაც არ არის დაავადება და ისინი უბრალოდ არასწორ პალენტაზე მოხვდნენ :D. ჯგუფის ოფიციალური საიტია http://wrongplanet.net . აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მეტ ინფორმაციას ასპერგერზე.
ბოლო დროს გამოჩნდნენ მეცნიერების ნაწილი რომლებიც თვლიან რომ ასპერგერი არ არის გონებაშეზღუდულობა. კოენმა წამოაყენა თეორია იმის შესახებ რომ ასპერგერი შესაძლოა შემდგომი ეტაპი იყოს ინდივიდის განვითარებაში. ანუ ადამიანი რომელსაც აქვს კარგი დედუქციის უნარი, შეუძლია საკითხის დეტალური წვდომა არ გამოდგება პირად ურთიერთობებში, მაგრამ საკმაოდ წარმატებული იქნება ტექნიკურ საკითხებში. როგორებიცაა მათემატიკა, მედიცინა, ფიზიკა და სხვა. არსებობს ცნობები იმის შესახებ რომ ასპერგერით დაავადებულები იყვნენ ნიკოლა ტესლა, ალბერტ აინშტაინი ბილ გეიტსი და სხვა.
რაც ყველაზე საინტერესოა, Всем похуй, რამეთუ ბეეევრი სიტყვებია. ეს თემა მხოლოდ იმიტომ გავხსენი რომ მე მინდოდა გამეხსნა. ვუძღვნი გაუგებრობას თავში და არა გაუგებარ თავებს. :D.

©Google.com / Forum.Gol.Ge

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Global Moderator: 12 January 2010 - 07:34 PM

3

#2 მომხმარებელი არაა ფორუმზე   apoptozi Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 2035
  • რეგისტრაცია: 16-April 05

Posted 29 December 2009 - 11:07 AM

View PostGoogle.com, on 29 December 2009 - 03:04 AM, said:

ასპერგერის სინდრომი საკმაოდ ჩახლართული ეტიოლოგიის მქონე აშლილობაა რომელსაც აუტიზმის ჯგუფს მიაწერენ. იშვიათად გვხვდება აუტიზმის სპექტრის სხვა აშლილობებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ შეხვედრიხართ ცხოვრებაში უცნაურ, ცივ, უხეშ, უხასიათო და მორიდებულ ადამიანებს რომლებთანაც რაღათქმაუნდა ურთიერთობა ვერ აეწყობოდა. ამ თემაში სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ მინდა მოგითხროთ თქვენს მიერ მათ ნორმალურად აღსაქმელად ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

როგორც წინასიტყვაობაში აღვნიშნე ასპერგერის სინდრომი აუტისტური სპექრის აშლილობაა რომლის დროსაც ადამიანებს აღენიშნებათ სოციუმის სხვა წევრებთან კომუნიკაცია და სხვა სახის ინტერაქტიული შეხება. ამასვე ემატება ობსესიურ-კომპულსურ სინდრომთან მიახლოებული ნიშანთვისებები და აუტიზმისათვის დამახასიათებელი საკითხის გვირაბისებური აღქმა. გვირაბისებური აღქმა საკუთარ თავში გულისხმობს გარკვეული საქმიანობისა თუ ნივთებისადმი არანორმალურ ინტერესს, საკითხში არანორმალურ ჩაფვლას. ასევე დამახასიათებელია მოტორიკული მოუქნელობა. დაავადება ვითარდება ბავშვობის ასაკიდან და მიმდინარეობს მდგომარეობის დამძიმებით რემისიების გარეშე. ასევე გვხვდება დაავადების განვითარების შემთხვევები გარდატეხის ასაკში, რასაც ტვინის ფორმირებას უკავშირებენ.

sagol global! saintereso tema iko
saaxaclo sacukari gamikete ))) radgan cems tavzec mkonda ecvi da ramodenime ekimsac akvs agnisnuli... magram genetikur analizamde jer ver mivaxcie

p.s. masistvis rac gansxvavebulia esa patologia da daavadeba, magram realurad esaa kacobriebis shemdgomi sapexuri radgan vuaxlovdebit im moments rodesac gadamckveti dala ikneba intelekti da ara kunturi masa ! sociumtan urtiertoba ki es ubralod iluzia da drois psvnetaa
Tu MovindoMe MeCnierebaS uKu vagdeb Shepkrobili uBadlo MsveNierebit

вся наша жизнь игра, сюжет отстой, зато какая графика

Animum rege, qui nisi paret, imperat. - Управляй своим настроением, ибо оно, если не повинуется, то повелевает
0

#3 მომხმარებელი არაა ფორუმზე   amnesiac Icon

  • CUT HERE..
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4953
  • რეგისტრაცია: 01-May 08

Posted 29 December 2009 - 12:57 PM

კი საინტერესო თემაა.სხვათაშორის ახლა ერთი ადამიანი მახსენდება.ოღონდ უფრო მძიმე შედეგებით.
ქართულის მასწავლებელია.მაგრამ ყველა სკოლიდან გამოაგდეს.
თუნდაც პატარა ხმაურზე საშინლად ღიზიანდებოდა და
რაღაც საშინელებები ემართებოდა და კლასიდან გარბოდა.
არადა ძალიან ნიჭიერია.
არც მეგობრები ყავს.
ძალიან ბევრჯელ უსაუბრია ჩემთან ამ თემაზე.ძალიან განიცდიდა.
მერე დავეხმარე მოსწავლეები ვუშოვე იქნებ დავეხმარო მეთქი.მაგრამ ისინიც გაიქცნენ.
ზოგმა ნერვიული სტრესი მიაწერეს ეიმებმა ზოგმა სხვა
მაგრამ ეს დაავადება არცერთს არ სმენია მგონი. :raviaba:

ეხლა აპოპტოზი იტყვის ა რა გესაქმება არაფერი გაგეგება მედიცინისო.
არც გამეგება უბრალოდ გული შემტკივა იმ ადამიანზე და ეს რომ წავიკითხე პირველად ის გამახსენდა. :raviaba:
[img]http://s49.radikal.ru/i125/1010/a6/b55b03309be2.jpg[/img]

დროის მოკვლა გინდა?_თავი მოიკალი..
1

#4 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Google.com Icon

  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 6931
  • რეგისტრაცია: 10-February 06

Posted 29 December 2009 - 03:01 PM

View Postamnesiac, on 29 December 2009 - 12:57 PM, said:

კი საინტერესო თემაა.სხვათაშორის ახლა ერთი ადამიანი მახსენდება.ოღონდ უფრო მძიმე შედეგებით.
ქართულის მასწავლებელია.მაგრამ ყველა სკოლიდან გამოაგდეს.
თუნდაც პატარა ხმაურზე საშინლად ღიზიანდებოდა და
რაღაც საშინელებები ემართებოდა და კლასიდან გარბოდა.
არადა ძალიან ნიჭიერია.
არც მეგობრები ყავს.
ძალიან ბევრჯელ უსაუბრია ჩემთან ამ თემაზე.ძალიან განიცდიდა.
მერე დავეხმარე მოსწავლეები ვუშოვე იქნებ დავეხმარო მეთქი.მაგრამ ისინიც გაიქცნენ.
ზოგმა ნერვიული სტრესი მიაწერეს ეიმებმა ზოგმა სხვა
მაგრამ ეს დაავადება არცერთს არ სმენია მგონი. :raviaba:

ეხლა აპოპტოზი იტყვის ა რა გესაქმება არაფერი გაგეგება მედიცინისო.
არც გამეგება უბრალოდ გული შემტკივა იმ ადამიანზე და ეს რომ წავიკითხე პირველად ის გამახსენდა. :raviaba:

მართალია, საქართველოში ასპერგერის დიაგნოსტირება არ ხდება სამწუხაროდ. ყველაზე კარგი შემთხვევაა ობსესიურ კომპულსური მაინც თუ დაადგინეს და ბანალურ ვეგეტონევროზს არ მიაწერეს ყველაფერი. ქართულად სხვა ვრცელი მასალა არც მოიპოვება ასპერგერზე.

:user:.

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Google.com: 29 December 2009 - 03:02 PM

0

#5 მომხმარებელი არაა ფორუმზე   forscher Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 355
  • რეგისტრაცია: 24-January 09

Posted 29 December 2009 - 05:45 PM

გინდა, რომ გყავდეს მეგობრები, მაგრამ გიჭირს ურთიერთობა. თუმცა შენს საყვარელ თემაზე შეგიძლია საათობით ილაპარაკო. მკაცრი წესებით ცხოვრობ და ოდნავი ცვლილებაც კი გაღიზიანებს. ხშირად აღელვებული ხარ, გულგატეხილობა გეუფლება და ზოგჯერ დეპრესიაშიც ვარდები.
ხალხს არ ესმის შენი, უცნაური, უხეში და რთული ხასიათის ადამიანი ჰგონიხარ. თავის მხრივ, შენც გიჭირს, გაიგო სხვების აზრები, გრძნობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი სახის გამომეტყველება თუ მიმიკები შენთვის არაფრის მთქმელია. ხშირად ასეთი სიმპტომები მათ ახასიათებთ, ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს.
ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანი გარეგნულად სხვებისგან არაფრით განსხვავდება; ხშირად ძალიან გონიერებიც არიან. თუმცა მათ აქვთ განვითარების ნევროლოგიური დარღვევა, რაც იწვევს სოციალური ურთიერთობის დეფიციტს და ემოციური ურთიერთობის უუნარობას. ასპერგერის სინდრომს ახასიათებს მრავალგვარი სიმპტომი, რომლებიც ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად ვლინდება. მიუხედავად ამისა, ამ სინდრომთან გამკლავება შეუძლებელი არ არის.....
siamaye BOROTEBAA, ara imis shegrdzneba rom kargi xar, aramed kmayofilebis grdznoba imis gamo, rom shen gaqvs da SXVAS ARA, shen ici da SXVAM ARA.
0

#6 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Google.com Icon

  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 6931
  • რეგისტრაცია: 10-February 06

Posted 29 December 2009 - 05:48 PM

View Postforscher, on 29 December 2009 - 05:45 PM, said:

გინდა, რომ გყავდეს მეგობრები, მაგრამ გიჭირს ურთიერთობა. თუმცა შენს საყვარელ თემაზე შეგიძლია საათობით ილაპარაკო. მკაცრი წესებით ცხოვრობ და ოდნავი ცვლილებაც კი გაღიზიანებს. ხშირად აღელვებული ხარ, გულგატეხილობა გეუფლება და ზოგჯერ დეპრესიაშიც ვარდები.
ხალხს არ ესმის შენი, უცნაური, უხეში და რთული ხასიათის ადამიანი ჰგონიხარ. თავის მხრივ, შენც გიჭირს, გაიგო სხვების აზრები, გრძნობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი სახის გამომეტყველება თუ მიმიკები შენთვის არაფრის მთქმელია. ხშირად ასეთი სიმპტომები მათ ახასიათებთ, ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს.
ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანი გარეგნულად სხვებისგან არაფრით განსხვავდება; ხშირად ძალიან გონიერებიც არიან. თუმცა მათ აქვთ განვითარების ნევროლოგიური დარღვევა, რაც იწვევს სოციალური ურთიერთობის დეფიციტს და ემოციური ურთიერთობის უუნარობას. ასპერგერის სინდრომს ახასიათებს მრავალგვარი სიმპტომი, რომლებიც ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად ვლინდება. მიუხედავად ამისა, ამ სინდრომთან გამკლავება შეუძლებელი არ არის.....

რაღათქმაუნდა არ არის. დავწერე აუტოტრენინგზე და ქცევით თერაპიაზე. მედიკამენტოზურ თერაპიასა და ზოგადად სეროტონინის დეფიციტის თეორიას არ ვემხრობი.

შემდგომი თემა: არასრულფასოვნების კომპლექსი.

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Google.com: 29 December 2009 - 05:49 PM

0

#7 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 31 December 2009 - 12:28 AM

თემაში ტროლინგი იკრძალება.

პატივისცემით ადმინისტრაცია.
“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
0

#8 მომხმარებელი არაა ფორუმზე   GOOFY Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 3281
  • რეგისტრაცია: 01-September 07

Posted 01 January 2010 - 01:05 AM

გაიხაროს ადმინისტრაციამ :TheHound:

მე არავის შეურაცხყოფა არ მიფიქრია
და ყველგან დაცინვა ნუ გელანდებათ :luke:

ჩემი პოსტი ვერ შევნიშნე და ეს ისე ავღნიშნე
LIVERPOOL FOOTBALL CLUB
YOU'LL NEVER WALK ALONE
0

#9 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Otherguy Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 4511
  • რეგისტრაცია: 10-September 07

Posted 01 January 2010 - 01:46 PM

საინტერესო თემაა, ამბობენ ბობი ფიშერს სჭირდა ასპერგერის სინდრომიო. 185 ჰქონდა IQ როგორც მახსოვს და მისი ცხოვრება მხოლოდ ჭადრაკი იყო და მეტი არაფერი... აი ეს კი მას ზუსტად შეესაბამება: "ახასიათებდათ არავერბარული(მიმიკა, ჟესტიკულაცია) ურთიერთობების განუვითარებლობა"

ერთი შეკითხვა მაქვს ამის სიმპტომთან დაკავშირებით და ტროლინგში და ოფფ-ში არ ჩამითვალოთ:

პირველად მასზე ეს შეფასება მოვისმინე ბობი ფიშერის ლეგენდარულ მატჩზე - ბორის სპასკისთან(მსოფლიო ჩემპიონატი)...

პირველ მატჩის ენდშპილში მან ოფიცრით მოკლა პაიკი რომელიც სპასკის აძლევდა საფუძველს რომ მისი ოფიცერი დაეტყვევებინა(ანუ მოეკლა ცოტა ხანში ისე რომ სანაცვლოდ ფიშერს მაქსიმუმ 2 პაიკი აეღო, რაც წაგებაა), რაც ისეთი შეცდომაა რომ გრანდმასტერს კი არა ბავშვთა ჩემპიონატში აღარ მოსდის ხალხს...

ჰოდა ანუ ფიშერმა იცოდა სისულელეს აკეთებდა მაგრამ ინტუიციას მიენდოო...

შეიძლება ეს ჩაითვალოს ასპერგერის სიმპტომად? როცა იცი რომ 100%-იან სისულელეს აკეთებ მაგრამ ინტუიცია გეუბნება(ფაქტია გატყუებს და შენ უჯერებ) მაინც გააკეთე რა იცი რა ხდებაო... ანუ ხშირად ინტუიცია ჯობნის გონებას და სავალალო შედეგამდე მიჰყავს ადამიანი...

პ.ს. ნუ ფიშერს რომ აუტისტური გადახრები ჰქონდა ამაზე არც არავინ დავობს მგონი, უბრალოდ ამ სიმპტომზე მაქვს საუბარი... აღარაფერს ვამბობ მის კატეგორიულ მოთხოვნებზე ჩემპიონატებზე, ხან ჭადრაკის დაფა არ მოსწონდა, ხან ფიგურები, მერე კამერები მოაშორეთო, მერე ესეთი ქულების გამოთვლა არ მაწყობსო(ფრეებზე უნდოდა 0 ქულა, გამარჯვებულს რომ 5 მოგება ჰქონოდა და ისე მოეგო და არა 10-მდე თამაშისას 3 მოგება და 4 ფრით), რამაც შეიწირა მისი ჩემპიონის ტიტული და კარიერა 1975 წელს როცა კარპოვთან უარი თქვა მატჩზე... მისი შემდგომი ბიოგრაფია კი ცალკე თემაა... :D

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Otherguy: 01 January 2010 - 01:48 PM

"Estote ergo vos perfecti sicut et Pater vester caelestis perfectus est!!!"
"Quid autem vocatis me Domine Domine et non facitis quae dico?"
[color="#0000FF"]
"ეს ხალხი ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება," - ესაია 29:13[/color]
0

#10 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 01 January 2010 - 05:32 PM

რათქმაუნდა არ ჩაგითვლი Flood-ად. ინტუიციის ამბავი არ არის მად ობსესიურ-კომპულსური სინდრომია ჩართული. იმდენად რთული პათოგენეზის მქონე აშლილობაა და იმდენად ინდივიდუალურად მიმდნარეობს თითოეულ ინდივიდში მე ვერ აგიხსნი რატომ დაჭირდა მაგის გაკეთება. მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ეგ არის სიტუაცია როდესაც საკუთარი გონების(თუნდაც დიდებული გონების) ტყვე ხარ.
“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
0

#11 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ჩიტი Icon

  • გეყოფა შეყოფა
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 590
  • რეგისტრაცია: 12-October 09

Posted 01 January 2010 - 07:18 PM

:D
გამოდის რომ ყველა დაავადებულები ვარტ:D
[size="5"]მციოდა და გავტბი, მციოდა და გავტბი:P[/size]
0

#12 მომხმარებელი არაა ფორუმზე   maqciaa Icon

  • No-one knows what I hide.......
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 14096
  • რეგისტრაცია: 22-October 06

Posted 01 January 2010 - 07:35 PM

მე საერთოდ არ მგონია რომ ეს დაავადება იყოს ...

რაღაც თითიდან გამოწოვილ სინდრომს უფრო ჰგავს..
მე მიყვარს სიცოცხლე!
0

#13 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 01 January 2010 - 07:39 PM

შენ ნამდვილ "ქართველ პროფესიონალ" ფსიქოლოგად ყალიბდები.
“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
1

#14 მომხმარებელი არაა ფორუმზე   maqciaa Icon

  • No-one knows what I hide.......
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 14096
  • რეგისტრაცია: 22-October 06

Posted 03 January 2010 - 04:50 PM

შემშევი.. და შენ ცუდად ნუ უყურებ ქართველ ფსიქოლოგებს.. ყოველ შემთხვევაში ვისთანაც მე კავშირი მაქვს ბრჭყალებში ჩასასმმელი ხალხი ნამდვილად არაა :D
მე მიყვარს სიცოცხლე!
0

#15 მომხმარებელი არაა ფორუმზე   BILLY_THE_KID Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 26
  • რეგისტრაცია: 05-October 06

Posted 03 January 2010 - 04:54 PM

მე ვარ მაგ სინდრომით დაავადებული ვაზნები ვაზნები :Ramsho:
0

#16 მომხმარებელი არაა ფორუმზე   MIQAEL Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 59
  • რეგისტრაცია: 10-December 09

Posted 12 January 2010 - 12:53 AM

Google.com ვიღაცამ მაგარი გაგიჩალიჩა. სად გასწავლეს ამდენი წერა? :D:D:D

Quote

ასპერგერის სინდრომი საკმაოდ ჩახლართული ეტიოლოგიის მქონე აშლილობაა რომელსაც აუტიზმის ჯგუფს მიაწერენ. იშვიათად გვხვდება აუტიზმის სპექტრის სხვა აშლილობებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ შეხვედრიხართ ცხოვრებაში უცნაურ, ცივ, უხეშ, უხასიათო და მორიდებულ ადამიანებს რომლებთანაც რაღათქმაუნდა ურთიერთობა ვერ აეწყობოდა. ამ თემაში სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ მინდა მოგითხროთ თქვენს მიერ მათ ნორმალურად აღსაქმელად ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

როგორც წინასიტყვაობაში აღვნიშნე ასპერგერის სინდრომი აუტისტური სპექრის აშლილობაა რომლის დროსაც ადამიანებს აღენიშნებათ სოციუმის სხვა წევრებთან კომუნიკაცია და სხვა სახის ინტერაქტიული შეხება. ამასვე ემატება ობსესიურ-კომპულსურ სინდრომთან მიახლოებული ნიშანთვისებები და აუტიზმისათვის დამახასიათებელი საკითხის გვირაბისებური აღქმა. გვირაბისებური აღქმა საკუთარ თავში გულისხმობს გარკვეული საქმიანობისა თუ ნივთებისადმი არანორმალურ ინტერესს, საკითხში არანორმალურ ჩაფვლას. ასევე დამახასიათებელია მოტორიკული მოუქნელობა. დაავადება ვითარდება ბავშვობის ასაკიდან და მიმდინარეობს მდგომარეობის დამძიმებით რემისიების გარეშე. ასევე გვხვდება დაავადების განვითარების შემთხვევები გარდატეხის ასაკში, რასაც ტვინის ფორმირებას უკავშირებენ.

სინდრომის სახელი დამკვიდრებულია ავსტრიელი მეცნიერის(პედიატრი),ჰანს ასპერგერის საპატივცემულოდ, რომელმაც 1944 წელს აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი ,საკუთარი მდიდარი პრაქტიკიდან, რომლებსაც ახასიათებდათ არავერბარული(მიმიკა, ჟესტიკულაცია) ურთიერთობების განუვითარებლობა და ემპათიის(სხვა ადამიანის გრძნობების გაზიარება, თანაგრძნობა, მორალური კავშირი) არ ქონა ან სუსტი გამოხატვა. მისი კვლევები 15 წლის შემდეგ უმთავრეს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებად დამკვიდრდა ასპერგერის სინდრომის კვლევაში. მიუხედავად ჩამოყალიბებული დაგროვილი ინფორმაციისა დაავადებამ თავიდანვე გამოიწვია მსჯელობა თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ის აუტიზმის სპექტრს. ასევე უცნობია ზუსტი გამომწვევი მიზეზი, რადგან დაავადებულის ტვინის კვლევისას არანაირი ფიზიკური პათოლოგია არ აღინიშნება. ძირითადი თეორიის მიხედვით ასპერგერი მაინც გენეტიკურად განპირობებულ დაავადებად მიიჩნევა.
სამწუხაროდ ასპერგერის სინდრომი დრესდღეობით განუკურნებელ დაავადებად ითვლება, შესაბამისად არ არსებობს რაიმე სახის მედიკამენტი ან თერაპია მის დასაძლევად. შემუშავებულია მხოლოდ სიმპტომატიკის შემსუბუქებისკენ მიმართული ქცევითი ტრენინგები და აუტოტრენინგები. ზოგ შემთხვევაში ასპერგერის სინდრომით დიაგნოსტირებული პიროვნება ახერხებს აითვისოს სოციუმისთვის მიღებული ქცევა, მაგრამ ხშირად ა.ს.დ.-ს(ასპერგერის სინდრომით დაავადებული) უჭირს ადაპტირება გარემოსთან და მთელი ცხოვრება დამოკიდებულია სხვა ადამიანზე(ან ადამიანებზე.) ვერ ახერხებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, ჩაფლულია გაურკვეველ აკვიატებულ, რუტინულ პროცედურებში(ო.კ.ა.-სთვის დამახასიათებელი). ასევე არსებობს მეცნიერებისა და ადამიანების გარკვეული ჯგუფი რომლებსაც მიაჩნიათ რომ ასპერგერის სინდრომი არ არის გონებაშეზღუდულობა და არანაირ პრობლემას არ უქმნის ადამიანს. მათი აზრით ასეთი ადამიანები უბრალოდ განსხვავდებულად აღიქვამენ სამყაროს.
სოციალურ ურთიერთობათა სირთულეები.
ყველაზე მძიმედ სიმპტომებიდან შეიძლება ჩაითვალოს ემპათიის უნარის არ ქონა, ნორმალური ურთიერთობის უუნარობა.ასეთ ადამიანთან შეუძლებელია მეგობრობა რადგან მას არ აქვს ზოგადად მიღებული ინტერესები. ვერ რეაგირებს, ვერ აღიქვამს გარკვეულ მიღწევებს. არ შეუძლია ადამიანს გაუზიაროს აზრი მისთვის საინტერესო ნივთების ან მოვლენების შესახებ. თავადაც ნაკლებ აინტერესებს სხვა ადამიანის მოთხოვნილებები და რჩება შთაბეჭდილება რომ ეს ადამიანი უყურადღებო ან უხეშია. აუტიზმის სხვა ტიპებისგან განსხვავებით ასპერგერის სინდრომი არ მოიცავს საკუთარ თავში ადამიანის სრულ გარიყვას სოციუმისგან. ასევე არ აღინიშნება გონებრივი შესაძლებლობების ან მეტყველების უნარის დაქვეითება. ასეთ ადამიანს შეუძლია საკმაოდ ხანგრძლივი დიალოგი აწარმოოს მისთვის საინტერესო საგანზე, მაგრამ ამავე დროს ვერ აღიქვამს სწორად თანამოსაუბრის რეაქციას, ვერ გებულობს როდის უნდა გაჩერდეს,სიამოვნებს თუ არა ეს თემა თანამოსაუბრეს. ამ მოვლენას ეწოდება "აქტიური მაგრამ არანორმალური". ასევე დამახასიათებელია დანარჩენი სოციუმისთვის გაუგებარი ნივთებით დაინტერესება, მათი საშუალებით თამაში ან ამ ნივთებზე ინფორმაციის შეგროვება. მაგალითად ბავშვი რომელიც სწავლობს ვარსკვლევების სახელებს, აგროვებს ფირსაკრავის ფირებს, იცის ყველა ფოტოაპარატის მოდელი, სერია აწყობა და ა.შ. მაგრამ არ არის დაინტერესებული ასტროლოგიით, კონკრეტული მუსიკოსით(შესაძლოა ფირსაკრავი არც ჰქონდეს საერთოდ) ან ფოტოგრაფიით. ასეთი ხასიათის უცნაური გატაცებები დროთა განმავლობაში არ ქრება. შესაძლოა მათი შეცვლა ან კიდევ უფრო დამძიმება.

ერთერთი მთავარი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია ე.წ. რიტუალები. ანუ გარკვეული მოძრაობები(უაზრო/არაადექვატური) ან მათი ჯამი, რაც წააგავს ე.წ. "ტიკებს" მაგრამ მათგან განსხვავებით მეტი სირთულით გამოირჩევა და შესაბამისად რიტუალები ეწოდება. ეს მოვლენაც ერთერთი ხელშემწყობი ფაქტორია დაავადების მიმართ სტიგმის განვითარებისა. მეტყველების უნარისა და ვერბალური კომუნიკაციების მძიმე დარღვევები არ აღინიშნება. ხშირად გვხვდება ზემდეტად მდიდარი ან პედანტური ხასიათის ლექსიკონი.

ა.ს.-თ დაავადებულ ადამიანებში არ გვხვდება მეხსიერების ან აზროვნების პრობლემები. პირიქით ასპერგერის შემთხვევაში ადამიანს გამძაფრებული აქვს დაკვირვებისა და ანალიზის უნარი. ჩატარებული ცდების შედეგად ა.ს.დ.- 70% უკეთ აღიქვამს სიტუაციაში ან გარემოში სხვისთვის თუნდაც უხილავ/უმნიშვნელო ცვლილებას.

ასპერგერის შმეთხვევებში ხშირად ვაწყდებით კონცენტრაციის უნარის დარღვევებს. რაც ძირითადად გამოიხატება სენსორულ-მოტორიკული და მხედველობითი პროცესების წარმოების შეზღუდვებში. მაგალითად გაურკვეველი, ცუდი ხელწერა. ან ველოსიპედის მართვის უუნარობა. ა.ს. ადამიანებს ახასიათებთ მოსვენების პრობლემები. ანუ უძილობა. თავად დაძინებისა და გამოღვიძების მომენტის სირთულეები რაც აიხსნება ემოციების გამოხატვის უნარის არ ქონითა და ცნს-ის გადატვირთვით. ა.ს. ძირითად შემთხვევებში ძინავთ არანორმალურად ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდით.

გამომწვევი მიზეზები როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე დღემდე უცნობია. არსებობს მრავალი თეორია, მათ შორის მეტი პოპულარობით სარგებლობს ტერატორენული და გენეტიკური ფაქტორების მოქმედება. ჰანს ასპერგერის კვლევებშივე ნახსენებია რომ ა.ს.-ით დაზარალებული ბავშვების მშობლების ნაწილსაც ჰქონდა ასპერგერის გარკვეული ნიშნები ან სრული სურათი. ამავე დროს თანამედროვე მეცნიერებამ გენეტიკური კვლევების შედეგად ვერ მიაგნო გენს ან გენთა ჯგუფს რომლებიც იწვევენ ასპერგერს. ანუ ვერანაირად ვერ დაუკავშირეს ასპერგერით დაავადებული სხვადასხვა ადამიანის მონაცემები ერთმანეთს, რაც შეიძლება ავხსნათ ალელური გენების თეორიით რის გამოც ვერ მოხდება იმავე კოდონის მაწარმოებელი გენების სხვა ფორმით ამოცნობა. ტერატოგენული თეორიის მიხედვით პრენატალურ პერიოდში ტერატოგენები ტერატომის გამომწვევი აგენტი/ იწვევს თანდაყოლილ სიმახინჯეებს მკვდრად შობას და სხვა მრავალ გართულებას)ახდენენ ზეგავლენას ნერვული ქსოვილის გადანაწილებასა და პირველად სტრუქტურიზებაზე. ამავე თეორიას ზურგს უმაგრებს მ.რ.ტ.-ით წარმოებული კვლევები სადაც ასპერგერით დაავადებული ადამიანების შემთხვევაში ტვინის გარკვეულ უბნებში ჩამოყალიბებულია ჰიპერბმები. თეორიულად ეს მოვლენა ხსნის ფაქტს რომ ის საქმე რაც ადამიანმა ერთი კონკრეტული მარტივი სქემით უნდა აწარმოოს ხდება მრავალმხრივი და დიფერენცირებული. ანუ ვღებულობთ სრულ გაუგებრობას ადამიანის თავში სრულიად მარტივი და უწყინარი ქმედების განხორციელებისას. ამითვე აიხსნება გარკვეული უნარები რაც ახასიათებს ასპერგერს. თავის ტვინის ქსოვილის ზოგადი სუპერ-სისტემატიზაციით აიხსნება ფენომენალური ანალიზის უნარი და დეტალების სრული სურათიდან გამორჩევა.მაგრამ მეორესმხრივ ასპერგერით დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია აღიქვას სრული სურათი. აქვეა მიზეზი თუ რატომ ვერ ახორციელებს ყველასთვის ამდენად მარტივ მაგრამ მათთვის რთულ სოციალურ კონტაქტებს.
დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და ძირითად შემტხვეევბში ასაკთან ერთად უფრო მძიმდება, მაგრამ დაახლოებით 20% ახერხებს გარემოსთან ადაპტირებას და ნორმალური სოციალური კავშირების განვითარებას, რაც შემდგომში ხელს უშლის დამახასიათებელი დეპრესიისა და სხვა გართულებების განვითარებას. ა.ს. მოზარდები არ ჩამორჩებიან სწავლაში. მეტიც, მათი ნაწილი ტექნიკურ საგნებში (მათემატიკა, ფიზიკა და სხვა.) დაჯილდოებულნი არიან განსაკუთრებული ნიჭით. ა.ს. დაავადებულებს აქვთ საშუალო ან საკმაოდ მაღალი ინტელექტი. მრავალი გამოჩენილი პიროვნების შემთხვევაში ასპერგერის სინდრომს ხელი არ შეუშლია დიდი მიღწევებისთვის, როგორებიც არის ოსკარი, ნობელის პრემია, ქვეყნების, ჯარების, ლიდერობა და სხვა.
საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ა.ს.-მოზარდების ინდივიდუალური მომზადება მათი სკოლაში მიყვანის გარეშე, რადგან ასეთ ადამიანებს უჭირთ სკოლის გარემოში ადაპტაცია.
მზოარდები ასპერგერით იტანჯებიან ურთიერთობის ნაკლებობით. ეს ძირითადად აისახება რომანტიულ მხარეზე, ასეთ ადამიანებს არ ყავთ კონკრეტული ადამიანები რომლებსაც ენდობიან, რომლებთანაც გამორჩეულად მეგობრობენ და შესაბამისად ცხოვრების დიდ მოზარდობის/ახალგაზრდობის პერიოდს ატარებენ მარტო. მაგრამ გვხვდება შემთხვევებიც რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ, ქორწინდებიან კიდევაც და არ უჭირთ ზოგადად ადაპტირება. ა.ს. სინდრომის შემთხვევაში ნებისმიერი წარუმატებლობა პირად თუ პროფესიულ საქმიანობაში მძიმედ გადასატანია, რადგან ასპერგერს ახასიათებს საკითხში ძალაინ ღრმად და ხანგრძლივად ჩაძიება. ასეთ შემთხვევებში ვაწყდებით დეპრესიას, ობსესიურ კომპულსური მოვლენების გართულებებს ან სუიციდსაც კი. სამწუხაროდ საზოგადოების მიერ საკითხის არ ცოდნა სავალალო შედეგებს იწვევს.
ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა რომ ასპერგერის შემთხვევევბის პროცენტულობა 1000 ადამიანზე 0.27%-ს შეადგენს. რაც ძალიან ცოტაა აუტისტური სპექტრის სხვა აშლილობებთან შედარებით. ასპერგერთან ერთად ხშირად გვხვდება ობსესიურ კომპულსური აშლილობა და სხვა ქცევითი დარღვევები.
თავად ჰანს ასპერგერი რომელიც ფაშისტური გერმანიის პირობებში იკვლევდა სინდრომს დაავადებული იყო ასპერგერით.. არსებობს ცნობები მის არანორმალურ ქცევაზე. მიშტერება, თავის მობეზრება და სხვა. საინტერესო ფაქტია რომ ევგენიკა, ცნება რომელიც მიზნად ისახავდა კაცობრიობის გაწმენდას ნებისმიერი სახის ნორმიდან დევიაციისგან ასპერგერის სინდრომი ითვლებოდა არა ნაკლად არამედ პრიორიტეტად. ასპერგერი საკუთარ პაციენტებს პატარა პროფესორებს უწოდებდა(მდიდარი ლექსიკის გამო) და დარწმუნებული იყო რომ ბევრი მათგანი დიდ წარმატებას მიარწევდა მომავალში.
ასპერგერით დაავადებულ ადამიანებს აქვთ შექმნილი სპეციალური ჯგუფები რომლებიც ახდენენ პროპაგანდას რომ მათი "დაავადება" სულაც არ არის დაავადება და ისინი უბრალოდ არასწორ პალენტაზე მოხვდნენ . ჯგუფის ოფიციალური საიტია http://wrongplanet.net . აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მეტ ინფორმაციას ასპერგერზე.
ბოლო დროს გამოჩნდნენ მეცნიერების ნაწილი რომლებიც თვლიან რომ ასპერგერი არ არის გონებაშეზღუდულობა. კოენმა წამოაყენა თეორია იმის შესახებ რომ ასპერგერი შესაძლოა შემდგომი ეტაპი იყოს ინდივიდის განვითარებაში. ანუ ადამიანი რომელსაც აქვს კარგი დედუქციის უნარი, შეუძლია საკითხის დეტალური წვდომა არ გამოდგება პირად ურთიერთობებში, მაგრამ საკმაოდ წარმატებული იქნება ტექნიკურ საკითხებში. როგორებიცაა მათემატიკა, მედიცინა, ფიზიკა და სხვა. არსებობს ცნობები იმის შესახებ რომ ასპერგერით დაავადებულები იყვნენ ნიკოლა ტესლა, ალბერტ აინშტაინი ბილ გეიტსი და სხვა.
რაც ყველაზე საინტერესოა, Всем похуй, რამეთუ ბეეევრი სიტყვებია. ეს თემა მხოლოდ იმიტომ გავხსენი რომ მე მინდოდა გამეხსნა. ვუძღვნი გაუგებრობას თავში და არა გაუგებარ თავებს. .

0

#17 მომხმარებელი არაა ფორუმზე   maqciaa Icon

  • No-one knows what I hide.......
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 14096
  • რეგისტრაცია: 22-October 06

Posted 13 January 2010 - 03:10 PM

ეს იხუმრე? :D ციტატების ჩასმა არ იცი ამხელა "პროგრამისტი" ხარ
მე მიყვარს სიცოცხლე!
-1

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი