GOL.GE Forum: vaii - პროფილს დათვალიერება

Jump to content

vaii-ს პროფილი მომხმარებლის რეიტინგი: *****

რეპუტაცია: 106 Excellent
ჯგუფი:
Administrators
პოსტები:
1782 (0.48 დღეში)
აქტიური ფორუმი:
კინო, თეატრი (321 პოსტები)
დარეგისტრირდა:
17-July 04
დათვალიერებები:
8082
ბოლო ვიზიტი:
მომხმარებელი არაა ფორუმზე Sep 17 2014 05:30 PM
სტატუსი:
არ არის აქტიური

Previous Fields

სქესი:
Female

ბოლო დამთვალიერებლები

Icon   vaii სტატუსი არ დაუყენებია

ჩემი დაწყებული თემები

  1. განახლებული ფორუმი

    Posted 6 Nov 2009

    გილოცავთ, როგორც იქნა მოხდა ფორუმის განახლება.

    საწყის ეტაპზე, შესაძლოა აღმოჩნდეს ხარვეზები სხვადასხვა ფუნქციების მუშაობაში, გთხოვთ ამ თემაში შემატყობინოთ მათ შესახებ.

    გმადლობთ თანამშრომლობისთვის.
  2. ფორუმის საერთო წესები

    Posted 23 May 2009

    საერთო წესები ფორუმელთათვის:

    1. საერთო დებულებები
    - წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
    - გარკვეულ განყოფილებებში არის წესები, რომელიც ფორუმის საერთო წესების დამატებაა და აწესრიგებს ამ განყოფილებებში ურთიერთობას.
    - ფორუმზე ნებისმიერი პოსტის გამოქვეყნება ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
    - ფორუმზე არსებულ ყველა პოსტს აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება. ყველა პოსტი გამოხატავს ავტორის აზრს და ადმინისტრაციას არ ეკისრება მათ შინაარსზე არანაირი პასუხისმგებლობა.
    - პირადი საკითხების განხილვისათვის ფორუმზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას და, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ არაკორექტულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დასაჯოს დამნაშავე.


    2. ახალი თემების და არსებულ თემებზე პასუხების გამოქვეყნების პირობები:
    - ფორუმის მომხმარებელს აქვს უფლება შექმნას ახალი თემა, რომელიც შეესაბამება განყოფილების თემატიკას და არ წარმოადგენს უკვე არსებული თემის გამეორებას.
    - ფორუმზე ურთიერთობის ენაა ქართული. არაა რეკომენდირებული ქართული ენის განზრახ დამახინჯება. თქვენი პოსტის ორთოგრაფიული სისწორე არის გარანტი იმისა, რომ მას წაიკითხავს ყველა დაინტერესებული მომხმარებელი. პატივი ეცით ფორუმის მომხმარებლებს, ისინი არ არიან ვალდებულნი ეძიონ აზრი გრამატიკულად დამახინჯებულ პოსტში. (აქ იხილავთ თუ როგორ წეროთ ქართული კლავიატურით)
    - შეკითხვის შემცველი ახალი თემის გამოქვეყნებამდე, სცადეთ გაუკეთოთ სწორი ფორმულირება თქვენს შეკითხვას.
    - შეკითხვებზე პასუხების მოსაძებნად, გამოიყენეთ ძებნა და ფილტრი ფორუმებში.
    - თემის სათაური მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ამ თემის შინაარსს.


    3. იკრძალება:
    - უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
    - წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის, ნარკომანიის პროპაგანდა, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, ასევე მასობრივი არეულობისკენ და ომისკენ მოწოდება.
    - სექსუალური უმცირესობების შევიწროვება, დაცინვა და შეურაცხყოფა.
    - წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება.
    - აკრძალულია სხვათა სარწმუნოების, ფაშისტური ან ნაცისტური სიმბოლიკის ან უხამსი და მორალურად შეურაცხმყოფელი ავატარების ან წარწერების დაყენება. ასეთი მომხმარებლის პროფილი გაუფრთხილებლად შეიძლება ჩასწორდეს. ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
    - სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომერციული ინფორმაციის შემცველი თემების შექმნა, ასევე საიტების ლინკების გამოქვეყნება (მათ შორის მინაწერში), მათი პოპულარიზაციის მიზნით.
    - ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის, ლინკების და ამ თემატიკის საიტების პაროლების გამოქვეყნება (გამონაკლისია განყოფილება - პალატა N9)
    - გრაფიკული სმაილების და ციტირების ზედმეტად გამოყენება, აგრეთვე ფლუდი და off-ტოპიკი.
    - თემების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული.
    - მოდერატორების და ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა. თუ თქვენ გსურთ რაიმეს თქმა, გააკეთეთ ეს პირადად - ელ.ფოსტის, პერსონალური შეტყობინებების სისტემის ან სხვა საშუალებით.


    4. წესრიგის დაცვის ზომები:
    წესრიგს იცავს ფორუმის ადმინისტრაცია: მოდერატორები, გლობალ მოდერატორები და ადმინისტრატორები.
    ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას:
    1. გადაიტანოს შესაბამის ფორუმში ის თემები და ცალკეული პოსტები, რომლებიც არ შეესაბამება აღნიშნული განყოფილების თემატიკას.
    2. დახუროს და წაშალოს თემები, რომლებიც არღვევენ არსებულ წესებს.
    3. მოახდინოს წესრიგის დამრღვევთა ბლოკირება.
    4. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხულიგნებს. ნუ უპასუხებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ასეთ მოქმედებებზე რეაგირებას მოახდენს ადმინისტრაცია.


    5. სასჯელები წესების დარღვევისას:
    - ნებისმიერი წესის დარღვევისთვის პირველი გაფრთხილება სიტყვიერია.
    - პირველი სასჯელია 1-12 საათის ბანი პოსტვის უფლების გარეშე.
    - მესამე გაფრთხილება 1-3 დღის ბანი პოსტვის უფლების გარეშე.
    - მეოთხე გაფრთხილება. 3-10 დღის ბანი.
    - სერიოზული დარღვევების შემთხვევაში (არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, მომხმარებლების შეურაცხყოფა, მოხმობა უწესო ქმედებისაკენ, აშკარა რეკლამა) ბანი იქნება დადებული წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე და, შესაძლებელია, შეადგინოს 3 დღიდან 3 თვემდე.
    - განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება გაუფრთხილებლად მიეცეს სამუდამო ბანი.
    თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენს წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ მოდერატორთან, გლობალმოდერატორთან ან ადმინისტრატორთან.
    გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელი, რომლის გაფრთხილების დონე მიაღწევს 100%-ს ავტომატურად დაიბლოკება.


    6. მოდერატორების უფლება-მოვალეობები:
    1. მოდერატორი არის ჩვეულებრივი ფორუმელი, რომელსაც გარკვეული დროით მიენიჭა დამატებითი ფუნქციები ფორუმზე წესრიგის დასამყარებლად; ის ადევნებს თვალყურს წევრების მხრიდან ფორუმზე მიღებული წესების დაცვას;
    2. მოდერატორის შერჩევა ხდება გლობალ-მოდერატორის ან ადმინისტრატორის მიერ;
    3. მოდერატორს მოეთხოვება ფორუმზე მოქცევის წესების ზედმიწევნით ცოდნა;
    4. მოდერატორს, რომელიც ინიშნება განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) უნდა ჰქონდეს ამ განყოფილების (ქვეგანყოფილების) სპეციფიკის ცოდნა;
    5. მოდერატორი ინიშნება ერთ ან რამოდენიმე განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში), ემორჩილება და ზედმიწევნით იცავს ფორუმზე არსებულ წესებს. მას სხვა ფორუმელებისაგან განსხვავებით მოეთხოვება მეტი თავდაჭერილობა. უნდა იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი;
    6. მოდერატორის უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) სადაც არის დანიშნული;
    7. გლობალ-მოდერატორს და ადმინისტრატორს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოდერატორის გაუფრთხილებლად მოახდინონ მოდერირება ყველა განყოფილებაში ან ქვეგანყოფილებაში;
    8. მოდერატორი ანგარიშვალდებულია გლობალ-მოდერატორისა და ადმინისტრატორის წინაშე; საჭიროების შემთხვევაში აბარებს მათ ანგარიშს და ასაბუთებს თავის ქმედებას;
    9. მოდერატორისთვის მინიჭებული ფუნქციების შეზღუდვა შესაძლებელია როგორც საკუთარი სურვილით, ასევე გლობალ-მოდერატორის ან ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით;
    10. საკუთარი სურვილით მოდერატორობიდან წასვლაზე მან უნდა შეატყობინოს ადმინისტრატორს. მას შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია მის ნაცვლად სხვა ფორუმელის კანდიდატურას;
    11. თემის დახურვისას მოდერატორმა, ბოლო პოსტში უნდა დაწეროს არგუმენტირებული პასუხი და მიუთითოს დახურვის მიზეზი;
    12. ასევე ფორუმელისთვის სადამსჯელო ქმედების ჩატარების შემთხვევაში შესაბამის ადგილზე მიუთითოს დასჯის მიზეზი და ფორუმელს მისცეს განმარტება პმ-ში;
    13. რომელიმე მოდერატორის მიერ დადებული სასჯელი არ შეიძლება მოიხსნას სხვა მოდერატორის მიერ, გლობალ-მოდერატორისა ან თვით იმ მოდერატორის გარეშე, რომელმაც სასჯელი დაადო;
    14. კატეგორიულად აკრძალულია ფორუმზე მოდერატორების მხრიდან უწმაწური გამონათქვამები, ფორუმელების პირადი შეურაცხყოფა;
    15. მოდერატორი, რომელიც შეეპასუხება ფორუმელის მხრიდან შეურაცხყოფას, უპასუხებს აგრესიით და მოუწოდებს მას ჩხუბისა და ცალკე განხილვისკენ, უკვე ითვლება დამნაშავედ და მისი დასჯის საკითხი განხილული უნდა იყოს გლობალ-მოდერატორისა ან ადმინისტრატორის მიერ. საჭიროების შემთხვევაში საკითხი განიხილება მოდერატორებთან ერთად;
    16. რომელიმე ფორუმელის მხრიდან მოდერატორის შეურაცხყოფის შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია სათანადო ზომების მიღება, უნდა ჩააყენოს საქმის კურსში გლობალ-მოდერატორი ან ადმინისტრატორი. საჭიროების შემთხვევაში საკითხი განიხილება მოდერატორებთან ერთად.
  3. მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

    Posted 14 Mar 2009

    ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის დროს გაკეთებული ჩანაწერები:

    11 ივლისი
    14. 00 სთ-ზე გადავკვეთეთ საქართველო- თურქეთის საზღვარი ვალესთან.
    ისეთი განცდა მაქვს თითქოს ”დროის მანქანით” წარსულში მივდივარ სამოგზაუროდ. აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამავდროულად ვნერვიულობ როგორ შევხვდები საქართველოს ტკივილიან ისტორიას, იმ ტაძრებს სადაც დრო გაქვავებულა და მიწას რომელზეც ჩვენი სახელოვანი წინაპრები დააბიჯებდნენ.
    14.59 სთ-ზე გავიარეთ ბაქო-ჯეიხანის ნავთობის სადგური.
    15. 05 სთ-ზე მთის წყაროსთან შევისვენეთ 10 წუთით, ძალიან ცივი წყალი იყო.
    15.17 სთ-ზე გადავიარეთ ერუშეთის უღელტეხილი, ის 2540 მეტრზეა ზღვის დონიდან. აქ, ამ მთების სიღრმიდან იღებს სათავეს ჩვენი დიადი და მრავალტანჯული მდინარე მტკვარი.
    15. 31 სთ-ზე შევედით დაბა დამალში.
    15. 45 სთ დაბა ჰანაკი. მივყვებით მდინარე მტკვარს. ის თანდათან მძვინვარდება და ძალას იკრებს.
    გზიდან მარჯვნივ გამოჩნდა ქაჯის ციხის ნანგრევები.
    15.54 სთ გავიარეთ დაბა ალთა. ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა ალთა-ბალთა. (ზუსტად არ ვიცი, მგონი ბალთა სამაჩაბლოში უნდა იყოს).
    16.00 სთ-ზე მიუყვებით ლამაზად მოელვარე ჭაობს და მარჯვნივ მთის ფერდობზე მოსჩანს ქვებით გამოსახული თურქეთის დროშის ვებერთელა სიმბოლოები.
    16.09 სთ შევედით არდაჰანში. ქალაქის ბოლოს გადავიარეთ მდინარე მტკვარზე გადებულ ხიდზე და მარჯვნივ ფერდობზე შეფენილი სახლების შუაგულში გამოჩნდა თამარ მეფის დროინდელი ციხე გალავანი. ახლა ციხე თურქების მიერ არის აღდგენილი და ზედ თურქეთის დროშა ფრიალებს. ამის შემხედვარეს თვალებში დარდი ჩამიდგა.
    ხიდიდან გადავუხვიეთ მარცხნივ და გაუყევით გზას შავშეთისაკენ.
    16.36 სთ მივადექით შავშეთის უღელტეხილს, რომელიც 2640 მეტრზეა ზღვის დონიდან. საოცარი ნისლი დგას. ტრასის გამყოფი თეთრი ზოლის გარდა არაფერი სჩანს. მას ფრთხილად, ნელი სვლით მივუყვებით გარინდულები. მარცხნივ საოცარი თვალუწვდენელი ხეობა უნდა იყოს, სადაც ახლა თეთრი ღრუბელია ჩასვენებული და დატყვევებული არემარე მდუმარებას მოუცვია. თეთრი მითიური ხომალდივით მივსრიალებთ გამეფებულ სიჩუმეში, მაგრამ ვგრძნობთ რაღაც დიადს, სათუთს იდუმალს და ღვთაებრივს. ფანჯარა გამოვაღე და ღრმად შევისუნთქე მსუბუქი ჰაერი. სუსხია. ნისლის შხარაშხური ისმის და საამური "მშობლიური" სიო სახეზე მეალერსება.
    უღელტეხილიდან ვეშვებით სერპანტინით და ნელა ნელა იკვეთება ულამაზესი ხეობა, ფიჭვნარით და ნაძვნარით მოფენილი. საოცარი ადგილია, მისი სურნელი სამუდამოდ გამყვება და ეს იდუმალი სილამაზე არასდროს დამავიწყდება.
    16.50 სთ-ზე საკონტროლო პუნქტთან 10 წუთით გაგვაჩერეს. საშუალება მომეცა ავტობუსიდან გადმოვსულიყავი და უფრო ნათლად შემეგრძნო ნესტით გაჯერებული ხავერდოვანი არემარე. აქაურმა წიწვოვანმა ტყემ ბორჯომის ხეობა მომაგონა. თურქები თბილად შეგვხვდნენ, გამოგველაპარაკნენ, საბუთები შეგვიმოწმეს და რომ გაიგეს ქართველები ვიყავით, რამოდენიმე სიტყვა ქართულადაც გვითხრეს.
    თვალებით ვჭამდი იქაურობას. ვიცოდი უკანა გზაზე ამ ადგილებს აღარ გამოვივლიდით და ვცდილობდი თითოეული მონაკვეთი აღმებეჭდა მეხსიერებაში და შემდეგ როდესაც ამ წამებს როგორც წარსულს გავიხსენებდი, არაფერი გამომრჩენოდა. ხეობის სიღრმეში მიედინება ზეთისხილის ბაღებით დამშვენებული მდინარე შავშეთი, რომელიც ამ სილამაზეს დასრულებულ სახეს აძლევს.

  4. ვინ უთიშავს ჯე.ლინკის აბონენტებს ინტერნეტს

    Posted 19 Oct 2008

    შპს ”კავკასუს ონლაინის” (”ონლაინი”) წინააღმდეგ მიმდინარე ბინძური კამპანია პიკს აღწევს. უფრო მკვეთრი გახდა ”გაერთიანებული ტელეკომის” ზრახვა, რომ ,,კავკასუს ონლაინს" არ გააჩნდეს ფიზიკურად მისგან დამოუკიდებელი ქსელი, როგორიცაა ”ჯელინკი” სექტემბრიდან სისტემატურად ითიშებოდა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” (”გაერთიანებული ტელეკომი”) სხვადასხვა ატეესებში განთავსებული შპს ”კავკასუს ონლაინის” კუთვნილი აპარატურა. ნიშანდობლივია ის, რომ გათიშვები ყოველთვის არასამუშაო საათებში ხორციელდებოდა და გაურკვეველ ვითარებაში აპარატურა მეორე დღის გამთენიის საათებში თავისით ირთვებოდა. ”ამ პერიოდში ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს აკრძალული აქვთ დაშვება ჩვენი კომპანიის მიერ მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ ფართზე ჩვენს კუთვნილ აპარატურასთან. ამიტომ ყველა გათიშვა განხორციელდა იმ დროს, როცა ეს შეზღუდვა მოქმედებდა. რა თქმა უნდა, გაგვიჩნდა გარკვეული ეჭვი, რადგან ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით და კვლევებით დადგინდა, რომ ტექნიკურ გაუმართაობას არ ჰქონდა ადგილი. ხელოვნურად ხორციელდებოდა რაღაც კონკრეტული ქმედება, რომელიც აფერხებდა ჩვენი აპარატურის ფუნქციონირებას, ” - განუმარტა ჟურნალისტებს ”ონლაინის” იურისტმა დათო კაპანაძემ. ყველაფერი ცხადი გახდა 8 ოქტომბერს, როდესაც ერთერთი მორიგი გათიშვის გამომწვევი მიზეზი 25 ე ატეესის ოთახში, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა ოპერატორის, მათ შორის ,,კავკასუს ონლაინის" კუთვნილი, ”ონლაინის” აპარატურის დაცვის მიზნით დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა.

    დაფიქსირდა ”გაერთიანებული ტელეკომის” თანამშრომელს საღამოს საათებში მალულად, ფანრის შუქზე, საკმაოდ ოსტატურად როგორ გამოჰყავს მწყობრიდან აპარატურა, ხოლო მეორე დღის დილის საათებში, სამუშაო დღის დაწყებამდე, როგორ აერთებს მის მიერვე გამორთულ აპარატურას უკან.

    როგორც ჩანს ”გაერთიანებული ტელეკომი” ”ონლაინის” აბონენტებს ინტერნეტ მომსახურების საკუთარ გრაფიკს სთავაზობს, რომელიც არ ითვალისწინებს არასამუშაო საათებში ინტერნეტის მიწოდებას.

    პარალელურად ”გაერთიანებული ტელეკომის” დაკვეთით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”ონლაინს” აუმხედრდნენ საკუთარი აბონენტები და ”ჯელინკის” ქსელის კანონიერებაში ედავებიან. მკითხველს შევახსენებთ, რომ ”ჯელინკის” პროექტი არათუ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში, არამედ ისეთი მზარდი მოთხოვნილების პროდუქტია, რომ მისი ჩართვის მსურველი აბონენტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, მაგალითისათვის მოგახსენებთ, რომ მხოლოდ სექტემბერში 5000-მდე აბონენტი ჩაერთო ”ჯელინკის” ქსელში. ”გაერთიანებული ტელეკომის” ინტრიგა იმით დაგვირგვინდა, რომ ზედამხედველობის სამსახურის სახელით თბილისის ბევრ უბანში 16 ოქტომბრიდან დაიწყო ”ონლაინის” კუთვნილი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების მასობრივი ჩაჭრა, შედეგად ინტერნეტი გაეთიშა 5000-მდე აბონენტს.
    ”ონლაინის” წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ მათ საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს რომ ქსელის ჩაჭრა ქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.

    ,,ონლაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მაჩიტიძე განმარტავს: ,,კაბელი მიზანმიმართულად იყო გადაჭრილი. თუმცა, ჩვენთვის არ იყო ცნობილი, ვინ აწარმოებდა ამ კაბელების გადაჭრას. შემთხვევის ადგილზე გავაგზავნეთ ექსპერტთა ჯგუფები, აგრეთვე გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია რომელთაც დააფიქსირეს დაზიანებები. როგორც მედია საშუალებებიდან გავიგეთ კაბელების ჩაჭრა თვითნებურად განახორციელა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა. ” ამ დაზაბულ ვითარებასი ”ონლაინმა” მაინც მოახერხა დაზიანებული კაბელების აღდგენა. ”ჩვენ არაერთგზის მივმართეთ ზედამხედველობის სასამხურს, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის საქმის მასალები ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ შემოსულ ნებისმიერ განცხადებაზე თუ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებზე. თუმცა დღემდე არ მიგვიღია რაიმე პასუხი ზედამხედველობის სამსახურისაგან, ” - აცხადებს ეკა მაჩიტიძე.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, კავკასუს ონალაინის" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია მოიწვიეს. ითქვა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული ”აქცია” მიმართული იყო მხოლოდ ”ონლაინის” წინააღმდეგ. წარმოდგენილი იქნა სათანადო ფოტო მასალა რომლითაც თვალნათლივ ჩანს, რომ გადაჭრეს მხოლოდ ”ონლაინის” ოპტიკა, ხოლო ყველა სხვა კაბელი ”ვანდალებმა” ხელუხლებელი დატოვეს. ”ონლაინში”, აგრეთვე, დააფიქსირეს, რომ ზედამხედველობის სასამხურის თანამშრომლებს თან ახლდა ”გაერთიანებული ტელეკომის” თანამშრომელიც, რაც ეჭვს ბადებს რომ ამ ყველაფრის უკან დგას ”გაერთიანებული ტელეკომი”.

    რაც შეეხება ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ ”ონლაინისათვის” წაყენებულ მოთხოვნას გადაიხადოს 3,000,000 ლარის დავალიანება და გააფორმოს ხელშეკრულებები, და მის ულტიმატუმს შეუწყვიტოს მომსახურება ”ონლაინს” (რაც ნიშნავს ”ონლაინის აბონენტების გათიშვას”) ხელშეკრულებების გაუფორმებლობის და დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,კავკასუს ონლაინმა" უკვე მიმართა აღნიშნულის თაობაზე საქალაქო სასამართლოს. ”თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ”ონლაინის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ”გაერთიანებულ ტელეკომს” ცალსახად აეკრძალა ”ონლაინისათვის” მომსახურების მიწოდების ნაწილობრივ ან სრული შეწყვეტა” - განმარტავს ”ონლაინის” იურისტი. ამ განჩინებაზე უკვე არსებობს სააღსრულებო ფურცელი და მისი დარღვევა ყოვლად წარმოუდგენელია, ასე რომ ”ონლაინის” აბონენტებს ”გაერთიანებული ტელეკომისაგან” გათიშვა აღარ ემუქრებათ.

    კავკასუს ონლაინი
  5. სატელეფონო ხულიგნობა!!!

    Posted 15 Feb 2008

    ძვირფასო მომხმარებლებო, ბოლო დროს ახალი ქსელების აბონენტებთან, რომლებიც სარგებლობენ "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტით, გახშირდა სატელეფონო ზარები შეტყობინებით, თითქოსდა "კავკასუს ონლაინი" წყვეტს აბონენტების მომსახურებას და ტელეკომუნიკაციების ბაზრიდან გადის.

    კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პროვიკაცია!

    ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი!


    " კავკასუს ონლაინი"

ჩემ შესახებ

მინაწერი:
Administrator
ასაკი:
95 წლის
დაბადების დღე:
January 7, 1919
Gender:

საკონტაქტო ინფორმაცია

E-mail:
პირადი
Website URL:
Website URL  http://

კომენტარები

  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2
  1. Photo

    ლუნა Icon

    15 Jan 2013 - 04:32
    shn nomeri davkarge telefoni anu hoda holme minda gamovide hazze da ver gamovdivar erti rogor ar gagahsendi
    :S
  2. Photo

    kloden1 Icon

    07 Jan 2013 - 23:28
    gilocav!!!
  3. Photo

    ლუნა Icon

    10 Sep 2012 - 20:45
    ici rogor momenatre ?
  4. Photo

    ლუნა Icon

    21 Mar 2012 - 02:59
    : *
  5. Photo

    DuCh Icon

    27 Nov 2011 - 13:40
    vai fan- klubi ar gyaavs? :D
  6. Photo

    ASAGID Icon

    18 Jul 2011 - 21:31
    vaii ar migvatovo plizzz! dzaan gvchirdeba sheni gamohmianeba forumshi. XD
  7. Photo

    ნევადა11^^ Icon

    13 Jun 2011 - 23:05
    Didad madlieri var sheni da Gol.Ge-s : ))
  8. Photo

    ლუნა Icon

    22 Apr 2011 - 19:14
    ma ia ma ia
  9. Photo

    aNooL Icon

    19 Apr 2011 - 00:35
    da verc moukevi masze :user:
  10. Photo

    ლუნა Icon

    17 Apr 2011 - 01:27
    verc chahuteba ver movaswari tqma ki : *
  11. Photo

    ლუნა Icon

    22 Mar 2011 - 18:25
    gakocettqo vermovaswari tqma : *
  12. Photo

    kloden... Icon

    13 Jan 2011 - 00:55
    ar mogtsons chemi postebi?
  13. Photo

    ლუნა Icon

    08 Nov 2010 - 18:10
    <3
  14. Photo

    vaji Icon

    31 Aug 2010 - 01:48
    avatari rogor davakeno?
  15. Photo

    vaji Icon

    31 Aug 2010 - 01:48
    gamarjobat
  • (2 Pages)
  • +
  • 1
  • 2