GOL.GE Forum: თავისუფლება და მომხმარებელი. - GOL.GE Forum

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

თავისუფლება და მომხმარებელი.

#1 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 16 March 2010 - 07:49 AM

Posted Image

რა არის თავისუფლება?
ადამიანის ცნობიერში თავისუფლების ცნების დიფერენცირებიდან მოყოლებული(უხსოვარი დროიდან) ამ სიტყვით აღვნიშნავთ მდგომარეობას, რომლისკენაც მიისწრაფის ყოველი მოაზროვნე არსება.

იყო დრო როდესაც ადამიანის თავისუფლება არსებობის უფლებას უტოლდებოდა. ბნელ წლებში თავისუფლად ითვლებოდა ადამიანი რომელიც არ ეკუთვნოდა არავის, რომელსაც არ ემუქრებოდა აგრესია ან ექსპლუატაცია ანუ იყო დაცული. აღორძინების ხანაში თავისუფალი კაცი ძლიერის ექვივალენტია. იგი არა მარტო საკუთარი თავის მფლობელი იყო, მასვე ეკუთვნოდა ამ პლანეტის ზედაპირის ნაგლეჯიც, რომელსაც თავისას უწოდებდა და საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენებდა. ჩვენს დროში თავისუფალია ადამიანი, რომელსაც აქვს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები, სულიერი თავისუფლების დამატებით. აღნიშნულზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ რომ, დროთა განმავლობაში თავისუფლების ხარისხი უმჯობესდება. თუ გავითვალისწინებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომლის მიხედვითაც ერთთა თავისუფლების შეზღუდვა, ყოველთვის ხდება სხვათა (შედარებით გონიერი პიროვნებების) ინტერესების გასატარებლად, ლოგიკურად ვიღებთ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, ზოგადად, მთელი კაცობრიობა განიცდის პროგრესს საკუთარი პიროვნების დაწინაურების სურვილში. ეს მოვლენა ბუნებრივი და კარგია.
თავისუფლების კლასიკური(აბსოლუტური) გაგება ფესვებშივე შეზღუდულია ლოგიკური პარადოქსებით, რამეთუ მიხვდა გონიერი ადამიანი: შეუძლებელია უკიდეგანო სამყაროს ერთ სუბსამყაროში არსებობდეს ერთზე მეტი მოაზროვნე სუბიექტი და ყველა მათგანი იყოს თავისუფალი. ადრე თუ გვიან ერთის ტოტალური თავისუფლება სხვის(სხვების) ინტერესთა შეზღუდვას გამოიწვევს. ადამიანს არ შესწევს ძალა გაანადგუროს დანარჩენი ადამიანები და არც სურვილი აქვს იყოს თავისუფალი, ისე რომ ეს ვერავინ აღნიშნოს. შედეგად მოხდა ერთგვარი საკომპენსაციო პრიზის შემუშავება, რომელსაც ვიცნობთ როგორც თავისუფლებას, მისი კლასიკური გაგებით. თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებას ამ პლანეტაზე წარმოებული მოქმედებებით გაატაროს საკუთარი ინტერესები, მანამ სანამ მისი ქმედებებით არ იზღუდება სხვა თავისუფალი ადამიანის ინტერესები. თუ აღნიშნული ზღვარი წაშლილია საქმე გვაქვს კრიმინალთან, რაც იწვევს ინტერვენტის, თავისუფალი ადამიანის, თავისუფლების აღკვეთას.
თავისუფლების ეს სახე განპირობებული არ არის არაფრით. არ არსებობს მისი სისტემატიზირებული ვარიანტი მოვლენის უკეთ აღსაქმელად და არც უფლებათა(აკრძალვათა) ნუსხა რომელიც უნდა არეგულირებდეს მას. შესაბამისად კლასიკური გაგება ყველაზე ახლოს დგას რეალურ "თავის" - უფლებასთან და სწორედ ამ მიზეზით ნებისმიერი პიროვნება(ლიდერი), რომელსაც სურს თავისუფალი ადამიანები მათივე სურვილით დაუქვემდებაროს საკუთარ "ზრუნვას", ახდენს თავისუფლების კლასიკური გაგების გამოყენებას საკუთარ გეგმებში, შაბლონური და მარტივად აღსაქმელი ლოზუნგების სახით. ეს არის კლასიკური თავისუფლების გამოყენების უპირატესობა. ის მარტივია, შეიძლება მისი ნებისმიერ საკითხში ჩაკვეხება, ის ყველას უნდა, მაგრამ, ამავე დროს, არავინ იცის რაში გამოიყენოს. გამოდის რომ ლიდერი იწერს ქულებს სრულიად ილუზორული ცნების ხარჯზე, იძლევა გარანტიებს, მაგრამ იცის რომ არავინ მოსთხოვს პასუხს. ასეთი ტიპის ლიდერებს ძირითადად განეკუთვნებიან ერის დე-ფაქტო(სულიერი) ლიდერები.
კლასიკურ თავისუფლებას, ყველა ფორმაში ახასიათებს თავისუფალი სამყაროს ლიდერის არსებობა, მაგრამ არა ჩვეულებრივი ლიდერის. თავისუფალი ადამიანების ლიდერი არაფრით აღმატებული არ არის სხვა თავისუფალ ადამიანებთან შედარებით. ის "კეთილშობილი" (საქველმოქმედო) მიზნებით ზრუნავს საკუთარ ეთნოსზე. თეორიაში ამ პიროვნებას არ უნდა ახასიათებდეს არც ერთი ადამიანური თვისება, რომლებიც ძალაუფლებასთან ერთად მოდის(ან პირიქით, რის გამოც ძალაუფლება მოდის), რაც თეორიაშივე ძალიან სასაცილოა. გამოდის რომ ლიდერსა და მის ჯგუფზე დამოკიდებული ადამიანების თავისუფლება იმდენად "თავისუფალია", რომ არსებობს მხოლოდ ნათელ თავებში და ექვემდებარება ნევერლენდის იურისდიქციას.

"თავისუფლება" - სიქუელი. (A.K.A. თავისუფლება თანამედროვე გაგებით ან ვერსია 2.0)

რადგანაც კლასიკური თავისუფლება თავისუფალი ადამიანების მენეჯმენტში საუკეთესო შედეგებს იძლეოდა, მნიშვნელოვანი ფიზიკური ან მორალური დანახარჯების გარეშე, თავისუფალი სამყაროს მოწინავე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა მოძველებული თავისუფლების გადახალისება, თანამედროვე ადამიანის აზროვნებაზე მორგება.
თავისუფლების რიმეიქის ექსპორტზე ექსკლუზიური უფლებები დამკვიდრებული აქვს შტატებს ან ე.წ. დასავლეთს.
თანამედროვე თავისუფლების გაგებით, ყოველ მოქალაქეს, ღრმად დემოკრატიულ თუ ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე(აგი ჩვენც ვართ) სახელმწიფოში აქვს: სიტყვის, აღმსარებლობისა და გამოხატვის თავისუფლება. სტრუქტურულ დონეზე არსებობს პრესის თავისუფლებაც. რამდენად ვიყენებთ უფლებებს ან რამდენად გვჭირდება ეს უფლებები, ცალკე საკითხია. იმის განსჯა ჩვენი პრესა რამდენად იმსახურებს თავისუფლებას თქვენთვის მომინდვია. მთავარი ეს არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების კლასიკური გაგებიდან (თეორიული) სისტემის გადართვა მოხდა თავისუფლების პრაქტიკულ, სისტემატიზირებულ მაგალითზე, რომელიც არ ითვალისწინებს თავისუფლებას როგორც თავისუფლების ძირითად საყრდენს. 2.0 ვერსიის საფუძველს წარმოადგენს კონსტიტუცია, წესების წიგნი სადაც მოცემულია "უფლებათა" მთელი რიგი (ამერიკული ვარიანტი, მიღებული და ატაცებულია ყველა ბანანის სახელმწიფოში, ჩვენი ჩათვლით), რის საშუალებით აპელირებაც შეუძლია კონკრეტული სახელმწიფოს ნებისმიერ თავისუფალ მოქალაქეს. აკრძალვები ძირითადად არ არის ნახსენები, მაგრამ თუ ვახორციელებთ ქმედებას რომლის უფლებაც არ არსებობს, ავტომატურად აღკვეთის ზონაში ვხვდებით.

"კონსტიტუცია გარანტის იძლევა, რომ შეერთებული შტატების კონგრესი:
არ მოახდენს არცერთ რელიგიის ხელშეწყობას ან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას.
არ აღკვეთს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას.
არ შეეხება სიტყვის თავისუფლებას.
არ შეზღუდავს პრესის საქმიანობას.
არ ართმევს მოქალაქეებს თავყრილობების მოწყობის უფლებას.
არ ჩამოართმევს ან შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებას უჩივლონ საკუთარ მთავრობას პეტიციის სახით."
ა.შ.შ. კონსტიტუცია, კანონი უფლებათა შესახებ (A.K.A. პირველი შესწორება.)

კარგად რომ დავფიქრდეთ, რაში უნდა აწყობდეს ძირითად სისტემას, შეუშალოს ხელი დაქვემდებარებულ სუბსისტემას(საზოგადოებრივ ჯგუფს), ამავე სისტემის შემადგენელი ელემენტების სტაბილურობის შენარჩუნებაში? არც არაფერში. ელემენტი თავისუფალია აკეთოს ის რაც არ შეუშლის ხელს სისტემის გამართულ მუშაობას და არ მოახდენს თავად ელემენტის შრომისუნარიანობის ან მორჩილების უნარის დაქვეითებას(ყოველი სისტემა გათვლილია მოგებაზე.). შესაბამისად თავისუფალ ადამიანს "2.0" გაგებით აქვს სისტემისგან უფლება ემსახუროს იმ უფალს, რომელიც მეტად ესმის მას ანუ სისტემა ისევე იქნება განწყობილი კონკრეტული ელემენტის უფლის მიმართ როგორც სხვა უფლებთან მიმართებაშია. თუ ყველა უფალი თანასწორია სისტემისთვის, მომხმარებლის აზრით სისტემა სამართლიანი და კარგია. ეს ზღაპარი ყოველთვის ასეთი ტკბილი არ ყოფილა და არც ახლა არის მრავალ სახელმწიფოში. მიუხედავად ჩამოყალიბებული უფლებათა ნუსხისა, რიგ სახელმწიფოებში (მათვე ვეყუდნით ჩვენც) თავად საზოგადოება ახორციელებს რწმენისა და აღმსარებლობის უფლების მოდიფიკაციას. რაღა თქმა უნდა არა უკეთესობისკენ.
რიგითი სისტემური ერთეულის აზრით სისტემა მისი მეგობარია, რადგან არ ახორციელებს მის დევნას, დაშინებას, შეურაცხყოფას ან განადგურებას. რეალურად კი თუ საჭირო გახდა ეს ყველაფერი განხორციელებადია, ისე რომ თავად სისტემა, უფრო სწორედ უფლებათა პირამიდის მწვერვალი, არ ჩაერევა ამ საქმეში. სისტემის გაუმართავობას არეგულირებს სუბსისტემები, ელემენტარული ერთეულების მიერ დაფუძნებული ჯგუფები. რომლებიც ერთიანდებიან რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით. დაჯგუფებები იდეოლოგიურად ახლოს დგანან ავტორიტარულ სუბმისიურობასთან, აუცილებლად ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი(ავტორიტეტი) და ახასიათებთ აგრესიული განწყობა ყველაფრის მიმართ რაც არ ჯდება სამყაროს აღქმის მათეულ (ავტორიტეტის)ჩარჩოებში.
ძირითად შემთხვევებში სისტემას არაფერში სჭირდება სისტემური ერთეულის დევნა, რადგან თავად ერთეული იდეოლოგიურად მისივე აღზრდილია. ადრეული ასაკიდან იდეოლოგიური აღზრდა იძლევა ,მოცემული ელემენტის, ქცევითი უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. ერთეულს რომც მიეცეს სიტყვის, გამოხატვისა და საერთოდ ყველაფრის თავისუფლება, ის არც რამეს იტყვის და არც გააკეთებს არაფერს სისტემის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად სისტემა არ შეეხება სიტყვის თავისუფლებას, რადგან თავად მოვლენა არ არის საშიში. ხოლო საშიში შემთხვევებს, როგორც აღინიშნა, არეგულირებენ ძირითადი სისტემის ქვესისტემები, რომლებიც არ არის სისტემასთან გათანაბრებული და მათი საშუალებით განხორციელებული თავისუფლების აღკვეთა არ ითვლება სისტემის მიერ ჩადენილ არალიბერალურ ქმედებად. სხვა შემთხვევაში საშიშ ელემენტს, უბრალოდ, არავინ უსმენს. ადამიანთა უმრავლესობას აქვს თვისება კარგად აიწოვოს კონკრეტული ხასიათის სტრუქტურაში საინტეგრაციო დირექტივები. ასეთ ადამიანს აქვს საკუთარი გაუკუღმართებული8 ხედვა, რომელსაც არ და ვერ შეიცვლის მიუხედავად მყარი, ფაქტებით გაჯერებული, თანამოსაუბრის მტკიცებისა. ეს შეიძლება გატანაბრდეს ფანატიზმთან ფანატიზმთან, სახეზე ქაქის წასმისა და თავზე ცეცხლის აკიდების გამოკლებით.
თუ ჩავუღრმავდებით კანონს უფლებათა შესახებ მივდივართ დასკვნამდე, რომ ეს უფლებები პიროვნებას არ მოუთხოვია. მორალურად ჩამოყალიბებულ ადამიანს (ჰომომორალის) პრიმატული ელემენტისგან(ჰომოსაპიენს) განსხავებით არ მოუთხოვია არც ერთი კონკრეტული ან ჯგუფური სტრუქტურისა თუ პირისთვის უფლება, ეწარმოებინა კლასიკური თავისუფლებით ნებადართული ქმედებები. არავისთვის უკითხავს როგორ უნდა მოიქცეს. არავისთვის დაუვალებია საკუთარი ბედის მენეჯმენტი, ეს მოვლენა წარმოადგენს დემოკრატიული სტრუქტურის უკუჩვენებას. უბრალოდ ასე ხდება და სხვანაირად ვერ იქნება, რადგან ძირითადი მასა, რომელსაც პირდაპირი მოთხოვნილება აქვს იქნას მართული, ირჩევს ლიდერს, რომელიც არ აწყობს პიროვნებას, რადგან მას საერთოდ არ აწყობს ლიდერის ყოლა. უფლებათა ნუსხა და მთლიანად სისტემა, ძირითადად, მუშაობს შეუგნებელი მასის მენეჯმენტზე.

"თავისუფლება საკუთარ თავში გულისხმობს პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ ეშინია უმრავლესობას იყოს თავისუფალი."

-ჯ.ბერნარდ შოუ

ჩამოყალიბებულ ადამიანს კი არაფერში სჭირდება ძირითადი სისტემური, კონსტიტუციური უფლებების ან სუბსისტემური ტრაქტატების: წმინდა წიგნი, ყურანი, თორა etc. გამოყენება ყოველდღიურობაში, რადგან თავად წყვეტს რა არის მართებული კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ეს განასხვავებს პიროვნების აზროვნებას კოლექტივისგან. პიროვნებისთვის არ არსებობს იმპერატიული სტერეოტიპული ასოციაციები: ფრაზები, მოწოდებები, შეგონებები რომლებიც გამჯდარია მეხსიერებაში და ახდენს ქმედებების ავტომატიზმამდე დაყვანილ კორექტირებას. შედეგად ,ნებისმიერი განხორციელებული ქმედება დინამიკაში წყდება. ამის გამო, პიროვნების ცხოვრებისა და თავისუფლების ხარისხი ბევრად აღემატება ელემენტისას.

"მხოლოდ განათლებული ადამიანია თავისუფალი"
-ეპიქტეტე

განვიხილოთ თანამედროვე, "თავისუფალი" ელემენტების ძირითადი ტიპი. მშრომელთა კლასი. (A.K.A. პოსტინდუსტრიალური პროლეტარიატი.)
ძირითადი წარმომადგენლები -- ოფისის მუშაკები. თანამედროვე ოფისი წარმოადგენს მინიატურულ სახელმწიფო სისტემას თავის ლიდერით, დე-ფაქტო ლიდერითა და ელემენტებით. ოფისის ლიდერად ძირითადად გვევლინება ამავე ოფისის მენეჯერი. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაზე ხმამაღლა იყვიროს, ყველა აკონტროლოს და მუდმივ სტრესში ამყოფოს ელემენტები, მათი პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. მენეჯერი ჩანაცვლებადია, მის მაგივრად, მფლობელის მიერ, მარტივად, შესაძლებელია აყვანილი იქნას პიროვნება იმავე თვისებებით, რომელიც ნაკლები ანაზღაურებით გააკეთებს იგივე საქმეს ანუ მენეჯერი სრულად დამოკიდებულია ზემდგომ პირებზე მიუხედავად მაჟორული პოზიციისა. მისი თავისუფლების ხარისხი მინიმალურია. სამსახურს მიღმა აქვს საკუთარი სახლი, კარგი ავტომობილი. აგარაკი. ჰყავს მომხიბლელი ცოლი და სხვა სტატუსის ატრიბუტიკა. მენეჯერის ინტელექტის კოეფიციენტი 90-დან 105-ის ფარგლებში მერყეობს.
დე-ფაქტო(ჩრდილოვანი) ლიდერი წარმოადგენს პიროვნებას, რომელიც მოწოდებით იდეების გენერატორია, მაგრამ არ აქვს ის თვისებები რაც აქვს მენეჯერს. დე-ფაქტო ლიდერი არ არის აგრესიული. შესაბამისად მისი დირექტივები(რჩევები) ხორციელდება მენეჯერის მიერ. მაგრამ ამ პიროვნებას კარგად ესმის იმ საქმის სპეციფიკა რომელშიც მოღვაწეობს. შედარებით კრეატიულია და ხშირად უბრალოდ აღსრულების მიღმაც მიდის. შემოქმედია. ასეთი პიროვნება შეიძლება იყოს როგორც მენეჯერი, ისევე მენეჯერის თანაშემწეც. ჩრდილოვანი ლიდერის ჩანაცვლება სისტემისთვის არახელსაყრელია, რადგან ეს ადამიანი კარგად ერკვევა საკუთარ საქმეში და თავად სისტემის ფუნდამენტის ნაწილს წარმოადგენს. დე-ფაქტო ლიდერის თავისუფლების ხარისხი შედარებით მაღალია. არა მარტო იმიტომ რომ გარკვეულწილად ზემდგომიც დამოკიდებულია მის უნიკალურ შესაძლებლობებზე. იგი თავად წარმოადგენს პიროვნებას და სწორედ ამის წყალობით მოდის მისგან კრეატივი, რომელიც თავისუფლებას ანიჭებს. ამითვე აიხსნება სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ სისტემაში დე-ფაქტო(არა აღმასრულებელ) ლიდერებს შეადგენენ ერთეულები. მათი ინტელექტის კოეფიციენტი შეადგენს 100-დან 130-მდე და იშვიათად ზევით.
ოფისის მუშაკი(ელემენტი) წარმოადგენს მარტივ, ადვილად ჩანაცვლებად ორგანიზმს. მას არ ეხება არანაირი გადაწყვეტილების მიღება. ელემენტი იღებს მზა დირექტივებს ზემდგომი სუბიექტისგან (მენეჯერი) და ასრულებს ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ელემენტებს ძირითადად ევალებათ ურთიერთობა ტექნიკასთან, დოკუმენტაციის სორტირება, ზარებზე პასუხი და სხვა ელემენტარული ამოცანები. დანარჩენი დრო ეთმობა ინტერნეტს. სოციალურ ქსელებს, პორნო საიტებს, ჭორაობასა და ათას სისულელეს. აღნიშნული კლასი მხოლოდ ფიზიკურად წარმოადგენს ადამიანს. მორალურ დონეზე კი ისეთივე ფასი აქვს, როგორიც სკალპელს ქირურგის ხელში. ელემენტები სამუშაოს მიღმაც იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ არ ახასიათებთ ინიციატივა, კრეატიულობა ან სხვა პიროვნული თვისება. ისინი მიყვებიან და თავად შეადგენენ მეინსტრიმს, ნებისმიერ მიმდინარეობაში. მუშათა კლასის საშუალო ინტელექტის კოეფიციენტი შეადგენს 80-დან 100-მდე, იშვიათად მეტსაც.

"მათ მუდამ სამსახურში აგვიანდებათ, — მე ისინი ათასობით მინახავს, ჯიბეში საუზმით, გარბიან და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ მათთვის დაწესებულ ტრანსპორტს მიუსწრონ.იმის შიშით, რომ სამსახურს დაკარგავენ თუ დააგვიანდათ. სამსახურში ძირითადად ზურგის ტვინით მუშაობენ, არ ეფლობიან საქმეში ინტელექტუალურად; შემდგომ სახლში ეჩქარებათ, ცდილობენ ვახშამს მიუსწრონ; საღამოს სახლებშივე სხედან, რადგან ბნელ ქუჩებში მოძრაობის ეშინიათ; წვანან ცოლებთან, რომლებიც სიყვარულით არ მოუყვანიათ, რადგან სიყვარულზე მეტად სჭირდებოდათ თანხა, იმისთვის რომ არსებობა გაეგრძელებინათ. მათი ცხოვრება დაზღვეულია უბედური შემთხვევებისგან. კვირაობით კი საკუთარი სულის ხსნაზე ზრუნავენ. თითქოს ჯოჯოხეთი კურდღლებისთვის შექმნილიყოს!"
ჰ.უელსი

მუშათა კლასის ძირითადი ფუნქციაა სარგებლის მოტანა და მულტიპლიკაცია(თავისივე სახეობის გამრავლება). სახეობის საშუალო-სტატისტიკური ეგზემპლარი პლურიპოტენტურია ანუ შესწევს უნარი, მიუხედავად მცირე სახსრებისა, იყოლიოს და მისივე მსგავსი აზროვნების სტრუქტურით აღზარდოს 3-ზე მეტი შვილი. როგორც წესი ბიოლოგიური მასის ელემენტები ჩვეულებრივ იზრდებიან, განსაკუთრებული ნიჭისა თუ ინტერესების გარეშე. მათაც აქვთ მომწიფებისა და სექსუალური აქტივობის გარკვეული პერიოდი, რომელიც მათი ცხოვრებისეული წარმატებების პიკია. 20-24 წლის ასაკიდან იწყება შრომის პერიოდი. 30 წლის ასაკში უკვე აღარ არიან ახალგაზრდები. ამ დროისთვის როგორც წესი უკვე ჰყავთ 3 შთამომავალზე მეტი და აქვთ საშუალოზე ნაკლები შემოსავალი, რაც განაპირობებს ცხოვრების მძიმე პირობებსა და დაბალ ხარისხს. ამის გამო ხშირად აღენიშნებათ სასოწარკვეთილება და დეპრესიულობა. დეპრესიას ბიომასა გართობის სტანდარტული მეთოდებით იქარვებს. მათთვის იდეალურია ალკოჰოლი, სპორტი, ქალები, ავტომობილები, ჭამა, სექსი, სეირნობა, კინოს ყურება და იშვიათ შემთხვევებში კითხვაც. საკითხავიც შესაბამისია, შერჩევა ხდება ისევ პოპულისტური ხედვით, ლიტ-მეინსტრიმიდან. დენ ბრაუნი, კოელიო და სხვა მრავალი.
სისტემისთვის არ არის სასურველი მუშათა კლასი კარგად ერკვეოდეს პოლიტიკაში, ჰქონდეს ჩამოყალიბებული ხედვა(სისტემის საწინააღმდეგო) ან შეეძლოს რამოდენიმე წინადადების გადაბმა ლოგიკური შედეგის მისარებად. მუშათა კლასში საშიში ელემენტები იშვიათად გვხვდებიან, თუ რატომ არის ასე, სტატიის დასაწყისშივეა მითითებული.

"არ იფიქროთ რომ ვინმეს დავცინი, თანამედროვე სამუშაო ადგილი ოფისში — "cubicle" — რომ არ გავითვალისწინოთ მისი არსი, გარეგნულადაც კი ძალიან ჰგავს მსხვილფეხა საქონლის სადგომს. მხოლოდ იმ განსხვავებით რომ სალაფავით სავსე ტაშტის მაგიერ პროლეტარის ცხვირწინ მონიტორია, სადაც იგივე სალაფავი ციფრულად არის წარმოდგენილი. რა სარგებლობა მოაქვს ამ სადგომებს? პასუხი მარტივია და შესულია მრავალი ენის იდიომატიკაში. საქონელი აწარმოებს ფინანსურ სარგებელს."
-დ.ქოფლენდი "თაობა X"

მათი შეხება პოლიტიკასთან წარმოადგენს მხოლოდ მარტივი პატრიოტიზმით(A.K.A. ურა-პატრიოტიზმი) გაჯერებულობას, რაც ფართოდ გამოიყენება სამუშაო ადგილზეც და მის ფარგლებს გარეთაც. თუ საჭირო გახდა მათი რაციონის შემცირება, ხელფასის დაქვითვა ან სხვა უფლებათა შეზღუდვა, აიხსნება კორპორაციული პატრიოტიზმით. თუ საჭირო გახდა მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა, აპელირება მოხდება სამოქალაქო პატრიოტულ აქტზე. თუ საჭირო გახდება მუშათა კლასის ომში გაწვევა, აქაც იგივე განმეორდება, განსხვავებული ლოზუნგებითა და მოწოდებებით. მუშათა კლასში რომც არ იყოს პატრიოტიზმის შეგრძნება, მათ მაინც მოუწევთ მოთხოვნის აღსრულება. სხვა შემთხვევაში ჩნდება მარტივი სქემა: "თუ ნებით არ გააკეთებ არსებობს სხვა მეთოდებიც". სხვა მეთოდებში ძირითადად სადამსჯელო ღონისძიებები იგულისხმება. სწორედ ამიტომ არის მუშათა კლასი საუკეთესო ინსტრუმენტი ნებისმიერი პროექტის განსახორციელებლად და სწორედ ამიტომ ექცევიან მათ როგორც მსხვილფეხა საქონელს.

"შენ გაკონტროლებს შენივე ცხოვრების წესი. არასდროს დაივიწყო ეს. ის რაც ახლა ხარ შენივე ცნობიერი და არაცნობიერი გადაწყვეტილებების შედეგია."
-ბ.ჰოლი

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, მუშათა კლასის სამომავლო პროგნოზი საიმედოა. მათი ყველა ფუნქცია(პირდაპირი აღსრულება) მარტივად ჩანაცვლდება კომპიუტერიზებული სისტემების მიერ, რომლებიც არ ითხოვენ არანაირ ანაზღაურებას. შესაბამისად დროთა განმავლობაში მუშათა კლასს მოუწევს განვითარება ან გადაშენება. პიროვნებისთვის ორივე შედეგი ხელსაყრელია, მაგრამ არც სისტემა თვლემს. სისტემის განვითარება და მოდერნიზაცია ხდება მუშათა კლასში შეგნების ამაღლების პირდაპირპროპორციულად. თუ ბნელ ხანაში საკმარისი იყო ადამიანისთვის სიცოცხლე შეგენარჩუნებინა მისგან მორჩილების მისაღებად, ხოლო ახლა მისი ფიზიკური შენახვაც გვიწევს, სამომავლოდ მათში კრეატივის წარმოჩენასთან ერთად აუცილებელი გახდება მათთვის მორალური სარგებლის მიცემაც რთული სოციალური ქსელების საშუალებით. სოც-ქსელების განვიტარება უკვე დაწყებულია.
სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის არავის ბოროტი ჩანაფიქრი, რადგან სისტემა არაფერს და არავის ემორჩილება. სისტემა თავისთავად ახორციელებს მუდმივ თვითრეგულაციას ქვედა ფენებიდან, აღმავალი გზით ანუ თუ ვითარდება მუშა უნდა განვითარდეს მისი მენეჯმენტის მეთოდებიც და თავად მენეჯერიც. რამდენადაც უფლებათა პირამიდის ფუძეა(ელემენტი) დამოკიდებული მწვერვალზე, იმდენადვეა მწვერვალიც(მენეჯერი) საფუძველს დაყრდნობილი.

"სანამ გვექნება სახელმწიფო სისტემა, თავისუფლება არ იარსებებს. როდესაც დადგება თავისუფლება სახელმწიფოები აღარ იარსებებენ."
-ვ.ილიას ძე ლენინი

ციტატა ერთი მარტივი მიზეზით მოვიყვანე. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ, ყველაფერი გლობალიზაციისკენ მიდის.
თავისუფლება რამდენადაც არ უნდა დაიხვეწოს, მაინც ლოგიკურ პარადოქსებთან ბრძოლაში მარცხდება და ისეთივე ილუზორული რჩება როგორიც აბსოლუტური გაგებით იყო. თუ ბუნებაში ყველაფერი საჭირო არსებობს, შეიძლება ჩაითვალოს რომ თავისუფლება არაფერში გვჭირდება.

http://www.facebook....li/383057525792
“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
0

#2 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 17 March 2010 - 01:25 AM

:D
ბეტმენის მუშტი
0

#3 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 17 March 2010 - 01:28 AM

"არ იფიქროთ რომ ვინმეს დავცინი, თანამედროვე სამუშაო ადგილი ოფისში — "cubicle" — რომ არ გავითვალისწინოთ მისი არსი, გარეგნულადაც კი ძალიან ჰგავს მსხვილფეხა საქონლის სადგომს. მხოლოდ იმ განსხვავებით რომ სალაფავით სავსე ტაშტის მაგიერ პროლეტარის ცხვირწინ მონიტორია, სადაც იგივე სალაფავი ციფრულად არის წარმოდგენილი. რა სარგებლობა მოაქვს ამ სადგომებს? პასუხი მარტივია და შესულია მრავალი ენის იდიომატიკაში. საქონელი აწარმოებს ფინანსურ სარგებელს."
-დ.ქოფლენდი "თაობა X"


ფრიმენის ვიდეო ნახე ძროხებზე ? :D

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Freeman: 17 March 2010 - 01:34 AM

ბეტმენის მუშტი
0

#4 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 17 March 2010 - 01:40 AM

View PostFreeman, on 17 March 2010 - 02:28 AM, said:

"არ იფიქროთ რომ ვინმეს დავცინი, თანამედროვე სამუშაო ადგილი ოფისში — "cubicle" — რომ არ გავითვალისწინოთ მისი არსი, გარეგნულადაც კი ძალიან ჰგავს მსხვილფეხა საქონლის სადგომს. მხოლოდ იმ განსხვავებით რომ სალაფავით სავსე ტაშტის მაგიერ პროლეტარის ცხვირწინ მონიტორია, სადაც იგივე სალაფავი ციფრულად არის წარმოდგენილი. რა სარგებლობა მოაქვს ამ სადგომებს? პასუხი მარტივია და შესულია მრავალი ენის იდიომატიკაში. საქონელი აწარმოებს ფინანსურ სარგებელს."
-დ.ქოფლენდი "თაობა X"


ფრიმენის ვიდეო ნახე ძროხებზე ? :D

-დ.ქოფლენდი "თაობა X"

ვფიქრობ ფრიმენმა წაიკითხა რაღაც.

:yes:.
“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
0

#5 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 17 March 2010 - 01:53 AM

ადრე მივწერე X თაობის წარმომადგენელი ხარ მეთქი და... ეწყინა :raviaba:


ესეც მე თუ წინააღმდეგი არ იქნები მრავალი წლის წინ :user:

ადამიანში სრულმა სულიერმა თავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს უდიდესი სიცარიელე, გულგრილობა ყველაფრის და ყველას მიმართ, დაკარგოს სიცოცხლის აზრი, რა თქმა უნდა სხვის სიცოცხლეს ვგულისხმობ,
მაგრამ ამ ყველაფრის სანაცვლოდ ვღებულობთ სრულ თავისუფლებას განა ეს ამად არ ღირს ? ამისკენ არ მიისწრაით მთელი არსებით ? განა ყოველი პარაზიტის ოცნება არაა იყოს თავისუფალი?
არ იარსებებს ყოველდღიური ზრუნვა ადამიანებზე, არ დაგვეხარჯება უაზროდ დრო, მხოლოდ საკუთარი თავის რეალიზაცია, არ იქნება ადამიანური სისუსტე: სიყვარული, ოჯახი, მეგობრობა... ამ ყველაფრისგან განთავისუფლება!
ბეტმენის მუშტი
0

#6 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Forve Icon

  • Confess, Sinner !!!
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7508
  • რეგისტრაცია: 15-October 07

Posted 17 March 2010 - 05:01 PM

View PostFreeman, on 17 March 2010 - 01:53 AM, said:

არ იარსებებს ყოველდღიური ზრუნვა ადამიანებზე, არ დაგვეხარჯება უაზროდ დრო, მხოლოდ საკუთარი თავის რეალიზაცია, არ იქნება ადამიანური სისუსტე: სიყვარული, ოჯახი, მეგობრობა... ამ ყველაფრისგან განთავისუფლება!

მემგონი რაც შენ დაწერე თავისუფლება კი არა ჩვეულებრივი კარიერისტობა

არ ზრუნავ არავიზე, არ გიყვარს არავინ, არ ემეგობრები არავის
არც შენზე ზრუნავს არავინ, არ უყვარხარ არავის, არ გემეგობრება არავინ
ყველაფერს ამ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს


რაც შეეხება თვით რეალიზაციას და უაზროდ დროის ხარჯვას
საბოლო ჯამში მაინც მოკვდები და არავინ გაგიხსენებს რამდენიე თაობაში( თუ შთამომავლობის გარეშე მოკვდები ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი)
რას გულსიხმობ თვით რეალიზაციაში მაინც? კარგი სამუშაო? ბევრი ფული? მატერიალური მიზნების მიღწევა?
თუ მატერიალურ არაფერს გულსიხმობ, არამედ სულიერად ადამიანის რეალიციაზე საუბრობ. ამაში მეგობრები, ოჯახი, და უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობა არათუ გიშლის არამედ უმეტეს შემთხვევაში გეხმარება.

სტატია ჯერ არ წამიკითხავს მომიტევეთ, მაგრამ საღამოსთვის წავიკითხავ :Freeman:


P.S

ახლა შევამჩნიე მე მრავალი წლის წინ :D

ტყუილა ვწერე ამდენი :D

ამ პოსტში ცვლილებები შეიტანა Forve: 17 March 2010 - 05:02 PM

0

#7 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Freeman Icon

  • Honored Member
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 16907
  • რეგისტრაცია: 29-July 06

Posted 17 March 2010 - 06:20 PM

View PostForve, on 17 March 2010 - 04:01 PM, said:

მემგონი რაც შენ დაწერე თავისუფლება კი არა ჩვეულებრივი კარიერისტობა

არ ზრუნავ არავიზე, არ გიყვარს არავინ, არ ემეგობრები არავის
არც შენზე ზრუნავს არავინ, არ უყვარხარ არავის, არ გემეგობრება არავინ
ყველაფერს ამ სამყაროში დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს


რაც შეეხება თვით რეალიზაციას და უაზროდ დროის ხარჯვას
საბოლო ჯამში მაინც მოკვდები და არავინ გაგიხსენებს რამდენიე თაობაში( თუ შთამომავლობის გარეშე მოკვდები ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი)
რას გულსიხმობ თვით რეალიზაციაში მაინც? კარგი სამუშაო? ბევრი ფული? მატერიალური მიზნების მიღწევა?
თუ მატერიალურ არაფერს გულსიხმობ, არამედ სულიერად ადამიანის რეალიციაზე საუბრობ. ამაში მეგობრები, ოჯახი, და უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობა არათუ გიშლის არამედ უმეტეს შემთხვევაში გეხმარება.

სტატია ჯერ არ წამიკითხავს მომიტევეთ, მაგრამ საღამოსთვის წავიკითხავ :Freeman:


P.S

ახლა შევამჩნიე მე მრავალი წლის წინ :D

ტყუილა ვწერე ამდენი :D

არაუშავს :JohnDeacon:
კარიერა ნაწილობრივ, მაგრამ არა ოფისში გამოკეტილი წურბელა. საკუთარი მსოფლმხედველობის და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება
იყო ნაგულისხმევი მანდ
ბეტმენის მუშტი
0

#8 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Forve Icon

  • Confess, Sinner !!!
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7508
  • რეგისტრაცია: 15-October 07

Posted 17 March 2010 - 06:50 PM

View PostFreeman, on 17 March 2010 - 06:20 PM, said:

საკუთარი მსოფლმხედველობის და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება
იყო ნაგულისხმევი მანდ

ხოდა დავწერე მაგაზეც :JohnDeacon:
0

#9 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლასტოჩკა Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 112
  • რეგისტრაცია: 01-January 10

Posted 17 March 2010 - 08:43 PM

View PostGlobal Moderator, on 16 March 2010 - 07:49 AM, said:

"მხოლოდ განათლებული ადამიანია თავისუფალი"
-ეპიქტეტე


"შენ გაკონტროლებს შენივე ცხოვრების წესი. არასდროს დაივიწყო ეს. ის რაც ახლა ხარ შენივე ცნობიერი და არაცნობიერი გადაწყვეტილებების შედეგია."
-ბ.ჰოლი

v=app_2347471856&ref=profile&id=1297602199#!/notes/zurab-zurabashvili/tavisupleba-da-momkhmarebeli/ 383057525792

1.:D ნეტა რას გულისხმობდა

2.ამის დასაწერად შემოვედი, ოღონდ სხვანაირად , ერტი სტყვით:D
0

#10 მომხმარებელი არაა ფორუმზე   ლიპარიტი Icon

  • Premium Member
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 7573
  • რეგისტრაცია: 12-March 07

Posted 18 March 2010 - 12:14 AM

თავისუფლება კარგია თუ სწორად გამოიყენებ
ისე თავისუფლება ბუნებაში არ არსებობს
,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან” _
ასეთებს ალბათ
ალუბლების ფერიც არ მოსწონთ.
1

#11 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 19 March 2010 - 07:08 PM

რადგან ბრძენი ტანკისტი არ გამომეხმაურა შედარებით მძიმედ დამიწერია. შემდეგი მარტივი და კარგად ჩასაყლაპი იქნება.

:D.
“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
0

#12 მომხმარებელი არაა ფორუმზე   mr. Beatleman Icon

  • ...The Beatles saved the world from boredom...
  • PipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Moderators
  • პოსტები: 11760
  • რეგისტრაცია: 01-January 07

Posted 22 March 2010 - 05:03 PM

საინტერესოა ნამდვილად..

ზოგადად თავისუფლება შედგება ორი ურთერთშემავსებელი ნაწილისგან. ერთი ნაწილი არის ზუსტად ზემოთ აღწერილი თავისუფლება, "გარეგანი" თავისუფლება. თავისუფლება რომელთანაც ასოცირდება სამსახური, ოფისი, კანონი, ვალდებულება, ხელფასი, საჭმელი, თვითგადარჩენა და სხვა დეტალები. მაგრამ ჩემი აზრით კიდევ არსებობს მეორე, შინაგანი თავისუფლება: შინაგან თავისუფლება არის საკუთარ თავზე გამარჯვება. საკუთარ თავზე გამარჯვება არ არის ფრთიანი ფრაზა. დავესესხები ერთ ჩემთვის ძალიან პატივსაცემ მოღვაწეს: თავისუფლება ეს არის საკუთარ ვნებებზე გამარჯვება!

მართლაც რომ დავფიქრდი, ყველაზე დიდი შემზღუდველი არის საკუთარი თავი.
და ეს გარეგანი თავისუფლების ბარიერები მე მგონი ჩვენ თვითონვეა შექმნილი და რატომ: ჩვენ არ შეგვიძლია შინაგანად ასე მარტივად და ერთი ხელის მოსმით გავთავისუფლდეთ, იმიტომ რომ:

Quote

"თავისუფლება საკუთარ თავში გულისხმობს პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ ეშინია უმრავლესობას იყოს თავისუფალი."

-ჯ.ბერნარდ შოუ


ანუ იმის გამო რომ ურთულესია, ამიტომ ვცდილობთ გარე სამყაროში ვიპოვოთ გამართლება: აი იციი, ეს კანონი, ან ჩემი მენეჯერი, ან ბებიაჩემის ხასიათი, ან ჩემი მეზობელი, ან ვინმე სხვა ან რამე, მიზღუდავს თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში მე თვითონ მყავს ჩემი თავი დაპყრობილი.
ჩემი აზრით მივდივარ იქამდე, რომ სრულ თავისუფლებას ჭირდება გამბედაობა და სიმამაცე. თუ გაიმარჯვებ შენს თავზე, ალბათ უფრო მარტივად მიიღებ თავისუფლების სრულ პაკეტს.

გამახსენდა მერე ის რომ "ვინც მამაცია, ის თავისუფალია" (სენეკა) და გამიხარდა..:D

Quote

"მხოლოდ განათლებული ადამიანია თავისუფალი"
-ეპიქტეტე


ან სრულაც შეიძლება გაუნათლებელი.. :raviaba:
http://heltertheskelter.wordpress.com/
0

#13 მომხმარებელი არაა ფორუმზე   Global Moderator Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Global Moderator
  • პოსტები: 3173
  • რეგისტრაცია: 22-March 09

Posted 22 March 2010 - 06:06 PM

შინაგანი თავისუფლება სხვა საკითხია. საქმე ის არის რომ მაგასაც ჩვენი შეხედულებები განსაზღვრავს, ისევე როგორც კლასიკურ თავისუფლებას. ანუ შეიძლება იყო ეგეთი მაგარი ტიპი, შინაგანად თავისუფალი. დადიოდე შენ პლანეტაზე და აკეთებდე იმ საქმეს რაც ხუთიანზე იცი და მეტი არაფერი გინდოდეს. საერთოდ სიამოვნებაზე იყო გადართული, მაგრამ როგორც არ უნდა გინდოდეს ამოხტე ნასკებიდან მაინც ხასიათის მოდელს ხარ მორგებული, არ ვამბობ რომ თავზე გახვევს ვინმე რამეს მაგრამ ასე ხდება. სხვანაირად ვერ იქნება. შენ გესმის შენი თავისუფლება იქამდე სადამდეც ხედავ ამას. ამ ხედვას ვინ და რა გიყალიბებს სხვა თემაა.
“You should check out the music on my MySpace page. I use other peoples creations to express my individuality.” (c)

XD

theglobalmoderator.wordpress.com/
0

#14 მომხმარებელი არაა ფორუმზე   niniko.boom Icon

  • Golden Member
  • PipPipPipPipPip
  • ჯგუფი: Members
  • პოსტები: 4741
  • რეგისტრაცია: 09-August 06

Posted 22 March 2010 - 08:31 PM

არ ვიცი თავისულება.
და არცმეგულება რომიყოს ბოლომდე ასეთი გახსნილი და თავისუფალი.

არავინ.:( :maqciaskiss:
0

#15 მომხმარებელი არაა ფორუმზე   dima-dima Icon

  • Member
  • PipPip
  • ჯგუფი: Newbie
  • პოსტები: 21
  • რეგისტრაცია: 13-June 10

Posted 26 August 2010 - 07:49 PM

მოგესალმებით!
თავისუფლების საკითხი ყოველთვის აინტერესებდათ ჩვეულებრივ ადამიანებს, მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, წმინდანებს. დღემდე კამათობენ და ყველას თავისი საკუთარი შეხედულება აქ თავისუფლებაზე :) . და ყველა თავის გზას ეძებს თავისუფლებისაკენ.
სოკრატემ თქვა: "აუცილებლად მოიყვანეთ ცოლი. თუ კარგი ცოლი შეგხვდებათ იქნებით თავისუფლები, თუ არა და - ფილოსოფოსები გახდებით." :D სამწუხაროდ ცუდი ცოლი შეხვდა... ჩვენ ვეძებთ თავისუფლებას გარე სამყაროში, მაგრამ თავისუფლება ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობაა, ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და ამ სამყაროს აღქმა. ჩვენი ემოციები და აზრები საკუთარი თავის და გარე სამყაროს მონებს გვხვდიან.
როგორ დონ ხუანმა უპასუხა კარლოს კასტანედას პასუხს, საკუთარი შვილის სიკვდილის თაობაზე. კარლოს კასტანედას აინტერესედა განიცდიდა დონ ხუანი იმ ამბავს , საკუთარი სვილის სიკვდილი რომ ნახა? რაზეც დონ ხუანმა უპასუხა: "მე კი არ ვუყურებდი, მე ვხედავდი - ვინც ხედავს მისთვის არ არსებობს არც ტანჯვა, და არც სიამოვნება" (ციტატა დაახლოვებითაა მოყვანილი)
და მეორე: სტილპონს (ფილოსოფოსს ტროიადან) ცოლ-შვილი მოუკლეს და სახლი დაუწვეს. და კითხვაზე: "რით დაგეხმაროთ?" უპასუხა: "ჩემი კეთილდღეობა ჩემთანაა" ("Всё моё благо со мной").

ეს მომეწონა კიდე თავისუფლებაზე: http://www.self-disc...srulo-sixarulia

ასეთ სულიერი სიმშვიდის და თავისუფლებას მიღწევას განვითარება ჭირდება და მუშაობა საკუთარ თავზე. ის ერთ წამში ვერ მოვა. რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრია.
:)
0

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მომხმარებელი